პარასკევი, ივნისი 2, 2023
spot_img
Homeსოციალური მედია„რომ არა ჩემი პარტიული და პოლიტიკური სტატუსი, ნამდვილად ვიდგებოდი იქ“ - სამხარაძე...

„რომ არა ჩემი პარტიული და პოლიტიკური სტატუსი, ნამდვილად ვიდგებოდი იქ“ – სამხარაძე 30 აპრილის აქციაზე

spot_img

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიტო სამხარაძე 30 აპრილს დაგეგმილ აქციას „არა ომს – მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“ ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ რესპბუბლიკის მოედანზე აუცილებლად მივიდოდა, რომ არა მისი პოლიტიკური სტატუსი.

„რომ არა ჩემი პარტიული და პოლიტიკური სტატუსი, ნამდვილად ვიდგებოდი 30 აპრილს იქ, სადაც ჩემი ქვეყნის პატრიოტები და ღირსეული თანამემამულეები შეიკრიბებიან! ჩემი ქვეყნის ღირსებისთვის, მშვიდობისთვის, სარწმუნოებისთვის, არა ქვეყნის არევისთვის, არა დამონებისთვის, არა ომისთვის… გაუმარჯოს თავმოყვარე ქართველ ერს და დამოუკიდებელ საქართველოს“, – წერს დიტო სამხარაძე FACEBOOK-ზე.

spot_img
მსგავსი სიახლეები
- რეკლამა -
Google search engine

TOP სიახლეები