პელეს სახელი პორტუგალიური ენის ლექსიკონში დაამატეს

127
spot_img

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, პელეს სახელი პორტუგალიური ენის ლექსიკონში დაამატეს.

BBC-ის ცნობით, ასეთი გადაწყვეტილება ერთ-ერთმა პოპულარულმა ლექსიკონმა, Michaelis-მა მიიღო.

ლექსიკონში მითითებულია რომ „პელე“ არის ზედსართავი სახელი, რომელიც აღნიშნავს განსაკუთრებულს, შეუდარებელს, უნიკალურს.

მანამდე პელეს ფონდი გამოვიდა ინიციატივით, რომ ლეგენდარული ფეხბურთელის სახელი პორტუგალიური ენის ოფიციალურ ლექსიკონში დაამატონ. ინიციატივის ავტორთა განცხადებით, სიტყვა „პელე“ უნდა იყოს „დიდების“, „უნიკალურის“ და „უბადლოს“ სინონიმი. პეტიციამ უკვე 125 000-ზე მეტი ხელმოწერა დააგროვა.

ლეგენდარული პელე 2022 წლის 29 დეკემბერს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 3 იანვარს, ქალაქ სანტოსის მემორიალურ სასაფლაოზე დაკრძალეს.