Home Blog Page 1662

ისრაელმა რაფაში ორი მძევალი გაათავისუფლა

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, მათ რაფაჰში „ჰამასის“ მიერ გატაცებული ორი მძევალი გაათავისუფლეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 60 წლის ფერნანდო სიმონ მარმანისა და 70 წლის ლუის ჰარის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია, თუმცა ისინი ისრაელის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო შემოწმებებს ჩაუტარებენ. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა მძევლების დახსნის ოპერაციას „შთამბეჭდავი“ უწოდა და დასძინა, რომ ისრაელი დანარჩენი მძევლების გათავისუფლებაზე მუშაობას აგრძელებს.

მანამდე პალესტინის წითელი ჯვრის საზოგადოებამ გაავრცელა ინნფორმაცია იმის შესახებ, რომ რაფაჰზე თავდასხმა ხორციელდება.

საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით (856.7 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2022 წლის მონაცემებს კი +17.3%-ით (608.7 მლნ. აშშ. დოლარით).

მათივე ინფორმაციით, საქართველომ რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

„მოგზაურობიდან შემოსავლებმა 2023 წლის მეოთხე კვარტალში 873,677,043 აშშ. დოლარი შეადგინა. 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა – 27.4%.

გასულ წელს შემოსავლების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა მოგზაურთა ვიზიტები.

2023 წელს საქართველოში 7,072,220 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 75.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +30.3%-ს შეადგენს.

გასულ წელს, საქართველოში 4,669,467 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +27.8%-ია.

2023 წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში საქართველოში 1,505,240 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 71% აღდგენაა.

2023 წლის IV კვარტალში 1,013,891 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 93% აღდგენაა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ძმები დააკავეს – დეტალები

პოლიციამ თბილისში, ავლაბარში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ძმები დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი, ძმები: 1987 წელს დაბადებული ე.ბ. და 1985 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს.

„მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 11 თებერვალს, თბილისში, ნაცნობზე – 1977 წელს დაბადებულ ფ.კ. – ზე მათ შორის არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მისსავე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი ის სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – გადაჭრილი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“საუკეთესო პერსპექტივაა, რომ უკრაინა იყოს ბუფერული ზონა რუსეთსა და დასავლეთს შორის, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიებით”

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინა უნდა დარჩეს „ბუფერულ ზონად“ რუსეთსა და დასავლეთს შორის, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების გარკვეული გარანტიებით, მაგრამ არ იქნება ევროკავშირის ან ნატო-ს წევრი.

„მოგწონთ თუ არა, უკრაინელებს მოსწონთ თუ არა, უკრაინა არის რუკაზე იქ, სადაც არის. საუკეთესო პერსპექტივაა, რომ ის იყოს ბუფერული ზონა რუსეთსა და დასავლეთს შორის – რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიებით. ეს არ დაეხმარებათ, უკრაინა დაკარგავს ტერიტორიებს. რუსეთი ისევ და ისევ გაანადგურებს უკრაინას. რუსეთი არასდროს შეეგუება თავის საზღვრებზე ევროკავშირისა და ნატო-ს ისეთი წევრის გამოჩენას, როგორიც უკრაინაა“, – აღნიშნა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მოსაზრებით, რუსეთ-უკრაინის ომი 2024 წელს არ დასრულდება და აუცილებელია, სულ მცირე, უზრუნველყოფილი იყოს ცეცხლის შეწყვეტა და სიტუაცია მივიდეს ფაზამდე, რომელშიც მოლაპარაკებები შეიძლება წარიმართოს.

გარდა ამისა, ორბანი მიიჩნევს, რომ ევროპა უკრაინას საკმარისი იარაღით ვერ დაუჭერს მხარს, რადგან ევროპის ქვეყნების საზოგადოებებში „ასეთი დახმარება უკვე ზედმეტად მიაჩნიათ“.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი კვლავ ჰოსპიტალიზებულია

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი კვლავ ჰოსპიტალიზებულია, – ამის შესახებ პენტაგონის განცხადებაშია აღნიშნული.

„თავდაცვის მინისტრი უოლტერ რიდის სახელობის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს სიმპტომებით, რომლებიც მიუთითებენ შარდის ბუშტის პრობლემაზე. ის ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფება და მკურნალობა უტარდება”, – აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.

პებტაგონში აცხადებენ, რომ ლოიდ ოსტინის ჰოსპიტალიზაციის შესახებ თეთრი სახლი ინფორმირებულია.

ლოიდ ოსტინმა ფუნქციები და მოვალეობები თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, კეტლინ ჰიქსს გადასცა.

შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს ლოიდ ოსტინმა პროსტატის კიბოს ოპერაცია გაიკეთა. ახალი წლის დღეებში პროცედურასთან დაკავშირებული გართულებების გამო ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოსტინს საშარდე გზების ინფექცია დაუდგინდა და ის საავადმყოფოში ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. თავდაცვის ოფიციალურ პირებსა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ოსტინის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მისი საავადმყოფოში გადაყვანიდან მესამე დღეს მიაწოდეს. ამ ფაქტის გამო ოსტინმა ბოდიში მოიხადა.

რაფაჰი ჰამასის უკანასკნელი ბასტიონია- ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მუშავდება გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს რაფაში მყოფი ხალხის ევაკუირება. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ „ეიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, როგორ აპირებდა თავისი განცხადების სისრულეში მოყვანას სახმელეთო ოპერაციამდე რაფაში მყოფი ხალხის ევაკუირებასთან დაკავშირებით.

„დაახლოებით 1,4 მილიონი ადამიანია ამ ტერიტორიაზე ახლა და როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, ისინი უბრალოდ ვერ გაქრებიან. სად უნდა წავიდნენ?“ – მიმართა ჟურნალისტმა ისრაელის პრემიერს.

ნეთანუაჰუმ განმარტა, რომ რაფა ღაზის ძალიან მცირე, დაახლოებით, 10 ან 15 პროცენტია.

„რაფას ჩრდილოეთით ჩვენ გავასუფთავეთ ტერიტორიები. არსებობს უამრავი ტერიტორია, მაგრამ ჩვენ ვმუშობთ დეტალურ გეგმაზე ამის განსახორციელებლად. ეს არის ომის ძალისხმევის ჩვენი ნაწილი, რათა მშვიდობიანი მოქალაქეები საფრთხეს ვაშოროთ. „ჰამასის“ ძალისხმევის ნაწილია, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები საფრთხეში იყვნენ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისინი, ვინც ამბობენ, რომ რაფაში ისრაელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიდეს, გულისხმობენ იმას, რომ ისრაელმა ომი უნდა წააგოს. ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა ნეთანიაჰუს, რას ფიქრობდა ბაიდენის განცხადებაზე, როდესაც ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ღაზაში ისრაელის სამხედრო პასუხი გადაჭარბებულია.

„მე ვაფასებ ისრაელისადმი პრეზიდენტ ბაიდენის მხარდაჭერას ომის დაწყებიდან. ზუსტად არ ვიცი, რა იგულისხმა, მაგრამ თავი ისრაელის ადგილზე წარმოიდგინეთ. ჩვენ თავს დაგვესხნენ. ეს იყო ყველაზე საშინელი თავდასხმა ებრაელ ხალხზე ჰოლოკოსტის შემდეგ. ვფიქრობ, ჩვენ იმავე გზით ვუპასუხეთ ტერორიტებს. ჩვენ ვცდილობთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ ზიანი მშვიდობიან მოსახლეობაში, რომელსაც ტერორიტები ცოცხალ ფარად იყენებენ“, – დასძინა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

განახლებული მთავრობა დღეს პირველ სხდომას გამართავს

დღეს ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობითა და მთავრობის ახალი შემადგენლობით, პირველი სხდომა გაიმართება.

პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას საკადრო ცვლილებებს გააცნობს, ასევე რამდენიმე თემაზე გაამახვილებს ყურადღებას.

მთავრობის სხდომა 11საათზე დაიწყება.

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა 8 თებერვალს გამოუცხადა.

ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა.

,,გახარია „ღიად ჩაერთო იმ გეგმაში, რასაც დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესის განვითარების გეგმა ჰქვია”- ვოლსკი

„ლელო“ იქნება, გახარია, გვარამია, „გირჩი“ თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც ამ ფრონტზე აქტიურობს და ვითომ ხანდახან ერთმანეთს აკრიტიკებენ, ეს არის ერთი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია „ღიად ჩაერთო იმ გეგმაში, რასაც დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესის განვითარების გეგმა ჰქვია”.

„ლელო“ იქნება, გახარია, გვარამია, „გირჩი“ თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც ამ ფრონტზე აქტიურობს და ვითომ ხანდახან ერთმანეთს აკრიტიკებენ, ეს არის ერთი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. გახარია – ეს არის თანამედროვე საქართველოს ისტორიის საოცრება, როდესაც პრემიერ-მინისტრი პირდაპირ, ღიად ჩაერთო იმ გეგმაში, რასაც ჰქვია დესტაბილიზაციის და რევოლუციური პროცესის განვითარების გეგმა. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მანდ არ შეიძლება დამნაშავის აყვანის ოპერაციის ჩატარება. ეს არის ხელმოწერა იმაზე, რომ „ნაცმოძრაობა“ პირდაპირ კავშირშია გახარია-„ნაცმოძრაობის“ რევოლუციურ გეგმასთან“, – განაცხადა ვოლსკიმ.

,,ნიკა გვარამიამ რამდენიც არ უნდა იძახოს “ნაცი” არ ვარო, არ დაუჯერებს ის, ვინც “არა-ნაცი” და მკაცრად “არა-ნაცია”- დავით ზურაბიშვილი

ნიკა გვარამიამ რამდენიც არ უნდა იძახოს “ნაცი” არ ვარო, არ დაუჯერებს ის, ვინც “არა-ნაცი” და მკაცრად “არა-ნაცია”. ვისთვისაც “ნაცი” მიუღებელია, ის უბრალოდ ამას არ დაიჯერებს. – ამის შესახებ დავით ზურაბიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, ის პოლიტიკოსები, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობისგან” გამიჯვნას ცდილობენ, ჯერ კიდევ საზოგადოების უმრავლესობისთვის ამ პარტიასთან ასოცირდებიან. “ნიკა მელიაც, რომელიც 2007 წლამდე საერთოდ “ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ მიტინგებშიც გამოდიოდა და ხატია დეკანოიძეც რომ ავიღოთ, რომელიც ნამდვილად არ არის სისხლისმსმელი “ნაცის” ტიპაჟი, მაგრამ მათი წარსული ბევრისთვის ჯერ კიდევ “ნაცმოძრაობასთანაა”. მათ სჭირდებათ დრო, რათა დამოუკიდებელ ფიგურებად წარმოჩნდნენ.” – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოემზადეთ რთული და დატვირთული დღისთვის. თქვენ გარშემო გარემო დენთის კასრს ჰგავს, რომელიც ნაპერწკალს ელის, რომ აფეთქდეს. გირჩევთ, მაქსიმალურად მოერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს, კრიტიკულ შენიშვნებს და ცინიკურ კომენტარებს. თუ საღამომდე მშვიდობიანად მიაღწევთ, საფრთხე აღარ გემუქრებათ. სავარაუდოდ, გაიცნობთ ადამიანს, ვისგანაც მომავალში ბევრს ისწავლით.

კურო

ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. სირთულეების მიუხედავად, ყველა სადავო საკითხის თქვენთვის სასარგებლოდ გადაჭრას შეძლებთ და ოპონენტებს თქვენს სიმართლეში დაარწმუნებთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგების წყალობით შესაძლებლობა გექნებათ, მიიღოთ ის, რაც გსურთ და წარმატებას მიაღწიოთ. თქვენი სასიცოცხლო ენერგია იმდენად შემცირებულია, რომ მეტი უნდა დაისვენოთ – საქმე არსად გაგექცევათ.

ტყუპები

ამ დღეს შესაძლოა, სიტუაცია ისე განვითარდეს, რომ კამათში ჩაბმა და საკუთარი პოზიციის დაცვა მოგიწიოთ. ვიღაც თქვენი გეგმების ჩაშლას ეცდება, ამიტომ სიფხიზლე და სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. სირთულეები ნუ გაშინებთ – ამ დღეს იღბალი თქვენს მხარეზეა, თუმცა დამატებითი ვალდებულებების აღებას უნდა მოერიდოთ.

კირჩხიბი

რთული და გამოწვევებით სავსე დღეა. ეცადეთ, მომხდარზე სწრაფი რეაგირება მოახდინოთ და გადაწყვეტილება დროულად მიიღოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ პრინციპებს არ უღალატოთ და, თუნდაც რთულ სიტუაციაში, არჩეული გზიდან არ გადაუხვიოთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები – სიახლეების ნუ შეგეშინდებათ და ეცადეთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

ლომი

თქვენს სამუშაო მაგიდაზე ბევრი საქმე დაგროვდა, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მოაგვაროთ, დანარჩენი კი სამომავლოდ დატოვოთ. სწრაფი და პრინციპული მოქმედების დამსახურებით შეიძლება ამ დღეს ზოგ რთულ საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიოთ. დრო ტყუილად რომ არ დაკარგოთ, გირჩევთ, ურთიერთობები შეზღუდოთ და მარტოობაში იმუშაოთ.

ქალწული

უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ნუ გააკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც არ გსურთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეცდომებს და უსიამოვნებებს ვერ აიცილებთ. ამ დღეს დაგვიანება არ შეიძლება, რადგან ამას უპატივცემულობად აღიქვამენ. ადამიანი, ვისი იმედიც გქონდათ, საკუთარი საქმეებითაა დაკავებული და შეიძლება თქვენთვის მოცემული პირობა დაივიწყოს.

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღე მშვიდად დაიწყოთ და სამუშაო რიტმში ნელ-ნელა ჩაერთოთ. დღის მეორე ნახევარი სტრესული და დატვირთული იქნება. თუ საქმეს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, დახმარების თხოვნა არ უნდა მოგერიდოთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რომ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელი არ შეგიშალოთ. ფიზიკური აქტივობა სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

მორიელი

გარშემო მყოფები ცდილობენ, მუშაობას მოგწყვიტონ და ყურადღებას გიფანტავენ. თუ გსურთ, სამუშაო დროულად დაასრულოთ, მარტო იმუშავეთ და კოლეგებთან ნაკლები ისაუბრეთ. ამ დღეს სხვა ადამიანების რჩევა და გამოცდილება არ გამოგადგებათ, ამიტომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღოთ. შეთავაზებებზე ან მოწვევებზე უარს ნუ იტყვით – ამან შეიძლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. თუ მცირე გაუგებრობებს და სირთულეებს არ ჩავთვლით, მთლიანობაში კარგი დღეა.

მშვილდოსანი

ამ დღეს უსიამოვნებები ყველაზე მოულოდნელ ადგილებში გელოდებათ, ამიტომ წინასწარ უნდა მოემზადოთ და საკუთარ ინტუიციას უსმინოთ. რთულ სიტუაციაში კარგი განწყობა დაგეხმარებათ, ამიტომ არ ინერვიულოთ, თუ რამე გეგმის მიხედვით არ ხდება. საღამოს თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან დაკავშირებით სასიამოვნო ამბავს გაიგებთ.

თხის რქა

ამ დღეს გუნდური მუშაობა ნაყოფიერი და სასიამოვნო იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყველა პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრას არ ეცადოთ და პასუხისმგებლობა კოლეგებს გაუნაწილოთ. საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გატარებული საღამო ემოციური სტრესისგან გაგათავისუფლებთ. საშუალება გექნებათ, საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, რომლებიც მნიშვნელოვან გამოცდილებას გაგიზიარებენ.

მერწყული

დღემ რომ წარმატებით ჩაიაროს, საკუთარ შინაგან ხმას უნდა უსმინოთ და გადაწყვეტილებები ინტუიციურად მიიღოთ. სანამ საინტერესო შეთავაზებას დათანხმდებით, საკუთარი შესაძლებლობები რეალისტურად შეაფასეთ, რათა უსიამოვნო სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ.

თევზები

რთული და ყოველმხრივ დატვირთული დღეა. სავარაუდოდ, ბევრი საქმის კეთება სრულიად მარტოს მოგიწევთ. ეცადეთ, თანამოსაუბრეების განწყობა და მოტივაცია გამოიცნოთ. ეს პრობლემებს თავიდან აგაცილებთ და მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. რთული პრობლემის მოგვარება სამომავლოდ არ გადადოთ, თორემ შეიძლება, პრობლემა ერთიორად გაიზარდოს.

თბილისის ცენტრში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ავლაბარში 50 წლამდე მამაკაცი ჩაცხრილეს. “კურიერი P.S-ის” ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი იმავე უბანში ცხოვრობდა, სადაც მკვლელობა მოხდა. ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ.

შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, საიდანაც სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს ჩანაწერები. შესაბამისად, შესაძლოა, დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებული იყოს. ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

მოკლული, წარსულში ნასამართლევი იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობები ყელისა და თავის არეში, ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა, თუმცა დაჭრილის გადარჩენა ვერ შეძლეს. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

,,წამოიწყეს რაღაც პროცესი, მათ შორის, გამიჯვნის, გასვლის და ამით სიმულაციის შექმნა სურთ”- მიხეილ სარჯველაძე

წამოიწყეს რაღაც პროცესი, მათ შორის, გამიჯვნის, გასვლის და იმ სიმულაციის შექმნა სურთ, თითქოს ადამიანები, რომლებიც გამოვიდნენ “ნაციონალური მოძრაობიდან”, არ არიან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, ოპოზიციის ახალ სტრატეგიაზე საუბრისას რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი “ნაციონალური მოძრაობისგან” დისტანცირებას ცდილობს, თუმცა, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები არიან. “მათ სურვილი აქვთ, სუფთა ფურცლიდან დაიწყონ და დაივიწყონ ის, რაც წითელი პასტით იყო ძალიან ბევრი შეცდომის სახით აღნიშნული წინა გვერდებზე მათ ბიოგრაფიაში. ეს, რა თქმა უნდა, არის კოლექტიური “ნაცმოძრაობა”.” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.