,,ნიკა გვარამიამ რამდენიც არ უნდა იძახოს “ნაცი” არ ვარო, არ დაუჯერებს ის, ვინც “არა-ნაცი” და მკაცრად “არა-ნაცია”- დავით ზურაბიშვილი

27
spot_img

ნიკა გვარამიამ რამდენიც არ უნდა იძახოს “ნაცი” არ ვარო, არ დაუჯერებს ის, ვინც “არა-ნაცი” და მკაცრად “არა-ნაცია”. ვისთვისაც “ნაცი” მიუღებელია, ის უბრალოდ ამას არ დაიჯერებს. – ამის შესახებ დავით ზურაბიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, ის პოლიტიკოსები, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობისგან” გამიჯვნას ცდილობენ, ჯერ კიდევ საზოგადოების უმრავლესობისთვის ამ პარტიასთან ასოცირდებიან. “ნიკა მელიაც, რომელიც 2007 წლამდე საერთოდ “ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ მიტინგებშიც გამოდიოდა და ხატია დეკანოიძეც რომ ავიღოთ, რომელიც ნამდვილად არ არის სისხლისმსმელი “ნაცის” ტიპაჟი, მაგრამ მათი წარსული ბევრისთვის ჯერ კიდევ “ნაცმოძრაობასთანაა”. მათ სჭირდებათ დრო, რათა დამოუკიდებელ ფიგურებად წარმოჩნდნენ.” – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.