რაფაჰი ჰამასის უკანასკნელი ბასტიონია- ბენიამინ ნეთანიაჰუ

53
spot_img

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მუშავდება გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს რაფაში მყოფი ხალხის ევაკუირება. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ „ეიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, როგორ აპირებდა თავისი განცხადების სისრულეში მოყვანას სახმელეთო ოპერაციამდე რაფაში მყოფი ხალხის ევაკუირებასთან დაკავშირებით.

„დაახლოებით 1,4 მილიონი ადამიანია ამ ტერიტორიაზე ახლა და როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, ისინი უბრალოდ ვერ გაქრებიან. სად უნდა წავიდნენ?“ – მიმართა ჟურნალისტმა ისრაელის პრემიერს.

ნეთანუაჰუმ განმარტა, რომ რაფა ღაზის ძალიან მცირე, დაახლოებით, 10 ან 15 პროცენტია.

„რაფას ჩრდილოეთით ჩვენ გავასუფთავეთ ტერიტორიები. არსებობს უამრავი ტერიტორია, მაგრამ ჩვენ ვმუშობთ დეტალურ გეგმაზე ამის განსახორციელებლად. ეს არის ომის ძალისხმევის ჩვენი ნაწილი, რათა მშვიდობიანი მოქალაქეები საფრთხეს ვაშოროთ. „ჰამასის“ ძალისხმევის ნაწილია, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები საფრთხეში იყვნენ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისინი, ვინც ამბობენ, რომ რაფაში ისრაელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიდეს, გულისხმობენ იმას, რომ ისრაელმა ომი უნდა წააგოს. ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა ნეთანიაჰუს, რას ფიქრობდა ბაიდენის განცხადებაზე, როდესაც ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ღაზაში ისრაელის სამხედრო პასუხი გადაჭარბებულია.

„მე ვაფასებ ისრაელისადმი პრეზიდენტ ბაიდენის მხარდაჭერას ომის დაწყებიდან. ზუსტად არ ვიცი, რა იგულისხმა, მაგრამ თავი ისრაელის ადგილზე წარმოიდგინეთ. ჩვენ თავს დაგვესხნენ. ეს იყო ყველაზე საშინელი თავდასხმა ებრაელ ხალხზე ჰოლოკოსტის შემდეგ. ვფიქრობ, ჩვენ იმავე გზით ვუპასუხეთ ტერორიტებს. ჩვენ ვცდილობთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ ზიანი მშვიდობიან მოსახლეობაში, რომელსაც ტერორიტები ცოცხალ ფარად იყენებენ“, – დასძინა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.