Home Blog Page 1653

26 ივლისის ამინდის პროგნოზი

26 ივლისს ქუთაისში +33 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო დღეა. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. +30 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მზიანი დღეა. დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი 31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც მზიანი დღეა. დღისით +31, ღამის ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც მზიან დღეს ვარაუდობენ. დღისით +21 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება. ომალოში წვიმაა ნავარაუდები. დღისით +19, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

გურჯაანში დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. სიღნაღში დღისით +29 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

რუსთავში დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +23 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ნალექი.

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

 

ხელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით – მამაკაცებისთვის. მოსალოდნელია მოღვაწეობის ახალ სფეროზე ან განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა. ხელიდან ნუ გაუშვებთ საკუთარ შანსს და პრინციპულობა გამოიჩინეთ. საშუალება გექნებათ, საკუთარ გამოცდილებას თვალი გადაავლოთ და სამომავლო გეგმები დასახოთ. მოთმინება გამოიჩინეთ, ნუ მისცემთ ნეგატიურ ემოციებს უფლებას, რომ პირად ურთიერთობებზე იმოქმედოს. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი, საჩუქარი ან მაცდური წინადადება.

 

კურო

 

კარგი იქნება, თუ ამ დღეს სახლში გაატარებთ. ყურადღება მიაქციეთ ახლობელ ადამიანებს, ბავშვებს და ნათესავებს. სასიყვარულო ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დღეა. შესაძლოა, სიტუაცია იმდენად გამწვავდეს, რომ მისი დალაგება ვეღარ შეძლოთ. თავი შეიკავეთ კომერციულ ოპერაციებში მონაწილეობისა და გაუმართლებელი რისკისგან.

 

ტყუპები

 

ხელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით – შემოქმედებითი პროფესიის ტყუპებისთვის. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი. თამამად დაიწყეთ ნებისმიერი საქმე, რადგან ყველგან და ყველაფერში წარმატება გელით. ეცადეთ, რეალობის გრძნობა არ დაკარგოთ და მეტი პრაქტიკულობა გამოავლინოთ.

 

კირჩხიბი

 

მოსალოდნელია ახლობელ ადამიანთან ურთიერთობების გარკვევა. წინა დღეების დაღლილობა და დაძაბულობა თავს იჩენს. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ კოლეგების მიმართ, რომ მათი თავმოყვარეობა არ შელახოთ. ეცადეთ, მეტი წინდახედულება გამოიჩინოთ და ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ.

 

ლომი

 

ხელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით – ქალი ლომებისთვის. სავარაუდოდ, განვითარების ახალ ეტაპზე გადახვალთ. ახალი ნაცნობი თქვენს მსოფლმხედველობაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. მამაკაცებმა მიზნის მიღწევისთვის მეტი პრინციპულობა უნდა გამოავლინონ – იმოიქმედეთ ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევთ და შედეგებზე არ იფიქროთ.

 

ქალწული

 

ხელსაყრელი დღეა. განსაკუთრებით შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის. შესაძლებლობა გაქვთ საკუთარი გამოცდილება კარგად გაიაზროთ და სამომავლო გეგმები დასახოთ. მოთმინება გამოიჩინეთ და ნეგატიური ემოციები მოთოკეთ. თქვენი აქტიურობა აუცილებლად აისახება პროფესიულ საქმიანობაზე, მეგობრებთან ურთიერთობაზე და მთლიანად, მომავალ ცხოვრებაზე. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი ან მაცდური წინადადება.

 

სასწორი

 

პასიური დღეა. კომერციული საქმეები უჩვეულოდ გაჭიანურდება და სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. მოულოდნელმა ცნობამ შეიძლება ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა გაგირთულოთ. ამ დღეს თავი შეიკავეთ მგზავრობისა და ღია ცეცხლთან ურთიერთობისგან.

 

მორიელი

 

ამ დღეს თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი მიშვნელოვნად მოიმატებს. განსაკუთრებით წარმატებული დღეა შემოქმედებითი პროფესიის მორიელებისთვის. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს მხოლოდ საკუთარ ინტუიციას ენდეთ

 

მშვილდოსანი

 

არახელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით – ხელოვანი ადამიანებისთვის. სავარაუდოდ, სამომავლო გეგმებში კორექტივების შეტანა მოგიწევთ. მოვლენების არახელსაყრელი განვითარების გამო ნუ ინერვიულებთ – შესაძლოა, ასე უკეთესიც იყოს.

 

თხის რქა

 

კრიტიკული დღეა. ახლობელი ადამიანების დახმარებაზე უარს ნუ იტყვით – ერთობლივი მუშაობისა და კოლექტიური ღონისძიებებისთვის ეს დღე ხელსაყრელია. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ახლობელი ადამიანების მიმართ. მოსალოდნელია უთახმოება, რომელიც შეიძლება ურთიერთობის სრული გაწყვეტით დასრულდეს. მოთმინება გამოიჩინეთ და ნეგატიურ ემოციებს ნუ აჰყვებით.

 

მერწყული

 

ინდივიდუალური მუშაობისთვის ხელსაყრელი დღეა. პარტნიორებთან ურთიერთობის ან კომერციული გარიგებების დროს რეალობის გრძნობა არ დაკარგოთ: მოსალოდნელია ტყუილი ან ფინანსური ზარალი. ამ დღეს სექსუალური კონტაქტები უკიდურეს სიფრთხილეს მოითხოვს. გამორიცხული არაა სრული კრახი და იმედგაცრუება.

 

თევზები

 

სულის სიღრმეში საკუთარი თავით უკმაყოფილო ხართ, რამაც შეიძლება ნერვიულობა და მასთან დაკავშირებული ავადმყოფობა გამოიწვიოს. ეცადეთ, ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ, რათა სიტუაცია ძირეულად პოზიტიურისკენ შეიცვალოს. თუ თავს დამნაშავედ მიიჩნევთ, ბოდიში მოიხადეთ და აპატიეთ მათ, ვინც პატიებას გთხოვთ.

„დიდი ოცეულის“ სამიტზე პუტინის ვიზიტი გამორიცხული არ არის”- უშაკოვი

რუსეთის პრეზიდენტის საგარეო საქმეებში მრჩეველი იური უშაკოვი პუტინის ინდოეთში “დიდი ოცეულის” სამიტზე ვიზიტს არ გამორიცხავს. უშაკოვის კომენტარს რუსული სახელმწიფო გამოცემა “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

“ოცეულთან” დაკავშირებით ჯერ გაურკვეველია. მოწვევა მივიღეთ… [ვიზიტს] არ გამოვრიცხავთ, რა თქმა უნდა”, – განაცხადა უშაკოვმა.

“დიდი ოცეულის” სამიტი ინდოეთში სექტემბერშია დაგეგმილი.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილ BRICS-ის სამიტთან დაკავშირებით, რომელშიც პუტინი ვიდეოკავშირით მიიღებს მონაწილეობას, უშაკოვმა აღნიშნა, რომ “პუტინის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტთან მკაფიო შეთანხმება არსებობს” სწორედ ამ ფორმატში მონაწილეობაზე.

,,რესპუბლიკელები“ არ ვგეგმავთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბლოკში ყოფნას”- სამნიძე

რეალობაა, რომ პოლიტიკური პარტიები ყველა გამოკითხვით და ამ ვითარებაში ვერ გადავლახავთ 5%-იან ბარიერს. ამას არ ვმალავთ, ეს არის ერთ-ერთი მოტივაცია, რომ პარტიები გამსხვილდნენ , – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ მედიასთან  განაცხადა.

ამასთან, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ყველა პარტიის გაერთიანება გამორიცხულია, რადგან ეს რამდენიმესთვის ე.წ. წითელი ხაზია.

„მე არ მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ყველა პარტიის გაერთიანებამ გამარჯვება უზრუნველყოს. ამომრჩეველი არ არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“, ძალიან დიდი სპექტრია ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების, რომლებიც შუაში არიან და ელოდებიან სხვა ტიპის ალტერნატივას. არსებობს ვერსია, რომ ყველა გაერთიანდეს ერთის წინააღმდეგ, მაგრამ ეს ვერსია უკვე გამორიცხულია, რადგან ეს რამდენიმე პარტიისთვის წითელი ხაზია. მეც ვაცხადებ, რომ ჩვენ, „რესპუბლიკელები“ არ ვგეგმავთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ბლოკში ყოფნას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და მივიღოთ კოალიციური მთავრობა, სადაც ოპოზიციაში იქნება „ქართლი ოცნება“ და ყველა გამოკითხვამ, დაკვირვებამ აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი-ერთზე როცა რჩება, „ქართული ოცნება“ იმარჯვებს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ხათუნა სამნიძის თქმით, პოლიტიკური სპექტრს დიალოგი უჭირს და მხოლოდ მაშინ ახერხებენ კომპრომისზე წასვლას, როცა იძულებული არიან.

„გვიჭირს პოლიტიკურ სპექტრს ერთმანეთთან საუბარი. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური კულტურის ნაწილია ის, რომ ჩვენ დიალოგი გვიჭირს ერთმანეთთან და მხოლოდ იძულებული რომ ვართ, მაშინ ვიწყებთ ერთმანეთთან საუბარს, დათმობას და კომპრომისზე წასვლას. იძულებული ვართ იმით, რომ 5%-იანი ბარიერია, არჩევნები მოდის და ჩანს, რომ ვერ ვამარცხებთ ამ ხელისუფლებას“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

,,თუ გააცნობიერებენ, რომ ეს არის საერთო ამოცანა, წარმატება გარდაუვალი იქნება”- პაპუაშვილი

ჩვენ გვჭირდება, რომ სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ არა ჩასაფრებული კრიტიკოსები, არამედ გულშემატკივრები რეკომენდაციების შესრულების პროცესის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ისინი თუ გააცნობიერებენ, რომ ეს არის საერთო ამოცანა, წარმატება გარდაუვალი იქნება.

„გვქონდა მსჯელობა რეკომენდაციების შესრულების შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით. უკრაინის, საქართველოს, მოლდოვას ტემპებს თუ ავიღებთ, ვნახავთ, რომ ერთნაირია. იქაც ორი-სამი რეკომენდაცია ჩაითვალა შესრულებულად. სხვა რეკომენდაციებში არის მნიშვნელოვანი პრინციპული წინსვლა. რაც მთავარია, არასამთავრობო სექტორმაც აღნიშნა, რომ აქამდე, ივნისამდე არსებული მდგომარეობისგან განსხვავებით, ამ შუალედური ანგარიშით უკვე შეგვიძლია, შევიქმნათ კონკრეტულ წარმოდგენად, რა მოლოდინები აქვს ევროკავშირს. ჩვენ ამ მხრივ კომუნიკაციაში ვართ ევროკავშირთან, რათა ეს მოლოდინები ერთმანეთს დაემთხვეს. ჩვენ გვაქვს საკმარისი დრო. დღესაც მოვისმინეთ იდეები, ამ იდეებზე გვექნება მსჯელობა. საქართველო კიდევ ერთხელ, როგორც შარშან, ივნისში იყო პირნათელი ქართველი ხალხისა და ევროკავშირის წინაშე, როგორც ლიდერი ქვეყანა „ტრიოში“, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო, მაშინ დაიჩაგრა, წელსაც იქნება პირნათელი ქართველი ხალხის წინაშე. მთავარია, არ დავიჩაგროთ უსამართლო გადაწყვეტილებით. ჩვენ როგორც ვიყავით ლიდერი, ასევე ვრჩებით ლიდერი, არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, არამედ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით, რომელსაც დეკემბერში მიენიჭა სტატუსი. მთავარია ემოციების გარეშე საკითხებზე მუშაობა, მათ შორის, მნიშვნელოვანია და რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი სამოქალაქო საზოგადოებასთან, ახლა ქართველ ხალხს სჭირდება გულშემატკივრობა ევროკავშირში ინტეგრაციის მხრივ. ჩვენ გვჭირდება, რომ სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ არა ჩასაფრებული კრიტიკოსები, არამედ გულშემატკივრები ამ პროცესის. თუკი ისინიც გააცნობიერებენ, რომ ეს არის ჩვენი საერთო ამოცანა, მაშინ, რა თქმა უნდა, წარმატება გარდაუვალი იქნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„მე მჯერა, რომ პარლამენტის შენობაში საქართველოს ნამდვილი პარლამენტი განთავსდება”-მელია

„მე მჯერა, რომ პარლამენტის შენობაში საქართველოს ნამდვილი პარლამენტი განთავსდება, როგორც ქართველი ხალხის ერთგული და ჭეშმარიტი წარმომადგენელი და არა რომელიმე ოლიგარქის პირად ხუშტურებს დაქვემდებარებული სანოტარო ბიურო“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, თვლის თუ არა, რომ დღეს საქართველოში რამდენიმე ოლიგარქია, ნიკა მელია პასუხობს, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ, გახდნენ ოლიგარქები და სახელისუფლებო შტოები კულუარებიდან მართონ.

„დღეს ევროკავშირის მისიის წარმომადგენელმა თქვა, რომ ქვეყანაში უნდა გაკონტროლდეს ოლიგარქების გავლენა ქართულ პოლიტიკაზე. დიახაც, დღეს, ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი ოლიგარქი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არავის არ აქვს სურვილი, რომ გახდნენ ოლიგარქები და მართონ კულუარულად და ჩრდილოვნად სახელისუფლებო შტოები.

დღეს, არის ერთადერთი ოლიგარქი, მაგრამ სიმართლე არის ერთი – ნუთუ ვერ ვგრძნობთ ახლა ჩვენ, რომ გარშემო არიან ადამიანები, რომლებსაც ხელისუფლების, როგორც „ქართული ოცნების“ დამარცხება კი არა, უბრალოდ სახელების გვარების ჩანაცვლება სურთ და ხვალ და ზეგ სიამოვნებით გადაუსვამდნენ თავზე ხელს მურუსიძეს და ჩინჩალაძეს“, – აცხადებს ნიკა მელია. 

„ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის ყველასთან თანამშრომლობისთვის”- სოფო ჯაფარიძე

დღეს, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ტყვეობაშია, დაუშვებელია, რომ საქართველოს პატრიოტები ერთმანეთს დავუპირისპირდეთ, სწორედ ამიტომ აუცილებელია, დავდგეთ ერთად. დღეს, როგორც არასდროს, ისეთი მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის რუსეთის ტყვეობისგან დახსნა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის ყველასთან თანამშრომლობისთვის.

„ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო, რომელიც უდიდეს კრიზისშია. როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო არის უკრაინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მხარეს, როდესაც უკრაინელები სრულად უჭერენ მხარს თავიანთი მოქალაქის – მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას, ხელისუფლება საპირისპირო მხარეს დგება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და დავდგეთ გამარჯვებული უკრაინის მხარეს. საქართველო უმძიმეს მდგომარეობაშია. არსებული გამოწვევები ისეთი კრიტიკულია, როგორც არასდროს. არსებული ვითარება გარდაუვლად მოითხოვს ჩვენი პირადი ამბიციების უკან გადაწევას და ერთად ბრძოლას. ამ ბრძოლაში ყველამ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს და თითო აგური დადოს. ამისთვის მიხეილ სააკაშვილი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ის მზადაა ყველა პოლიტიკური პოზიციისა და სრულიად განსხვავებული ადამიანების გაერთიანებისათვის. ამ გაერთიანებაში თავი უნდა მოიყაროს არა მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, არამედ ყველამ, ვისაც სურს თავისუფალ, ცივილიზებულ, ევროპულ საქართველოში ცხოვრება. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ გამარჯვების მომტანი დიდი ძალა – „გამარჯვების პლატფორმა“.

ჩვენ მზად ვართ ყველასთან თანამშრომლობისთვის, ყველასთან სასაუბროდ, ჩვენ მოვისმენთ თქვენს პრობლემებს და მე პირადად ყოველთვის ვიქნები თქვენ გვერდით. ჩვენ არ უნდა დავუშვათ საქართველოს რუსულ რელსებზე საბოლოოდ გადაყვანა, ამას ერთიანი ძალებით უნდა დავუპირისპირდეთ. ჩვენ არ დავუკარგავთ ჩვენს შვილებს და საქართველოს ევროპულ მომავალს. ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ყველასათვის სამაგალითო სახელმწიფოდ. ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

,,ევროკავშირისგან კონკრეტულ დეტალებს ველოდებით” – კობახიძე

მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ასეთი ფორმატის შეხვედრები. შეიძლება გაიშალოს სხვადასხვა კუთხით დისკუსია სხვადასხვა თემის შესახებ, – ამის შესახებ „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე „საქართველოს გზა ევროკავშირისაკენ“ საუბრისას განაცხადა.

„არიან საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ რეალური ინტერესი, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, გახდეს კანდიდატი ქვეყანა და ა.შ. ვისაც აქვს ამის რეალური ინტერესი, ყველასთან მზად ვართ თანამშრომლობისთვის.

დისკუსია გაგრძელდება ამ თემებზეც – სასამართლო, დეოლიგარქიზაცია. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტიკა. კონსულტაციები უკვე დაწყებულია, ტექნიკურ დონეზე გაიმართა პირველი შეხვედრები სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, ამიტომ ეს პროცესი პროგრესირებს. შეხვედრები გაგრძელდება, მათ შორის პოლიტიკურ დონეზეც. იმედია, მივიღებთ კონკრეტულ დეტალებს იმასთან დაკავშირებით თუ რას ელოდება ევროკავშირი ამა თუ იმ პრიორიტეტის შესრულების კუთხით“, – აღნიშნა კობახიძემ.

,,სამწუხაროდ, ეს მისი „მოღვაწეობის“ სამარცხვინო ფურცელია”-ყაველაშვილი

ქალბატონი ელჩი მალე აღარ იქნება საქართველოში და, სამწუხაროდ, ეს მისი „მოღვაწეობის“ სამარცხვინო ფურცელია, რადგან თითქოს სიყვარულსა და მხარდაჭერას გამოხატავდა საქართველოს მიმართ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იგი დიდ საშიშროებას წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტი სწორედ იმ საზოგადოების დასაცავად და ინფორმაციით აღსაჭურვად შეიქმნა, რომლებიც მარტის აქციების დროს მათ ებრძოდა.

„როდესაც „ხალხის ძალა“ ჩამოყალიბდა, პირველი წერილი, როგორც მახსოვს, მე გავუგზავნე ქალბატონ ელჩს და მაშინაც ანალოგიური პასუხი გამცა, რაც ახლა „ფარას“ კანონზე თქვა, რომ არ წაუკითხავს, ან ნახევრად წაიკითხა და მერე თავი დაანება. ეს შეურაცხმყოფელია, მაგრამ როდესაც რეალობა ასეთია, სიმართლის აღიარება, რა თქმა უნდა, რთულია ამერიკის ელჩისთვის.

ქალბატონი ელჩის დღეები დათვლილია, მალე აღარ იქნება საქართველოში და, სამწუხაროდ, ეს მისი „მოღვაწეობის“ სამარცხვინო ფურცელია, რადგან თითქოს რაღაც სიყვარულსა და მხარდაჭერას გამოხატავდა საქართველოს მიმართ, მაგრამ დეტალურად დაკვირვებისას აღმოჩნდა, რომ იგი დიდ გამოწვევასა და საშიშროებას წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომაც დავიწყეთ ასე ღიად საუბარი და ეს ყველაფერი უკვე სახეზეა. ვიღაცებს ეგონათ, რომ რაღაც კონსპირაციებს ვიგონებდით, როდესაც ყოველ ჯერზე ყველა გადაცემაში პირდაპირ ვამხელდით და ვამბობდით, რომ ეს არის სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, შეკრულია ქსელი, ყოფილი თანამდებობის პირების, ევროპარლამენტარებისა და ამერიკის ყოფილი ელჩისგან. ამაში გვარწმუნებდა საელჩოს მოქმედებაც. ეს საშიშროება არ გამქრალა! ჩვენი მოქალაქეები „ფარას“ დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ უკვე დარწმუნდნენ იმ იდეის სისწორეში, რაზეც ჩვენ მარტის დღეებში ვიბრძოდით.

სხვათა შორის, „იმედის“ ეთერშიც განვაცხადე, რომ გვქონდა ინფორმაცია საელჩოდან, რომ ამ კანონს გაასაღებდნენ რუსულ კანონად და არ მოგვცემდნენ მისი მიღების საშუალებას. სოზარმაც უკვე აღარ დამალა და პირდაპირ თქვა, რომ ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა ამერიკის ელჩის მხრიდან მიიღო მსგავსი გზავნილი, რომ ამ კანონს არაფრის დიდებით არ დაუშვებდნენ და ეს რას მოასწავებს, უკვე მარტივი გასაანალიზებელია. ჩვენი საზოგადოება იმდენად მომზადებულია, ამ ეტაპზე კანონის მიღებაც აღარ არის საჭირო, რათა გავშიფროთ, რასთან გვქონდა საქმე.

მარტის აქციებზე ჩვენ ვნახეთ გულწრფელი ადამიანების პროტესტიც. ისინი იყვნენ მოტყუებული ადამიანები. ცნობილი სპორტსმენები, ხვიჩა კვარაცხელია და თოკო შენგელიაც კი გამოიყენეს იმისთვის, რომ ხალხი დაერწმუნებინათ, თითქოს ევროკავშირსა და ევროპულ არჩევანზე უარს ამბობდა ჩვენი მთავრობა და სახელმწიფოს რუსეთისკენ მიაქანებს. საზოგადოებას ეუბნებოდნენ, ამის წინააღმდეგ გამოდის ხალხი და შენ რა პოზიციას დაიჭერო? – ასე იყო გასაღებული ეს თემა და თავისთავად ეს მოტყუებული ადამიანები, რა თქმა უნდა, არჩევანს ერთი მიმართულებით გააკეთებდნენ. ასე მოატყუეს ეს ადამიანები და ველოდები, თუ ვინმეს ეყოფა სინდისი, ან შინაგანი ხმა, პატრიოტიზმი, თუ რაღაც სიწმინდის სიყვარული მაინც უკარნახებს, რომ გამოვიდეს და აღიაროს ეს ყველაფერი.

პარადოქსი ის არის, რომ სწორედ იმ ადამიანებს ვიცავდით ამ კანონით, რომლებიც ჩვენ მოღალატეებს გვიწოდებდნენ და გვებრძოდნენ. ეს გამოჩნდა კიდეც.

ჩვენ ვხედავთ, ეს კანონი როგორ უზრუნველყოფს და იცავს ამერიკის უსაფრთხოებას. შეუძლებელია, იქ ერთი დოლარიც კი ისე შევიდეს, რომ არ იყოს აღრიცხული, ვის მიმართ, როგორ და რა მიზნით არის გადახდილი. საკუთარი ქვეყნის მიმართ როგორი მკაცრი კანონია, მაგრამ როგორ იცავს საკუთარ სახელმწიფოს და რა უსაფრთხო გარემოს ქმნის ქვეყანაში. ჩვენ არ გვაქვს ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო?! ამ ახალგაზრდებს მინდა, ვკითხო, ისინი ხომ ჩვენი მომავალი არიან, მათ ხომ უნდა იცოდნენ, საკუთარ სახელმწიფოში გარედან შემოსული თანხების წარმომავლობა და მიზნობრიობა, რომელი სახელმწიფოდანაც არ უნდა იყოს ის?! გარედან შემოსული თითოეული ლარი უნდა იყოს აღრიცხული და ვიცოდეთ მის შესახებ ყველაფერი. ჩვენ ხომ არ ვკრძალავდით, უბრალოდ გვინდოდა, გვცოდნოდა, რის გამო და რა მიზნით შემოდის. გვინდოდა, უბრალოდ რეესტრი ყოფილიყო ამ პროცესების გამჭვირვალობისთვის და ყველაფერი სცოდნოდა საზოგადოებას, თითოეულ მოქალაქეს. მეტი არაფერი არ ყოფილა, ამის იქით არც წასულა ჩვენ მიერ შემუშავებული კანონპროექტი. მაგრამ ჩვენი შეცდომა ის იყო, რომ პირველ ჯერზე FARA უნდა გადმოგვეთარგმნა და მასზე გაგვეკეთებინა აქცენტი, ხოლო შემდეგ შეგვეთავაზებინა საზოგადოებისთვის ჩვენი შერბილებული ვარიანტი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

,,მარგველაშვილი, პროდასავლურ ფლანგზე ყველასთვის სასურველი ლიდერია“- ხაბეიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „პროდასავლურ ფლანგზე ყველასთვის სასურველი ლიდერია“. ამის შესახებ ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს გიორგი მარგველაშვილის შესაძლო თანამშრომლობაზე კომენტარის გაკეთებისას განუცხადა.

„საუბრები, ცხადია, გვაქვს და გვექნება. ჩემი აზრით, პროდასავლურ ფლანგზე გიორგი მარგველაშვილი ყველასთვის სასურველი ლიდერია. კომუნიკაცია არსებობს, თუმცა, რომ გითხრათ, რომ კონსულტაციები ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით გვქონია-თქო, მოგატყუებთ“, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი. 

“რატომ უნდა გინდოდეს, რომ ამ მსოფლმხედველობის სუბიექტი იყო შენი შვილის მენტორი?”-ნიკოლეიშვილი(ვიდეო)

“რატომ უნდა გინდოდეს, რომ ამ მსოფლმხედველობის სუბიექტი იყო შენი შვილის მენტორი?” – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შესახებ და სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს. “გინდ “ფრანკლინის კლუბის” და გნებავთ ნებისმიერ სხვა ფორმატში, რატომ უნდა გინდოდეს, რომ ამ მსოფლმხედველობის სუბიექტი იყო შენი შვილის მენტორი? საინტერესოა, ასეთივე ტექსტით მოძღვრავს საკუთარ შვილებს?! ვიდეო არაა ახალი, მაგრამ არა მგონია ხედვა ეცვალა! მშობელიც უნდა დაფიქრდეს, შვილიც, ასაკოვანიც და ახალგაზრდაც, ასეთი ჭკუის თუ ჭკუანაღრძობისაგან ან რა უნდა ისწავლო ან რატომ უნდა ისწავლო, ან რისთვის უნდა ისწავლო?”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

,,მათი საქმიანობა, საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების წარმოშობს” – სეფაშვილი

სანამ რუსეთ-უკრაინის ეს მძიმე ომი მიმდინარეობს, საქართველო მეორე ფრონტის საშიშროების წინაშე იქნება. ამიტომ, მცდელობა, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა დეკემბერში კანდიდატის სტატუსიც გამოიყენონ, სულ იქნება, რომ ან ხელისუფლება შეიცვალოს და ისე გაიხსნას მეორე ფრონტი, ან საქართველო არსებული მთავრობით ჩაებას ომში, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოწინააღმდეგეთა საქმიანობა და მიზანმიმართული ქმედებები, რომლებიც FARA-ს კანონის მეშვეობით, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გასაჯაროვდა, არის სწორედ ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობების წარმომშობი.

„კავკასიის რეგიონში საქართველო არის დასავლეთის, ამერიკისა და ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი და დასაყრდენი. ჩვენი ხალხის, საზოგადოების გაცხადებული მიზანია, რომ ევროპული, დასავლური ცივილიზაციის ნაწილი ვართ და ვიყოთ. ეს არჩევანი გუშინ კი არ გავაკეთეთ, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია. ევროკავშირში გაწევრიანება, დასავლეთისკენ სწრაფვა გვინდა არა იმიტომ, რომ გეოგრაფიულად მაინცდამაინც დასავლეთი მოგვწონს, არამედ, ღირებულებათა ის სისტემა, რაც ორგანულია ჩვენთვის, რაც ჩვენი კულტურა არის, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლი ღვარეს, ამას ვხედავთ და ამისთვის ვიბრძვით.

ეს ფაქტები, რაც FARA-ს დოკუმენტში ვიხილეთ, არის სწორედ ცალკეული პირების, მათ შორის, ამერიკის საელჩოს თანამშრომლების, ყოფილი თუ მოქმედი ელჩების ანტიამერიკული და ანტიდასავლური პროპაგანდის მიზანი, რომელიც სწორედაც ჯდება რუსეთის ანტიევროპულ რიტორიკაში. ისინი ჩვენზე, „ხალხის ძალასა“ და „ქართულ ოცნებაზე“ ამბობენ, რომ ანტიდასავლური რიტორიკა გვაქვს, მაგრამ სწორედ მათი საქმიანობა და მიზანმიმართული ქმედებები, რომლებზეც კი არ ვვარაუდობთ, პირდაპირ, FARA-ს კანონის მეშვეობით, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე ვხედავთ, არის სწორედ ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობების წარმომშობი, რაც ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

დეპუტატმა გლობალური ომის პარტიის მიზანზეც ისაუბრა, რომელიც რეგიონში მშვიდობის დაზიანებას მოიცავს.

„მიშას შეწყალებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები არის ერთი პატარა რგოლი იმ დიდი ჯაჭვისა, რაც საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებას გულისხმობს. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი შეწყალების საკითხი არის მიმართული იქითკენ, რომ ეს საკითხი ერთგვარ გამომწვევ მიზეზად აქციონ საზოგადოებაში შფოთის შესაქმნელად და არეულობის გამოსაწვევად. FARA-ს კანონის მეშვეობით გასაჯაროებულ დოკუმენტში გაცილებით უარესი რაღაცები წერია, ვიდრე მიშას შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხებია – საქართველოს სანქცირების მოთხოვნა და ქვეყნის იმიჯის დაზიანება. ეს არის ის საშინელი სიმართლე, რაც ჩვენ ამოვიკითხეთ. ეს არის გლობალურად კოორდინირებული, იმიტომ, რომ მარტო ფული არ არის საქმე. ამას სჭირდება კარგად მოფიქრებული ერთიანი სტრატეგია და მსოფლიოს მასშტაბით ამის ორგანიზება. იმიტომ, რომ არ არის ასე მარტივი მხოლოდ ფულის გადახდით მსოფლიოს წამყვან მედიასაშუალებებში შეკვეთილი სტატიები დაბეჭდო და ევროპარლამენტს უარყოფითი რეზოლუცია მიაღებინო.

ამ ყველაფრის გარდა, მნიშვნელოვანი ძალისხმევა იდება იმაში, რომ რეგიონში მშვიდობა დაზიანდეს. გლობალურად თუ შევხედავთ, საბოლოო მზიანი სწორედ ეს არის. მიშას გათავისუფლება იქნება, აგრესია ხელისუფლების მიმართ თუ რაიმე ამბოხი, ეს ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ საქართველომ მეორე ფრონტი გახსნას. სანამ რუსეთ-უკრაინის ეს მძიმე ომი მიმდინარეობს, საქართველო ამ საშიშროების წინაშე იქნება. ამიტომ, მცდელობა, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა დეკემბერში კანდიდატის სტატუსიც გამოიყენონ, სულ იქნება, რომ ან ხელისუფლება შეიცვალოს და ისე გაიხსნას მეორე ფრონტი, ან საქართველო არსებული მთავრობით ჩაებას ომში. თვითონ აცხადებენ, სააკაშვილის რეჟიმი იყო ომის ხელისუფლება, ახლანდელი ხელისუფლება არ არის, ვერ ჩავრთეთო.

საზოგადოების ძირითადი ამოცანა და ვალდებულებაც არის , რომ ამ ყველა ინფორმაციით გამოიტანოს სწორი დასკვნები და აღარ შეცდეს, როგორც მარტში შეცდა, როდესაც საზოგადოების ინფორმირებულობის და მომავლის დაცვის მიზნით გამჭვირვალობის კანონის მიღებას ვცდილობდით, მაგრამ საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს. ვფიქრობ, საზოგადოება გაიზარდა, ისწავლა ამ შეცდომაზე და ოპოზიციისგან მცდელობა, რომ ყველაფერს რუსული უწოდონ, რასაც არ ეთანხმებიან, უკვე სასაცილოა“, – განაცხადა სეფაშვილმა.