,,რესპუბლიკელები“ არ ვგეგმავთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბლოკში ყოფნას”- სამნიძე

48
spot_img

რეალობაა, რომ პოლიტიკური პარტიები ყველა გამოკითხვით და ამ ვითარებაში ვერ გადავლახავთ 5%-იან ბარიერს. ამას არ ვმალავთ, ეს არის ერთ-ერთი მოტივაცია, რომ პარტიები გამსხვილდნენ , – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ მედიასთან  განაცხადა.

ამასთან, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ყველა პარტიის გაერთიანება გამორიცხულია, რადგან ეს რამდენიმესთვის ე.წ. წითელი ხაზია.

„მე არ მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ყველა პარტიის გაერთიანებამ გამარჯვება უზრუნველყოს. ამომრჩეველი არ არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“, ძალიან დიდი სპექტრია ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების, რომლებიც შუაში არიან და ელოდებიან სხვა ტიპის ალტერნატივას. არსებობს ვერსია, რომ ყველა გაერთიანდეს ერთის წინააღმდეგ, მაგრამ ეს ვერსია უკვე გამორიცხულია, რადგან ეს რამდენიმე პარტიისთვის წითელი ხაზია. მეც ვაცხადებ, რომ ჩვენ, „რესპუბლიკელები“ არ ვგეგმავთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ბლოკში ყოფნას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და მივიღოთ კოალიციური მთავრობა, სადაც ოპოზიციაში იქნება „ქართლი ოცნება“ და ყველა გამოკითხვამ, დაკვირვებამ აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი-ერთზე როცა რჩება, „ქართული ოცნება“ იმარჯვებს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ხათუნა სამნიძის თქმით, პოლიტიკური სპექტრს დიალოგი უჭირს და მხოლოდ მაშინ ახერხებენ კომპრომისზე წასვლას, როცა იძულებული არიან.

„გვიჭირს პოლიტიკურ სპექტრს ერთმანეთთან საუბარი. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური კულტურის ნაწილია ის, რომ ჩვენ დიალოგი გვიჭირს ერთმანეთთან და მხოლოდ იძულებული რომ ვართ, მაშინ ვიწყებთ ერთმანეთთან საუბარს, დათმობას და კომპრომისზე წასვლას. იძულებული ვართ იმით, რომ 5%-იანი ბარიერია, არჩევნები მოდის და ჩანს, რომ ვერ ვამარცხებთ ამ ხელისუფლებას“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.