Home Blog Page 1650

“საშინელი პარადოქსია – სტიქიური უბედურებისას შვეიცარიელი თუ ბრაზილიელი ერი ერთიანდება, აქ კი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს უნამუსოდ თავს ესხმიან ნაცვიგინდარები”

ზოგადად, ნაცობა რომ სოციალური გოიმობაა, ყველამ ვიცით. ირაკლი კობახიძეს დაუმსახურებლად ნუ აძაგებთ, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მიერ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ გავრცელებული ინტერპრეტაციის შესახებ.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ირაკლი კობახიძე სულ სტიქიის ზონაშია დახმარებისთვის, ნაცქაჯი კი კლავიატურის ვირთხაა.

„საშინელი პარადოქსია – სტიქიური უბედურებისას შვეიცარიელი თუ ბრაზილიელი ერი ერთიანდება, აქ კი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს უნამუსოდ თავს ესხმიან ნაცვიგინდარები. ზოგადად, ნაცობა რომ სოციალური გოიმობაა, ყველამ ვიცით. ირაკლი კობახიძეს დაუმსახურებლად ნუ აძაგებთ. ეს ის შემთხვევაც არ არის, რომ “ვაიმე, აღლუმს არ დაესწრო, მოღალატეა”, თავები ვაქნიოთ და ფარისევლურად ვთქვათ ათასგვარი სიბრიყვე. ირაკლი კობახიძე სულ სტიქიის ზონაშია (სამწუხაროდ) დახმარებისთვის, ნაცქაჯი კი კლავიატურის ვირთხაა. ღმერთმა გაუმარჯოს ყველა პატრიოტს, ღმერთმა უშველოს ყველა უბირს! მშვიდობა საქართველოს შვილნო, გარდაცვლილთა სულებს უფალი შეეწიოს!”- წერს გია აბაშიძე.

“უსამშობლო ნაძირალებისთვის, სამშობლო და ტრაგედიები ხომ პოლიტიკურ ქულებამდე ხურდავდება” – ზურაბ ქადაგიძე

„მოკლედ, როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე ამ ნაძირალა სვავების გამოსწორება არ იქნება! ზოგი ბუნგალოდან პოსტავს, ზოგი იახტიდან და ზოგიც შეზლონგიდან მაშინ,როდესაც ირაკლი კობახიძეს ერთი დღე არ დაუტოვებია შოვი და დილიდან საღამომდე მაშველებთან ერთადაა“, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, რასაც ქართული ოპოზიცია კადრულობს არის ნაძირალობის პიკი, მათთვის სამშობლო და ტრაგედიები, პოლიტიკურ ქულებამდე ხურდავდება, სვავებივით ელოდებიან მსხვერპლს და ასე საზრდოობენ.

„მოკლედ, როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე ამ ნაძირალა სვავების გამოსწორება არ იქნება! ზოგი ბუნგალოდან პოსტავს, ზოგი იახტიდან და ზოგიც შეზლონგიდან მაშინ,როდესაც ირაკლი კობახიძეს ერთი დღე არ დაუტოვებია შოვი და დილიდან საღამომდე მაშველებთან ერთადაა. აი, ეს არის იმ ნაძირალობის პიკი, რასაც კადრულობს ჩვენი „საამაყო“ ოპოზიცია… ქორწილებსაც იხდიან, ისვენებენ, ირუჯებიან, ღამის კლუბებსაც არ იკლებენ.

სამაგიეროდ ნაბახუსევზე გამოვლენ თუ არა, ამორალურ განცხადებებს გამოაცხობენ, მთელ სახელმწიფოსა და ძალოვან უწყებებს დაამუნათებენ, საკუთარ სექტას გაახარებენ, საკუთარ ბინძურ ეგოს დაიკმაყოფილებენ და გააგრძელებენ გრიალს! ჩვენი უსამშობლო ნაძირალებისთვის სამშობლო და ტრაგედიები ხომ პოლიტიკურ ქულებამდე ხურდავდება და მეტი რა უნდათ, სვავებივით ელოდებიან მსხვერპლს და ასე საზრდოობენ“, – წერს ქადაგიძე ფეისბუკზე.

“შინაარსისგან დაცლილმა აქტივისტებმა ახლა ირაკლი კობახიძე ამოირჩიეს კრიტიკის ობიექტად” – ანდრია გვიდიანი

ყველამ კარგად ვნახეთ, რომ ირაკლი კობახიძე პირადად იყო ჩართული ყველა ღონისძიებაში და ერთი წუთით არ დაუტოვებია შოვი, პირადად გაიზიარა ყველა ტკივილი, რომელიც ამ საზარელ ტრაგედიას ახლდა თან. მიუხედავად ყველაფრისა, ენას ძვალი რომ არ აქვს, ამ პრინციპით ცდილობენ ირაკლი კობახიძის ლანძღვას – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ანდრია გვიდიანი. მისი თქმით, შინაარსისგან დაცლილმა აქტივისტებმა ახლა ირაკლი კობახიძე ამოირჩიეს კრიტიკის ობიექტად და აბსოლუტურად ამორალურად და დაუმსახურებლად ესვრიან ტალახს.

„ალბათ ყველაზე ამორალური, რაც შეიძლება ადამიანმა იკადროს, ისეთი ტრაგედიით პოლიტიკური მანიპულირებაა, რაც შოვში დატრიალდა. ჩვენ ყველამ დავინახეთ, როგორ ცდილობდა ოპოზიცია პირველივე წუთებიდან ტრაგედიით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას. ყველამ ვნახეთ, როგორ ავრცელებდნენ ფეიკ ამბებს, რომ რამენაირად ხელისუფლების იმიჯი დაზიანებულიყო და ამით პოლიტიკური ქულები მოეპოვებინათ. შინაარსისგან დაცლილმა აქტივისტებმა ახლა ირაკლი კობახიძე ამოირჩიეს კრიტიკის ობიექტად და აბსოლუტურად ამორალურად და დაუმსახურებლად ესვრიან ტალახს. ყველამ კარგად ვნახეთ, რომ ირაკლი კობახიძე პირადად იყო ჩართული ყველა ღონისძიებაში და ერთი წუთით არ დაუტოვებია შოვი. პირადად გაიზიარა ყველა ტკივილი, რომელიც ამ საზარელ ტრაგედიას ახლდა თან. მიუხედავად ყველაფრისა, ენას ძვალი რომ არ აქვს, ამ პრინციპით ცდილობენ ირაკლი კობახიძის ლანძღვას. ადამიანურად, მორალურად, ზნეობრივად, ყველანაირად მიუღებელია მსგავსი სიბინძურე. განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, რომლებსაც შოვის ტრაგედიის გაზიარება მხოლოდ სოციალურ ქსელებში სტატუსების გამოქვეყნება და სხვების ლანძღვა ჰგონია“ – წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ზე.

“განსაკუთრებული დარტყმის ობიექტი გახდა ირაკლი კობახიძე, რომელიც ტრაგედიის ადგილიდან არ გამოსულა” – თამთა მეგრელიშვილი

არაპროფესიონალი ადამიანებისგან ვისმენთ უმძიმეს ბრალდებებსა შეფასებებს იმ საკითხებზე, რომლებზეც სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ. განსაკუთრებული დარტყმის ობიექტი გახდა ირაკლი კობახიძე, კაცი, რომელიც ტრაგედიის ადგილიდან არ გამოსულა და თავად ადევნებს თვალს მიმდინარე სამუშაოებს, – წერს „ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ბრალდება მარტივია, შესაბამისად, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ შოვის ტრაგედიას გადარჩენილი და მოვლენით დამძიმებული ადამიანები ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყონ.
მეგრელიშვილი მოუწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლებს, სხვადასხვა კურორტიდან კრიტიკული განცხადებების წერის ნაცვლად, ჩავიდნენ ადგილზე და გაეცნონ, რა კეთდება სტიქიის ზონაში.

„შოვში დატრიალებული ტრაგედიის დღიდან დღემდე სამაშველო სამუშაოებში ყველა უწყება არის ჩართული.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, 80 ერთეული მძიმე ტექნიკა არის მობილიზებული და ძალიან ინტენსიური სამუშაოები ტარდება, ასევე მაშველები, სამხედროები არიან მობილიზებული.
ამ ფონზე არაპროფესიონალი ადამიანებისგან ვისმენთ უმძიმეს ბრალდებებსა და შეფასებებს იმ საკითხებზე რომლებზეც სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ. განსაკუთრებული დარტყმის ობიექტი გახდა ირაკლი კობახიძე, კაცი რომელიც ტრაგედიის ადგილიდან არ გამოსულა და თავად ადევნებს თვალს მიმდინარე სამუშაოებს.

ყველა ბრალდება რომელიც სახელისუფლებო გუნდის მისამართით გაისმის არის შეკვეთილი პოლიტიკური მანიპულაცია.

ბრალდება მარტივია, რთულია იყო მმართველი რგოლი და ამ დიდი პასუხისმგებლობის ფარგლებში იმოქმედო ისე, როგორც უნდა იმოქმედო.

იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციური პარტიები საკუთარი მწირი ძალებით დადგნენ ხალხისა და სახელისუფლებო გუნდის გვერდით, ყველაფერს აკეთებენ რომ შოვის ტრაგედიას გადარჩენილი და უბრალოდ ამ ტრაგედიის სიმძიმით დამძიმებული ადამიანები ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყონ.

ოპოზიცია, რომელსაც არ უყვარს საკუთარი ხალხი, სწორედ ამ ხალხს იყენებს სათავისოდ.
არცერთი არგუმენტი, არცერთი დასკვნა არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ სახელისუფლებო გუნდმა, შესაბამისმა უწყებებმა სტიქიაში მოყოლილი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად მოქმედება დაიგვიანეს და ის არ გააკეთეს, რაც უნდა გაეკეთებინათ.

სახელისუფლებო გუნდი, ყველა უწყება დიდი პასუხისმგებლობით მოქმედებს.

კეთილი ინებეთ, ჩადით ადგილზე გვერდით დაუდექით ირაკლი კობახიძეს, მმართველი რგოლის წარმომადგენლებს და მაშველებს, თავად ნახეთ რა კეთდება, სანამ აქ კლავიატურის „ლომებად” იქცევით და რესტორნებიდან და ზღვის სანაპიროდან მათ მოქმედებებს გააკრიტიკებთ.” – წერს თამთა მეგრელიშვილი.

“ზაპოროჟიეს ოლქში რუსული არმიის ქვედანაყოფებს შორის შეტაკება მოხდა” – უკრიანული მედია

ზაპოროჟიეს ოლქში რუსული არმიის ქვედანაყოფებს შორის სერიოზული შეტაკება მოხდა, არის მსხვერპლი.

უკრაინული მედიის ცნობით, დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე დასახლება მიხაილოვკაში „კადიროველებსა“ და დაღესტნელებს შორის, რომლებიც რუსული არმიის სხვა შენაერთებში შედიან, ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, შემდეგ კი სროლაში გადაიზარდა.

„ჩხუბის დროს ერთ-ერთი სამხედრო ცივი იარაღით დაიჭრა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ამის შემდეგ დაპირისპირება ნაღმმტყორცნების, ხელყუმბარების და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით გაგრძელდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მედია აღნიშნავს, რომ შეტაკების დროს ორივე მხრიდან 20 სამხედრო დაიღუპა, 40 კი – დაჭრილია, „კადიროველების“ მეთაური კი – სასჯელის მოხდის მიზნით ფრონტის ხაზზე არის გადაყვანილი.

“არ დასტურდება არცერთი ფაქტი, რომ ვინმეს შველა სჭირდებოდა და ტექნიკის უქონლობის ან რაიმე ხარვეზის გამო ეს ვერ მოხერხდა” – მამუკა მდინარაძე

3 აგვისტოს, დაღამებამდე რამდენიმე საათი ჰქონდა სამაშველო სამსახურს, რომ სტიქიის ეპიცენტრი დაეთვალიერებინათ როგორც ვერტმფრენებით, ასევე დრონების მეშვეობით. არ დასტურდება არცერთი ფაქტი, რომ ვინმეს შველა სჭირდებოდა და ტექნიკის უქონლობის ან რაიმე ხარვეზის გამო ეს ვერ მოხერხდა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მდინარაძის ინფორმაციით, სითბური და ღამის ხედვის კამერებით აღჭურვილი დრონებით ღამითაც გაგრძელდა მუშაობა როგორც სტიქიის ეპიცენტრზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე დაკვირვებით.

„ტრაგედიით მოსარგებლეების წამოწყებული კამპანიის ახალი ტალღა, მანიპულაციის და დეზინფორმაციის ახალი ნაზავი…

ბევრჯერ აიხსნა და ითქვა, რომ 3 აგვისტოს, იმ უსაშინლესი ტრაგედიის დღეს, დაღამებამდე, რამდენიმე საათი ჰქონდა სამაშველო სამსახურს, რომ სტიქიის ეპიცენტრი დაეთვალიერებინათ როგორც ვერტმფრენებით, ასევე დრონების მეშვეობით. შესაბამისად, გამორიცხულია, არსებობდეს ადამიანი, რომელსაც, იმ დროისათვის, შველა სჭირდებოდა და ვერ უშველეს! სტიქიის ზონა მთლიანად იქნა გადაფარული და სადაც კი სიცოცხლის ნიშანწყალი იყო, ყველა შემთხვევას შესაბამისი რეაგირება მოყვა.

გამოსარიცხად თეორიული შანსისაც კი, სითბური და ღამის ხედვის კამერებით აღჭურვილი დრონებით, ღამითაც გაგრძელდა მუშაობა როგორც სტიქიის ეპიცენტრზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე დაკვირვებით. ვინმე რომ დამატებით დაფიქსირებულიყო, მფრინავები მზად იყვნენ რისკზეც წასულიყვნენ, თუმცა ასეთი არ მომხდარა.

მფრინავებმა და მაშველებმა გააკეთეს შესაძლებლობის მაქსიმუმი, ქონდათ ყველა შესაბამისი და საჭირო აღჭურვილობა. არ დასტურდება არც ერთი ფაქტი, რომ ვინმეს მათი შველა ჭირდებოდა და ტექნიკის უქონლობის ან რაიმე ხარვეზის გამო ეს ვერ მოხერხდა.

რა თქმა უნდა, უდიდესი სტრესი გადაიტანეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც მაშველების და ვერტმფრენების მისვლამდე მოუწიათ ჯერ სტიქიასთან ბრძოლა, შემდეგ დალოდება. თან არ იცოდნენ, განმეორდებოდა თუ არა მასის ჩამოწოლა და როგორც ყვებიან, იყო წარმოუდგენელი პანიკა…

რაც შეეხება დავით ჯელაძეს, რომელმაც ბევრი იბრძოლა თავისი ოჯახის წევრების, თავისი დისშვილის გადარჩენისათვის:

ის თავადვე ყვება, რომ მაშველებმა და მფრინავებმა ის და მისი ოჯახის წევრები იმ ადგილიდან გამოიყვანეს, სადაც ისინი იმყოფებოდნენ მაშინ, როდესაც სტიქიას სასწაულებრივად გადაურჩნენ, ხოლო მისი დისშვილი მაშო მანამდე, მძიმე რისკის და არაადამიანური ძალის მოკრების ფასად, გადაიყვანა მეორე მხარეს, – ვიდრე მაშველები გამოჩნდებოდნენ. სოცქსელებში ამისი დამადასტურებელი ვიდეოც იძებნება.

ჟურნალისტმა დღეს ირაკლი კობახიძეს (ტელეფონში) აჩვენა ფოტო და დაუსვა კითხვა მასთან დაკავშირებით. მიუთითა ჯელაძისა და მისი დისშვილის გადაადგილების სავარაუდო ტრაექტორია, სადაც ჩამოწოლილი მეწყერის, ტალახის სიმაღლე ზოგ ადგილას 3-4 მეტრსაც კი აღწევდა. შესაბამისი იყო რესპონდენტის რეაქციაც, თუმცა ირაკლი კობახიძემ იქვე თქვა, რომ ეს გადასამოწმებელი, დასაზუსტებელია და ვერაფერს იტყოდა ამ ფოტოსთან, შესაბამისად მითითებულ ტრაექტორიასთან დაკავშირებით.

უმარტივესი ლოგიკაა, ვივარაუდოთ და ამბის გადამოწმებითაც ეს დასტურდება, რომ დავით ჯელაძემ ჩამოწოლილი მეწყერის მეორე მხარეს გადასვლა, დისშვილთან ერთად, შეძლო არა „სანსეტ შოვის“ მხრიდან, არამედ შედარებით ქვემოთ, იმ ადგილას, სადაც ტალახის სიმაღლე ამის თუნდაც მინიმალურ საშუალებას მისცემდა, რაც ასევე ურთულესი და წარმოუდგენელი ამბავი შეიძლება იყოს, თუმცა ფაქტია და თავად ყვება, რომ მან ეს მოახერხა და უკანაც დაბრუნდა.

ვინც შოვი იცის, საუბარია ე.წ. „ვარდისფერი სახლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს, ბუნებრივია, შეუძლებელი იქნებოდა ოდნავ ზემოთაც კი, ანუ იმ ადგილებში, სადაც ტალახის სიმაღლე ადამიანის სიმაღლესაც კი ჭარბობდა.

ასევე არ არის გამორიცხული, რომ მათ მოუწიათ იმ ადგილის გადავლა, სადაც ქვედა მხარეს პირველ ტალღად წამოსული შედარებით მყარი მასა იყო, რის გამოც, ღვთის წყალობით, ისინი ბოლომდე არ ჩაეფლნენ ტალახში და გადარჩნენ.

ძალიან სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ვინც უშუალოდ ასეთ ადგილას იმყოფებოდა სტიქიის დროს და არა განაპირა ადგილებში, რამდენიმემეტრიანი, ძალიან სწრაფად და რამდენიმე ტალღად, წამების ინტერვალში, წამოსული მეწყრისგან თავის დაღწევა მათ ვერ შეძლეს.

მოკლედ, ზოგიერთების მავნებლობის გამო, ისეთ დეტალებზე საუბარიც გვიწევს, რომელზეც პირველ დღეებში უბრალოდ ვერავინ ილაპარაკებდა.

სტიქიის შედეგებთან ერთად ტრაგედიით მოსარგებლეების მიერ გავრცელებულ სიცრუეს თუ მანიპულაციებსაც ვებრძვით. მანიპულაციებს, რომლებმაც, ცალკეულ შემთხვევებში, სტიქიისგან დაზარალებული ადამიანების ნაწილზეც იმოქმედა…

ასეთ დროს ხდება-ხოლმე გაერთიანება, ტრაგედიის შედეგების აღმოფხვრაზე კონცენტრირება, თუმცა ჩანს, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მცირე პოლიტიკური დივიდენდებისთვის უკადრებელი იკადრონ.

მათ შევახსენებ, როგორც წესი, განსაკუთრებით გამორჩეული ერთეულების გარდა, პოლიტიკოსები ხალხს მალე ვავიწყდებით, ხოლო გმირობის და სიკეთის სამაგალითო ისტორიები საუკუნეებს უძლებს“, – წერს მამუკა მდინარაძე.

“რუსეთი ახალ მობილიზაციას ამზადებს” – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაცია მობილიზაციის ახალ ტალღას გეგმავს.

„ჩვენი შეფასებით, კრემლი გეგმავს რამდენიმე ასეული ათასი ადამიანის მობილიზებას უკრაინაში ომისთვის. ამ გეგმის განსახორციელებლად, იმის შესანარჩუნებლად, რაც ოკუპირებული აქვს და ჩვენს სახელმწიფოზე სამხედრო ზეწოლის განსახორციელებლად მტერს სჭირდება არა მხოლოდ მობილიზება, არამედ დრო ჯარისკაცებისა და მათი აღჭურვილობის მოსამზადებლად”, – აღნიშნა ვადიმ სკიბიცკიმ.

მისი თქმით, მასობრივი მობილიზაცია პუტინის რეჟიმისთვის არაპოპულარული გადაწყვეტილებაა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობს.

“კრემლი ამისთვის დიდი ხანია ემზადება“, – დასძინა სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, აგრესორმა სახელმწიფომ უკვე მიიღო მთელი რიგი კანონები და რეგულაციები, რომელიც ამკაცრებს სასჯელს სამხედრო კომისარიატებში გამოუცხადებლობისა და მობილიზაციისთვის თავის არიდების გამო.

ასევე, რუსეთში გაწვევის ასაკის ზედა ზღვარი გაიზარდა და უწყება უკვე ელექტრონული ფორმატით იგზავნება.

“მთელ ოპოზიციას, რომც გაერთიანდეს ყველა ხმა, არითმეტიკულად მაინც გაუჭირდება კონკურენციის გაწევა ხელისუფლებისთვის” – მიხეილ სარჯველაძე

ხშირად ხდება, რომ ოპოზიციისგან მოვისმენთ მჭექარე განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რაოდენ დიდია საზოგადოების მხარდაჭერა, შემდეგ, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება და ერთ ან ორ მუნიციპალიტეტში იმის გატესტვაზეა ლაპარაკი, რა მოცულობის მხარდაჭერა აქვს საზოგადოების მხრიდან ხელისუფლებას ან ოპოზიციას, ასეთ შერკინებებს ოპოზიცია გაურბის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, ოპოზიციას მხარდაჭერის პრობლემა აქვს.

„არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში მთელ ოპოზიციას დიდი რესურსის პრობლემა ჰქონდეს, როდესაც ორ მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობაზეა საუბარი. მგონია, რომ მთავარი დეფიციტი მისი დაზოგვის კი არა და, არქონის პრობლემა აქვთ. ამ არქონის შენიღბვის პრობლემა აქვთ, ეს გახლავთ საზოგადოების მხრიდან ნდობის არარსებობა ოპოზიციის მიმართ. ეს არის მთავარი პრობლემა, რომელიც ოპოზიციას აქვს, თუმცა ამის აღიარება არ უნდათ. ამიტომ არც მონაწილეობა უნდათ, არც ამას აღიარებენ, ამიტომ უწევთ არადამაჯერებელი ვერსიების მოფიქრება. მგონია, რომ ასეთი ხმამაღალი განცხადებების გაკეთების საფუძველი ნამდვილად არ აქვს არც „გირჩს“ და ოპოზიციიდან არავის. რეალურად, მთელი საქართველოს მასშტაბით ხელისუფლებას დღეს ნამდვილად აქვს ის უპირატესობა, რომელსაც, ვფიქრობ, მთელ ოპოზიციას, რომც გაერთიანდეს ყველა ხმა, არითმეტიკულად მაინც გაუჭირდება კონკურენციის გაწევა ხელისუფლებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარი მიზეზი, რის გამოც გაცლა ამჯობინეს, რეალურად არის ის, რომ არ უნდათ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე დაკარგონ ასეთი მჭექარე განცხადებების კეთების შესაძლებლობა და კიდევ მეტად დაუკარგონ დამაჯერებლობა საკუთარ ოპტიმისტურ ნიღაბს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

“იტალიურ კომპანიასთან მოგებული საარბიტრაჟო დავის შედეგად 70 მილიონი ლარი სახელმწიფოს დაუბრუნდა” – ირაკლი ქარსელაძე

კიდევ ერთ ტყუილს გამოვეხმაურები – ახალ ბრალდებაში ახსენეს იტალიური კომპანია, რომელიც თითქოს ჩვენ დავიწუნეთ გვირაბის გაყვანის მეთოდოლოგიის გამო. სატენდერო დოკუმენტაციაში და განვითარების ყველა ეტაპზე გვირაბების გაყვანა გათვალისწინებული იყო ახალი ავსტრიული გვირაბის გაყვანის, ე.წ. NATM მეთოდით, ბურღვა-აფეთქებით. ეს მეთოდოლოგია არასდროს გამხდარა განხილვის საგანი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,

მან აღნიშნა, რომ ხსენებულ იტალიურ კომპანიასთან, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულება 2018 წელს შეწყდა.

2022 წელს მათთან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავაც მოვიგეთ. დავის ფარგლებში სახელმწიფოს დაუბრუნდა 70 მილიონი ლარი, რომელიც ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში.

მისი თქმით, 30 მილიონი ლარის ანაზღაურებაზე აღსრულების პროცესი ახლაც მიმდინარეობს.

,,სამწუხაროა, რომ ოპონენტების მხრიდან არ სრულდება ზეპირი ბრალდებები და ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობის ნაცვლად, უკვე პირად შეურაცხყოფებს ვისმენთ. ეს სწორედ იმის დასტურია, რომ არგუმენტებითა და ფაქტებით მსჯელობა სულ უფრო უჭირთ. თუმცა, ამ კამპანიური შეტევის ყველაზე ცუდი შედეგი არის რიკოთის გზასთან მიმართებაში მოსახლეობაში შიშის გაჩენა. ამიტომ, როგორც უკვე გითხარით, თქვენი სიმშვიდისთვის, ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაწილს, რათა დარწმუნდეთ, რომ რიკოთის ახალი მაგისტრალური გზა იქნება სრულიად უსაფრთხო, კომფორტული და როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ისე ქვეყანას, დიდ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს“, -განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

„31 წლის წინ ქართველი ბარბაროსები აფხაზეთს თავს დაესხნენ“ – ასლან ბჟანია

„რეციდივისტები, რომლებმაც იარაღი ხელში აიღეს და რომლებსაც ჯარის ფუნქცია მიანიჭეს, 31 წლის წინ თავს დაესხნენ აფხაზეთს და იქ ეთნიკური ნიშნით მკვლელობები, სადამსჯელო ოპერაციები, მშვიდობიანი მოსახლეობის მაროდიორობა და აფხაზეთის ეროვნული სიმდიდრის ბარბაროსული ძარცვა დაიწყეს.“ ასე გამოეხმაურა სოხუმის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია  აფხაზეთის ომის დაწყების 31-ე წლისთავს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ბჟანიას თქმით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი აფხაზი ხალხის ისტორიაში.

„მტერი მუხანათურად დაესხა თავს ჩვენს მშვიდობიან ქვეყანას, მოიტანა ქაოსი და ნგრევა. საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ დიპლომატიის ენას ტანკები და ქვემეხები არჩია, ჩვენთვის საკუთარი ნების თავზე მოხვევა სცადა. მაგრამ ჩვენი ხალხი არ შედრკა, გამოჩენილი ლიდერის, ვლადისლავ არძინბას მოწოდების შემდეგ გამოვიდა საკუთარი სამშობლოს დასაცავად. აფხაზებთან ერთად სამართლიანობის დასაცავად რუსები, სომხები, ბერძნები, ქართველები და სხვა ეროვნებების წარმომადგენლები გამოვიდნენ. ჩვენს მოწოდებას დახმარების შესახებ ჩრდილოეთ კავკასიის წარმომადგენლები და მსოფლიოდან ჩვენი თანამემამულეები, ასევე რუსეთის, დნესტრისპირეთის და მთიანი ყარაბაღის მოხალისეები გამოეხმაურნენ.

უდიდესი მსხვერპლისა და ძალისხმევის შედეგად ჩვენ აგრესორის ამ შეტევის მოგერიება შევძელით და ის უკან გავაბრუნეთ. იმ დღეების ტრაგიკულობის მიუხედავად, ჩვენ ვხვდებით, რომ სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ამან აფხაზეთის მომავალი ბედი განსაზღვრა. ჩვენ პატივს მივაგებთ დაღუპულ გმირებს, ქედს ვიხრით ვეტერანების წინაშე და გამარჯვებულ ხალხს, აფხაზეთის რესპუბლიკას მშვიდობასა და აყვავებას ვუსურვებთ“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

ცნობისთვის, 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს შენაერთები აფხაზეთში რკინიგზის უსაფრთხოების დასაცავად შევიდნენ. ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო  საბჭომ ხმათა უმრავლესობით მიიღო. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 23 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელმაც საქართველოდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ეს მაშინ, ფაქტობრივად, თბილისისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავდა.

PSP განაგრძობს თურქული იაფი მედიკამენტების პროექტის ფარგლებში მედიკამენტების მოძიება-შემოტანას  

კომპანია PSP კვლავ აგრძელებს თურქეთიდან იაფი ევროპული მედიკამენტების შემოტანას.

ამჯერად კომპანიამ ნახევარი მილიონი ლარის 81000 კოლოფი 52 დასახელების მედიკამენტი შემოიტანა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პრეპარატი ერიუსი, რომელიც სხავდასხვა მიზეზების გამო საქართველოს ბაზარზე ბოლო პერიოდში დეფიციტში იყო.

მეორე წელია, ყოველდღიურად PSP -ს სააფთიაქო ქსელი მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი დასახელების თურქულ იაფ მედიკამენტს სთავაზობს.

„2022 წლის თებერვალში თურქეთიდან მედიკამენტების პროაქტიულად და გამარტივებული „აღიარებითი“ რეჟიმით შემოტანის დაშვებამ, შესაძლებლობა მოგვცა იაფი თურქული მედიკამენტები ჩვენი ქევყნის ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა.

თურქ მწარმოებლებთან და მომწოდებლებთან აქტიური თანამშრომლობას ყოველდღიურ რეჟიმში ვახდენთ ყველა მოთხოვნადი მედიკამენტის ხელმისაწვდომ ფასად შემოტანის მიზნით; ამჯერად 52 დასახელების 81000 კოლოფის შემოვიტანეთ, რომელიც უახლოეს დღეებში გაიშლება მთელი საქართველოს მასშტაბით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი ერიუსი, რომელიც უკანასკნელ პერიოდში საქართველოში დეფიციტური იყო.

თურქეთის მწარმოებელ და მომწოდებელ კომპანიებთან მუშაობას კვლავ აქტიურ რეჟიმში ვაგრძლებეთ, რომ მომხმარებლებს, არა მხოლოდ საკუთარი სააფთიაქო ქსელის მეშვეობით, საქართველოს ყველა კუთხეში უწყვეტად მივაწოდოთ გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების ყველაზე ფართო არჩევანი“ – აცხადებენ PSP-ში.

R

“ხელისუფლების სამიზნე სტიქიას გადარჩენილები და დაღუპულთა ოჯახის წევრები გახდნენ” – მამუკა ხაზარაძე

“ოცნების” ლაქიების მორიგი ცილისმწამებლური პროპაგანდა ყველა ზღვარს გასცდა – ქვეყნის რუსული მენტალობის მთავრობა რეალობის დამახინჯებას ცდილობს,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებაშია ნათქვამი.

მისი თქმით, მმართველი ძალის სამიზნე სტიქიას გადარჩენილები და დაღუპულთა ოჯახის წევრები გახდა. ხაზარაძის განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს შოვის ტრაგედიის გამოძიება.

„ეს ბინძური პროპაგანდა, ადამიანების ტყუილით კვება, მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარი სკამები შეინარჩუნონ, ამორალური და დანაშაულებრივია.

შოვის ტრაგედიის სასწრაფო გამოძიება უნდა მოხდეს და დაისაჯოს ყველა უპასუხისმგებლო ჩინოვნიკი. ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ პასუხისმგებლობისგან გაქცევის საშუალება.

მინდა, ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო ყველა გადარჩენილს, მადლობა გადავუხადო ყველა მაშველს და მოხალისეს საკუთარი სიცოცხლის ფასად ადამიანების გადარჩენისთვის და კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოვუცხადო ყველა ჭირისუფალს. რუსული ტიპის პროპაგანდა ამ ქვეყანაში ვერ გაიმარჯვებს და ვერ მოგვერევა!“- განაცხადა ხაზარაძემ.