“უსამშობლო ნაძირალებისთვის, სამშობლო და ტრაგედიები ხომ პოლიტიკურ ქულებამდე ხურდავდება” – ზურაბ ქადაგიძე

60
spot_img

„მოკლედ, როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე ამ ნაძირალა სვავების გამოსწორება არ იქნება! ზოგი ბუნგალოდან პოსტავს, ზოგი იახტიდან და ზოგიც შეზლონგიდან მაშინ,როდესაც ირაკლი კობახიძეს ერთი დღე არ დაუტოვებია შოვი და დილიდან საღამომდე მაშველებთან ერთადაა“, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, რასაც ქართული ოპოზიცია კადრულობს არის ნაძირალობის პიკი, მათთვის სამშობლო და ტრაგედიები, პოლიტიკურ ქულებამდე ხურდავდება, სვავებივით ელოდებიან მსხვერპლს და ასე საზრდოობენ.

„მოკლედ, როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე ამ ნაძირალა სვავების გამოსწორება არ იქნება! ზოგი ბუნგალოდან პოსტავს, ზოგი იახტიდან და ზოგიც შეზლონგიდან მაშინ,როდესაც ირაკლი კობახიძეს ერთი დღე არ დაუტოვებია შოვი და დილიდან საღამომდე მაშველებთან ერთადაა. აი, ეს არის იმ ნაძირალობის პიკი, რასაც კადრულობს ჩვენი „საამაყო“ ოპოზიცია… ქორწილებსაც იხდიან, ისვენებენ, ირუჯებიან, ღამის კლუბებსაც არ იკლებენ.

სამაგიეროდ ნაბახუსევზე გამოვლენ თუ არა, ამორალურ განცხადებებს გამოაცხობენ, მთელ სახელმწიფოსა და ძალოვან უწყებებს დაამუნათებენ, საკუთარ სექტას გაახარებენ, საკუთარ ბინძურ ეგოს დაიკმაყოფილებენ და გააგრძელებენ გრიალს! ჩვენი უსამშობლო ნაძირალებისთვის სამშობლო და ტრაგედიები ხომ პოლიტიკურ ქულებამდე ხურდავდება და მეტი რა უნდათ, სვავებივით ელოდებიან მსხვერპლს და ასე საზრდოობენ“, – წერს ქადაგიძე ფეისბუკზე.