“რუსეთი ახალ მობილიზაციას ამზადებს” – უკრაინის დაზვერვა

66
spot_img

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაცია მობილიზაციის ახალ ტალღას გეგმავს.

„ჩვენი შეფასებით, კრემლი გეგმავს რამდენიმე ასეული ათასი ადამიანის მობილიზებას უკრაინაში ომისთვის. ამ გეგმის განსახორციელებლად, იმის შესანარჩუნებლად, რაც ოკუპირებული აქვს და ჩვენს სახელმწიფოზე სამხედრო ზეწოლის განსახორციელებლად მტერს სჭირდება არა მხოლოდ მობილიზება, არამედ დრო ჯარისკაცებისა და მათი აღჭურვილობის მოსამზადებლად”, – აღნიშნა ვადიმ სკიბიცკიმ.

მისი თქმით, მასობრივი მობილიზაცია პუტინის რეჟიმისთვის არაპოპულარული გადაწყვეტილებაა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობს.

“კრემლი ამისთვის დიდი ხანია ემზადება“, – დასძინა სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, აგრესორმა სახელმწიფომ უკვე მიიღო მთელი რიგი კანონები და რეგულაციები, რომელიც ამკაცრებს სასჯელს სამხედრო კომისარიატებში გამოუცხადებლობისა და მობილიზაციისთვის თავის არიდების გამო.

ასევე, რუსეთში გაწვევის ასაკის ზედა ზღვარი გაიზარდა და უწყება უკვე ელექტრონული ფორმატით იგზავნება.