Home Blog Page 1636

,,ეგენი ერთმანეთს კანიბალიზმის ილეთებით მოუღებენ ბოლოს”- დავით ქართველიშვილი

ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ამ პროცესს ფილმს ადარებს.

„მსოფლიო კინემატოგრაფის მრავალ ჟანრს შორის ერთ-ერთი ყველაზე რთული ისაა, სადაც ფილმის მიმდინარეობისას პარალელურად ვითარდება რამდენიმე სასიუჟეტო ხაზი. აი ჩვენი „ნაცსექტანტების“ რღვევისა არ იყოს, სადაც ცალკე ერთმანეთისგან, მაგრამ ამავდროულად გადაჯაჭვულად ვითარდება რამდენიმე ტრაგიკომედია: სააკაშვილი-ჩერგოლეიშვილი, ხაბეიშვილი-მელია, კეზერაშვილი ბოკერია და ა.შ. პოპკორნით ერთ ხელში და „ელტონჯონოვიჩის” გაზიანი სითხით მეორეში.

უჩნდება თუ არა მაყურებელს შთაბეჭდილება, რომ მეტი რაღა უნდა მოხდეს ამ ფილმში? რეჟისორი შემოაგდებს ხოლმე ახალ სასიუჟეტო ხაზს და კინო გრძელდება… ან ვის ახსოვს (კარგი გაგებით), ან როგორ დაგვავიწყდება (ცუდი გაგებით) დათა ახალაიას ხელის ბიჭი სოსო თოფურიძე, რომელსაც ემიგრაციაში ყოფნის დროსაც პერსონალური ომი აქვს თავის გუშინდელ „ნაცდამსაქმებლებთან“ და პერიოდულად გვახსენებს ამით თავს. ეომება ხატია დეკანოიძეს, ლევან ბეჟაშვილს და ანი წითლიძეს – თქვენო, ზუსტად იგივე FSB-ეშნიკები ხართო, ვინც FSB-ეშნიკ ოთარ ფარცხალაძის ჯიბის პროკურატურაში მირჩევთ ნებაყოფლობით გამოცხადებასო და თავის გამამართლებელი ჩვენებების მიცემასო,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

აქვე ანალიტიკოსი ეჭვობს, რომ „ფილმის“ ფინალი საინტერესო იქნება და პროცესებზე დაკვირვებასა და ყურებას გვირჩევს. „ძალიან აირია ამ სერიალის („ჯანყი საქათმეში”) სასიუჟეტო ხაზი და მით უფრო საინტერესოა ფინალი: ეგენი ერთმანეთს კანიბალიზმის ილეთებით მოუღებენ ბოლოს, თუ „ფარცხალაძის პროკურატურაში” ფურცლითა და კალმით ხელში. აქაც საინტერესოა, ვინ ვის დაასწრებს და რამდენად „ტრაგი” თუ „კომიკური”, „ჰეპპი” თუ „ანჰეპპი ენდი” გველოდება. ასეა თუ ისე, თოფურიძე თავისიანებში FSB-ეშნიკების მხილებას სულ ახლო მომავალში გვპირდება. ასე რომ, არ გადართოთ. To be continued…” – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

,,ასეთი პოლიტიკური მიზნებისთვის ახალგაზრდები არ უნდა გამოიყენონ”- ირაკლი ქადაგიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი „გირჩის“ მიერ ახალგაზრდებისთვის გამართული ტრენინგების თემას ეხმიანება.

„ეს არის კვლავ გაგრძელება იმის, რომ ახალგაზრდები მიიზიდონ, ლამაზი სათაურის უკან რეალურად გარკვეული მოიერიშე ჯგუფები შეადგინონ, ე.წ. მეამბოხე და რევოლუციური სცენარების განსახორციელებლად, რათა შემდეგ ისევ დაიყენონ ეს ახალგაზრდები წინ. გაუშვან ისინი პოლიციის, შენობების, პარლამენტის დასარბევად და თავად ამ ახალგაზრდებს ამოეფარონ. ასეთი პოლიტიკური მიზნებისთვის ახალგაზრდები არ უნდა იყვნენ გამოყენებული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

„გირჩი“ ახალგაზრდებისთვის ტრენინგების სერიას განაგრძობს. შეხვედრა ამჯერად სურამში მიმდინარეობს.

„თქვენ ამ პრინტერებით ძალიან მაგარი რამის გაკეთება შეგიძლიათ” – ლაპლანტე

უკრაინამ აშშ-სგან სამრეწველო 3D-პრინტერები მიიღო, რომლის დახმარებითაც სამხედრო ტექნიკის სათადარიგო ნაწილების შექმნა პირდაპირ ბრძოლის ველზეა შესაძლებელი. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის, უილიამ ლაპლანტეს თქმით, 3D-პრინტერი სატვირთო ავტომობილის ზომისაა. უკრაინელებმა ამ ტექნიკის გამოყენება უკვე ისწავლეს.

„თქვენ ამ პრინტერებით ძალიან მაგარი რამის გაკეთება შეგიძლიათ. თანაც ძალიან სწრაფად. აკეთებთ ისეთ ნაწილებს, რომელსაც სხვანაირად ვერც შექმნით“, – განაცხადა ლაპლანტემ.

უკრაინელები სამხედრო ტექნიკისთვის აუცილებელი სათადარიგო დეტალების შესაქმნელად 3D-პრინტერებს უკვე იყენებენ. ასევე ამ ტექნოლოგიით ისინი უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებენ. ახლა კი სათადარიგო ნაწილებს პირდაპირ ბრძოლის ველზე შექმნიან.

„შეუჩერებელი“ ჯო ბაიდენი 2024 წლის არჩევნებში ამერიკის „გადარჩენისთვის“ იბრძოლებს – ავთანდილ წულაძე

გავლენიანმა პოლიტიკურმა მიმომხილველმა და ცნობილმა მწერალმა დევიდ იგნატიუსმა გაზეთ The Washington Post-ში გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც არ ურჩევს ჯო ბაიდენს მიიღოს მონაწილეობა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. https://www.washingtonpost.com/opinions/2023/09/12/biden-trump-election-step-aside/

იგნატიუსი აღნიშნავს რომ პირადად იცნობს ბაიდენს ორმოცი წლის განმავლობაში და დიდ პატივს სცემს, როგორც პიროვნებას და პოლიტიკოსს. იგნატიუსის აზრით, ბაიდენმა გამოიჩინა თავი როგორც ეფექტურმა პრეზიდენტმა შიდა და საგარეო პოლიტიკაში, მაგრამ ის ძალიან ასაკოვანია იმისთვის, რომ დარჩეს ეფექტური კიდევ ოთხი წლის განმავლობაში.

ამავე დროს, იგნატიუსი აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ პარტიაში ბაიდენს ალტერნატივა არ გააჩნია, რადგან დემოკრატების პარტიის სხვა კანდიდატებს დაბალი რეიტინგი აქვთ. „პოლიტიკოსები, რომლებიც კარგად იცნობენ ბაიდენს, ამბობენ, რომ თუ ის დარწმუნდებოდა, რომ ტრამპი ნამდვილად დამარცხდა, ჩათვლიდა, რომ შეასრულა თავისი პოლიტიკური მისია. ბაიდენი კვლავ იყრის კენჭს, თუ მტკიცედ დაიჯერებს, რომ ტრამპი გახდება რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი და რომ მას აქვს საუკეთესო შანსი დაამარცხოს ტრამპი“, – წერს დევიდ იგნატიუსი.

დევიდ იგნატიუსის სტატიამ ამერიკულ მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. აშშ-ის დემოკრატიული პარტია ისეთ სიტუაციაშია, როდესაც ბაიდენის მეორე ვადით წარდგენა მისი ასაკის გამო რისკებთან არის დაკავშირებული, მაგრამ დემოკრატებს არ ჰყავთ სხვა პოლიტიკოსები, რომლებსაც შეუძლიათ დონალდ ტრამპის დამარცხება. თუ ჯო ბაიდენი თავისი ძველი ნაცნობის, დევიდ იგნატიუსის რჩევას მიჰყვება, მაშინ, დიდი ალბათობით, 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი გაიმარჯვებს.

CNN-ის მიერ მიმდინარე წლის აგვისტოში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მონაცემები აჩვენებს, რომ ამომრჩეველს ახალი ლიდერის მოთხოვნა აქვს. გრაფიკი აჩვენებს, რომ ჯო ბაიდენის მხარდაჭერა მცირდება, ხოლო მოთხოვნა ახალ ლიდერზე იზრდება.

ამავდროულად, CNN-ის გამოკითხვები აჩვენებენ, რომ დემოკრატი ამომრჩევლები მზად არიან მომავალ არჩევნებზე ხმა მისცენ ჯო ბაიდენს, რათა დონალდ ტრამპის გამარჯვება არ მოხდეს. ტრამპის აშშ-ს პრეზიდენტობაზე დაბრუნების საფრთხე და დემოკრატიულ პარტიაში ძლიერი კანდიდატების ნაკლებობა ხელს უწყობს ამომრჩევლების გაერთიანებას ჯო ბაიდენის გარშემო. აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ბაიდენის მხარდაჭერა პარტიულ ამომრჩევლებში ივლისთან შედარებით 7%-ით გაიზარდა. ბაიდენს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს პარტიაში მის კონკურენტებთან შედარებით.

https://edition.cnn.com/2019/08/20/politics/cnn-poll-democrats-2020-biden-rebound/index.html

ამრიგად, ჯო ბაიდენი მოქმედებს როგორც ანტიტრამპი, ამერიკის „მხსნელი“ პოპულისტი და დემაგოგი ტრამპისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკული დემოკრატიის საფუძვლებს. ამომრჩევლები დიდად არ აფასებენ ჯო ბაიდენის წარმატებებს ეკონომიკასა და საგარეო პოლიტიკაში, მაგრამ ამჟამად არ არსებობს შეერთებულ შტატებში სხვა პოლიტიკოსი, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს დონალდ ტრამპი. ეს არის საკმაოდ იშვიათი შემთხვევა ამერიკულ პოლიტიკაში, როდესაც ამომრჩევლებს უწევთ არჩევანის გაკეთება ცუდსა და ძალიან ცუდ ვარიანტს შორის.

სატელევიზიო კომპანიის CNN-ის გამოკითხვები აჩვენებენ, რომ ბაიდენს მხარს უჭერენ როგორც ტრამპის საწინააღმდეგო ფიგურას, მაშინ როცა ტრამპის ამომრჩეველთა ძირითადი ბირთვი მისი თანმიმდევრული მხარდამჭერები არიან. https://edition.cnn.com/2023/09/10/politics/2024-trump-biden-referendum/index.html

ორივე აშშ-ის პარტია ლიდერების კრიზისს განიცდის. დონალდ ტრამპი აშკარად ლიდერობს რესპუბლიკელ ამომრჩევლებს შორის. რონ დე სანტისი, რომელზეც გარკვეული იმედები ჰქონდათ რესპუბლიკურ პარტიაში, მნიშვნელოვნად ჩამორჩება ტრამპს და უშვებს შეცდომებს თავის საარჩევნო კამპანიაში, რაც ამცირებს მის შანსს გახდეს რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი.

რესპუბლიკელების ამომავალი ვარსკვლავი, ინდუსური წარმოშობის, ვივეკ რამასვამი, თავისი პოპულისტური რიტორიკის წყალობით, სწრაფად აფართოებს  მხარდამჭერთა ბაზას, მაგრამ ის ჯერ კიდევ შორს არის პარტიაში წამყვანი პოზიციის დასაკავებლად.

პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა სხვა რესპუბლიკელ კანდიდატთან, ნიკი ჰეილისთან დაკავშირებით. გამოკითხვების თანახმად, ნიკი ჰეილი ჯო ბაიდენთან პირისპირ არჩევნებში გაიმარჯვებს, თუ ის რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი იქნება. მაგრამ ჰეილის ძალიან მცირე შანსი აქვს, დაამარცხოს ტრამპი და გახდეს რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი.

ამგვარად, ამ ეტაპზე ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის „მატჩი-რევანში“ გარდაუვალია. რაც შეეხება ბაიდენის ასაკის შესახებ პრეტენზიებს, ტრამპი მხოლოდ სამი წლით უმცროსია თავის კონკურენტზე – დონალდ ტრამპი უკვე 77 წლისაა. თუ პროფესიონალურ კრივთან ანალოგიებს გავავლებთ, ორივე კანდიდატი ერთნაირი „წონით“ კატეგორიაშია.

ამერიკის არჩევნები ყოველთვის საინტერესო შოუა. როგორც ჰოლივუდურ ფილმებში, მაყურებელი დაინტერესებულია სიუჟეტის განვითარებით. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსაწყენ „ფილმს“ არავინ უყურებს.

ჰოლივუდთან ანალოგებს თუ გავაკეთებთ, გავიხსენებთ ფილმების სერიას  „შეუჩერებელნი“ (The Expendables), რომელშიც მთავარ როლებს ასრულებდნენ ჰოლივუდის ვეტერანები სილვესტერ სტალონე, არნოლდ შვარცენეგერი, დოლფ ლუნდგრენი, ჩაკ ნორისი და სხვები. ლეგენდარულმა გმირებმა, რომლებმაც მიაღწიეს საპენსიო ასაკს, აჩვენეს მაყურებელს, რომ მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ გადაარჩინონ სამყარო ბოროტი ძალებისგან. სხვათა შორის, ფილმებს დიდი წარმატება ხვდა წილად.

ამიტომ, 2024 წელს „შეუჩერებელ“ ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის ბრძოლა დრამატული და ამაღელვებელი სპექტაკლი იქნება. ბაიდენი “კარგი ბიჭის” როლს ასრულებს, ტრამპი – “ცუდი ბიჭის”. ტრადიციის თანახმად, ამერიკული ფილმები მთავრდება “ბე

ამიტომ, 2024 წელს „შეუჩერებელ“ ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის ბრძოლა დრამატული და ამაღელვებელი სპექტაკლი იქნება. ბაიდენი “კარგი ბიჭის” როლს ასრულებს, ტრამპი – “ცუდი ბიჭის”. ტრადიციის თანახმად, ამერიკული ფილმები მთავრდება “ბედნიერი დასასრულით” (Happy End) – სიკეთე ამარცხებს ბოროტებას.

ავტ: ავთანდილ წულაძე

პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი

საქართველოს ადგილი არის ევროპაში და საქართველოს მომავალი უკავშირდება ევროპას-ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დაიწყეს კამპანია, რომლის ფარგლებში ქვეყნის ყველა სოფელში ჩავლენ და საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აღმართავენ.

ხაბეიშვილის თქმით, კამპანია გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს, „გამარჯვების პლატფორმის“ კამპანიის ფარგლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, პარტიის სხვა წევრებთან ერთად, წყალტუბოში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აღმართეს

„ევროკავშირი გვჭირდება საქართველოსთვის, საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. ევროკავშირი გვჭირდება იმისთვის, რომ ქართველი ხალხი ევროკავშირში კი არ უნდა გარბოდეს სამუშაოდ, არამედ საქართველოში იქმნებოდეს ეკონომიკა, დოვლათი, საქართველოს მოქალაქე იყოს საქართველოში, თავის ოჯახთან, ევროპული პენსია, ევროპული შემოსავალი, ევროპული უსაფრთხოება და ამისთვის ჩვენ დავიწყეთ კონკრეტული კამპანია ,რაც გულისხმობს შემდეგს – ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა სოფელში ჩავალთ და აღვმართავთ საქართველოს და ევროკავშირის დროშებს იმის ნიშნად, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში და საქართველოს მომავალი უკავშირდება ევროპას. ჩვენი უსაფრთხოება, კეთილდღეობა, ხალხის უზრუნველი ცხოვრება სწორედ შესაძლებელია ევროკავშირთან ერთად. დღეს დავიწყეთ წყალტუბოდან, იმ სოფლიდან, სადაც არასდროს „რუსულ ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ არ მოუგია, ესეც სიმბოლურია, შესაბამისად, აქ აღვმართეთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. ამას გავაკეთებთ აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში და ძალიან ბევრ სოფელში”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

“ველოდებით თქვენგან დადასტურებულ ბრალდებას, თუ არა, მაშინ ეს არის ცილისწამება, დასჯადი კანონით”- გოგა ხაინდრავა ენტონი ბლინკენს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ტვიტერით მიმართავს.

„Mr. ბლინკენ, ოკუპანტების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა სამშობლოს ღალატია!
ყველაზე სამარცხვინო და მძიმე დანაშაული!

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოქალაქე ფარცხალაძე საჯაროდ ამხილა ФСБ-თან კავშირში. ველოდებით თქვენგან
დადასტურებულ ბრალდებას, თუ არა, მაშინ ეს არის ცილისწამება, დასჯადი კანონით!“, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციის დაწესებას.

ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური ნიუ იორკში, ვიზიტის ფარგლებში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

სიტყვით გამოსვლამდე პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

“პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს არსებული დავალიანება გაუნულდებათ”

“სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების სახელით მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს იმ მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებისათვის, რომლებიც ახალი 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისში გახდა ცნობილი.
პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, ამ სასწავლო წლიდან 2500-ის ნაცვლად 5000 წარმატებული სტუდენტი ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობის სტიპენდიას მიიღებს, ნაცვლად 150 ლარისა. ეს მნიშვნელოვანი ფინანსური მოტივაციაა ჩვენი საზოგადოების ყველაზე ჯანსაღი ნაწილისათვის. დღეს გამოქვეყნდა ახალი დადგენილება, რომელიც ასევე დიდი მხარდაჭერაა ჩვენი სტუდენტებისათვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს არსებული დავალიანება გაუნულდებათ. უპრეცედენტო გადაწყვეტილება შეეხება საჯარო და კერძო უნივერსიტეტების, დაახლოებით 30 000-მდე საქართველოს მოქალაქე სტუდენტს, რომლებსაც ჯამში 40 მილიონამდე ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ.
შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ ისინი კვლავ დაუბრუნდებიან აუდიტორიებს. ეს მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი და სოციალური გადაწყვეტილებაა, რომელიც დაეხმარება ჩვენს სტუდენტებს, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ სასწავლო პროცესს, განათლების მიღებას, რადგან მათი კონკურენტუნარიანი განათლება, ცოდნა ჩვენი ქვეყნის აღმაშენებელია, წარმატებაა. ამიტომაცაა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სლოგანი: „ცოდნა აღმაშენებელი!“ მიუხედავად იმისა, რომ რთულ და წინააღმდეგობრივ დროში ვცხოვრობთ, ცოდნას, პროფესიონალიზმს შეუძლია ყველა წინააღმდეგობის დაძლევა და აღმშენებლობა. ამასთანავე, მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ გიორგი ამილახვარს, რომლის აქტიურობითაც ეს მნიშვნელოვანი, სახელმწიფოებრივი განკარგულებები დღეს უკვე მოქმედებაშია”.
პროფესორი ზურაბ ხონელიძე – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოვლენებით დატვირთული დღეა. ბევრ ვერძს მოუწევს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში მოვლენების განვითარებას განსაზღვრავს. ნუ აჩქარდებით, საკმარისი დრო გაქვთ, რომ კარგად დაფიქრდეთ, დადებითი და უარყოფითი მხარეები აწონ-დაწონოთ, მეგობრებს და თანამოაზრეებს რჩევა სთხოვოთ და გადაწყვეტილება ისე მიიღოთ.

ძალიან მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება. მოზღვავებულმა ემოციებმა შეიძლება პრობლემები და ჯანმრთელობის გაუარესებაც კი გამოიწვიოს.

კურო

ამ დღეს ყველაზე კარგად უმკლავდებით სამუშაოს, რომელიც სიზუსტეს და ყურადღებას მოითხოვს. სამწუხაროდ, თქვენ გარშემო ბევრია შურიანი ადამიანი და ამის გამო შეიძლება ურთიერთობები გაუარესდეს.

შესაძლებლობა გექნებათ, რომ საქმიანი და პირადი ურთიერთობები გააძლიეროთ და საჭირო კავშირები დაამყაროთ.

ტყუპები

მოთმინება უნდა გამოიჩინოთ – ამ დღეს ნებისმიერი საქმე ჩვეულებრივზე მეტ დროს მოითხოვს, ხოლო მოვლენები იმაზე ნელა ვითარდება, ვიდრე თქვენ გსურთ. ეცადეთ, ჭორიკანა ადამიანებისგან თავი შორს დაიჭიროთ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას მოერიდოთ.

მოსალოდნელია კომუნიკაციის პრობლემები – უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობაც კი გიჭირთ. თქვენი ყველაზე უწყინარი სიტყვებიც კი შეიძლება არასწორად გაიგონ. თავი შეიკავეთ მგზავრობისგან, განსაკუთრებით საღამოს.

კირჩხიბი

დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელი დროა ურთიერთობებისთვის. ახალ და ძველ ნაცნობებთან შეხვედრებისა და პირადი თუ საქმიანი საკითხების განხილვისთვის. შესაძლოა, ბიზნესმა, რომელშიც დიდი დრო და ენერგია ჩადეთ, წარმატება მოგიტანოთ.

დროს ნუ დაკარგავთ – პოზიტიური ტენდენციების გავლენა მცირდება და დაწყებული საქმის დასრულება გართულდება.

ლომი

მოვლენებით დატვირთული, საინტერესო დღეა. ხშირად ყურადღების ცენტრში ხვდებით და ამით დიდ სიამოვნებას იღებთ. ზოგი ლომი ახალ ბიზნესპარტნიორებს და მოკავშირეებს იპოვის, ზოგი კი გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერას მიიღებს.

ამ დღეს დაწყებული რომანტიკული ურთიერთობები მარტივად და ჰარმონიულად განვითარდება. ლომის შეყვარებულებს საშუალება ექნებათ, საყვარელ ადამიანს სასიამოვნო სიურპრიზი გაუკეთონ.

ქალწული

ფრთხილად იყავით. ამ დღეს თქვენი ყველა მოქმედება კარგად უნდა იყოს გააზრებული, გადაწყვეტილებები კი დაბალანსებული. თავი შეიკავეთ ფინანსური საკითხების განხილვის და გარიგების დადებისგან – შეიძლება ზარალი ნახოთ.

მენეჯმენტთან და ბიზნესპარტნიორებთან შესაძლებელია კონფლიქტი, მაგრამ კომპრომისული გადაწყვეტილების პოვნას შეძლებთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა მეგობრებთან შეხვედრისა და ოჯახური ურთიერთობების გაძლიერებისთვის. საშუალება გექნებათ ახლობელი ადამიანები გაახაროთ და მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროთ.
სამსახურში მნიშვნელოვან წინსვლას არ უნდა ელოდოთ, მაგრამ მთლიანობაში მოვლენათა განვითარებით კმაყოფილი დარჩებით მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი და საქმიანი შეთავაზება, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის.

მორიელი

სავარაუდოდ, ეს დღე საინტერესო მოვლენებით, ახალი იდეებითა და საქმეებით დაგამახსოვრდებათ. საშუალება გექნებათ, გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც თქვენს ნიჭსა და შესაძლებლობებს ღირსეულად დააფასებენ. ხელსაყრელი დღეა სემინარებსა და სოციალურ ღონისძიებებზე დასწრებისთვის.

დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია დაუგეგმავი შესყიდვები, რომლებიც წარმატებული აღმოჩნდება.

მშვილდოსანი

ნუ აჩქარდებით. ამ დღეს შეიძლება კარგ შედეგებს მიაღწიოთ, მაგრამ ამისთვის ფრთხილად უნდა იმოქმედოთ და ყოველი ნაბიჯი კარგად გაიაზროთ. დაუგეგმავი შეხვედრები და საინტერესო ნაცნობობა გელით. შესაძლებლობა გექნებათ, რომ მონატრებულ ადამიანებს საკუთარი თავი შეახსენოთ.

ეცადეთ, თავიდან აიცილოთ მეტოქეობა, კონკურენცია და ნებისმიერი სიტუაცია, რომელიც სხვებზე თქვენი უპირატესობის დემონსტრირებას მოითხოვს. დღის მეორე ნახევარში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ და უსაფრთხოების ყველა წესი დაიცვათ.

თხის რქა

ამ დღეს საკუთარ საქმეებზე მეტად, სხვისი საქმეების მოგვარება მოგიწევთ, მაგრამ ეს არ განაღვლებთ. პირიქით, გსიამოვნებთ, რომ შეგიძლიათ ძვირფას ადამიანებს დაეხმაროთ და საყვარელი ადამიანების პრობლემები მოაგვაროთ. ეცადეთ, ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ.

ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. ბევრი მერწყული წარმატებას პიროვნული თვისებებისა და მომხიბვლელობის წყალობით მიაღწევს – თქვენ ხომ კარგად იცით, ადამიანებს თავი როგორ მოაწონოთ.

გირჩევთ, ძველ ბიზნესპარტნიორებს შეხვდეთ – გამორიცხული არ არის, რომ მათგან საინტერესო შეთავაზებები მიიღოთ.

მშვენიერი დღეა მოგზაურობისთვის. გარემოს შეცვლა და ახალი შთაბეჭდილებები სასარგებლო იქნება.

თევზები

მშვენიერი დღეა დასვენებისთვის. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისგან, განსაკუთრებით ენერგიულ ადამიანებთან. თქვენმა ნებისმიერმა სიტყვამ შეიძლება მათ გადამწყვეტი მოქმედებისკენ უბიძგოს, ამისთვის კი ახლა საუკეთესო დრო არაა.

ფულთან განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – მოსალოდნელია ფინანსური ზარალი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ შესყიდვები წარმატებული იყოს. ძვირფას ნივთებს თვალი არ მოაშოროთ – არსებობს მათი დაკარგვის საფრთხე.

“როშ ჰაშანას დღესასწაული მინდა მივულოცო ჩვენს ებრაელ ძმებს საქართველოში და ებრაელ ხალხს მთელ მსოფლიოში”- ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა, როშ ჰაშანას დღესასწაული მივულოცო ჩვენს ებრაელ ძმებს საქართველოში და ებრაელ ხალხს მთელ მსოფლიოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაშია ნათქვამი.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ქართულ-ებრაული ძმობის ისტორია ასეთი განსაკუთრებული არ იქნებოდა იმ დიდი სიყვარულის გარეშე, რომელიც ორ ერს საუკუნეებია, აკავშირებს.

„ქართულ-ებრაული ძმობის ისტორია ასეთი განსაკუთრებული არ იქნებოდა იმ დიდი სიყვარულის გარეშე, რომელიც ჩვენს ხალხს საუკუნეებია, აკავშირებს. სწორედ ამ სიყვარულმა განაპირობა ის, რომ ებრაელებმა ასე შეინარჩუნეს საკუთარი ეროვნულობა საქართველოში, რომლითაც ჩვენ, ქართველები, ძალიან ვამაყობთ.
მინდა, გავიზიარო თქვენი დღესასწაულის დიდი სიხარული და გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა, წარმატება თქვენ და თქვენს ოჯახებს“, – აცხადებს პრემიერი.

“გვიცხადებენ პიროვნების დასანქცირებას, რომელიც დიდი ხანია არც სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობს და არც ხელისუფლებასთან არის კავშირში”-ლევან ნიკოლეიშვილი

ერთ მხრივ ჩვენი პარტნიორები და სტრატეგიული მოკავშირეები, მოგვიწოდებენ რომ საქართველოში არ იყოს პოლარიზაცია, თან მეორე მხრივ რადიკალურ ოპოზიციას ხელსაყრელ გარემოს უქმნიან სწორედ პოლარიზაციისათვისა და საზოგადოების დაპირისპირება-გახლეჩისათვის, –  წერს  სოციალურ ქსელში  ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი.

მისი განცხადებით, აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებულთა სიაში შეყვანა მტკიცებულებების წარდგენის გარეშე მოხდა, რამაც ოპოზიციას სპეკულაციების საბაბი მისცა. ექსპერტის თქმით, სტრატეგიულმა პარტნიორმა საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რის საფუძველზე დაუწესდა სანქციები ფარცხალაძეს.

“ერთი მხრივ ჩვენი პარტნიორები და სტრატეგიული მოკავშირეები, მოგვიწოდებენ რომ საქართველოში არ იყოს პოლარიზაცია, თან მეორე მხრივ რადიკალურ ოპოზიციას ხელსაყრელ გარემოს უქმნიან სწორედ პოლარიზაციისათვისა და საზოგადოების დაპირისპირება-გახლეჩისათვის. დიდის ამბით გვიცხადებენ პიროვნების დასანქცირებას, რომელიც უკვე დიდი ხანია არც სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობს და არც ხელისუფლებასთან არის კავშირში. ყველაზე გულდასაწყვეტი, გნებავთ მათივე ლექსიკით, რომ ვისაუბროთ აღმაშფოთებელი ის არის, რომ არ გვაქვს არც მტკიცებულებები და საერთოდ ჩვენი ინფორმირება ხდება, მხოლოდ პოსტ ფაქტუმ. საკითხავი სწორედ ეს გახლავთ, თუ პარტნიორები და სტრატეგიული მოკავშირეები ვართ, კონკრეტულად და არა ზოგადად გვითხარით რა ხდება, ვინმე რა საფრთხეს წარმოადგენს თუ რას აშავებს, იქნებ ჩვენც გავერკვეთ და თქვენც დაგეხმაროთ. მგონი უსაფრთხოებიდან და თავდაცვიდან დაწყებული, ტერორიზმისა და ნარკოტრეფიკინგით დამთავრებული უამრავ საკითხზე ვთანამშრომლობთ. თუ ვინმე ისეთ საშიშროებას წარმოადგენს, რომელიც სანქცირებას ექვემდებარება, ჯერ ხელისუფლების ინფორმირება უნდა მომხდარიყო, არა ოპოზიციის, რომელსაც სპეკულაციის „კარგი“ საბაბი მიეცა, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ არა დეპოლარიზაციას, არამედ სწორედ პოლარიზაციას შეუწყობს ხელს.”-  წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

“ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია”-ოთარ ფარცხალაძე

მიმაჩნია, რომ ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ამ ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა. მეორე მხრივ, ადგილობრივ დონეზე კონკრეტული პოლიტიკური ინტერესების მქონე სუბიექტების რეაქციებმა დამარწმუნა, რომ აქტიურად ცდილობენ ჩემი სახელის სახელმწიფო ინსტიტუტებთან ან ხელისუფლებასთან დაკავშირებას, რასაც, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, არანაირი საფუძველი არ აქვს, ხოლო რას ემსახურება აღნიშნული მცდელობები, დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ყველაზე უკეთ ხვდება.” – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულთა სიაში შეყვანილმა ოთარ ფარცხალაძემ გადაცემა “კურიერთან” განაცხადა.

“ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ უკვე 10 წელია, არათუ საჯარო სამსახურში თანამდებობას არ ვიკავებ, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებთან არანაირი კავშირი არ მაქვს! მიუხედავად ამისა, ნაციონალურ მოძრაობასა და მის პროპაგანდისტულ მედიას, ჩემ წინააღმდეგ ტალახის სროლა და მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობები, მთელი ამ დროის განმავლობაში ერთი წამითაც არ შეუწყვეტია.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ცილისწამებისა და ჩემ მიმართ ტყუილების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, სამჯერ მაქვს მოგებული სასამართლო. მიუხედავად ამისა, ამ ადამიანებს, ერთი წამით არ უთქვამთ უარი ჩემ წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიის შეწყვეტაზე, თანაც ეს იმ ფონზე, როდესაც არც ერთი ფაქტი არ წარმოუდგენიათ იმ მოგონილი ბრალდებების დასადასტურებლად, რომელსაც ავრცელებდნენ.

სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ამ ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა. მეორე მხრივ, ადგილობრივ დონეზე კონკრეტული პოლიტიკური ინტერესების მქონე სუბიექტების რეაქციებმა დამარწმუნა, რომ აქტიურად ცდილობენ ჩემი სახელის სახელმწიფო ინსტიტუტებთან ან ხელისუფლებასთან დაკავშირებას, რასაც, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, არანაირი საფუძველი არ აქვს, ხოლო რას ემსახურება აღნიშნული მცდელობები, დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ყველაზე უკეთ ხვდება.

ყველამ ვინც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება წაიკითხა, ნათლად დაინახა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით არის მიღებული, რასაც გამოქვეყნებული ტექსტით, მისივე ავტორები ადასტურებენ:
• „FSB ოფიცერი ონიშჩენკო, სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.“

• „გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო FSBსთან კავშირის შედეგად.“ ამაში დასარწმუნებლად, ტექსტიდან სიტყვა-სიტყვით ციტირებული მხოლოდ ეს ორი ამონარიდიც კმარა! სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტისგან, ისე ჩემ წინააღმდეგ ორკესტრირებული კამპანიის ავტორებისა და მასში ჩართული ადამიანებისგან, თუნდაც ერთ ფაქტს, ერთ მტკიცებულებას მოვითხოვ, რომელიც განცხადებაში წარმოდგენილ ცრუ ბრალდებებს მინიმალურად მაინც გაამყარებს, თუმცა, შემიძლია საზოგადოება დავარწმუნო, რომ ასეთი რამ ბუნებაში საერთოდ არ არსებობს!

რა თქმა უნდა, ჩემ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და იურიდიულ შესაძლებლობას გამოვიყენებ, რათა დავამტკიცო, რომ ჩემს წინააღმდეგ უსამართლო სანქციების დაწესების გადაწყვეტილება, არა ფაქტებზე, არამედ კონკრეტული ინტერესების მქონე სუბიექტების ცილისმწამებლურ კამპანიაზეა დაფუძნებული”,- აცხადებს ოთარ ფარცხალაძე.

 აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა