„თქვენ ამ პრინტერებით ძალიან მაგარი რამის გაკეთება შეგიძლიათ” – ლაპლანტე

249
spot_img

უკრაინამ აშშ-სგან სამრეწველო 3D-პრინტერები მიიღო, რომლის დახმარებითაც სამხედრო ტექნიკის სათადარიგო ნაწილების შექმნა პირდაპირ ბრძოლის ველზეა შესაძლებელი. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის, უილიამ ლაპლანტეს თქმით, 3D-პრინტერი სატვირთო ავტომობილის ზომისაა. უკრაინელებმა ამ ტექნიკის გამოყენება უკვე ისწავლეს.

„თქვენ ამ პრინტერებით ძალიან მაგარი რამის გაკეთება შეგიძლიათ. თანაც ძალიან სწრაფად. აკეთებთ ისეთ ნაწილებს, რომელსაც სხვანაირად ვერც შექმნით“, – განაცხადა ლაპლანტემ.

უკრაინელები სამხედრო ტექნიკისთვის აუცილებელი სათადარიგო დეტალების შესაქმნელად 3D-პრინტერებს უკვე იყენებენ. ასევე ამ ტექნოლოგიით ისინი უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებენ. ახლა კი სათადარიგო ნაწილებს პირდაპირ ბრძოლის ველზე შექმნიან.