,,ეგენი ერთმანეთს კანიბალიზმის ილეთებით მოუღებენ ბოლოს”- დავით ქართველიშვილი

328
spot_img

ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ამ პროცესს ფილმს ადარებს.

„მსოფლიო კინემატოგრაფის მრავალ ჟანრს შორის ერთ-ერთი ყველაზე რთული ისაა, სადაც ფილმის მიმდინარეობისას პარალელურად ვითარდება რამდენიმე სასიუჟეტო ხაზი. აი ჩვენი „ნაცსექტანტების“ რღვევისა არ იყოს, სადაც ცალკე ერთმანეთისგან, მაგრამ ამავდროულად გადაჯაჭვულად ვითარდება რამდენიმე ტრაგიკომედია: სააკაშვილი-ჩერგოლეიშვილი, ხაბეიშვილი-მელია, კეზერაშვილი ბოკერია და ა.შ. პოპკორნით ერთ ხელში და „ელტონჯონოვიჩის” გაზიანი სითხით მეორეში.

უჩნდება თუ არა მაყურებელს შთაბეჭდილება, რომ მეტი რაღა უნდა მოხდეს ამ ფილმში? რეჟისორი შემოაგდებს ხოლმე ახალ სასიუჟეტო ხაზს და კინო გრძელდება… ან ვის ახსოვს (კარგი გაგებით), ან როგორ დაგვავიწყდება (ცუდი გაგებით) დათა ახალაიას ხელის ბიჭი სოსო თოფურიძე, რომელსაც ემიგრაციაში ყოფნის დროსაც პერსონალური ომი აქვს თავის გუშინდელ „ნაცდამსაქმებლებთან“ და პერიოდულად გვახსენებს ამით თავს. ეომება ხატია დეკანოიძეს, ლევან ბეჟაშვილს და ანი წითლიძეს – თქვენო, ზუსტად იგივე FSB-ეშნიკები ხართო, ვინც FSB-ეშნიკ ოთარ ფარცხალაძის ჯიბის პროკურატურაში მირჩევთ ნებაყოფლობით გამოცხადებასო და თავის გამამართლებელი ჩვენებების მიცემასო,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

აქვე ანალიტიკოსი ეჭვობს, რომ „ფილმის“ ფინალი საინტერესო იქნება და პროცესებზე დაკვირვებასა და ყურებას გვირჩევს. „ძალიან აირია ამ სერიალის („ჯანყი საქათმეში”) სასიუჟეტო ხაზი და მით უფრო საინტერესოა ფინალი: ეგენი ერთმანეთს კანიბალიზმის ილეთებით მოუღებენ ბოლოს, თუ „ფარცხალაძის პროკურატურაში” ფურცლითა და კალმით ხელში. აქაც საინტერესოა, ვინ ვის დაასწრებს და რამდენად „ტრაგი” თუ „კომიკური”, „ჰეპპი” თუ „ანჰეპპი ენდი” გველოდება. ასეა თუ ისე, თოფურიძე თავისიანებში FSB-ეშნიკების მხილებას სულ ახლო მომავალში გვპირდება. ასე რომ, არ გადართოთ. To be continued…” – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.