„შეუჩერებელი“ ჯო ბაიდენი 2024 წლის არჩევნებში ამერიკის „გადარჩენისთვის“ იბრძოლებს – ავთანდილ წულაძე

301
spot_img

გავლენიანმა პოლიტიკურმა მიმომხილველმა და ცნობილმა მწერალმა დევიდ იგნატიუსმა გაზეთ The Washington Post-ში გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც არ ურჩევს ჯო ბაიდენს მიიღოს მონაწილეობა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. https://www.washingtonpost.com/opinions/2023/09/12/biden-trump-election-step-aside/

იგნატიუსი აღნიშნავს რომ პირადად იცნობს ბაიდენს ორმოცი წლის განმავლობაში და დიდ პატივს სცემს, როგორც პიროვნებას და პოლიტიკოსს. იგნატიუსის აზრით, ბაიდენმა გამოიჩინა თავი როგორც ეფექტურმა პრეზიდენტმა შიდა და საგარეო პოლიტიკაში, მაგრამ ის ძალიან ასაკოვანია იმისთვის, რომ დარჩეს ეფექტური კიდევ ოთხი წლის განმავლობაში.

ამავე დროს, იგნატიუსი აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ პარტიაში ბაიდენს ალტერნატივა არ გააჩნია, რადგან დემოკრატების პარტიის სხვა კანდიდატებს დაბალი რეიტინგი აქვთ. „პოლიტიკოსები, რომლებიც კარგად იცნობენ ბაიდენს, ამბობენ, რომ თუ ის დარწმუნდებოდა, რომ ტრამპი ნამდვილად დამარცხდა, ჩათვლიდა, რომ შეასრულა თავისი პოლიტიკური მისია. ბაიდენი კვლავ იყრის კენჭს, თუ მტკიცედ დაიჯერებს, რომ ტრამპი გახდება რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი და რომ მას აქვს საუკეთესო შანსი დაამარცხოს ტრამპი“, – წერს დევიდ იგნატიუსი.

დევიდ იგნატიუსის სტატიამ ამერიკულ მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. აშშ-ის დემოკრატიული პარტია ისეთ სიტუაციაშია, როდესაც ბაიდენის მეორე ვადით წარდგენა მისი ასაკის გამო რისკებთან არის დაკავშირებული, მაგრამ დემოკრატებს არ ჰყავთ სხვა პოლიტიკოსები, რომლებსაც შეუძლიათ დონალდ ტრამპის დამარცხება. თუ ჯო ბაიდენი თავისი ძველი ნაცნობის, დევიდ იგნატიუსის რჩევას მიჰყვება, მაშინ, დიდი ალბათობით, 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი გაიმარჯვებს.

CNN-ის მიერ მიმდინარე წლის აგვისტოში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მონაცემები აჩვენებს, რომ ამომრჩეველს ახალი ლიდერის მოთხოვნა აქვს. გრაფიკი აჩვენებს, რომ ჯო ბაიდენის მხარდაჭერა მცირდება, ხოლო მოთხოვნა ახალ ლიდერზე იზრდება.

ამავდროულად, CNN-ის გამოკითხვები აჩვენებენ, რომ დემოკრატი ამომრჩევლები მზად არიან მომავალ არჩევნებზე ხმა მისცენ ჯო ბაიდენს, რათა დონალდ ტრამპის გამარჯვება არ მოხდეს. ტრამპის აშშ-ს პრეზიდენტობაზე დაბრუნების საფრთხე და დემოკრატიულ პარტიაში ძლიერი კანდიდატების ნაკლებობა ხელს უწყობს ამომრჩევლების გაერთიანებას ჯო ბაიდენის გარშემო. აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ბაიდენის მხარდაჭერა პარტიულ ამომრჩევლებში ივლისთან შედარებით 7%-ით გაიზარდა. ბაიდენს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს პარტიაში მის კონკურენტებთან შედარებით.

https://edition.cnn.com/2019/08/20/politics/cnn-poll-democrats-2020-biden-rebound/index.html

ამრიგად, ჯო ბაიდენი მოქმედებს როგორც ანტიტრამპი, ამერიკის „მხსნელი“ პოპულისტი და დემაგოგი ტრამპისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკული დემოკრატიის საფუძვლებს. ამომრჩევლები დიდად არ აფასებენ ჯო ბაიდენის წარმატებებს ეკონომიკასა და საგარეო პოლიტიკაში, მაგრამ ამჟამად არ არსებობს შეერთებულ შტატებში სხვა პოლიტიკოსი, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს დონალდ ტრამპი. ეს არის საკმაოდ იშვიათი შემთხვევა ამერიკულ პოლიტიკაში, როდესაც ამომრჩევლებს უწევთ არჩევანის გაკეთება ცუდსა და ძალიან ცუდ ვარიანტს შორის.

სატელევიზიო კომპანიის CNN-ის გამოკითხვები აჩვენებენ, რომ ბაიდენს მხარს უჭერენ როგორც ტრამპის საწინააღმდეგო ფიგურას, მაშინ როცა ტრამპის ამომრჩეველთა ძირითადი ბირთვი მისი თანმიმდევრული მხარდამჭერები არიან. https://edition.cnn.com/2023/09/10/politics/2024-trump-biden-referendum/index.html

ორივე აშშ-ის პარტია ლიდერების კრიზისს განიცდის. დონალდ ტრამპი აშკარად ლიდერობს რესპუბლიკელ ამომრჩევლებს შორის. რონ დე სანტისი, რომელზეც გარკვეული იმედები ჰქონდათ რესპუბლიკურ პარტიაში, მნიშვნელოვნად ჩამორჩება ტრამპს და უშვებს შეცდომებს თავის საარჩევნო კამპანიაში, რაც ამცირებს მის შანსს გახდეს რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი.

რესპუბლიკელების ამომავალი ვარსკვლავი, ინდუსური წარმოშობის, ვივეკ რამასვამი, თავისი პოპულისტური რიტორიკის წყალობით, სწრაფად აფართოებს  მხარდამჭერთა ბაზას, მაგრამ ის ჯერ კიდევ შორს არის პარტიაში წამყვანი პოზიციის დასაკავებლად.

პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა სხვა რესპუბლიკელ კანდიდატთან, ნიკი ჰეილისთან დაკავშირებით. გამოკითხვების თანახმად, ნიკი ჰეილი ჯო ბაიდენთან პირისპირ არჩევნებში გაიმარჯვებს, თუ ის რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი იქნება. მაგრამ ჰეილის ძალიან მცირე შანსი აქვს, დაამარცხოს ტრამპი და გახდეს რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი.

ამგვარად, ამ ეტაპზე ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის „მატჩი-რევანში“ გარდაუვალია. რაც შეეხება ბაიდენის ასაკის შესახებ პრეტენზიებს, ტრამპი მხოლოდ სამი წლით უმცროსია თავის კონკურენტზე – დონალდ ტრამპი უკვე 77 წლისაა. თუ პროფესიონალურ კრივთან ანალოგიებს გავავლებთ, ორივე კანდიდატი ერთნაირი „წონით“ კატეგორიაშია.

ამერიკის არჩევნები ყოველთვის საინტერესო შოუა. როგორც ჰოლივუდურ ფილმებში, მაყურებელი დაინტერესებულია სიუჟეტის განვითარებით. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსაწყენ „ფილმს“ არავინ უყურებს.

ჰოლივუდთან ანალოგებს თუ გავაკეთებთ, გავიხსენებთ ფილმების სერიას  „შეუჩერებელნი“ (The Expendables), რომელშიც მთავარ როლებს ასრულებდნენ ჰოლივუდის ვეტერანები სილვესტერ სტალონე, არნოლდ შვარცენეგერი, დოლფ ლუნდგრენი, ჩაკ ნორისი და სხვები. ლეგენდარულმა გმირებმა, რომლებმაც მიაღწიეს საპენსიო ასაკს, აჩვენეს მაყურებელს, რომ მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ გადაარჩინონ სამყარო ბოროტი ძალებისგან. სხვათა შორის, ფილმებს დიდი წარმატება ხვდა წილად.

ამიტომ, 2024 წელს „შეუჩერებელ“ ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის ბრძოლა დრამატული და ამაღელვებელი სპექტაკლი იქნება. ბაიდენი “კარგი ბიჭის” როლს ასრულებს, ტრამპი – “ცუდი ბიჭის”. ტრადიციის თანახმად, ამერიკული ფილმები მთავრდება “ბე

ამიტომ, 2024 წელს „შეუჩერებელ“ ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის ბრძოლა დრამატული და ამაღელვებელი სპექტაკლი იქნება. ბაიდენი “კარგი ბიჭის” როლს ასრულებს, ტრამპი – “ცუდი ბიჭის”. ტრადიციის თანახმად, ამერიკული ფილმები მთავრდება “ბედნიერი დასასრულით” (Happy End) – სიკეთე ამარცხებს ბოროტებას.

ავტ: ავთანდილ წულაძე

პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი