Home Blog Page 1602

“მშვიდობით, ჩვენი სწორი, ჭკვიანური, პრაგმატული პოლიტიკით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები”

ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ამ ოკუპაციის დასრულება, ის, რომ რუსეთი ოკუპანტია და რუსეთი აგრესორი იყო ეს ჩვენ დიდი ხანია ვოცოდით და ვიცით, მთელმა მსოფლიომ იცის. უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს შემუშავებული სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკა, რამაც უნდა მიიყვანოს ჩვენი ქვეყანა ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციამდე და ქვეყნის საბოლოო გამთლიანებამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდში განაცხადა, სადაც აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.

„მშვიდობას, მეგობრებო, ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ მშვიდობით, ჩვენი სწორი, ჭკვიანური, პრაგმატული პოლიტიკით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები. მე ამის ღრმად მჯერა, ამის მწამს. ჩვენ ყოველ დღე ამ დიდ მიზანს ვუახლოვდებით. მე კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ ყველას ამ დიდ ტრაგედიას. ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნა იყოს და ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე,”- განაცხადა პრემიერმა.

“ბახმუტის მიმართულებით მტრის შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა” – უკრაინის გენშტაბი

ბახმუტის მიმართულებით სამი დასახლების რაიონებში რუსულმა ძალებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, ფრონტზე 37 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

“ბახმუტის მიმართულებით მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა დონეცკის ოლქის ანდრეევკას, კურდიუმოვკასა და დრუჟბას რაიონებში. მტრის საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაზარალდა 10-ზე მეტი დასახლება, მათ შორის ორეხოვო-ვასილევკა, ივანოვსკოე, მარკოვო და ჩასივ-იარი”, – აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, ავდიივკას მიმართულებით, მოწინააღმდეგის ძლიერი საჰაერო და საარტილერიო ცეცხლის ქვეშ, დამცველებმა წარმატებით მოიგერიეს რუსული ჯარების თავდასხმები ავდიივკას რაიონში.გენშტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 7 სარაკეტო და 42 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 66-ჯერ გაუხსნეს.

“რუსული ტერაქტების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაში”, – აღნიშნულია ანგარიშში.გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ ბოლო დღის განმავლობაში 9 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებს.

დამცველებმა ასევე გაანადგურეს მოწინააღმდეგის კუთვნილი “კა-52” ვერტმფრენი და 2 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი.

“ამასთან, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა, გასული დღის განმავლობაში, მართვის 2 პუნქტი, ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 3 რაიონი, საცეცხლე პოზიციებზე განლაგენბული 5 საარტილერიო იარაღი და მტრის 2 სარადარო სადგური გაანადგურეს”, – აცხადებენ გენშტაბში.

“ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო” – ირაკლი ღარიბაშვილი

ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ვიცი რა ლის ინფორმაცია, რაც ხდებოდა და როგორც ვითარდებოდა მოვლენები, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ ნახა სამარცხვინოს მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი.

„იმ ფონზე, როდესაც ჩვენმა გმირმა სამხედროებმა აჩვენეს უდიდესი გმირობა, თავგანწირვა, უამრავი გმირობის მაგალითი დაუტოვეს ჩვენ ხალხს და მომავალ თაობას, ვნახეთ სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი. გახსოვთ ჰალსტუხის ღეჭვა, გახსოვთ გაქცეული თვითმფრინავის ხმის გამო წაქცეული და მიწაზე გართხმული და ძალიან დიდი სირცხვილი ჭამა. ეს ნახა მთელმა საზოგადოებამ და არა მხოლოდ ჩვენ, მთელმა საუბედუროდ მთელმა მსოფლიომ ნახა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

საქართველო-რუსეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია არსებულ ადმინისტრაციულ შენობებსა და საზღვარგარეთ, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. მათ შორის თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 ადამიანი, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე.

ომში დაღუპულ გმირებს დილიდან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე კიდევ ერთხელ გაიხსენებენ და მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ. იქ დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელ პარაკლისს გადაიხდიან. მუხათგვერდის სასაფლაოზე ომის გმირებს პატივს, მათი ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების გარდა, ხელისუფლების წარმომადგენლები მიაგებენ და რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინითa და ყვავილებით შეამკობენ.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა.

“დე, მე მინდა შენც ისე უყურებდე ამ ომს, როგორც მე – უშიშრად, უწუხილოდ” – აგვისტოს ომის გმირის უკანასკნელი წერილი დედას

აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. 5-დღიანი ომის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

აგვისტოს ომის გმირის, ვახტანგ გზირიშვილის  დედა სოციალურ ქსელში შვილის უკანასკნელ წერილს აქვეყნებს:

7 აგვისტოს დილით დაწერილი წერილი!

“ომი დაიწყო. დიდი ხანია ვიცოდი, რომ დაიწყებოდა. ვგრძნობდი. თქვენც, ალბათ, ასევე. ოღონდ განსხვავება იმაშია, რომ თქვენ გეშინიათ ჩემი დაკარგვისა. ჩვენ კი არაფრისა არ გვეშინია.

დე, მე მინდა შენც ისე უყურებდე ამ ომს, როგორც მე ვუცქერი, უშიშრად, უწუხილოდ.

დე, თუ ჩემი ბედი ამ ომში დამთავრდება, თუ მე სიკვდილი მიწერია ამ ომში, ძალიან ძვირად დავუსვამ მტერს ჩემს სიცოცხლეს. დაე, თქვენ ნუ შეგრცხვებათ, რომ მე თქვენი სისხლი და ხორცი ვარ.

თქვენ შეგიძლიათ ამაყად თქვათ, რომ ვიცავ ჩემს სამშობლოს. მადლობელი ვარ, დედა, შენი, სიმართლე და ვაჟკაცობა რომ მასწავლე. ხომ გახსოვს, ქართველი დედები უცრემლოდ ისტუმრებდნენ შვილებს აუცილებელ სიკვდილთან, რადგან სამშობლოსათვის სიკვდილს არ უხდება ცრემლი.

,,მშვიდობით იყავით, ნუ დაღონდებით”.

08.08.2008

“მუდამ 20 წლის” – წერს მარინა გზირიშვილი სოციალურ ქსელში.

“მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად მოვახერხებთ ერთმანეთის დაბრუნებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას”

15 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, ომი, რომელმაც დაგვაკარგვინა კიდევ უფრო მეტი ტერიტორია, ომის შედეგად დავკარგეთ უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, პოლიციელები. ჩვენს მომავალ თაობებს, შვილებს უნდა ვუთხრათ და ბევრი ვესაუბროთ ამ გმირებზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ უნდა აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, რაც ქვეყნის დიდი გამოწვევაა.

„დღეს, ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც გვაქვს, ეს არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. შესაბამისად, ჩვენ არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, არამედ ვალდებულება გვაქვს, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ტერიტორიების დაბრუნება. მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ერთად მოვახერხებთ ერთმანეთის დაბრუნებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძეს კითხვა დაუსვეს, რატომ არის სადავო ომის დაწყების თარიღი.

„არ მინდა დღევანდელ დღეს ამ თემაზე საუბარი, თუმცა ნახეთ, 2013-2014 წლამდე მაშინდელი ხელისუფლება 8 აგვისტოს ამოდიოდა, რომ პატივი მიეგოთ ჩვენი გმირებისთვის. დავანებოთ თავი ამ სპეკულაციებს“, – აღნიშნა კალაძემ.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა.

“მიმიფურთხებია თქვენი სამართალისთვის ბატონო მაესტრო!” – გუდაურის ტრაგედიისას დაღუპული მფრინავის შვილი ნიკოლოზ რაჭველს

მე რა შემიძლია, მაგრამ ყველგან ხმის ჩახლეჩამდე ვიყვირებ და თქვენს ინტერესებს დავიცავ! ერთი ადამიანის გონებამდეც თუ მივიტან თქვენს ფიქრებს ბედნიერი ვიქნები!- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში 2022 წელს გუდაურში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული მფრინავის, ზაზა ლორიას შვილი ანა ლორია შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით მფრინავი მაშველების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს.

როგორც ანი ლორია სოციალურ ქსელში წერს, ვერავის აპატიებს მათ მიმართ გადაკრულ სიტყვას და მათ ინტერესებს ყველგან დაიცავს.

„ამერიკის შეერთებული შტატები. 2 თვის წინ, ღამის 9 საათზე, ვაშინგტონში ჩამოწოლილი ღვარცოფის შედეგად 11 ადამიანი და ერთი ძაღლი ჩარჩა ტერიტორიაზე. ქარის ფაქტორის გამო, უსაფრთხოების მიზნით ვერ მოხერხდა ღამის ფრენებზე ვერტმფრენის გაგზავნა. 12 საათის შემდეგ, გამთენიისას მოხდა მათი ევაკუაცია.

ნეტა თუ ჩაქოლეს და „მაშველებს ეძინათ?“ ეძახეს?

ნეტა თუ მიწასთან გაასწორეს რატომ ერთ საათში არ მოფრინდნენო?

ნეტა მამაჩემს რომ შარშან გამოეცხადებინა უსაფრთხოების მიზნით ვერ გაფრინდება ვერტმფრენი და წამოსულიყო ჩემთან რას უზამდნენ?

ნეტავ, თუ ცოცხლად დამარხავდნენ იმ 7 ადამიანთან ერთად! ნეტავ, თუ კარგია რომ შეაკლა თავი?!

ბორჯომის ხანძრების დროს თურქეთის ავიაცია დაიქირავეს დასახმარებლად! 4 საათი იფრინეს და გააჩერეს ვერტმფრენები. ძლიერი დაკვამლიაანების გამო პილოტების უსაფრთხოების მიზნით მეტს ვერ ვიფრენთო.

მამაჩემი და მისი ეკიპაჟი გათენებიდან მზის ბოლო სხივამდე ენაგადმოგდებულები რომ დაფრინავდნენ, დღის ბოლოს ფეხზე რომ ვეღარ იდგნენ ისმენდნენ, რატომ შეაჩერეს ღამის ფრენებიო!

გაბრაზებულმა რომ ავდექი და ვუთხარი, ხოდა რა თავს იკლავთ, დაგესვენათ და გეთქვათ თქვენც უსაფრთხოების მიზნით ვეღარ გავფრინდებითო: „ჩემი ქვეყნის ტყე იწვის, მაგათ რა ადარდებთ“ მივიღე პასუხად!

მამაჩემის პანაშვიდებზე მოსულ ბიჭებს სულ გულის ფიცარში რომ ვურტყი მუჯლუგუნები, არ გაბედოთ მისხალი რისკის ფასად არსად გაფრენა-თქო, ორსიტყვიანი პასუხი გამცეს: „აბა როგორ?“.

მთელი ბავშვობა ყოველ დილით რომ შუბლზეკოცნით გვემშვიდობებოდა მამაჩემი ოჯახის თითოეულ წევრს, წასვლის  წინ კარზე გაკრულ „სახლიდან გასვლს წინ ლოცვას“ რომ კითხულობდა ოჯახის ტრადიცია მეგონა. მოზრდილმა რომ ვკითხე რატომ აკეთბდა ამას? „მე ისეთი პროფესია მაქვს კარს რომ მოვიხურავ უკან დავბრუნდები თუ არა არ ვიცი“ მივიღე პასუხად.

ნეტა რომელიმეს პირით ერთი გადაკრული წუწუნი მაინც თუ მოგისმენიათ წლებია, ნეტა რომელიმეს გულში თუ ჩაგიხედავთ „პილოტებს ეძინათ“ კომენტარებს რომ კითხულობენ.

ნეტა ადამიანების დაფასებას თუ ვისწავლით როდესმე?

დღეს ნიკოლოზ რაჭველი „ვერ პატიობს“ სიცოცხლეს. დღეს ტალახში ჩამხრჩვალი ადამიანების ბრალეულობა იპოვეს მფრინავებში. მიმიფურთხებია თქვენი სამართალისთვის ბატონო მაესტრო!

ჩემი გულის ფეთქვა ხართ ბიჭებო, მამაჩემი ხართ თითოეული თქვენგანი ბიჭებო!

არ გაბრაზდეთ, არ გეწყინოთ!

მე რა შემიძლია, მაგრამ ყველგან ხმის ჩახლეჩამდე ვიყვირებ და თქვენს ინტერესებს დავიცავ! ერთი ადამიანის გონებამდეც თუ მივიტან თქვენს ფიქრებს ბედნიერი ვიქნები!

გასკდა გული, განმიახლდა ჩემი მოუშუშებელი ტკივილები, სულის ყველა ნაწილში მტკივა ტალახში ჩამხრჩვალი ხალხი და მათი ოჯახის წევრების გულებში ვერჩამქრალი იმედის ნაპერწკალი. თავს შევაკლავ და არ ვაპატიებ არავის ერთ გადაკრულ სიტყვას!

მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა, გაკმაროთ თქვენც და სრულიად საქართველოს!“, – წერს ანი ლორია Facebook-ზე.

https://www.facebook.com/anuki.loria/posts/pfbid0XeA4VUcH7Powbwgaum4NghNozTggZErEpuiPSXFNqSJFnsK5G1ATmEQ9mQndA8a6l

15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა – აგრესიისა და ოკუპაციის მანკიერი ტაქტიკა, კრემლს არ სურდა, ქართველებს საკუთარი მომავალი გადაეწყვიტათ – რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა – აგრესიისა და ოკუპაციის მანკიერი ტაქტიკა. კრემლს არ სურდა, ქართველებს გადაეწყვიტათ საკუთარი მომავალი. ევროპული პარლამენტი განაგრძობს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას“, – წერს რობერტა მეცოლა Twitter-ზე.

რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია -მეთიუ მილერი

რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აშშ გააგრძელებს თავისი მხარდაჭერის მკაფიოდ გამოხატვას ამ პოლიტიკის მიმართ.

„რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მხარდაჭერის მკაფიოდ გამოხატვას ამ პოლიტიკის მიმართ.

რუსეთის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით უბრალოდ ვიტყოდი, რომ თუ გადავხედავთ იმ სანქციებს, რომლებიც ჩვენ რუსეთს უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დავუწესეთ – და დიახ, ეს არის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ – ამან დაასუსტა რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები. მათ ზიანი მიაყენეს რუსეთის ეკონომიკას. მათ გამიზნული აქვთ რუსეთის შიგნით არსებული კრიტიკული სექტორები, რომლებსაც ის იყენებს საზღვარგარეთ ელექტროენერგიის დასაპროექტებლად.

ასე რომ, ვფიქრობ, რუსეთის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ჩანაწერი“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

15 წელი გავიდა, რუსული ოკუპაცია რჩება, ეს ჭრილობა რჩება ქართული სახელმწიფოს სხეულზე – ვოლოდიმირ ზელენსკი

7 აგვისტო, ყოველწლიურად ამ დღეს მსოფლიო იხსენებს რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის გამარჯვება ამ ომში გულისხმობს სხვა ქვეყნების გადარჩენას იმისგან, რასაც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა გადიან. მან ასევე მადლობა გადაუხადა ქართველ მებრძოლებს, რომლებიც უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების შემადგენლობაში იბრძვიან.

„15 წელი გავიდა. რუსული ოკუპაცია რჩება, ეს ჭრილობა ქართული სახელმწიფოს სხეულზე რჩება. უკვე ბევრი სიტყვა ითქვა, რომ 2008 წელს მსოფლიო პრინციპული რომ ყოფილიყო, ბევრი რამ სხვაგვარად იქნებოდა. მაშინ უკვე რუსეთს უნდა გაეცნობიერებინა, რომ აგრესორი აგრესიაში ყველაზე დიდ ფასს იხდის. ეს აუცილებლად უნდა გააცნობიეროს ახლა. როდესაც უკრაინა მოიგებს ამ ომს, ის არა მხოლოდ შეაჩერებს რუსეთის აგრესიული მადის გაფართოებას, არამედ გადაარჩენს სხვა ქვეყნებს იმისგან, რასაც ჩვენ გავდივართ – უკრაინა, საქართველო და მოლდოვა. ჩვენი გამარჯვება ყველას დაუბრუნებს ნორმალურობას. ეს დაასრულებს რუსეთის ოკუპაციას. უკრაინელები სოლიდარობას უცხადებენ ქართველ ხალხს და მადლობას ვუხდი საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ჩვენთან ერთად იცავს თავისუფლებას, განსაკუთრებით მათ, ვინც უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების შემადგენლობაში იბრძვიან. გაიმარჯვებს თავისუფლება, გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს უკრაინა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ჩვენი ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების მშვიდობიანი გზის ერთგული რჩება -ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების მშვიდობიანი გზის ერთგული რჩება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აგვისტოს ომის 15 წლისთავს ეხმაურება.

პრემიერის თქმით, რუსულ სამხედრო აგრესიას მოჰყვა დიდი ადამიანური მსხვერპლი, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება და ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, რაც ჯერაც მთავარ გამოწვევად რჩება.

“15 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან; დღევანდელი დღე ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს – რუსულ სამხედრო აგრესიას მოჰყვა დიდი ადამიანური მსხვერპლი, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება და ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, რაც ჯერაც მთავარ გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და შემდგომი განვითარებისთვის. დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს ომში დაღუპული ჩვენი გმირი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ნათელ ხსოვნას. ჩვენი ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების მშვიდობიანი გზის ერთგული რჩება; ჩვენ გვამოძრავებს ურყევი რწმენა, რომ მშვიდობიანი, ერთიანი, ძლიერი, განვითარებული საქართველო – საუკეთესო პერსპექტივაა ქართველების, ოსების, აფხაზების, ჩვენს მიწაზე მცხოვრები ყველა ხალხისათვის, და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს მიზანი მალე იქცეს რეალობად”, – წერს ღარიბაშვილი.

უკრაინა “აბრამსის” ტანკებს შემოდგომაზე მიიღებს

შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის „აბრამსის“ ტიპის ტანკების პირველი პარტიის გადაცემა ოფიციალურად დაამტკიცა. ტანკები უკრაინას შემოდგომის დასაწყისში მიეწოდება. მედიის ცნობით, ამის შესახებ შესყიდვის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ, დუგლას ბუშმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბუშის თქმით, ტანკები უკვე მზად არის უკრაინაში გადასაზიდად.

„ახლა ისინი უნდა მოხვდნენ ევროპაში, შემდეგ კი უკრაინაში, ყველაფერთან ერთად, რაც მათ მოჰყვება: საბრძოლო მასალა, სათადარიგო ნაწილები, საწვავის აღჭურვილობა, სარემონტო საშუალებები. ანუ ეს არ არის მხოლოდ ტანკები, ეს არის სრული პაკეტი, რომელიც მათ მოჰყვება“, – აღნიშნა დუგლას ბუშმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ იანვარში განაცხადა, რომ ქვეყანა გეგმავდა „აბრამსის“ ტანკებს უკრაინისთვის გადაცემას.

შეერთებულმა შტატებმა უკრაინელების ტანკებზე წვრთნების პროცესი მაისში გერმანიაში დაიწყო. მედიის ცნობით, ტრენინგის დასრულება ზაფხულის ბოლომდე იგეგმება.