რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

94
spot_img

საქართველო-რუსეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია არსებულ ადმინისტრაციულ შენობებსა და საზღვარგარეთ, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. მათ შორის თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 ადამიანი, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე.

ომში დაღუპულ გმირებს დილიდან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე კიდევ ერთხელ გაიხსენებენ და მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ. იქ დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელ პარაკლისს გადაიხდიან. მუხათგვერდის სასაფლაოზე ომის გმირებს პატივს, მათი ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების გარდა, ხელისუფლების წარმომადგენლები მიაგებენ და რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინითa და ყვავილებით შეამკობენ.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა.