Home Blog Page 1594

რუსეთმა კიევსა და ხარკოვზე მასიური შეტევა განახორციელა, არის მსხვერპლი

რუსეთმა კიევსა და ხარკოვზე მასიური შეტევა განახორციელა, არის მსხვერპლი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქების ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ ქალაქის საცხოვრებე ლ უბნებში რუსების მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით კი, კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. დედაქალაქის 5 რაიონში რაკეტების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა კიევის მიმართულებით ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალი“ გაუშვეს.

ამ დროისთვის კიევის მოსახლეობას ელექტროენერგია და წყალმომარაგება შეზღუდვით მიეწოდება.

ბელგია ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე გახდა

პირველი იანვრიდან ბელგია ევროკავშირის საბჭოს მორიგე თავმჯდომარე გახდა.

თავმჯდომარეობა ბელგიამ ესპანეთისგან გადაიბარა. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ყოველ 6 თვეში, როტაციის პრინციპით გადაიცემა წევრ ქვეყნებს შორის.

ბელგიის თავმჯდომარეობა 2024 წლის იანვრიდან ივნისამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც მას უნგრეთი გადაიბარებს.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კროომ და საგარეო საქმეთა მინისტრმა აჯა ლაბიბმა წარადგინეს ევროკავშირის საბჭოში ბელგიის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები.

პრიორიტეტები მოიცავს დისკუსიებს ევროკავშირის რეფორმირებაზე, ინოვაციებისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის სტიმულირებაზე, ევროკავშირის საგარეო საზღვრების დაცვასა და მშვიდობის ხელშეწყობაზე.

დე კროოს განცხადებით, პრიორიტეტები ასევე მოიცავს ევროკავშირის შესაძლო გაფართოებას აღმოსავლეთით და დასავლეთ ბალკანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით.

ესტონეთში ძალაში შევიდა ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონი

ესტონეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ითვალისწინებს ორ ზრდასრულ ადამიანს შორის ქორწინების შესაძლებლობას, განურჩევლად მათი სქესისა. ინფორმაციას ამის შესახებ ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR) ავრცელებს.

ესტონეთის პარლამენტმა შესაბამისი კანონი 20 ივნისს დაამტკიცა. ესტონეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინებები დააკანონეს.

მიღებული დოკუმენტის თანახმად, ესტონეთში დაქორწინებას ორი ზრდასრული ადამიანი მათი ქსესის მიუხედავად შეძლებს. ამასთან, ახალი კანონი ერთნაირსქესიან წყვილებს ბავშვების შვილად აყვანის შესაძლებობას აძლევს.

ესტონეთის სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი დაასრულებს მრავალწლიან სამართლებრივ დაბნეულობას და უზრუნველყოფს უსაფრთხოების განცდას და თანაბარ უფლებებს ესტონეთის ყველა მოქალაქისთვის.

ღაზაში ბრძოლა გაგრძელდება სხვადასხვა მეთოდით, სხვადასხვა ინტენსივობითა და სხვადასხვა ფორმით – “ცაჰალის” სამხრეთ სარდლობის უფროსი

ისრაელის თავდაცვითი ძალების სამხრეთ სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა იარონ ფინკელმანმა განაცხადა, რომ ღაზაში ბრძოლა გაგრძელდება სხვადასხვა მეთოდით, სხვადასხვა ინტენსივობითა და სხვადასხვა ფორმით.

იარონ ფინკელმანმა აღნიშნა, რომ ბრძოლის მეთოდებში ცვლილებების შეტანა მტერს გაურთულებს მათ დაზუსტებასა და გაგებას.

“ჩვენ გავაგრძელებთ [“ჰამასზე”] იერიშის მიტანას აქ და ღაზის სექტორის ყველა ნაწილში”, – დასძინა ისრაელის თავდაცვითი ძალების სამხრეთ სარდლობის ხელმძღვანელმა.

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა

იაპონიის იშიკავას პრეფექტურაში მიწისძვრების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას ტელეკომპანია NHK-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაღუპულთა უმეტესობა, 15 ადამიანი, ქალაქ ვაჯიმადანაა.

სტიქიის შედეგად დაშავებულია ათობით ადამიანი. გარდა ამისა, ადამიანები, სავარაუდოდ, დანგრეული შენობების ნანგრევების ქვეშაც არიან მოყოლილი.

იაპონიის დასავლეთ ნაწილში გუშინ ძლიერი მიწისძვრების სერია მოხდა. იშიკავასა და ნიიგატას პრეფექტურებში, ორი საათის განმავლობაში, დაახლოებით 30 მიწისძვრა დაფიქსირდა, მათგან ყველაზე ძლიერი 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ოსაკაში, კიოტოსა და ტოკიოში. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ნოტოს ნახევარკუნძულის რეგიონში 1885 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

ხაიში-უშგულის მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო კმ138-კმ185 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

პუტინი სისუსტეს გრძნობს, როგორც ცხოველი, რადგან ის ცხოველია და თუ გაიმარჯვებს, ვახშამზე შეგჭამთ -ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რომ ის ვერ ხედავს რუსეთის მხრიდან მშვიდობისკენ მიმართულ ფუნდამენტურ ნაბიჯებს.

ჟურნალ The Economist-თან ინტერვიუში უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ ნაცვლად უკრაინელები განიცდიან საჰაერო თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე.

“მე მხოლოდ ტერორისტული ქვეყნის ნაბიჯებს ვხედავ. თუ რუსეთი აგზავნის სიგნალებს კონფლიქტის გაყინვის შესახებ, როგორც ზოგიერთი დასავლური მედია იუწყება, ეს იმიტომ კი არ არის, რომ ისინი წმინდანები არიან, არამედ იმიტომ, რომ მათ არ აქვთ საკმარისი რაკეტები, საბრძოლო მასალა ან გაწვრთნილი ჯარები. მათ ეს შესვენება სჭირდებათ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ თუ უკრაინა დამარცხდება, პუტინი ომს დასავლეთს მიუახლოვებს.

“პუტინი სისუსტეს გრძნობს, როგორც ცხოველი, რადგან ის ცხოველია და თუ გაიმარჯვებს, ვახშამზე შეგჭამთ ევროკავშირთან, ნატოსთან, თავისუფლებასა და დემოკრატიასთან ერთად”, – დასძინა მან.

აშშ მზად არის, ნებისმიერი საჭირო დახმარება გაუწიოს იაპონელ ხალხს -თეთრი სახლი

WASHINGTON, DC - DECEMBER 13: U.S. President Joe Biden arrives for a meeting of his National Infrastructure Advisory Council in the Indian Treaty Room of the Eisenhower Executive Office Building on December 13, 2023 in Washington, DC. Biden talked about his administration's success in passing the $1 trillion Bipartisan Infrastructure Law, legislation that is "not just about building infrastructure," he said. "It’s about building better infrastructure.” (Photo by Chip Somodevilla/Getty Images)

ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იაპონიას მხარდაჭერას სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

როგორც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, აშშ მზად არის, ნებისმიერი საჭირო დახმარება გაუწიოს იაპონელ ხალხს.

“როგორც ახლო მოკავშირეები, აშშ და იაპონია იზიარებენ ღრმა მეგობრულ კავშირს, რომელიც აერთიანებს ჩვენს ხალხს. იაპონელ ხალხზე ვფიქრობთ ამ რთულ პერიოდში”, – ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში.

იაპონიაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

სტიქია ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 7.6 მაგნიტუდას აღწევდა.

2 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

უარი თქვით ნებისმიერ დებატებში მონაწილეობაზე და საკუთარი აზრი თავზე არავის მოახვიოთ. ერთი შეხედვით უწყინარი კამათი შეიძლება ხანგრძლივ კონფლიქტში გადაიზარდოს. ნუ ინერვიულებთ, თუ თქვენი იდეებით არავინ დაინტერესდა. აუცილებელი არ არის, რომ ყველასთვის საინტერესო იყოთ.

კურო

პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია ცვლილებები. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანმა საიდუმლო გაგიმხილოთ, რომელიც გაიძულებთ რამდენიმე ადამიანის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ.

ტყუპები

ამ დღეს მოერიდეთ ახლობელ ადამიანთან კამათს. შეიძლება მისგან მოულოდნელ აგრესია იგრძნოთ, თუმცა ყველაფერი მალე მოგვარდება და ბოდიშსაც მოგიხდიან. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრა ბავშვობის მეგობრებთან.

კირჩხიბი

გირჩევთ, საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ მანქანის მართვის დროს და მოერიდეთ მჭრელ საგნებთან კონტაქტს. საღამოს საშუალება გექნებათ საყვარელ ადამიანებთან დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. ეცადეთ, დაუგეგმავ ხარჯებს მოერიდოთ.

ლომი

ამ დღეს რაც უფრო სწრაფად დაეშვებით ღრუბლებიდან, მით უფრო მალე მიაღწევთ სასურველ შედეგს. შეწყვიტეთ წარსულის შეცდომებზე ფიქრი – ახლა თვითკრიტიკა არ გამოგადგებათ. ახალი ნაცნობობისთვის არახელსაყრელი პერიოდია, ამიტომ მთელი ყურადღება არსებული კავშირების გაღრმავებისკენ უნდა გადაიტანოთ.

ქალწული

ამ დღეს ემოციების კონტროლს კარგად ახერხებთ, თუმცა თქვენი მისამართით გამოთქმული უსამართლო შენიშვნებს უპასუხოდ არ დატოვებთ. 2 იანვარს სახლში სტუმრების მიღებას მოერიდეთ. გირჩევთ, ასეთი ღონისძიება სამომავლოდ გადაიტანოთ.

სასწორი

ამ დღეს ნებისმიერ უწყინარ შენიშვნაზე ან კომენტარზე მწვავე რეაქცია გექნებათ, ამიტომ გირჩევთ მთელი დღე სახლში, საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ. ზოგადად, უმჯობესი იქნება, თუ ამ დღეებში ხალხმრავალი წვეულებებს მოერიდებით – დიდია ვირუსული ინფექციით ავადობის რისკი.

მორიელი

საოჯახო ბიუჯეტის განაწილებასთან დაკავშირებით კამათი გელით. ამ პერიოდში ფულის ხარჯვისგან და ზოგადად, აქტიურობისგან თავის შეკავება ჯობს. ახლანდელი პრობლემებს მალე დაძლევთ და თქვენი განწყობაც ამაღლდება.

მშვილდოსანი

ამის სურვილი არ გაქვთ, მაგრამ ოჯახში მიღებულ ზოგიერთ ტრადიციასთან შეგუება მოგიწევთ და ნუ ფიქრობთ, რომ ოჯახში თქვენს ინტერესებს ფეხქვეშ თელავენ. მშვენიერი დღეა რომანტიკული პაემნებისთვის.

თხის რქა

ეს დღე აუცილებლად მოგიტანთ სასიხარულო ამბებს. შეიძლება, დახმარება იმ ადამიანებმა შემოგთავაზონ, ვისგანაც არ ელით. ნუ იფიქრებთ ძველ წყენებზე და დაგეგმეთ ოპტიმისტური მომავალი.

მერწყული

ამ დღეს მომხდარმა შეიძლება აგანერვიულოთ, თუმცა ეს დროებითი სირთულეებია და მალე არ გემახსოვრებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ფული არავის ასესხოთ, თორემ დიდხანს ვეღარ დაიბრუნებთ. ხელსაყრელი დღეა დიეტის დაწყებისთვის.

თევზები

ხელსაყრელი დღეა შეხვედრებისთვის. თქვენი პიროვნული თვისებები უამრავ ადამიანს იზიდავს, ამიტომ მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად სერიოზული იქნება ის და რამდენ ხანს გაგრძელდება. სამსახურში მოსალოდნელია დაწინაურება.

როგორ შეხვდნენ 2024 წელს მსოფლიოში- ფოტოგალერეა

მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ახალი, 2024 წლის დადგომა გრანდიოზული ფოიერვერკებით აღნიშნეს.

მიუნხენი, გერმანია/Getty Images

ბერლინი, გერმანია/Getty Images

დუისბურგი, გერმანია/Getty Images

პარიზი, საფრანგეთი/Getty Images

ლონდონი, ინგლისი/Getty Images

ესტორილი, პორტუგალია/Getty Images

ბელგრადი, სერბეთი/Getty Images

სეული, სამხრეთ კორეა/Getty Images

უხანი, ჩინეთი/Getty Images

ჰონგკონგი/Getty Images

დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები/Getty Images

სტამბოლი, თურქეთი/Getty Images

ანკარა, თურქეთი/Getty Images

ათენი, საბერძნეთი/Getty Images

ამსტერდამი, ნიდერლანდები/Getty Images

მანილა, ფილიპინები/Getty Images

სიდნეი, ავსტრალია/Getty Images

სიანუკვილი, კამბოჯა/Getty Images

ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ყველასთვის მოულოდნელად, ქართველი ხალხის გასახარად და ნაციონალური სექტისთვის შოკისმომგვრელად დაბრუნდა -გიორგი მამაცაშვილი

“გუშინ რომ იყვნენ, ისინი მოდიან ისევ”, – გადასძახა ხაბეიშვილმა სააკაშვილს და სიმღერის ხალისი სულ დაკარგა.

“გამარჯვების გზებზე ვდგევართო!” – აღარ უმღერია.

აღარც საქართველოს “მთავარ” დიპლომატს და თაღლითი ხაზარაძის რჩეულს სალომე სამადაშვილს განუცხადებია რიხით – “ქართული ოცნების” დასასრული ახლოვდებაო.

ერთადერთმა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ და ვიტყოდი, ისტორიული მნიშვნელობის განცხადებას პასუხი გასცა, გახარია გახლდათ”, – წერს “რეპორტიორის“ დამფუძნებელი, გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში.

“ჰოდა, ახლა, ის დროა, “შეშინებულები” ვისხდეთ და ვლოცულობდეთ, ემანდ რაიმე ხიფათს არ გადაგვყაროს მაზაკვალმა.

აკი, დაიქადნა – გამოწვევა მიღებულიაო…

თუმცა, ახლაც გენიალური გამოთქმა მახსენდება – “ყურებზე ხახვი არ დაგვაჭრან!”

არადა, ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ყველასთვის მოულოდნელად, ქართველი ხალხის გასახარად და ნაციონალური სექტისთვის შოკისმომგვრელად დაბრუნდა.

დაბრუნდა და ისედაც დამუნჯებული ოპოზიცია, აქაოდა, “დუმილი ოქროაო” – საერთოდ დადუმდა.

არადა, სად გაქრნენ ეს “ხალხის რჩეულები”?

გუბაზი სადაა?

გირჩი ზურაბა?

ჭიჭე ვაშაძე?

ჩემი თიკა? ბოკუჩავა?

“ფინიტა ლა კომედი” აღარ ახსოვს?

წითლიძის პროვოკატორი სადაა?

თაღლითი ხაზარაძე?

ლიაკა ხოშტარია ჩამოვიდა “მგიმოდან” და ჩამოიტანა საბჭოთა რუბლები?

ჩემი ხაბე სადაა?

კეზერას მასხარები?

“ტვპირველს” აღარ დაუსვამს შეკითხვები – “რატომ დაბრუნდა? როგორ დაბრუნდა? რისთვის დაბრუნდა?”

ჰო, აქა-იქ ისეთების ქილიკიც შემხვდა, რომ არ მოველოდი.

კარგი რამეა ეს “ფეისბუქი”…

ლუსტრაცია თუ გინდა, “ფეისბუქით” უნდა “იცხოვრო”.

მწყაზარი სახით სვამენ კითხვებს და, ჰოი, საოცრებავ – ამ კითხვებს მიღმა “რაოდენი სიძულვილია?!”

სოლომონ ბრძენს ჰქონდა წარწერა ბეჭედზე – “ესეც გაივლის”.

ასეა.

ესეც გაივლის და შარშანდელი თოვლივით გაქრებიან “ქილიკმაისტერები”.

თუმცა, ჯერ იქილიკონ.

სხვა რა საქმე აქვთ?!

“დაცინვას კაცი არ მოუკლავსო”, – უთქვამთ ძველებს და ახლაც ასეა – ილაპარაკონ, რამდენიც უნდათ!

რა, ნისკარტი მოაცვდებათ თუ რა?!

ჩემი სალომე სადაა?

როგორ შეხვდა “ოლიგარქის” დაბრუნებას?

არადა, რა კარგად უპასუხა ივანიშვილმა კეზერაშვილის “კოლექტიური კვესიტაძის” მსგავს მოჟურნალისტო არსებას – თუ ასე გსიამოვნებთ, დამიძახეთ, ბატონო, ოლიგარქიო…

ჰოდა, “აი ია” რომ არ იციან და პროფესიულ განვითარებაზე პრეტენზია აქვთ, ისეთები ეძახიან ივანიშვილს ოლიგარქს.

არადა, კეზერაშვილის ჯიბის იმედად მქონენი სხვაზე რომ ილაპარაკებენ, სასაცილოა…

სალომე კარგად იყოს და – სიტყვა გამექცა.

ამბობენ, სააკაშვილის შეწყალება უნდა და ფეხს ითრევსო.

 

სადისტი სააკაშვილის შეწყალებაზე დღეს, როგორც არასდროს, ისეა ზედგამოჭრილი ფრაზა ყველასთვის საყვარელი ქართული ფილმიდან.

ბაში-აჩუკი” გამახსენდა.

“ახლა გინდ შაიტანეთ და გინდ გამოიტანეთ ეგ თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავანი!”…

ერთ-ერთ ტელეინტერვიუში ვთქვი და ახლაც თამამად გავიმეორებ:

ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, ვახტანგ გომელაური, გიორგი ლილუაშვილი, კახი კალაძე, თეა წულუკიანი, რატი ბრეგაძე, მამუკა მდინარაძე და მთლიანად “ქართული ოცნება” დღეს გარანტია მშვიდობისა!

დიახ, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს ბუჩად და მარიუპოლად ქცეულ ქვეყანაში არ ვიღვიძებთ.

სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი კობახიძის დამსახურებაა, რომ სამასიათასი პრობაციონერი და ქუჩაში ასობით დახვრეტილი ახალგაზრდა არ ჰყავს საქართველოს!

სწორედ “ქართული ოცნების” დამსახურებაა, რომ ჟურნალისტებს იარაღის კონდახებით არ ყრიან გამომცემლობებიდან და ოფისებიდან!

დიახ, სწორედ ამ გუნდის დამსახურებაა, რომ ქართველ ფოტორეპორტიორებსა თუ რეპორტიორებს საზარლად და ბინძურად ვეღარ დასცინიან ვანო მერაბიშვილი და ბინძური თემურ ალასანიას არანაკლებ ბინძური დისშვილი!

საუბედუროდ, დღეს ე.წ. “ჟურნალისტებად” იქცნენ ყველანი, ვისაც მიკროფონის ჭერა და ადამიანის ღირსებაზე დამცინავი საუბარი არ ეზარებათ…

ალბათ, ყველას გახსოვთ, ნაძირალა თემურ ალასანიამ როგორ აგინა სრულიად(!) ქართველ ერსა და ქვეყანას.

ამ “ჟურნალისტებს” მაშინ ხმა არ ამოუღიათ.

ისიც გახსოვთ, ნაცებისთვის საფიცარი ბენდუქიძე, თავად ჯალათი სააკაშვილი და მათივე სექტის რამდენიმე ოდიოზური ნაძირალა როგორ დამცინავად საუბრობდნენ წმინდა გიორგიზე და ქართულ ეკლესიაზე.

მაშინაც დუმდნენ “ჟურნალისტები”!

არადა, ამ “ჟურნალისტებმა” დღეს მილიონჯერ ატრიალეს სიტყვა “ოლიგარქი” და, აკი, გასცა კიდეც ივანიშვილმა ისეთივე პასუხი, როგორიც გასცა…

და სწორედ ნაცნაძირლებისა და მათი მიმდევრების პასუხად, ბიძინა ივანიშვილმა, უპირველესად, ქართული ტაძრებისა და ქართული კულტურის აღდგენა-აღორძინებას მიჰყო ხელი და სწორედ ამ ტაძრებში დანთებული სანთლების მადლი ფარავს მის ყველა ნაბიჯს…

აი, სწორედ ასეთი ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება “ემცხეთათ” გახარიების, ხაზარაძეებისა და ხაბეიშვილების მიმდევრებს.

სწორედ იმ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება მოხვდათ გულზე, რომლის პოლიტიკაში შემოსვლამაც პოლიტიკურად სამუდამოდ(!) დაასამარა სააკაშვილისა და ახალაიების ნაციონალურ-ჯალათური პარტია!

ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებისა იყოს, მეგობრებო!

მრავალ შობა-ახალ წელს!”, – წერს მამაცაშვილი.

ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 21 978-მდე გაიზარდა – ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო

ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 21 978-მდე გაიზარდა , – ინფორმაციას ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.­

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 21 978-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 57 697-ს აღწევს.

სამინისტროს პრესსპიკერის, აშრაფ ალ-ქუდრას ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სულ მცირე 156 ადამიანი დაიღუპა და 246 დაშავდა.

აშრაფ ალ-ქუდრამ განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების შეტევების შედეგად ღაზაში 30 საავადმყოფო აღარ ფუნქციონირებს.