Home Blog Page 1576

14 აგვისტოს, მარიამობის მარხვა იწყება

მარიამობის მარხვა ზუსტად 14 დღე გაგრძელდება და 28 აგვისტოს დასრულდება ღვთისმშობლის მიძინების დღეს

ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. როგორც საისტორიო წყაროები და სამართლებრივი ძეგლები იუწყებიან, საუკუნეების მანძილზე მარიამობის მარხვის შენახვა ყველა ავტოკეფალიურ ეკლესიის ტრადიციას არ წარმოადგენდა. მსოფლიო მართლმადიდებელმა სამყარომ დღესასწაულის საყოველთაო აღნიშვნა დაიწყო დაახლოებით 10-11 საუკუნეში. სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია, რომ ღვთისმშობლის მიძინების მარხვა 1060 წელს პატრიარქ იოანესა და იმპერატორ კონსტანტინე დუკას გადაწყვეტილებით დადგინდა..

,,შს მინისტრის განცხადება უტიფრობის მწვერვალია”- გრიგოლ გეგელია

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას შეფასებით, რაჭაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის დღევანდელი განცხადება „უტიფრობის მწვერვალია“.

როგორც ის აღნიშნავს, მინისტრის განცხადება კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა დამატებითი ძალისხმევის გასაღებად.

„შს მინისტრის განცხადება უტიფრობის მწვერვალია. მისი ლოგიკით, ტონობით მიწის ქვეშ მოხვედრა არ ყოფილა სიცოცხლისათვის რისკის შემცველი. მთავრობის აზრით, ღვარცოფმა თუ წაგიღო, სახელმწიფო საჭიროდ არ ჩათვლის შენს დახსნას, რადგან თურმე ეს არ ყოფილა იმ წამს უშუალო რისკის შემცველი. მინისტრის განცხადება კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლებამ არაფერი ქნა დამატებითი ძალისხმევის გასაღებად.

ეს არის გაუგონარი ცინიზმის და მკვლელი გულგრილობის ნაზავი. ამ ხელისუფლების სათავეში ყოფნის ყოველი დღე ღრმად საშიშია თითოეული ქართველისა და ჩვენი სახელმწიფოსთვის, რადგან ეს ხელისუფლება ემსახურება რუსეთს და არა ქართველი ხალხის ინტერესებს“, – განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შოვში, სტიქიის ზონაში, ღამით ვერტმფრენების ფრენის შეჩერებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განმარტა, რომ ვერტმფრენის ფრენა მთებში რისკთან არის დაკავშირებული.

„რაც შეეხება, რატომ არ დაფრინავდნენ ღამე? ამაზე ასჯერ მაქვს ახსნილი, ვინც ავიაციაში ერკვევა, ყველას კარგად ესმით, ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები გვაქვს, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი, ასე რომ ვთქვათ, თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაცა, რომ პილოტებმა გარისკოს არ არის მიზანშეწონილი და არ არის დაშვებული, არ შეიძლება, უბრალოდ. შეიძლება დილით გამოვიყვანოთ სამ საათში ადამიანები, გავრისკოთ და ვერტმფრენის დაღუპვას ან პილოტების დაღუპვას“, – განაცხადა გომელაურმა.

ინფორმაციას პარტია „ლელო“ ავრცელებს.

„იცით რა მეწყინა ყველაზე მეტად?”- ქეთი დუმბაძე

ქეთი დუმბაძის თქმით, მწერალთა სახლის დირექტორობას არ დათანხმდებოდა თუ არ იქნებოდა დარწმუნებული, რომ ნატა ლომოურის ხელმძღვანელობისთვის განკუთვნილი დრო დასრულებულია. ამ თემაზე დუმბაძე „ქრონიკას“ ესაუბრა.

„ოქტომბერში დაერქვა [ლომოურს მწერალთა სახლის დირექტორი], თორემ დანიშვნა მოხდა აგვისტოში. ეს ყველამ იცის და პირველ რიგში ნატაშამ იცის. ჩვენ მეგობრები ვართ. ასე არ არის, მტრებად რომ გაგვიყვანეს. 3 მინისტრი გამოვიცვალე კულტურის სამინისტროში და სამივე მთავაზობდა, რომ ასე მომხდარიყო, მაგრამ მე ასე არ გავაკეთე არავითარ შემთხვევაში. იმისთვის, რომ მე იქ წავსულიყავი ნატაშა გაეშვათ, ასეთი რამ გამორიცხული იყო“, – ამბობს დუმბაძე.

მისი თქმით, ის შეხვდება და ითანამშრომლეს ყველასთან, ვისაც ამის სურვილი ექნება და დასძენს, რომ პოლიტიკური ნიშნით არავინ გაურჩევია.

„იცით რა მეწყინა ყველაზე მეტად? – თურმე, ასეთი შეკითხვით მომმართა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, იქაურმა, რომ რა გინდა, რისთვის მოდიხარ მწერალთა კავშირში, რომ სოფლის კლუბად გადააქციოო?! რას ნიშნავს სოფლის კლუბი? – სოფლის კლუბებში იზრდებოდნენ უნიჭიერესი ბავშვები, რომლებიც შემდეგ დიდი მწერლები ხდებოდნენ!“, – განაცხადა დუმბაძემ.

ქეთი დუმბაძე მწერალთა სახლს 4 სექტემბრიდან უხელმძღვანელებს. ის ნატა ლომოურს ჩაანაცვლებს, რომელიც ამ თანამდებობას 12 წლის განმავლობაში, ანუ 3 ვადით

,,საქართველო ბიპოლარულ სამყაროში”- ავთანდილ წულაძე

 

საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს შორის მწვავე დებატები გამოიწვია. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ბოლო პერიოდში წარმატებით ვითარდება. საქართველო იყო პირველი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმა. ჩინეთთან თანამშრომლობის ახალ დონეზე გადასვლა ლოგიკურ ნაბიჯად გამოიყურება, მაგრამ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გეოპოლიტიკური ასპექტი უფრო დეტალურ ანალიზს იმსახურებს.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში მიმდინარეობს დეგლობალიზაციის პროცესი, რაც იწვევს ბაზრების ფრაგმენტაციას, მიწოდების ჯაჭვების შემცირებას, სავაჭრო ბარიერების აღმართვას და კონკურენტი ქვეყნების ბლოკების ჩამოყალიბებას.

დეგლობალიზაციის დაჩქარებას ბიძგი მისცა დონალდ ტრამპმა, რომელმაც, როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჩინეთი ამერიკის მთავარ მტრად გამოაცხადა და მასთან სავაჭრო ომი დაიწყო. ასევე დეგლობალიზაციის ახალი ეტაპი კორონავირუსის პანდემიამ და უკრაინის ომმა გამოიწვია.

მსოფლიოს დაყოფა „დემოკრატიულ“ და „ავტოკრატიულ“ მტრულ ბანაკებად სულ უფრო აშკარა ხდება და ნაკარნახევია, პირველ რიგში, ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებებით. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე თავისი პრეზიდენტობის დასაწყისში გამოკვეთა ბიპოლარული სამყაროს პერსპექტივა, რომელშიც “დემოკრატიულ” ქვეყნებს შეერთებული შტატების მეთაურობით მოუწევთ ბრძოლა “ავტოკრატულ” ქვეყნებთან, რომელსაც ჩინეთი ხელმძღვანელობს.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთი წინააღმდეგობას უწევს შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მცდელობებს, დაყოს მსოფლიო ორ დაპირისპირებულ ბანაკად. ბევრი დასავლელი ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ გლობალიზაციის პროცესიდან ყველაზე მეტი სარგებელი ჩინეთმა და ტრანსნაციონალურმა კორპორაციებმა მიიღეს. მაშინ როცა დასავლეთის განვითარებულმა ქვეყნებმა დაიწყეს უპირატესობების დაკარგვა განვითარებად ქვეყნებთან. ამრიგად, დეგლობალიზაცია და მსოფლიოს ბიპოლარულ მოდელზე გადასვლა დასავლეთის ქვეყნების თავდაცვითი რეაქციაა ჩინეთისა და სხვა განვითარებადი ქვეყნების მზარდ ძალასთან დაპირისპირებაში.

როგორ უკავშირდება ეს გლობალური პროცესები საქართველოს? ქვეყნის ბედი მისი გეოგრაფიაა. საქართველო მდებარეობს დიდი სახელმწიფოების ინტერესების გადაკვეთაზე. ისტორიულად, კონფლიქტები მეზობელ სახელმწიფოებს შორის განსაზღვრავდა საქართველოს  მომავალს. ამიტომ, კონკურენტი ძალების ინტერესებს შორის დაბალანსების უნარი საქართველოს უსაფრთხოების გარანტიაა.

ჩინეთის ეკონომიკა ნელდება, რაც ჩინეთის ხელმძღვანელობას უბიძგებს მსოფლიოში უფრო აქტიური ეკონომიკური ექსპანსიისკენ. ჩინეთი ებრძვის მსოფლიო ბაზრის ფრაგმენტაციას და, ფაქტობრივად, ცდილობს შეანელოს დეგლობალიზაციის პროცესი. შესაბამისად, პროექტს ”ერთი სარტყელი, ერთი გზა” ჩინეთისთვის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ გეოპოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს.

დეგლობალიზაცია ასევე შემაშფოთებელია გლობალური ფინანსური ელიტებისთვის. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ვებსაიტმა გამოაქვეყნა ოქსფორდის უნივერსიტეტის ბლავატნიკის მართვის სკოლის დეკანის, ნაირი ვუდსის სტატია, რომელიც აკრიტიკებდა მსხვილ სახელმწიფოთა სურვილს, დაარღვიონ თავისუფალი ვაჭრობის წესები პოლიტიკური უთანხმოების გამო. ვუდსის თქმით: ”ძალათა გლობალური ბალანსი არასტაბილურია და არ არის ნათელი, თუ როგორ განვითარდება ურთიერთობა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის საბოლოოდ. მათი მეტოქეობა მძაფრდება. თუმცა, მათი გავლენა მსოფლიო ვაჭრობაზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათი პოზიციებისთვის, არამედ ყველა ქვეყნის მომავლისთვის”.

ნაირი ვუდსი თვლის, რომ “განვითარებადი ქვეყნებისთვის, გაურკვევლობა მსოფლიო სავაჭრო სისტემის შესახებ ნიშნავს, რომ მათი უმეტესობა შეეცდება მოლაპარაკება მოახდინოს ვაჭრობაზე, ინვესტიციებზე, დახმარებაზე, იარაღის შესყიდვაზე და უსაფრთხოებაზე ერთდროულად რამდენიმე წყაროსთან”. https://www.imf.org/en/Publications/fandd/issues/2023/06/superpowers-are-forsaking-free-trade-ngaire-woods

ანალიტიკოს ნაირი ვუდსის კონცეფციაზე დაყრდნობით, მსოფლიოში უნდა ჩამოყალიბდეს ქვეყნების ბლოკი, რომელიც არ შეუერთდება არც დასავლურ და არც ჩინურ ბანაკს. როგორც დამოუკიდებელი ძალა, ისინი შეძლებენ გავლენა მოახდინონ ზესახელმწიფოების გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც სურთ კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს სხვა ქვეყნების ინტერესების საზიანოდ.

სანამ საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი, ის იძულებულია ერთდროულად რამდენიმე საჭადრაკო დაფაზე ითამაშოს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მთავარი მოთამაშეების ინტერესები დააბალანსოს. აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული წინააღმდეგობები მომავალში, უდავოდ, იმოქმედებს საქართველოზე. ამჟამად ბიპოლარული სისტემა ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. ეს გარდამავალი ეტაპი საქართველოს აძლევს მანევრების საშუალებას. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთისთვის სამხრეთ კავკასიის გავლით სავაჭრო გზის მარშრუტი არ არის უმაღლესი პრიორიტეტი. ხოლო შეერთებული შტატები უფრო გლობალური პრობლემებით არის დაკავებული.

ავთანდილ წულაძე – პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი

 

რატომ არ დაფრინავდნენ ვერტმფრენები ღამე – გომელაურის განმარტება

ვერტმფრენები ჩამოვიდა დაახლოებით 3 საათში. ვერტმფრენი არც ველოსიპედია და არც მანქანა, რომ დაჯდე და უცებ გავარდე. ამას მომზადება სჭირდება, – ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა ონში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრმა განმარტა, როგორ იმუშავეს ვერტმფრენებმა სტიქიის დღეს.

„ამინდი იყო ძალიან ცუდი. თითქმის 2 საათი ღრუბლებს უვლიდნენ, რომ შემოფრენილიყვნენ ხეობაში. მაინც ჩამოვიდა ვერტმფრენი, იმუშავეს – კუნძულზე იყო 70 ადამიანი, გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას. მეორე მხარეს, ფერდობზე ჩვენი პოლიციელები იყვნენ. დაღამდა. იქიდან გამომდინარე, რომ საფრთხე იყო, აღარ გავრისკეთ. მეორე დღეს გამოვიყვანეთ დანარჩენი ადამიანები“, – განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სტიქიის ზონაში ღამე ვერტმფრენები რისკების გამო არ მუშაობდნენ.

„რაც შეეხება იმას თუ რატომ არ დაფრინავდნენ ვერტმფრენები ღამე – ასჯერ მაქვს ახსნილი. ვინც ერკვევა ავიაციაში, ყველას კარგად ესმის, რომ გვაქვს ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ. მაგრამ რისკია. ღამე არ არის ისეთი ხედვა. ხეობაა, მთებია, ხეებია. შეიძლება რაღაცას წამოედოს, რაც მოხდა სამწუხაროდ გუდაურში, გამოძიება კიდევ მიმდინარეობს. იქაც გარისკეს პილოტებმა, იმიტომ რომ ადამიანი ცოცხალი იყო და სიცოცხლისთვის იბრძოდა, თუმცა მოხდა უბედურება. შეიძლება იგივე განმეორდეს. როცა ადამიანების უსაფრთხოდ არიან მთაზე, რატომ უნდა გარისკო?“ – განაცხადა გომელაურმა.

 

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა, რასაც ამ დროის მონაცემებით 24 ადამიანი ემსხვერპლა, 20 იდენტიფიცირებულია. 9-ის მოსაძიებლად კი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

გომელაურმა სტიქიის ზონა მოინახულა

მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო დაღუპულთა ოჯახების მიმართ. ნამდვილად ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა – რაც შეიძლებოდა ამ უმოკლეს დროში გაკეთებულიყო, მაქსიმალურს აკეთებენ , – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შოვში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სტიქიიდან პირველივე საათებში ჩართული იყო ყველა სამსახური.

„მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო დაღუპულთა ოჯახების მიმართ. ნამდვილად ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. ბევრი ადამიანი, 24 ადამიანია გარდაცვლილი. 9 ადამიანს ვეძებთ ისევ. პირველივე საათებიდან ჩართულია სამაშველო სამსახური, პოლიცია, თავდაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურა. ყველა სამსახური მუშაობს, 60-მდე ტექნიკა მუშაობს. რაც შეიძლებოდა ამ უმოკლეს დროში გაკეთებულიყო, მაქსიმალურს აკეთებენ. ასევე ავიაციაც ჩართული იყო პირველივე დღეებში. თითქმის 60%, ჩამოშლილი მასა, რაც არის, უკვე შემოწმებულია, პირველად დონეზეა დასული. ალბათ, რამდენიმე დღე დასჭირდებათ კიდევ, რომ მთლიანი მასა გადამუშავდეს. ალბათ, შემდეგ გადაერთვება ლოკალურ სამუშაოებზე. ასევე, მდინარის 50 კმ-ს ამუშავებენ, კონტროლდება, შემდეგ რიონს უნდა ჩამოვუყვეთ, შეიძლება ამბროლაურის ქვემოთაც წამოიღო ვინმე“, – აღნიშნა მინისტრმა.

 

„არის მორიგი მცდელობა, რომ გამოიყენონ ეს ძალიან მძიმე ამბავი და უბედურება”- მიქანაძე

ის ადამიანები ოპოზიციიდან, ვინც ამ განცხადებებს აკეთებენ, რომ უნდა შეიქმნას ამ უდიდეს ტრაგედიასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ თავიანთ პირად ინტერესებს, რომ ამ ტრაგედიის ისარგებლონ და პოლიტიკური ქულები რაღაც ფორმით მაინც დაიწერონ, – ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„არის მორიგი მცდელობა, რომ გამოიყენონ ეს ძალიან მძიმე ამბავი და უბედურება, რომელიც მთელ ერს დაგვატყდა თავს, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის“, – განმარტა გივი მიქანაძემ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ რაჭის სტიქიასთან და მის შედეგებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

,,ზედაპირზე ამოტივტივდება სულ უფრო გამაოგნებელი ფაქტები”- ქართველიშვილი

2008 წლის ომის 15 წლისთავზე, შეკითხვაზე – შექმნა თუ არა სააკაშვილის რეჟიმმა მოწინააღმდეგის მიმართ მიზანმიმართული მაპროვოცირებელი გარემო? – მე მაქვს დადებითი პასუხი. შეკითხვაზე – მიმართა თუ არა მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა თავიდან აეცილებინა პროვოკაციები? – პასუხი უარყოფითია, ვინაიდან ეს არც შედიოდა მის გეგმებში. მოემზადა თუ არა სათანადო დონეზე პუტინის რეჟიმი ამ პროვოკაციების ჩასახშობად? – დიახ, ვინაიდან ეს იყო პუტინ/სააკაშვილის ერთობლივი გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. მიაღწიეს თუ არა ორივე დაინტერესებულმა მხარემ თავის ჩანაფიქრების აღსრულებას? – პასუხი ასევე დადებითია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

როგორც დავით ქართველიშვილი თავის ვრცელ ანალიზში აღნიშნავს, ეს ფაქტები შესაძლოა საქართველოს უახლესი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი იყოს.

„რუსეთმა წერტილი დაუსვა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თავისთვის გაურკვეველ სტატუსებს და საკუთარი შეიარაღებული ძალები საერთაშორისო სამართლის ნორმებზე თავისივე შეხედულებების ფარგლებში იქ უკვე „ოფიციალურად“ განათავსა. ხოლო სააკაშვილმა, თუ დავუჯერებთ ამ თემაზე შექმნილ უამრავ პუბლიკაციას – „ნაცმოძრაობის“ კორპორაციული და საკუთარი უახლოესი გარემოცვის საკეთილდღეოდ სოლიდური ფინანსური პირამიდა სწორედ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაამყარა. როგორც იტყვიან, „კუში მოხსნა“. წაგებული კი მხოლოდ საქართველო და ქართველი ერი დარჩა.

როდესაც არ ცხრება დისკუსიები თემაზე – ვისი „აგენტია“ ბოლო-ბოლო სააკაშვილი, მინდა შეგახსენოთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც დამატებით არგუმენტად შეიძლება იქნას გამოყენებული ამა თუ იმ ვერსიის სასარგებლოდ. მე პირადად არ მახსოვს, რომ ამ გარემოებაზე გამახვილებულიყოს ან პოლიტიკოსების, ან ჟურნალისტების მხრიდან ყურადღება. არ მახსოვს ამ თემაზე სადმე დასმული შეკითხვა, ან პირადად სააკაშვილის, ან მისი კლანის რომელიმე წევრის მიმართ. არადა, მისი მნიშვნელობა N1633 ევრორეზოლუციაზე, იმ მოღალატეობრივ ხელმოწერაზე, სადაც ნაცმოძრაობამ საკუთარი ქვეყნის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა ომის დაწყებაში – არანაკლებია, თუ არა მეტი.

ამ გარემოებაზე ვრცლად ისაუბრა საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, აწ ასევე პატიმარმა ნიკოლა სარკოზიმ თავის მემუარებში, რომლებიც ეხებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის ძალზე საინტერესო კულუარულ დეტალებს. საქმე იმაშია, რომ „მედვედევ-სარკოზის 6-პუნქტიანი შეთანხმება“ თავდაპირველად მოიცავდა მეშვიდე პუნქტსაც. და ზუსტად ამ პუნქტის ამოღება მოსთხოვა სააკაშვილმა სარკოზის. ეს პუნქტი ითვალისწინებდა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მომავალი სტატუსების განსაზღვრას მხოლოდ (!) ფართო წარმომადგენლობითი საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში. ეს პუნქტი ფაქტობრივად იდენტური იყო ვალტერ შტაინმაიერის მიერ შემუშავებული აფხაზეთის პრობლემის მოგვარების სამეტაპობრივი პროექტის მესამე ეტაპისა.

მაგრამ, როგორც შტაინმაიერის გეგმის განხორციელებას არ მიეცა საშუალება (მისი პროექტის აფხაზეთში ჩატანიდან ზუსტად სამ კვირაში ომის დაწყების გამო), ამ ჯერზეც ეს ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი სააკაშვილის მოთხოვნით ამოღებული იქნა „სარკოზი-მედვედევის“ შეთანხმებიდან. საინტერესოდ აღწერს სარკოზი თავის მემუარებში მედვედევის რეაქციას სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებაზე: „ღამის პირველი საათისკენ (12 აგვისტოს) მე დავურეკე მედვედევს და სააკაშვილის მოთხოვნის საფუძველზე, ვთხოვე ამ პუნქტის ამოღება. მედვედევი კმაყოფილი ჩანდა, მათთვის ეს აშკარად აადვილებდა სიტუაციას, მით უმეტეს, რომ მათი ჯარი რჩებოდა დაკავებულ ტერიტორიაზე. საპასუხოდ, მედვედევმა გადამიხადა მადლობა ჩატარებული სამუშაოსთვის. გარდა ამისა, მომეჩვენა, რომ ის ისედაც საქმის კურსში იყო ყველაფრის, რაც ხდებოდა თბილისში. ქართული სისტემა კრემლის ყურებისთვის გაცილებით გამჭვირვალე იყო, ვიდრე ეს წარმოედგინათ ჩემს თბილისელ მასპინძლებს“.

ნიკოლა სარკოზი თავის მემუარებში სააკაშვილის მიერ მეშვიდე პუნქტის ამოღებას შეცდომად მიიჩნევს, ვინაიდან სწორედ ამ გარემოებამ რუსეთს უმოკლეს პერიოდში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სტატუსების მიმართ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების საშუალება მისცა. ნიკოლა სარკოზის შეფასება დიპლომატიური ენიდან თარგმანში ჩვენთვის ცალსახად ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ერთს – ეს იყო სააკაშვილის მორიგი და გამიზნული ანტისახელმწიფოებრივი ღალატი და უმძიმესი დანაშაული.

დღეს, ნაცბანდის წარმომადგენლები დანაწევრებით აკომენტარებენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ საქართველოსთან ავიაფრენების განახლების თაობაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიმართ მოქმედ ხელისუფლებას არანაირი შეხება არ გააჩნია – ავიამიმოსვლის შეჩერებაზე მათ მიიღეს თავის დროზე ერთპიროვნული გადაწყვეტილება, თბილისში ჩატარებული ოპერაცია „ლЯკას გავრილოვის“ შედეგად და მათი პრეროგატივაა, თავისივე გადაწყვეტილებას როგორც უნდა, ისე გადახედონ. მაგრამ, თუ ცდილობენ „ლავროვის თვითმფრინავებით“ გადაფარონ 2008 წლის 12 აგვისტოს ღამით ჩადენილი ღალატის თემა, დავიტოვოთ უფლება და ამის შესაძლებლობა არ მივცეთ, მათივე ბელადის საყვარელი გამონათქვამით: „ნურას უკაცრავად!“. როგორც კი გგონია, რომ სააკაშვილის მიერ ჩადენილი სახელმწიფო ღალატის ნუსხა ამოწურულია, ზედაპირზე ამოტივტივდება სულ უფრო გამაოგნებელი ფაქტები, რომლებიც ყოველ ჯერზე გახსენებენ, რომ შესაბამისი მუხლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში კვლავ გვაკლია.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დ. მედვედევმა მოაწერა ხელი დოკუმენტს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ ცნობის თაობაზე. ერთ კვირაში ბრიუსელში გაემგზავრა ქართული სამთავრობო დელეგაცია და იმ მომენტისთვის EU-ს თავმჯდომარე ქვეყანას, საფრანგეთს სთხოვა რუსეთისთვის სანქციების დაწესება. მე მოგიყვანთ ამ მოთხოვნაზე ევროკავშირის მიერ გაჟღერებულ რამდენიმე საპასუხო ციტატას:

„ჩვენ არაორაზროვნად ვგმობთ რუსების არაპროპორციულ რეაქციას, მაგრამ აქ, ევროპაში, ვათვითცნობიერებთ ჩვენს რუს მეზობლებთან დიალოგის აუცილებლობას.“ – ნიკოლა სარკოზი.

„საქართველოს ირგვლივ კონფლიქტი არ წარმოადგენს რუსეთსა და დასავლეთს შორის „კუნთების სათამაშოდ“ საბაბს, ამიტომ მისი გადაწყვეტის გადასაღები არაა NATO-ს ხელში“. – ნიკოლა სარკოზი.

„ეს არაა დიდი ომის გაჩაღების საბაბი, ეს არაა საბაბი ურთიერთობების გაფუჭებისა“. – ნიკოლა სარკოზი.

„სანქციები რუსეთის წინააღმდეგ? ქვეყნის, რომელიც ფლობს ბირთვულ პოტენციალს, რომელმაც შეიძლება ათგზის გაანადგუროს დედამიწის მოსახლეობა, რომლის ყოველწლიური ეკონომიკური ზრდის ტემპი 7-8%-ია, გაზისა და ნავთობის ქვეყანა, რომელიც ასე სჭირდება ევროპას?“. – სილვიო ბერლუსკონი.

„მსგავსი სანქციები შემდგომ დაძაბულობასა და არსებული ვითარების დაკონსერვებას მხოლოდ ხელს შეუწყობენ. ევროკავშირი ვალდებულია კვანძის გახსნის გასაღები მხოლოდ რუსეთთან მოლაპარაკებების გზით იპოვოს“. – ტრაიან ბესესკუ, რუმინეთის პრეზიდენტი.

„სააკაშვილმა დაუშვა სერიოზული შეცდომა, თუმცა ეს არ ამართლებს რუსეთის ქმედებებს“. – ჰანს-გერტ პოტტერინგი, ევროპარლამენტის თავმჯდომარე.

ევროკავშირმა მაშინ მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, მოუწოდა მსოფლიოს არაღიარების პოლიტიკის გატარებისკენ, მზადყოფნა გამოთქვა კრიზისის დარეგულირებაში აქტიურ მონაწილეობაზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება დააანონსა. საინტერესოა, რომ საქართველოს დელეგაცია ამ სამიტზე, რომელიც მიმდინარეობდა სარკოზის დევიზით: „საქართველო არაა ევროპის ნაწილი“, წარმოდგენილი იყო ლადო გურგენიძის, ეკა ტყეშელაშვილისა და თემურ იაკობაშვილის სახით, მიუხედავად ევროსაბჭოს მკაცრი ვერდიქტისა, რომ „საქართველოს ოფიციალური პირები სამიტის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ!“.

მაქსიმუმ, რაზეც შეჯერდა მაშინ ქართული დელეგაცია, იყო ლადო გურგენიძის რიგითი შეხვედრა ხავიერ სოლანასთან, თუმცა არა ევროსაბჭოს რეზიდენციაში, სადაც ქართველი პრემიერი უბრალოდ არ შეუშვეს. საინტერესო იყო პრეზიდენტ სააკაშვილის განმარტებაც, თუ რატომ არ მონაწილეობდა იგი სამიტის მუშაობაში: არა იმიტომ, რომ მოწვევა არ ჰქონდა, არამედ იმ რისკის გამო, რომ რუსეთი არ დაუშვებდა იქიდან მის საქართველოში დაბრუნებას. რატომ მოგაწყინეთ თავი ამ ისტორიული ეპიზოდების შეხსენებით? – ჯერ ეს ერთი, არ ვკარგავ იმედს, რომ ოდესღაც ვინმე საქართველოს უახლოესი ისტორიის სახელმძღვანელოს მაინც დაწერს და ეს ფაქტები ალბათ რამეში გამოადგება. 2008 წელს ქართველების შემდგომი გამაღიზიანებელი წუწუნი და აკვიატებული შეწუხება რომ შეეჩერებინათ, დასავლეთმა 2008 წლის 2 ოქტომბერს შეთხზა ცნობილი N1633 რეზოლუცია, რომელსაც („რუსების ზემოქმედებით“, როგორც დავით დარჩიაშვილმა განაცხადა) ქართულმა დელეგაციამ უპრობლემოდ მოაწერა ხელი, ომის დაწყებაში (7 აგვისტოს) საკუთარი თავი დაადანაშაულა და ამით, ლამის საქართველოს სანქცირებას ჩაუყარა საფუძველი. კოლექტიური დასავლეთი ამით დაწყნარდა და 2009 წლის 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე რუსებთან ერთად ერთობლივ სამხედრო აღლუმშიც კი მიიღო მონაწილეობა“, – წერს დავით ქართველიშვილი.

,,უკრაინის მშვიდობის ფორმულას ალტერნატივა არ აქვს”- პოდოლიაკი

უკრაინის სტრატეგიული მიზანი, ტერიტორიების უპირობო დაბრუნების გარდა, ისეთი პირობების შექმნაა, რომელიც მომავალში აგრესიის განმეორებას შეუძლებელს გახდის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი “ტვიტერზე” წერს.

„პირიქით, “ომის გაყინვის ნებისმიერი სცენარი“ რუსეთის მიერ ტერიტორიის ანექსიებიით, როგორც ამას ზოგიერთი დასავლელი დამკვირვებელი განიხილავს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გარეშე (რადგან ომი არ დასრულებულა) მხოლოდ წაახალისებს მოსკოვს, გაზარდოს საკუთარი მადა და ხანმოკლე შესვენების შემდეგ ომს დაუბრუნდეს”, – აცხადებს პოდოლიაკი.

მისი თქმით, უკრაინის მშვიდობის ფორმულას ალტერნატივა არ აქვს.

„ამიტომ უკრაინის მშვიდობის ფორმულას ალტერნატივა არ აქვს: არმიის გაძლიერება, იარაღის მიწოდების დაჩქარება, ტერიტორიის დეოკუპაცია, რეჟიმის შეცვლა რუსეთში, კომპენსაცია ახალი მთავრობის მხრიდან და სამხედრო დამნაშავეების სავალდებულო დასჯა”, – აცხადებს პოდოლიაკი.

ოპოზიციას შეიძლება სურვილი აქვს, რომ არც შედგეს საგამოძიებო კომისია – სარჯველაძე

ოპოზიციას შეიძლება დიდი სურვილი აქვს, რომ არც შედგეს პარლამენტში შოვის სტიქიის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია და ამით გააჩინონ ეჭვი, რომ თითქოს ხელისუფლებას არ სურს რომელიმე კითხვის დასმა და რომელიმე კითხვაზე პასუხის საზოგადოებისთვის გაგებინება, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ

„ხედავს საზოგადოება, რომ ეს [ოპოზიციის მოთხოვნა კომისიის შექმნაზე] ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ პოლიტიკური დებატისთვის ახალი ასპარეზი გაიხსნას სადაც შეიძლება ეფემერული შანსები მონახოს ოპოზიციამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ან რაღაც ასეთი შოუები გაითამაშოს და გარკვეული სცენარებით შექმნას ახალი პლაცდარმები. რასაკვირველია, აქ ამის გამოყენების მცდელობასთან გვაქვს საქმე და არა ობიექტურად დასმულ კითხვასთან, რომელსაც პასუხის გაცემა სჭირდება. მათ [ოპოზიციას] შეიძლება დიდი სურვილი აქვს, რომ არც შედგეს ეს [შოვის სტიქიის შემსწავლელი] საგამოძიებო კომისია და ამით თითქოს გააჩინონ ეჭვი, რომ თითქოს ხელისუფლებას არ სურს რომელიმე კითხვის დასმა და რომელიმე კითხვაზე პასუხის საზოგადოებისთვის გაგებინება“, – აცხადებს სარჯველაძე.

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა, რასაც ამ დროის მონაცემებით 24 ადამიანი ემსხვერპლა, 20 იდენტიფიცირებულია. 9-ის მოსაძიებლად კი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

სტიქიის ეპიცენტრში ნაპოვნ ცხოველთა ლეშებს სპეციალური ვეტერინარული წესით მარხავენ

შოვში, სტიქიის ეპიცენტრიდან რამდენიმე კილომეტრში და დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, მდინარის სანაპიროზე მარხავენ ცხოველთა ლეშებს, რომელიც სტიქიის ეპიცენტრში იპოვეს.

მანამდე არაერთხელ დაისვა კითხვა, ხომ არ იყო ეპიდემიის გავრცელების საფრთხე, ვინაიდან იმის მიუხედავად, რომ ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა მდებარეობს კურორტი, უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურაა. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან საუბარში თქვეს, რომ სპეციალური ვეტერინარული წესით მოხდება ცხოველთა ლეშების დამარხვა.

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა, რასაც ამ დროის მონაცემებით 24 ადამიანი ემსხვერპლა, 20 იდენტიფიცირებულია. 9-ის მოსაძიებლად კი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

,,სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია”- თემურ მღებრიშვილი

შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მსხვერპლთა რიცხვი არ შეცვლილა – დაღუპულია 24 ადამიანი, ეძებენ 9-ს და 4 ფრაგმენტია ნაპოვნია.

„მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, როგორც სტიქიის ზონაში, ასევე რიონისა და ჭანჭახის მდინარის კალაპოტებში. საძიებო სამუშაოების მიზნით, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია. ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ მდინარის კალაპოტებში 54 კმ-ის მონაკვეთი, რომელიც არის ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, 18 ლოკაციაზე მიმდინარეობს კონკრეტული წერტილოვანი გადამოწმებები. გარდაცვლილების სტატისტიკა არ შეცვლილა- არის 24 ადამიანი დღეის მონაცემებით, 9 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს. ასევე, 4 ფრაგმენტია აღმოჩენილი, ეს არის კიდურის ნაწილები“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას“ გაწეული სამუშაოსთვის.

„მოქალაქეების ნაწილი თვითნებურად ცდილობდა მოძრაობებს. „წითელი ჯვრის“ საშუალებით ეს საკითხი დარეგულირდა და ძირითადად, ეს ადამიანები, მოხალისეები ლოჯისტიკური კუთხით გვეხმარებიან, როგორც ჩვენ, ასევე თავდაცვას, ადგილზე მყოფ მძიმე ტექნიკის ოპერატორებს“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა, რასაც ამ დროის მონაცემებით 24 ადამიანი ემსხვერპლა, 20 იდენტიფიცირებულია. 9-ის მოსაძიებლად კი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.