გომელაურმა სტიქიის ზონა მოინახულა

57
spot_img

მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო დაღუპულთა ოჯახების მიმართ. ნამდვილად ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა – რაც შეიძლებოდა ამ უმოკლეს დროში გაკეთებულიყო, მაქსიმალურს აკეთებენ , – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შოვში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სტიქიიდან პირველივე საათებში ჩართული იყო ყველა სამსახური.

„მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო დაღუპულთა ოჯახების მიმართ. ნამდვილად ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. ბევრი ადამიანი, 24 ადამიანია გარდაცვლილი. 9 ადამიანს ვეძებთ ისევ. პირველივე საათებიდან ჩართულია სამაშველო სამსახური, პოლიცია, თავდაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურა. ყველა სამსახური მუშაობს, 60-მდე ტექნიკა მუშაობს. რაც შეიძლებოდა ამ უმოკლეს დროში გაკეთებულიყო, მაქსიმალურს აკეთებენ. ასევე ავიაციაც ჩართული იყო პირველივე დღეებში. თითქმის 60%, ჩამოშლილი მასა, რაც არის, უკვე შემოწმებულია, პირველად დონეზეა დასული. ალბათ, რამდენიმე დღე დასჭირდებათ კიდევ, რომ მთლიანი მასა გადამუშავდეს. ალბათ, შემდეგ გადაერთვება ლოკალურ სამუშაოებზე. ასევე, მდინარის 50 კმ-ს ამუშავებენ, კონტროლდება, შემდეგ რიონს უნდა ჩამოვუყვეთ, შეიძლება ამბროლაურის ქვემოთაც წამოიღო ვინმე“, – აღნიშნა მინისტრმა.