,,უკრაინის მშვიდობის ფორმულას ალტერნატივა არ აქვს”- პოდოლიაკი

49
spot_img

უკრაინის სტრატეგიული მიზანი, ტერიტორიების უპირობო დაბრუნების გარდა, ისეთი პირობების შექმნაა, რომელიც მომავალში აგრესიის განმეორებას შეუძლებელს გახდის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი “ტვიტერზე” წერს.

„პირიქით, “ომის გაყინვის ნებისმიერი სცენარი“ რუსეთის მიერ ტერიტორიის ანექსიებიით, როგორც ამას ზოგიერთი დასავლელი დამკვირვებელი განიხილავს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გარეშე (რადგან ომი არ დასრულებულა) მხოლოდ წაახალისებს მოსკოვს, გაზარდოს საკუთარი მადა და ხანმოკლე შესვენების შემდეგ ომს დაუბრუნდეს”, – აცხადებს პოდოლიაკი.

მისი თქმით, უკრაინის მშვიდობის ფორმულას ალტერნატივა არ აქვს.

„ამიტომ უკრაინის მშვიდობის ფორმულას ალტერნატივა არ აქვს: არმიის გაძლიერება, იარაღის მიწოდების დაჩქარება, ტერიტორიის დეოკუპაცია, რეჟიმის შეცვლა რუსეთში, კომპენსაცია ახალი მთავრობის მხრიდან და სამხედრო დამნაშავეების სავალდებულო დასჯა”, – აცხადებს პოდოლიაკი.