Home Blog Page 1548

“ნატო საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს” – დემურ გიორხელიძე

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დემურ გიორხელიძე

ნატოს გენერალურმა მდივანმა არ უარყო თავისი პოზიცია, უბრალოდ, შეარბილა! და განა, 1,5 წლის წინ არ იყო ეს შედეგი ცნობილი? ჩემი კითხვა ქვეტექსტების გარეშეა: “თუ კოლექტიური დასავლეთი კოლოსალურ ფულს ხარჯავს სამხედრო სფეროში (განსაკუთრებით, აშშ), – შეეყვანათ ჯარები უკრაინაში და იქ დაემარცხებინათ ეს “მონღოლები” და “ბენზინგასამართი სადგური” და არა სახელმწიფო – რუსეთი?” რა?! ეგონათ უკრაინას რაღაცას მიაწოდებდნენ და უკრაინა გაიმარჯვებდა?! მაშინ მათი სადაზვერვო და ანალიტიკური სპეცსამსახურები გამოთაყვანებულები ყოფილან! ე.ი. რაღაც დიდში შეცდნენ და ახლა უკრაინამ ტერიტორიები დათმოსო და მოლაპარაკებას მიუჯდესო, – და აქ უდიდეს სიყალბეს უშვებენ – ისევ აბოლებენ ყველას: “მოლაპარაკება უკრაინის პირობებით შედგებაო”.

ჩემი კომენტარი ამ სიტუაციისა ასეთია: (ა) ნატო საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს, რადგან მოვლენათა ასეთი განვითარება მისთვის ცუდის მეტი არაფრის მომტანია!

(ბ) დასავლეთი ეცდება და იმედი აქვს, – ეს არაერთხელ მიუღწევია, – რუსეთი დაიყოლიოს ამ მოლაპარაკებაზე და ამით დრო მოიგოს, სანამ ხელახალ გადამზადებასა და გაძლიერებას მოახდენდნენ უკრაინისა, პოლონეთთან
შეწყვილებული.

(დ) დასავლეთის დახმარება უკრაინისთვის, საერთო ჯამით 160 მლრდ აშშ დოლარი ამ 1,5 წელიწადში, – იყო არაფრის მომცემი, იქნება არაფრისმომცემი და უკრაინელთა გაჟლეტვის მომასწავებელი!

(ე) რაღაც სიაბანდობა ატეხეს F-16-ების მიწოდებაზე და ახლა აცხადებენ ერთი წლის მერე მივაწვდით და მერეც
არ გქონდეთ სასწაულის იმედიო. მე კი ვიტყვი, რომ ეს F-16-ები, F-22-ები და F-35-ები ერთად რომ მიაწოდონ, ნატოს ჯარი შეიყვანონ, არაფერი გამოვა, გარდა დასავლეთის განადგურებისა.

ამ საქმიდან არაფერი რომ არ გამოვიდოდა, 1,5 წლის წინ დავწერე და მერე რამდენჯერმე გავიმეორე.
რატომ დავწერე?

ვინმეს იარაღის დიდებას ვახდენ ან ვიღაც უფრო მომწონს და ვიღაც არა?! ასე ერთუჯრედიანი არარაობა იფიქრებს და ფიქრობს მხოლოდ! ასეთია რეალობა! ან რუსეთი თავისი შიდა პრობლემებით დამორჩილდება
და განადგურდება, ანდა, თუ შიდა პრობლემებს მოუარეს, – ნებისმიერი მცდელობა მისი განადგურებისა,
განადგურების მსურველის განადგურებით დასრულდება.

არანაირი მესამე მსოფლიო ომი არ იქნება! მესამე მსოფლიო და ერთმანეთის წარმატებით განადგურება მაშინ მოხდება, თუ აშშ-რუსეთი ერთმანეთს დაუპირისპირდება! ეს კი, უბრალოდ, უაზრობის გამო არ/ვერ მოხდება!

ვაშინგტონში ტყის ხანძარს ებრძვიან

შეერთებულ შტატებში ტყის ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ვაშინგტონში ტყის მასივს გაუჩნდა და 19 ათას ჰექტრამდე ფართობი გაანადგურა.

ხანძარმა დასახლებულ რაიონებშიც შეაღწია. დამწვარია 190-მდე შენობა. ვრცელდება ინფორმაცია ერთი ადამიანის დაღუპვის შესახებაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვის ოლქში მეორე დრონი გაანადგურეს

რუსმა სამხედროებმა დღეს დილით მოსკოვის ოლქში მეორე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მოსკოვის დროით 08:16 საათზე აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა საფრენი უპილოტო საფრენი აპარატით. საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ოლქის ისტრინსკის რაიონში საფრენი აპარატი დროულად აღმოაჩინეს და გაანადგურეს“, – აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, დრონი დედაქალაქში შეღწევის მცდელობისას ჩამოაგდეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოსკოვის ოლქზე „დრონით თავდასხმის მცდელობის“ შესახებ ინფორმაცია დღეს დილით მეორედ გაავრცელა.

ამასთან, დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტმა თვითმფრინავების მიღებასა და გაშვებაზე შეზღუდვები დააწესა. აეროპორტში აცხადებენ, რომ დროებითი შეზღუდვები აეროპორტისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, უსაფრთხოების მიზნით დაწესდა.

“ბირთვული იარაღის ფლობა ზოგიერთი მნიშვნელოვანი გარე საფრთხის კონტექსტში დღეს ერთადერთი შესაძლო პასუხია რუსეთის უსაფრთხოებისთვის”

ბირთვული იარაღის ფლობა ზოგიერთი მნიშვნელოვანი გარე საფრთხის კონტექსტში დღეს ერთადერთი შესაძლო პასუხია რუსეთის უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჟურნალ International Affairs-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ბირთვული იარაღის ფლობა დღეისათვის ერთადერთი შესაძლო პასუხია გარკვეული მნიშვნელოვანი გარე ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეებზე. უკრაინაში და მის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ ჩვენი შეშფოთება საფუძვლიანია“, – აღნიშნა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენები ადასტურებს რუსეთის შეშფოთების მართებულობას ამ სფეროში.

„უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპი უხეშად დაარღვია ნატო-მ, რომელმაც, შეგახსენებთ, თავი ბირთვულ ალიანსად გამოაცხადა, დადო ფსონი რუსეთის „სტრატეგიულ დამარცხებაზე“, – აღნიშნა მან.

რუსი დიპლომატის თქმით, უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით დიდი საფრთხე არის ის, რომ სიტუაციის ესკალაციის გზით აშშ და ნატო-ს ქვეყნები ქმნიან რისკს, აღმოჩნდნენ ბირთვულ ძალებს შორის პირდაპირი შეიარაღებული შეტაკების სიტუაციაში.

„ჩვენ გვჯერა, რომ მოვლენების ასეთი განვითარება თავიდან უნდა იქნას აცილებული. სწორედ ამიტომ უნდა შევახსენოთ მაღალი სამხედრო-პოლიტიკური რისკების არსებობა და გამაფრთხილებელი სიგნალები გავუგზავნოთ ჩვენს ოპონენტებს“, – ხაზგასმით აღნიშნა ლავროვმა.

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა, დაღუპულია 12 ადამიანი

თურქეთის პროვინცია იოზგატში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, იოზგატის პროვინციის სორგუნის რაიონში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ 19 ადამიანი. დაშავებულები სორგუნის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის, ილმაზ ტუნჩის განცხადებით, ავარიის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაწყებულია.

სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველები, მე-19 დღეა, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამუშაოებს

სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველები, მეცხრამეტე დღეა, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ აქტიურ სამუშაოებს.

დაკარგულთა ძებნა მდინარე რიონის და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, 800 ერთეული მძიმე ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობს.

მაშველები დღეის მდგომარეობით 5 ადამიანს ეძებენ. გუშინ სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. კიდევ ერთ ცხედარს მაშველებმა სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით მიაგნეს.

ომის 543-ე დღე- რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

ომის 543-ე დღე. ოკუპანტები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ. ამჯერად მათი სამიზნე ნიკოპოლისა და კუპიანსკის დასახლებული რაიონები გახდა.

სარაკეტო დარტყმების შედეგად 20-მდე ადამიანი დაიჭრა. 156-მდე გაიზარდა დაშავებულთა რაოდენობა ჩერნიგოვშიც. მათ შორის 15 ბავშვია.

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე 25-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

გენშტაბის ცნობით, კუპიანსკის მიმართულებით, რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის სოფელ სინკოვკას მახლობლად წარუმატებელი შეტევა განახორციელეს. ბახმუტის მიმართულებით კი დონეცკის ოლქის კურდიუმოვკას მახლობლად წინსვლას ცდილობდნენ.

“აღსანიშნავია, რომ თავდასხმები წარმატებული არ ყოფილა”, – აცხადებენ გენშტაბში. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მარინკას მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ მოწინააღმდეგის შეტევითი მოქმედებების შეკავებას მარინკას რაიონში.

“ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალები მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებით უტევენ”, – აცხადებენ გენშტაბში.უწყების ცნობით, იქ უკრაინელი მებრძოლები მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან და კონტრშეტევას ახორციელებენ.

კალიფორნიას ტროპიკული შტორმი “ჰილარი” დაატყდა თავს

აშშ-ის კალიფორნიის შტატის სამხრეთ ნაწილს ტროპიკული შტორმი “ჰილარი” დაატყდა თავს და ძლიერი წვიმა და ქარი გამოიწვია.

მოსალოდნელი კატასტროფული წყალდიდობის გამო, კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა 11 ოლქში, მათ მათ შორის ლოს-ანჯელესში, სან დიეგოში, ორანჯსა და ვენტურაში, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დაიხურა ყველა სახელმწიფო პლაჟი სან-დიეგოსა და ორანჯის ოლქებში, ასევე ჯოშუა ხის ეროვნული პარკი და მოჰავეს ეროვნული ნაკრძალი. მოსალოდნელ წყალდიდობაზე გაფრთხილება მთელ რეგიონში მოქმედებს.

თეთრმა სახლმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურმა სააგენტომ (FEMA) შტატში პერსონალი და მარაგი განათავსა, აშშ-ის სანაპირო დაცვას კი მზადყიოფნაში ჰყავს თვითმფრინავებ, რათა, საჭიროების შემთხვევაში, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩაერთონ.

ტერიტორიის გაცვლა? მზად ვართ ბელგოროდი გავცვალოთ ნატო-ში ჩვენს წევრობაზე – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელის, სტიან იენსენის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინა შეიძლება, გახდეს ალიანსის წევრი რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ.

როგორც ზელენსკიმ დანიაში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკრაინა მზად არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობაზე რუსეთის ბელგოროდი გაცვალოს.

“ტერიტორიის გაცვლა? მზად ვართ ბელგოროდი გავცვალოთ ნატო-ში ჩვენს წევრობაზე”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

15 აგვისტოს ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინა შეიძლება, გახდეს ალიანსის წევრი რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ.

21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისთვის, ახალი ნაცნობობისთვის, საქმიანი კონტაქტების დამყარებისთვის, ბიზნესში აქტიურობისა და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისთვის. იზრდება სასიცოცხლო პოტენციალი, სექსუალურობა და პიროვნული მომხიბვლელობა. გამორიცხული არ არის, გავლენიანი მფარველები გამოგიჩნდნენ, რომლებიც იდეების განხორციელებაში დაგეხმარებიან. ამ დღეს ნებისმიერ საქმეს იმაზე ადვილად გაუმკლავდებით, ვიდრე გეგონათ. ახალი ნაცნობობა თქვენს მომავალზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

კურო
ხელსაყრელი დღეა ბიზნესში აქტიურობისთვის. სასიცოცხლო პოტენციალის ზრდა თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე, მეგობრებთან ურთიერთობაზე და მთლიანად, მომავალზე დადებითად აისახება. ფრთხილად იყავით გრძელვადიანი ხელშეკრულებების დადების დროს და ყოველი ნაბიჯი კარგად გათვალეთ. ნუ იქნებით ზედმეტად მიმნდობი ადამიანებთან.

ტყუპები
სავარაუდოდ, ამ დღეს ბედი საჩუქარსა და სიურპრიზს გიმზადებთ. ხელსაყრელი დღეა ბიზნესში აქტიურობისთვის, კომერციული საქმიანობისა და ვაჭრობისთვის. სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულებს კარიერული წინსვლის შანსი მიეცემათ. ამ დღეს ყველა საქმე, პირდაპირ თუ ირიბად, ფინანსებს უკავშირდება. ოჯახში ვითარება დაძაბულია. გამორიცხული არ არის ეჭვიანობა და უსაფუძვლო ბრალდებები.

კირჩხიბი
თქვენი აქტიურობა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს პროფესიულ საქმიანობაზე, მეგობრებთან ურთიერთობაზე და მთლიანად, მომავალზე. ფრთხილად იყავით და ყოველი ნაბიჯი კარგად აწონ-დაწონეთ. სავარაუდოდ, პირად ცხოვრებაში ბედნიერი სიახლე გელით. ნუ გაუშვებთ შანსს ხელიდან.

ლომი
ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, სექსუალურობა და პიროვნული მომხიბვლელობა იზრდება. ვარსკვლავები გირჩევენ, ობიექტურად შეაფასოთ რეალობა და მკაფიოდ განსაზღვროთ საკუთარი შესაძლებლობები. საკუთარი პრინციპების დაცვა, პირდაპირობა და გულახდილობა ხელს გიშლით, მეტი შემოსავალი მიიღოთ. ეცადეთ, ვინმეს გავლენის ქვეშ არ მოექცეთ.

ქალწული
ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, სექსუალურობა და პიროვნული მომხიბვლელობა იზრდება. ხელსაყრელი დღეა ბიზნესში აქტიურობისთვის. სასიცოცხლო პოტენციალის მატება დადებითად აისახება კომერციული გარიგებებისა და სავაჭრო შეთანხმებების შედეგებზე. მეგობრების რჩევა თქვენს მომავალზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

სასწორი
ხელსაყრელი და სასიამოვნო დღეა. მოსალოდნელია ფინანსური სარგებელი და წარმატება პროფესიული საქმიანობის სფეროში. ეცადეთ, ზუსტად შეაფასოთ მოსალოდნელი ხარჯი და რეალური შემოსავალი – ეს დაგეხმარებათ საყოფაცხოვრებო პრობლემების ეფექტურად მოგვარებაში.

მორიელი
მოსალოდნელია წინა დღეების ტენდენციის გაგრძელება და გარშემომყოფებთან ურთიერთობის გამწვავება. თანდაყოლილი სამართლიანობის გრძნობის გამო ნებისმიერ გადაცდომას აპროტესტებთ. გაითვალისწინეთ, თუ საქმეში მეტი ტაქტისა და დიპლომატიურობის გამოვლენას ვერ შეძლებთ, ადამიანებს თქვენს წინააღმდეგ განაწყობთ. ეს კი შეიძლება სამსახურის შეცვლით და იმედგაცრუებით დასრულდეს.

მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა ბიზნესში აქტიურობისა და ვაჭრობისთვის. შესაძლოა, ქალებს კარიერული წინსვლის საშუალება მიეცეთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ეჭვიანობა და უსაფუძვლო ბრალდებები. სიზმარი სწრაფად აგიხდებათ. სიზმარში სოკოს ნახვა ქალებისთვის ორსულობას მოასწავებს, ხოლო მამაკაცებისთვის – ავადმყოფობას.

თხის რქა
ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, სექსუალურობა და პიროვნული მომხიბვლელობა იზრდება. გამორიცხული არაა, რომ ფინანსური ან საზოგადოებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი მოგეცეთ, თუმცა თქვენი სიჯიუტის ან სიხისტის გამო მოსალოდნელია გაუგებრობა კოლეგებთან და კონფლიქტი უფროსთან. სიზმარი იმავე დღეს აგიხდებათ. მღვრიე წყალი ავადმყოფობას მოასწავებს.

მერწყული
სავარაუდოდ, დიდი და სასიამოვნო ცვლილებები გელით. ეს შესაძლოა, ბავშვებს, შემოქმედებას ან პირად წარმატებას უკავშირდებოდეს. გირჩევთ, საკუთარი გეგმების განხორციელებას შეუდგეთ.

თევზები
არახელსაყრელი დღეა ნებისმიერი სახის კონტაქტისთვის. ეცადეთ, არ დანიშნოთ საქმიანი კონტაქტები და უარი თქვით სტუმრების მიღებაზე. გამორიცხული არაა, რომ თქვენი მოქმედებები იმპულსური და არაპროგნოზირებადი იყოს, რაც ოჯახში კონფლიქტს გამოიწვევს. განსაკუთრებით მძიმედ განვითარდება ურთიერთობა ოჯახის უფროს წევრებთან. ამჟამად ყველაზე მეტად დასვენება და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა გჭირდებათ.

ველისციხის ახალი სიცოცხლისთვის 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

ველისციხის ახალი სიცოცხლე – ასე უწოდებენ ადგილობრივები პროექტს, რომლითაც სოფელმა ძველი იერსახე უნდა აღიდგინოს.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლის ცენტრალურ ნაწილში აქტიურად მიმდინარეობს. 30 მილიონ ლარზე მეტი ათობით საცხოვრებელი სახლის, ისტორიული სახალხო თეატრისა და გზების კეთილმოწყობაზე დაიხარჯება.

ომში 500 000-მდე რუსი და უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, ან დაშავდა – NYT

უკრინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, დაღუპული ან დაჭრილი უკრაინელი და რუსი ჯარისკაცების რაოდენობა 500 000-ს უახლოვდება. ინფრორმაციას ამის შესახებ, ამერიკული გამოცემა „ნიუ-იორკ ტაიმსი“, ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წყაროების ვინაობას არ ასახელებს.

„ნიუ-იორკ ტაიმსი” წერს, რომ ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დათვლა რთულია, რადგან, მათი განცხადებით, რუსეთი, როგორც წესი, მსხვერპლთა რაოდენობას არასწორად წარმოაჩენს, კიევი კი ოფიციალურ მონაცემებს არ აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, რუსეთის არმიაში დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა 300 000-ს უახლოვდება. მათ შორის, 120 000 დაიღუპა, 170 000-დან 180 000-მდე კი დაშავდა. ამავე მონაცემებით, „ნიუ-იორკ ტაიმსი“ იტობინება, რომ უკრაინულ ჯარში, 70 000-მდე ადამიანი დაიღუპა, 100 000-დან 120 000-მდე კი დაიჭრა.

ამასთან, გამოცემა, წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში, უკრაინამ რუსული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევა წამოიწყო, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

არც მოსკოვს და არც კიევს, გამოცემის თხოვნაზე, მიღებული მონაცემების შესახებ კომენტარი გაეკეთებინათ, არ უპასუხია.