“ნატო საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს” – დემურ გიორხელიძე

605
spot_img

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დემურ გიორხელიძე

ნატოს გენერალურმა მდივანმა არ უარყო თავისი პოზიცია, უბრალოდ, შეარბილა! და განა, 1,5 წლის წინ არ იყო ეს შედეგი ცნობილი? ჩემი კითხვა ქვეტექსტების გარეშეა: “თუ კოლექტიური დასავლეთი კოლოსალურ ფულს ხარჯავს სამხედრო სფეროში (განსაკუთრებით, აშშ), – შეეყვანათ ჯარები უკრაინაში და იქ დაემარცხებინათ ეს “მონღოლები” და “ბენზინგასამართი სადგური” და არა სახელმწიფო – რუსეთი?” რა?! ეგონათ უკრაინას რაღაცას მიაწოდებდნენ და უკრაინა გაიმარჯვებდა?! მაშინ მათი სადაზვერვო და ანალიტიკური სპეცსამსახურები გამოთაყვანებულები ყოფილან! ე.ი. რაღაც დიდში შეცდნენ და ახლა უკრაინამ ტერიტორიები დათმოსო და მოლაპარაკებას მიუჯდესო, – და აქ უდიდეს სიყალბეს უშვებენ – ისევ აბოლებენ ყველას: “მოლაპარაკება უკრაინის პირობებით შედგებაო”.

ჩემი კომენტარი ამ სიტუაციისა ასეთია: (ა) ნატო საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს, რადგან მოვლენათა ასეთი განვითარება მისთვის ცუდის მეტი არაფრის მომტანია!

(ბ) დასავლეთი ეცდება და იმედი აქვს, – ეს არაერთხელ მიუღწევია, – რუსეთი დაიყოლიოს ამ მოლაპარაკებაზე და ამით დრო მოიგოს, სანამ ხელახალ გადამზადებასა და გაძლიერებას მოახდენდნენ უკრაინისა, პოლონეთთან
შეწყვილებული.

(დ) დასავლეთის დახმარება უკრაინისთვის, საერთო ჯამით 160 მლრდ აშშ დოლარი ამ 1,5 წელიწადში, – იყო არაფრის მომცემი, იქნება არაფრისმომცემი და უკრაინელთა გაჟლეტვის მომასწავებელი!

(ე) რაღაც სიაბანდობა ატეხეს F-16-ების მიწოდებაზე და ახლა აცხადებენ ერთი წლის მერე მივაწვდით და მერეც
არ გქონდეთ სასწაულის იმედიო. მე კი ვიტყვი, რომ ეს F-16-ები, F-22-ები და F-35-ები ერთად რომ მიაწოდონ, ნატოს ჯარი შეიყვანონ, არაფერი გამოვა, გარდა დასავლეთის განადგურებისა.

ამ საქმიდან არაფერი რომ არ გამოვიდოდა, 1,5 წლის წინ დავწერე და მერე რამდენჯერმე გავიმეორე.
რატომ დავწერე?

ვინმეს იარაღის დიდებას ვახდენ ან ვიღაც უფრო მომწონს და ვიღაც არა?! ასე ერთუჯრედიანი არარაობა იფიქრებს და ფიქრობს მხოლოდ! ასეთია რეალობა! ან რუსეთი თავისი შიდა პრობლემებით დამორჩილდება
და განადგურდება, ანდა, თუ შიდა პრობლემებს მოუარეს, – ნებისმიერი მცდელობა მისი განადგურებისა,
განადგურების მსურველის განადგურებით დასრულდება.

არანაირი მესამე მსოფლიო ომი არ იქნება! მესამე მსოფლიო და ერთმანეთის წარმატებით განადგურება მაშინ მოხდება, თუ აშშ-რუსეთი ერთმანეთს დაუპირისპირდება! ეს კი, უბრალოდ, უაზრობის გამო არ/ვერ მოხდება!