რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვის ოლქში მეორე დრონი გაანადგურეს

65
spot_img

რუსმა სამხედროებმა დღეს დილით მოსკოვის ოლქში მეორე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მოსკოვის დროით 08:16 საათზე აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა საფრენი უპილოტო საფრენი აპარატით. საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ოლქის ისტრინსკის რაიონში საფრენი აპარატი დროულად აღმოაჩინეს და გაანადგურეს“, – აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, დრონი დედაქალაქში შეღწევის მცდელობისას ჩამოაგდეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოსკოვის ოლქზე „დრონით თავდასხმის მცდელობის“ შესახებ ინფორმაცია დღეს დილით მეორედ გაავრცელა.

ამასთან, დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტმა თვითმფრინავების მიღებასა და გაშვებაზე შეზღუდვები დააწესა. აეროპორტში აცხადებენ, რომ დროებითი შეზღუდვები აეროპორტისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, უსაფრთხოების მიზნით დაწესდა.