ომის 543-ე დღე- რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

579
spot_img

ომის 543-ე დღე. ოკუპანტები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ. ამჯერად მათი სამიზნე ნიკოპოლისა და კუპიანსკის დასახლებული რაიონები გახდა.

სარაკეტო დარტყმების შედეგად 20-მდე ადამიანი დაიჭრა. 156-მდე გაიზარდა დაშავებულთა რაოდენობა ჩერნიგოვშიც. მათ შორის 15 ბავშვია.

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე 25-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

გენშტაბის ცნობით, კუპიანსკის მიმართულებით, რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის სოფელ სინკოვკას მახლობლად წარუმატებელი შეტევა განახორციელეს. ბახმუტის მიმართულებით კი დონეცკის ოლქის კურდიუმოვკას მახლობლად წინსვლას ცდილობდნენ.

“აღსანიშნავია, რომ თავდასხმები წარმატებული არ ყოფილა”, – აცხადებენ გენშტაბში. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მარინკას მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ მოწინააღმდეგის შეტევითი მოქმედებების შეკავებას მარინკას რაიონში.

“ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალები მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებით უტევენ”, – აცხადებენ გენშტაბში.უწყების ცნობით, იქ უკრაინელი მებრძოლები მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან და კონტრშეტევას ახორციელებენ.