Home Blog Page 1433

“მიხეილ სააკაშვილს მაინცდამაინც აქტიურად პოლიტიკაში ვერ ვხედავ”- გიული ალასანია

“მე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მა­ინ­ცდა­მა­ინც აქ­ტი­უ­რად პო­ლი­ტი­კა­ში ვერ ვხე­დავ, გა­აჩ­ნია, რო­გორ და რა ფორ­მით იგუ­ლის­ხმე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა – ალ­ბათ, ის ბა­რი­კა­დებ­ზე ვერ დად­გე­ბა, იმი­ტომ, რომ პა­ლა­ტა­შიც ძლივს დგას”, – ასე ეხმაურება  ყოფილი პრე­ზი­დენ­ტის, მიხეილ სააკაშვილის დედა,  სა­ა­კაშ­ვი­ლის დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბას: ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას ვაპირებ”

მი­სი­ვე თქმით, ვერ­ცერთ ქარ­თველს ვე­რა­ნა­ი­რი კა­ნო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რულს ვერ აუკ­რძა­ლავს.

“მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან დე­ტა­ლუ­რად ვერ ვი­სა­უბ­რე მის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მისი პოს­ტიც კი არ მი­ნა­ხავს.

პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლამ ვი­ცით, რომ მას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არ აქვს და მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვს. მე­ო­რე მხრივ, ვერ­ცერთ ქარ­თველს ვე­რა­ნა­ი­რი კა­ნო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რულს ვერ აუკ­რძა­ლავს, ეს ხომ ფაქ­ტია”, – გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

კი­თხვა­ზე, რა­ტომ შეც­ვა­ლა ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ, ალა­სა­ნია ამ­ბობს, რომ “მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თვის იც­ვლის აზრს იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­გო­რი ვი­თა­რე­ბა იქ­ნე­ბა”.

“ის, რომ მას სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი და ინ­ტე­რე­სი მუდ­მი­ვად აქვს, ეს ხომ ფაქ­ტია, მგო­ნია არა­ვის ამა­ში ეჭვი არ უნდა შე­ე­პა­როს. მე ვერ ვხე­დავ, მას მა­ინ­ცდა­მა­ინც აქ­ტი­უ­რად პო­ლი­ტი­კა­ში, გა­აჩ­ნია რო­გორ და რა ფორ­მით იგუ­ლის­ხმე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ალ­ბათ, ის ბა­რი­კა­დებ­ზე ვერ დად­გე­ბა, იმი­ტომ, რომ პა­ლა­ტა­შიც ძლივს დგას, მაგ­რამ, რა თქმა უნდა, ინ­ტე­რე­სი აქვს.

მე არა­ფერ შუ­ა­ში ვარ, ის ყო­ველ­თვის თვი­თონ იღებ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ახ­ლაც თვი­თონ იღებს. ვფიქ­რობ, რომ საკ­მა­რი­სი გა­მოც­დი­ლე­ბაც აქვს სა­ა­მი­სოდ და საკ­მა­რი­სი ასა­კიც.

ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ფერს ვი­ტყვი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის შე­სა­ხებ, რად­გან ის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე არ არის და პრე­მი­ე­რი ვერ იქ­ნე­ბა, რო­გორ უნდა იყოს?” – გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

სა­ქარ­თვე­ლოს ყოფილი  პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში აქ­ტი­უ­რად ბრუნ­დე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, “ბოლო წვე­თი იყო იმ მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის აღ­ლუ­მი აჭა­რის უზე­ნა­ეს საბ­ჭო­ში”.

„სა­ქარ­თვე­ლოს ღა­ლატ­მა და გა­რუ­სე­ბის მცდე­ლო­ბამ შე­აღ­წია უკვე ყვე­ლა დო­ნე­ზე. მი­უ­ხე­და­ვად ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, ვა­პი­რებ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ჩარ­თვას ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, უკ­რა­ი­ნა­ში ჩარ­თუ­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად”, -აცხადებს  სა­ა­კაშ­ვი­ლი.

“ვმუშაობთ ნატო-უკრაინის ახალი საბჭოს შექმნაზე, სადაც უკრაინა იქნება ნატოს წევრი სახელმწიფოების თანაბარი”-სტოლტენბერგი

ვმუშაობთ ნატო- უკრაინის ახალი საბჭოს შექმნაზე, სადაც უკრაინა იქნება ნატოს წევრი სახელმწიფოების თანაბარი და სადაც გაიმართება კონსულტაციები საერთო უსაფრთხოების საკითხებზე, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ნატო-უკრაინის ახალი საბჭოს პირველი შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკის მონაწილეობით გავმართოთ ვილნიუსში. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ბოლო ათწლეულში უკრაინა დაუახლოვდა ნატოს და ვთანხმდებით, რომ ნატოს კარი ღიაა და უკრაინა გახდება ნატოს წევრი. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინამ და ალიანსის წევრებმა უნდა მიიღონ.

რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება. ჩვენ არ ვიცით, თუ როდის დასრულდება ომი, მაგრამ როცა დასრულდება საჭიროა გვქონდეს ჩარჩო , რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის მომავალ უსაფრთხოებას და გამორიცხავს ისტორიის განმეორებას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიესალმება პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებას” – ლევან ხაბეიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რა თქმა უნდა, მიესალმება პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, მთავარია მას ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, რომ აქტიურად ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში აქტიურად აპირებს ჩართვას.

როგორც ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი ლომის წვლილს შეიტანს „ბიძინა ივანიშვილის რუსული ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში“.

„პუტინისტური რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლაში პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, ჯერ კიდევ 2003 წელს მან შეძლო და რუსულ ორბიტას მთლიანად მოწყვიტა საქართველო და წავედით წინ დიდი ნაბიჯებით ევროპისკენ, დასავლეთისკენ. ამის შემდეგ იყო უკრაინაში იანუკოვიჩის წინააღმდეგ ბრძოლა, პოროშენკოს წინააღმდეგ ბრძოლა და გამარჯვება.

დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ლომის წვლილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის და რუსი ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მნიშვნელოვანია მისი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს ქართულ პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას, მთავარია მას ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, რომ ემსახუროს ქართველ ხალხს და დაეხმაროს ამ რეჟიმის დამარცხებაში. მოვისმინე მოღალატეობრივი განცხადებები როგორც თორნიკე რიჟვაძისგან, გია ვოლსკისგან და ასევე ირაკლი კობახიძისგან, ეს მართლა ლაჩრები, მშიშარები, ერთ დაძახებაზე მართლა მათი ლანდი რომ არ იქნება, აკრიტიკებენ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელმაც 2008 წელს ჩვენს გმირ ბიჭებთან ერთად უდიდესი წინააღმდეგობა გაუწია პუტინის რეჟიმს და მეტიც, რომ არა პრეზიდენტი სააკაშვილი, რომ არა ჩვენი გმირი ჯარისკაცები, მათი ამოცანა იყო თბილისის აღება და ყველას კარგად ახსოვს პუტინის შეთავაზება, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი წასულიყო დედაქალაქიდან, დაეტოვებინა ქვეყანა, რომ უზრუნველყოფილიყო მისი სიცოცხლე და მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის არც ქვეყანა დატოვა და არც მისი ხალხი არ მიატოვა. სწორედ, ამიტომ არის, რომ რუსული რეჟიმის მიერ იდევნება პრეზიდენტ სააკაშვილი და არა მარტო პრეზიდენტ სააკაშვილი, არამედ იდევნება ყველა ოფიცერი, ყველა მებრძოლი, ვინც იბრძვის და იბრძოდა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, თუ საქართველოში და თუ უკრაინაში.

რუსული რეჟიმი დევნის ყველას, ვინც წინააღმდეგობას უწევდა და უწევს პუტინის რეჟიმს, ამიტომ ცხადია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიესალმება პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, მთავარია მას ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, რომ აქტიურად ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება. მისივე თქმით, “ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი აჭარის უზენაეს საბჭოში”. მისივე თქმით, უკრაინის გამარჯვებას კი არ უნდა ველოდოთ, არამედ აქტიურად მოვაახლოოთ, მათ შორის ინოვაციური და გაბედული ქმედებებით.

„როგორც ყოველთვის მოვუწოდებ ყველა ეროვნულ, ანტირუსულ ევროპულ ძალას ერთიანობისაკენ, მათ შორის, პირველ რიგში, ჩემს მიერ დაფუძნებულ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“,- წერს სააკაშვილი.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა მიხეილ სააკაშვილი იყოს „ნაციონალური მოძრაობის” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ხაბეიშვილი პასუხობს, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ არის სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტია და მას შეუძლია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება.

„თუ რა ფორმით ჩაერთვება პრეზიდენტი სააკაშვილი ამ აქტივობაში ეს არის მისი გადასაწყვეტი. მისი ჯანმრთელობის შესაძლებლობა რა შესაძლებლობას მისცემს, იმის მიხედვით. „ნაციონალური მოძრაობას“ არის პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტია და ცხადია, მას შეუძლია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის საკეთილდღეო იქნება და თავად განსაზღვროს მისი როლი, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. ყველა კარგად ხვდება, რომ სააკაშვილის გარეშე, „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შეუძლებელია”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

“კატასტროფული ვითარება იქნებოდა, თუ ჩვენს ოპონენტებს მოვუსმენდით და მათი ხედვებით განვავითარებდით საგარეო პოლიტიკას”

საგარეო პოლიტიკის შეფასებისას არმაზ ახვლედიანმა კატასტროფული ვითარება ახსენა. კატასტროფული ვითარება იქნებოდა, თუ ჩვენ მოვუსმენდით ჩვენს ოპონენტებს და მათი ნარატივით, მათი სურვილით, მათი ხედვებით განვავითარებდით საგარეო პოლიტიკას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ინტერესებზე მორგებული საგარეო პოლიტიკა აქვს.

„ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის თანმიმდევრული, ჩვენი ხალხის, ქვეყნის ინტერესებზე მორგებული და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩვენი მიზანია, ჩვენი ქვეყანა მშვიდობით, კეთილდღეობით ვატაროთ ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. მოგწონთ თუ არა ეს, ჩვენ ამას აუცილებლად მოვახერხებთ. საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი თანხვედრაშია, თქვენგან ვერ მივიღებთ პრეტენზიებს. სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ აქცია კონსტიტუციურ ნორმად ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი, რაც მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ამასთან, დარჩიაშვილმა უპასუხა სალომე სამადაშვილის კითხვასაც, რომელიც ვილნიუსის სამიტს უკავშირდებოდა.

„ვილნიუსის სამიტი დაგეგმილია ივლისში. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა საქართველო სათანადოდ იყოს წარმოდგენილი. ეს პროცესი გრძელდება. განვაგრძობთ პარტნიორებთან მუშაობას, თუმცა, უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით, წელს ნატო-ს წევრი ქვეყნების შეკრების ფორმატი არის არასტანდარტული. ალბათ იცით, რაზეც იქნება მთავარი ფოკუსი. შესაბამისად, ვაგრძელებთ პარტნიორებთან მუშაობას, რათა, ერთი მხრივ, საქართველო სათანადოდ იყოს წარმოდგენილი ამ ფორმატში, და მეორე მხრივ, დოკუმენტი, კომუნიკე, რომელიც გამოიცემა ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ, შესაბამისობაში, თანხვედრაში იყოს ჩვენს ინტერესებთან, რომელიც ძალიან მჭიდრო კავშირშია ნატოელი პარტნიორების ინტერესებთან. აუცილებლად მოვახერხებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს თანმიმდევრული, ისეთი, როგორიც ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ვითარდება ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

უცხოური ვალუტის კურსი 17 ივნისისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6089 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6089 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6118 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8565 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8317 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0248 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური” – ზურაბ ჩხაიძე

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ყოფილი პრეზიდენტი ბევრად აქტიურია და მისი განწყობაც უკეთესია.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებელი და სუნთქვის პარამეტრები სტაბილურია, ზოგადად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუმჯობესებული. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი ამდენი ხნის მცდელობის შედეგი სახეზეა. მიუხედავად, ჩვენი მისამართით გაჟღერებული ბევრი არასამართლიანი კრიტიკისა, თუ თავდასხმებისა. ეს დღეები ვხედავთ, რომ მისი მდგომარეობა არის გაუმჯობესებული, თვითონაც ბევრად უფრო აქტიურია და მისი განწყობაც უკეთესია. რაც შეეხება კვების საკითხს, პირველივე დღიდან კვების პრობლემა იყო და შემიძლია ვთქვა, რომ ეს ისევ და ისევ გრძელდება. ის დიეტა, რომელზეც პაციენტი იმყოფება კვლავ აგრძელებს, მაგრამ ეს არის ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც სასიცოცხლო ფუნქციებისთვის, თუნდაც გასაუმჯობესებლად აუცილებელია. ამდენად, მისი მაჩვენებლებიც შენარჩუნებულია, როგორც სტაბილური. კვება სამკურნალო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და სწორედ, ამიტომ ვისურვებდით, რომ კვების კუთხითაც უფრო მეტად ჩვენი რეკომენდაციები გაითვალისწინოს”, – განაცხადა ჩხაიძემ.

მსუბუქი ავტომანქანებისათვის რიკოთზე გადაადგილების საათები იზარდება

default

რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი 17 ივნისიდან იცვლება.

ახალი რეჟიმის მიხედვით, 17 ივნისის დილის 6 საათიდან, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე (სურამის კვანძიდან ზესტაფონამდე) მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის გადაადგილების პერიოდი 3 საათით გაიზრდება, კერძოდ:

მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი იმოძრავებს 06:00 საათიდან 21:00 საათამდე. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი, დაშვებული იქნება ორმხრივად, 23:00 საათიდან 05:00 საათამდე.

ამასთან, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე კვლავ გაგრძელდება 24 საათიანი მონიტორინგი.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს.

სპეციალური რეჟიმი რიკოთის საავტომობილო გზაზე აპრილიდან მოქმედებს.

გუდიაშვილისა და არჩილ ჯორჯაძის ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

დაგეგმილი სატელევიზიო გადაღებების გამო, 17 ივნისს ლადო გუდიაშვილისა და არჩილ ჯორჯაძის ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

06:00-დან 11:00 საათამდე ჩაიკეტება ლადო გუდიაშვილის ქუჩა, კერძოდ, არჩილ ჯორჯაძისა და ანტონ ფურცელაძის ქუჩებს შორის არსებული საგზაო მონაკვეთი, ხოლო 07:00-დან 08:00 საათამდე მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება არჩილ ჯორჯაძის ქუჩაზეც.

შეზღუდვის პერიოდში ტრანსპორტი შოთა რუსთაველის გამზირიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებს ანტონ ფურცელაძის ქუჩის გამოყენებით. რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით კი მძღოლები იმოძრავებენ გია ჭანტურიას ქუჩის  გავლით.

“პუტინს შესაძლოა, ძალაუფლების შენარჩუნება გაუჭირდეს, თუ უკრაინაში ომი რუსეთს აიძულებს, უარი თქვას სამხედრო აგრესიაზე”

ვლადიმერ პუტინს შესაძლოა, ძალაუფლების შენარჩუნება გაუჭირდეს, თუ უკრაინაში ომი რუსეთს აიძულებს, უარი თქვას სამხედრო აგრესიაზე და დაეთანხმოს ევროპასთან სამშვიდობო შეთანხმებას, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მე მსურს რუსეთი, რომელიც აღიარებს, რომ ევროპასთან მისი ურთიერთობები დაფუძნებული უნდა იყოს შეთანხმებაზე და ერთგვარ კონსენსუსზე. მჯერა, ეს ომი მიღწევადს გახდის ამას, თუ ის სათანადოდ დამთავრდება“, – განაცხადა ჰენრი კისინჯერმა.

კითხვას, შეძლებდა თუ არა პუტინი დარჩენას ხელისუფლებაში, თუ ომი ამ პირობებით დამთავრდებოდა, კისინჯერმა უპასუხა, რომ ეს წარმოუდგენელია.

ამასთან, დიპლომატმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინა გამოვიდეს ომიდან, როგორც ძლიერი დემოკრატია და სასურველია, თავიდან აიცილოს „რუსეთის დაშლა ან რუსეთის დაქვეითება შეურაცხმყოფელ იმპოტენციამდე“, რაც ახალი დაძაბულობის გაღვივების რისკებს აჩენს. კისინჯერმა პუტინი დაახასიათა, როგორც „დოსტოევსკის ტიპის ფიგურა, რომელიც გარემოცულია ამბივალენტურობითა და შეუსრულებელი მისწრაფებებით, რომელსაც შეეძლო მართვა, როგორც ლიდერს და „ზედმეტად“ გამოიყენა ძალაუფლება უკრაინასთან მიმართებით.

„ევროპა გახდება უფრო სტაბილური, მსოფლიო გახდება უფრო სტაბილური, როდესაც რუსეთი მიიღებს იმ ფაქტს, რომ მას არ შეუძლია, დაიპყროს ევროპა, მაგრამ ის უნდა დარჩეს ევროპის ნაწილად გარკვეული კონსენსუსით, როგორც ამას სხვა სახელმწიფოები აკეთებენ“, – განაცხადა ჰენრი კისინჯერმა.

“საქართველო მტკიცედ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკური და დიპლომატიური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით”

საქართველო მტკიცედ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკური და დიპლომატიური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინისადმი საქართველოს სოლიდარობა სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში მრავალგზის გამოიხატა და საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციების და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს აჭარბებს.

„უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველო მტკიცედ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური და დიპლომატიური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით. უკრაინისადმი საქართველოს სოლიდარობა საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში მტკიცე პოზიციებით, რეზოლუციების თანაავტორობით, თანასპონსორობის, თუ განცხადებებზე მიერთების გზით გამოიხატება. საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციების და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს აჭარბებს,“ – განაცხადა მინისტრმა

მინისტრის თქმით, საქართველოში მყოფ 20 000-ზე მეტ უკრაინელს გაეწია დახმარება სხვადასხვა სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით. მისი თქმით, დამატებით, ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისთვის, ამ დრომდე, განხორციელდა საქართველოში დასვენება-რეაბილიტაციის ხუთი პროექტი.

“რიჟვაძეს დაუბრუნებია სააკაშვილი პოლიტიკაში… თორნიკე, რა ქენი ეს?” – მდინარაძე

რიჟვაძეს დაუბრუნებია სააკაშვილი პოლიტიკაში. თორნიკე, რა ქენი ეს – ჯერ ფიზიკურად რომ დაბრუნდა სააკაშვილი, რა ქნა და ახლა პოლიტიკურად რომ დაბრუნდება, მერე რას იზამს, ვის დაკარგვია? თუ დაბრუნდება, საჩუქარი იქნება ჩვენთვის, – ასე ეხმიანება ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ქართულ პოლიტიკაში აქტიურად დაბრუნების თაობაზე.

მისივე თქმით, სააკაშვილი რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს, ჯერ საქართველოს მოქალაქეობა უნდა მიიღოს, რასაც თავისი პროცედურები აქვს და “კრიტერიუმებს თუ დააკმაყოფილებს – გამოცდები და მთელი ამბავია”.

“ქართულ პოლიტიკაში რომ დაბრუნდეს სააკაშვილი, საჭიროა მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქართულ პოლიტიკაში ვერ ჩაერევა. ამიტომ ჯერ უნდა თქვას, საქართველოს მოქალაქეობას მივიღებო, რომელზეც უარი ვთქვიო. ამის შემდეგ შეიძლება სერიოზულად აღვიქვათ. ჯერ უნდა მოითხოვოს მოქალაქეობა შესაბამისი კრიტერიუმებით და ახლა ეს არის წმინდა წყლის მდარე “ფეიკ პიარი”, სად ბრუნდება, როგორ ბრუნდება, ჯერ ფიზიკურად რომ დაბრუნდა, რა ქნა, ახლა პოლიტიკურად რომ დაბრუნდება, მერე რას იზამს, ვის დაკარგვია? დამნაშავეა სისხლის სამართლის და “ქართულ ოცნებას” მხოლოდ და მხოლოდ გამოადგება, თუ დაბრუნდება, საჩუქარი იქნება, რადგან რამდენჯერაც დაინახავს ქართველი ადამიანი სააკაშვილს, სიმბოლოა ეს კაცი ბოროტების და მიხვდება, როგორ უნდა განასხვაოს ბოროტი და კეთილი, ბნელი და ნათელი,”- განაცხადა მდინარაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ბრუნდება. მისივე თქმით, “ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი აჭარის უზენაეს საბჭოში”.

“საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად,” – აღნიშნავს სააკაშვილი.

“სად ბრუნდება?! როგორ ბრუნდება?! ფიზიკურად რომ დაბრუნდა რა ქნა?!”-მდინარაძე სააკაშვილზე

სად ბრუნდება?! როგორ ბრუნდება?! ფიზიკურად რომ დაბრუნდა რა ქნა?! ახლა პოლიტიკურად რომ დაბრუნდება მერე რას იზამს?! ვის დაჰკარგვია?!, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება მხოლოდ წაადგება.

„იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდეს, მან საქართველოს მოქალაქეობა უნდა მიიღოს. უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პოლიტიკაში ვერ ჩაერევა. შესაბამისად, ჯერ საქართველოს მოქალაქეობა უნდა მოითხოვოს შესაბამისი კრიტერიუმებით და ამის შემდეგ შეიძლება სერიოზულად აღვიქვათ. ახლა წმინდა წყლის მდარე ფეიკ პიარია. სად ბრუნდება? როგორ ბრუნდება? ფიზიკურად რომ დაბრუნდა რა ქნა?! ახლა პოლიტიკურად რომ დაბრუნდება მერე რას იზამს?! ვის დაჰკარგვია?! დამნაშავეა სისხლის სამართლის და გულწრფელად გეტყვით, „ქართული ოცნებისთვის“ მისი დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში საჩუქარი იქნება და ძალიან გამოადგება იმიტომ, რომ რამდენჯერ ქართველი ადამიანი მიხეილ სააკაშვილს დაინახავს, ეს კაცი ბოროტების სიმბოლოა და მიხვდება როგორ უნდა განასხვაოს ბოროტი და კეთილი, ბნელი და ნათელი“, – აღნიშნა მდინარაძემ.

საქართველოს  ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ბრუნდება. მისივე თქმით, “ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი აჭარის უზენაეს საბჭოში”.

“საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად,” – აღნიშნავს სააკაშვილი.