“ვმუშაობთ ნატო-უკრაინის ახალი საბჭოს შექმნაზე, სადაც უკრაინა იქნება ნატოს წევრი სახელმწიფოების თანაბარი”-სტოლტენბერგი

101
spot_img

ვმუშაობთ ნატო- უკრაინის ახალი საბჭოს შექმნაზე, სადაც უკრაინა იქნება ნატოს წევრი სახელმწიფოების თანაბარი და სადაც გაიმართება კონსულტაციები საერთო უსაფრთხოების საკითხებზე, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ნატო-უკრაინის ახალი საბჭოს პირველი შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკის მონაწილეობით გავმართოთ ვილნიუსში. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ბოლო ათწლეულში უკრაინა დაუახლოვდა ნატოს და ვთანხმდებით, რომ ნატოს კარი ღიაა და უკრაინა გახდება ნატოს წევრი. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინამ და ალიანსის წევრებმა უნდა მიიღონ.

რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება. ჩვენ არ ვიცით, თუ როდის დასრულდება ომი, მაგრამ როცა დასრულდება საჭიროა გვქონდეს ჩარჩო , რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის მომავალ უსაფრთხოებას და გამორიცხავს ისტორიის განმეორებას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.