„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური” – ზურაბ ჩხაიძე

103
spot_img

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ყოფილი პრეზიდენტი ბევრად აქტიურია და მისი განწყობაც უკეთესია.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებელი და სუნთქვის პარამეტრები სტაბილურია, ზოგადად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუმჯობესებული. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი ამდენი ხნის მცდელობის შედეგი სახეზეა. მიუხედავად, ჩვენი მისამართით გაჟღერებული ბევრი არასამართლიანი კრიტიკისა, თუ თავდასხმებისა. ეს დღეები ვხედავთ, რომ მისი მდგომარეობა არის გაუმჯობესებული, თვითონაც ბევრად უფრო აქტიურია და მისი განწყობაც უკეთესია. რაც შეეხება კვების საკითხს, პირველივე დღიდან კვების პრობლემა იყო და შემიძლია ვთქვა, რომ ეს ისევ და ისევ გრძელდება. ის დიეტა, რომელზეც პაციენტი იმყოფება კვლავ აგრძელებს, მაგრამ ეს არის ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც სასიცოცხლო ფუნქციებისთვის, თუნდაც გასაუმჯობესებლად აუცილებელია. ამდენად, მისი მაჩვენებლებიც შენარჩუნებულია, როგორც სტაბილური. კვება სამკურნალო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და სწორედ, ამიტომ ვისურვებდით, რომ კვების კუთხითაც უფრო მეტად ჩვენი რეკომენდაციები გაითვალისწინოს”, – განაცხადა ჩხაიძემ.