Home Blog Page 1266

,,მარხვა არის საუკეთესო საშუალება ვნებების დამარცხებისა და ბოროტ სულებთან ბრძოლისთვის”- მეუფე შიო

მარხვა არის საუკეთესო საშუალება ვნებების დამარცხებისა და ბოროტ სულებთან ბრძოლისთვის… მარხვისგან მოთოკილი და დამორჩილებული სხეული სულს ანიჭებს თავისუფლებას, ძალას, სიწმინდეს, სიფხიზლეს და სინატიფეს, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დიდმარხვის პირველი კვირის სამშაბათს, ქადაგებისას განაცხადა.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს – დიდი მარხვის პირველი კვირის სამშაბათს.

თქვენ გახსოვთ, რომ უფალ იესო ქრისტეს არაერთგზის უსაუბრია თავის მოწაფეებთან მარხვის მნიშვნელობაზე. ერთხელ მასთან მივიდა ერთი კაცი, მიუყვანა თავისი ეშმაკეული შვილი და სთხოვა უფალს მისი განკურნება. თავდაპირველად მან იგი მიიყვანა მოციქულებთან, რომლებმაც ვერ განკურნეს ის. ამიტომ შემდეგ მიდის უფალთან, დაუჩოქებს და სთხოვს მის განკურნებას. უფალი ეტყვის: „თუ შეგიძლია, რომ ირწმუნო, ყველაფერი შესაძლებელია მორწმუნისთვის“. ეს ადამიანი უპასუხებს: „მწამს, უფალო, შეეწიე ჩემს ურწმუნოებას“. უფალი დიდ სასწაულს მოახდენს და ამ ბიჭს კურნავს. შემდეგ მოციქულები ეკითხებიან მაცხოვარს, ჩვენ რატომ ვერ შევძელით მისი განკურნებაო. უფალი მიუგებს, რომ ეს მოდგმა განიდევნება მხოლოდ მარხვით და ლოცვით.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ სიტყვებიდან ჩანს, რა ძალა აქვს მარხვას და ლოცვას. თავად უფალ იესო ქრისტეს სწავლებაა ასეთი. რას ნიშნავს ეს სიტყვები, რომ ,,მხოლოდ მარხვით და ლოცვით განიდევნება ეს მოდგმა”? ეს იმას ნიშნავს, რომ ბოროტი სულების დამარცხება და განდევნა შეიძლება მხოლოდ მათთან შებრძოლებით, წინააღმდეგობის გაწევით, იმით, რომ არ მივიღოთ მათგან ნაკარნახევი აზრები, არ შევასრულოთ მათი ნება; მაგრამ ამისთვის საჭიროა, გვქონდეს თავშეკავება, რათა ამას მივაღწიოთ. ამ ყველაფერს ადამიანი ვერ აღწევს მხოლოდ თავისი ძალებით, ღმერთის შეწევნის გარეშე. ამიტომ საჭიროა ლოცვაც, რომ უფალს ვევედროთ, შეგვეწიოს ბოროტ სულებთან ბრძოლაში და ასევე საჭიროა, ვიმარხულოთ, იმიტომ რომ მარხვა არის საუკეთესო საშუალება ვნებების დამარცხებისა და ბოროტ სულებთან ბრძოლისთვის. აი, ამიტომ ამბობს უფალი, რომ ,,ეს მოდგმა განიდევნება მხოლოდ მარხვით და ლოცვით”.

მარხვის ასეთი ზემოქმედების მიზეზი ბოროტ სულებზე მდგომარეობს იმაში, რომ მარხვისგან მოთოკილი და დამორჩილებული სხეული სულს ანიჭებს განსაკუთრებულ თვისებებს, ანიჭებს თავისუფლებას, ძალას, სიწმინდეს, სიფხიზლეს და სინატიფეს. მხოლოდ ამ თვისებების მქონე სულს შეუძლია, შეეწინააღმდეგოს უხილავ მტერს, განეშოროს ამსოფლიურ საზრუნავებს, ზეცისა და ღმერთთან კავშირისკენ მიისწრაფოდეს. ამიტომ ბრძანებს წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველი ასეთ სიტყვებს: „რაჟამს იგინი მაჭირვებდიან მე, მარხვითა დავიმდაბლე სული ჩემი და ლოცვა ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცეს“.

მაგრამ, ძვირფასო ძმებო და დებო, მარხვასა და ლოცვას დიდი შრომა სჭირდება, ეს მთელი ცხოვრების ღვაწლი უნდა იყოს. მოგეხსენებათ, ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და ღირებული არ მიიღწევა შრომისა და თავგანწირვის გარეშე, მით უმეტეს, შეუძლებელია ღვაწლის გარეშე სულის გადარჩენაც. ღმერთმა შრომა გვიკურთხა ჩვენ, ადამიანებს. ამიტომ როდესაც გონივრულად ვშრომობთ, ღმერთი ყოველთვის გვეხმარება და წარმატებით ასრულებს ჩვენს ყოველივე კეთილ წამოწყებას.

ასე რომ, შეგვეწიოს უფალი ამ წმინდა და დიდი მარხვის დღეებში, შეგვეწიოს ჩვენს სინანულში, ჩვენი მარხვისა და ლოცვის საქმეში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. კურთხევა უფლისა თქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“, – განაცხადა მეუფე შიომ.

,,გვარამია და მელია დიდი ბიჭები არიან… ახალ პარტიებს 5%-იანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ” – სააკასვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიასა და „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას პოლიტიკურ ერთობას გამოეხმაურა.

სააკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ გვარამიამ და მელიამ რისკები კარგად გათვალეს.

„ნიკა გვარამია, ისევე როგორც ნიკა მელია ჩემი მეგობრები არიან. მე და ნიკა გვარამიას ბევრი სხვა საერთო თემა გვაქვს, პარტიების გარდა. ისინი დიდი ბიჭები არიან და იმედია, ყველა რისკი კარგად გათვალეს. ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „ფორმულასთან“ საუბარში.

ამასთანავე, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ „ყველაზე დიდი რისკი, რომელიც ახლავს ახალი პარტიების წარმოქმნას არის ის, რომ არ დაიკარგოს ხმები, განსაკუთრებით მაღალი გამოცხადების პირობებში“.

„5%-იანი ბარიერის გადალახვა მათ ძალიან გაუჭირდებათ“, – დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

20 მარტი: გაზაფხულის ბუნიობა, ანუ დღეღამტოლობა – წელიწადის უმნიშვნელოვანესი დღე

2024 წლის 20 მარტს გაზაფხულის ბუნიობაა და როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს განსაკუთრებული ენერგია აქვს.

 

20 მარტს დღისა და ღამის ხანგრძლივობა ტოლია და უძველესი დროიდან, ბუნიობას ადამიანები განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ. ეს დღე გაზაფხულის შემოსვლასთან, ბუნების გამოღვიძებასა და ოჯახში სიახლეებისა და წარმატების შესვლასთან ასოცირდებოდა. რა უნდა გააკეთოთ გაზაფხულის ბუნიობის დღეს, რომ წარმატებას მაღწიოთ?

 

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღისთვის მნიშვნელოვანია, გარემო, სახლი საფუძვლიანად დაასუფთაოთ და გატეხილ, მოძველებულ, გამოუყენებელ ნივთებს საბოლოოდ დაემშვიდობოთ და სახლიდან გაიტანოთ. ითვლება, რომ ამ გზით, დაგროვილ ნეგატიურ ემოციებსა და ამბებსაც ნაგავს გაატანთ.

გააღეთ ფანჯრები და სახლში სუფთა ჰაერი, განახლებული ენერგია შეუშვით. დილით შხაპი მიიღეთ – ითვლება, რომ ამ გზით წყალს ნეგატიურ ემოციებს გაატანთ და უიღბლობისაგან გათავისუფლდებით. დარგეთ მცენარეები, იყიდეთ ყვავილები და სახლში ლარნაკში მოათავსეთ – ამ გზით ახალ ენერგიას კარს გაუღებთ და სამომავლოდ უფრო დიდ მოტივაციას იგრძნობთ. გაზაფხულის ბუნიობა შესანიშნავი დღეა, რომ ადამიანებს წყენა აპატიოთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და კეთილგანწყობა.

 

დადებითი ენერგია უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ. ასევე, ასტროლოგები გირჩევენ, რომ გაზაფხულის ბუნიობის დღეს მწვანე, ლურჯი, ან ვარდისფერი სამოსი ჩაიცვათ – ისინი პოზიტიურ ენერგიას იზიდავენ.

 

რა არ უნდა გააკეთოთ გაზაფხულის ბუნიობის დღეს?

შეეცადეთ, ამ დღეს არავის ეჩხუბოთ და ნეგატიური ემოციები არ გამოხატოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ნეგატიური ემოციები წარმატებას შეაფერხებს და თქვენს ჯანმრთელობასაც ზიანს მიაყენებს.

სახლში გადაუყრელი ნაგავი არ დატოვოთ. ის სიღარიბესა და პრობლემებს მოიზიდავს.

ამ დღეს გვიანობამდე ძილს ნუ გადაწყვეტთ. შეეცადეთ, ადრე ადგეთ. არ ისესხოთ ფული – წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მომავალში ფინანსური პრობლემები შეგექმნათ.

20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მშვიდი და წარმატებული დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, აუჩქარებლად იმუშაოთ და ახალი ადამიანები გაიცნოთ. შესაძლოა, სწორედ ერთ-ერთი ახლად გაცნობილი ადამიანისგან ძალიან მოგებიანი შეთავაზება მიიღოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა განწყობას აგიმაღლებთ. მთავარია, მათთვის მხარდაჭერისა და სიყვარულის სიტყვების თქმა არ დაგეზაროთ.

კურო

ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება საშუალებას გაძლევთ, რომ სარისკო საქმიანობაში ჩაერთოთ და სასურველ შედეგს მიაღწიოთ. კოლეგებთან ურთიერთობისას მოერიდეთ უხეშობას და კატეგორიულობას. გახსოვდეთ, რომ საქმეს, რომლის დაწყებასაც გეგმავთ, მათი დახმარების გარეშე ვერ გაუმკლავდებით. ეცადეთ, კომპრომისები მოძებნოთ და ოპონენტებს მათთვის მისაღები ვარიანტები შესთავაზოთ.

ტყუპები

ყურადღება მიაქციეთ თქვენი დღის რეჟიმს, მოაწესრიგეთ სამუშაო მაგიდა და საქმიანი ქაღალდები. კარგი დღეა ახალი ადამიანების გაცნობის და საქმიანი კავშირების დამყარებისთვის. პროფესიონალურ თემებზე საუბრის ნუ შეგეშინდებათ, შეგიძლიათ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოთ. ეცადეთ, სერიოზული თანამოსაუბრე წვრილმანებზე საუბრით არ დააფრთხოთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, საკუთარ თავს დილიდან დადებითი განწყობა შეუქმნათ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს კარიერული წინსვლა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული. სავარაუდოდ, ახლობელ ადამიანს პრობლემების მოგვარებაში თქვენი დახმარება დასჭირდება და იმედს არ გაუცრუებთ. ეცადეთ, ვარჯიშისთვის დრო გამონახოთ ან სუფთა ჰაერზე მაინც გაისეირნოთ.

ლომი

ეცადეთ, ამ დღეს ნებისმიერ საქმეში შემოქმედებითი უნარი და მდიდარი ფანტაზია გამოავლინოთ. ამ გზით თქვენ გავლენიანი ადამიანების ყურადღებას მიიპყრობთ და დაწყებულ საქმეს თქვენთვის სასურველი შედეგით დაასრულებთ. თუ დახმარება გჭირდებათ, ამის შესახებ პირდაპირ და გასაგებად უნდა თქვათ – კოლეგებმა შეიძლება თქვენი ქარაგმული ნათქვამი და მინიშნებები ვერ გაიგონ.

ქალწული

თუ შესაძლებელია, მოლაპარაკებები და დისკუსიები სხვა დროისთვის გადადეთ. ამ დღეს სასურველი შედეგის მისაღწევად მშვიდ გარემოში, განმარტოებით მუშაობა გჭირდებათ. პროფესიული უნარები და მოხერხებულობა დაგეხმარებათ, ურთულესი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი იპოვოთ. მთავარია, დრო დაზოგვის მიზნით უსარგებლო კომუნიკაციას მოერიდოთ.

სასწორი

ამ დღეს შეიძლება თქვენი თანამოაზრეების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდოს და მეტიც – დახმარება ისეთი ადამიანისგან მიიღოთ, ვისგანაც არ ელოდით. წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ და ეცადეთ, დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ. ნებისმიერი კომუნიკაციის დროს სიმშვიდე შეინარჩუნეთ, თუნდაც თანამოსაუბრე ძალიან გაღიზიანებდეთ. სავარაუდოდ, საღამოს თავს შეგახსენებენ ის ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ.

მორიელი

შეიძლება დაძაბული სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ნუ დაიბნევით, დროა თქვენი დიპლომატიური უნარები და ცოტაოდენი ეშმაკობა გამოავლინოთ. მოერიდეთ სადავო თემებზე საუბარს, ოპონენტები ქათინაურებით გაანებივრეთ და კომპრომისული გადაწყვეტილება შესთავაზეთ. ამ დღეს მცირე, თითქმის უმნიშვნელო პრობლემები თქვენს საქმეებზე უდიდეს გავლენას მოახდენს, ამიტომ მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ.

მშვილდოსანი

ენერგიით და მოქმედების სურვილით სავსე ხართ. ეცადეთ, შესაძლებლობით ისარგებლოთ და ყველა რთული თუ უსიამოვნო საკითხი მოაგვაროთ, რომელსაც გამუდმებით სამომავლოდ ინახავდით. საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ – თუნდაც პატარა საჩუქრით გაახაროთ. ეს თქვენს ურთიერთობას გააძლიერებს და სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

სავარაუდოდ, ამ დღეს ბევრი სამუშაო გექნებათ, მაგრამ ეცადეთ, არ გადაიღალოთ. ყველა საქმის ერთდროულად კეთება, შედეგის ნაცვლად, შეცდომებს გამოიწვევს, ამიტომ სამუშაო ნაწილ-ნაწილ უნდა დაასრულოთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, რომელსაც გრძელი ზამთრისა და ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ გაძლიერება სჭირდება.

მერწყული

გირჩევთ, დილას სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და იმაზე მეტის გაკეთებას არ ეცადოთ, ვიდრე შეგიძლიათ. ამ დღეს თქვენი ინტუიცია ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს, ამიტომ შეგიძლიათ გადაწყვეტილებები სწრაფად და უყოყმანოდ მიიღოთ. ნუ ენდობით სხვებს – გადაწყვეტებს მიღებამდე ყველა ინფორმაცია თავად უნდა გადაამოწმოთ.

თევზები

ამ დღეს უმჯობესია ურთიერთობები შეზღუდოთ და ძვირფასი დრო უსარგებლო საუბრებზე არ დაკარგოთ. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ფრთხილად იმოქმედეთ და წესები არ დაარღვიოთ. გუნდური მუშაობა ეფექტური იქნება – პრობლემების ოპტიმალურად გადაჭრას და სასურველი შედეგების მიღებას შეძლებთ.

,,ისრაელის მიერ ღაზის სექტორისთვის დახმარების მიწოდებაზე შეზღუდვის დაწესება ომის დანაშაული შეიძლება იყოს”- ვოლკერ ტურკ

ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ღაზის სექტორისთვის დახმარების მიწოდებაზე შეზღუდვის დაწესება შიმშილთან დაკავშირებული ომის დანაშაული შეიძლება იყოს.

“ისრაელის მიერ ღაზაში დახმარების მიწოდებაზე შეზღუდვების დაწესების მასშტაბი, ისევე როგორც ის, თუ როგორ აგრძელებს [ისრაელი] საომარი მოქმედებების წარმოებას, შეიძლება შეადგენდეს შიმშილის გამოყენებას, როგორც ომის მეთოდს, რაც ომის დანაშაულია”, – აღნიშნა ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა.

კანადა უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად 40 მილიონ დოლარს გამოყოფს

კანადა 40 მილიონ კანადურ დოლარს გამოყოფს ჩეხეთის ინიციატივისთვის, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენას, – ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა განაცხადა.

„ომის დაწყების შემდეგ კანადამ გამოყო 4 მილიარდი კანადური დოლარი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის, მათ შორის ჰაუბიცები, ტანკები და ჯავშანტექნიკა“, – ნათქვამია კანადის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველის თქმით, ჩეხეთის ინიციატივამ 18 ქვეყნის კონტრიბუციით უზრუნველყო საკმარისი დაფინანსება უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად.

,,უკრაინა ევროკავშირის კლუბში გასაწევრიანებლად ემზადება, მაგრამ ბრიუსელს ამაზე საუბარი არ სურს”- POLITICO

Ukraine's President Volodymyr Zelenskiy, European Commission President Ursula von der Leyen and European Council President Charles Michel pose for a picture during a European Union (EU) summit, as Russia's attack on Ukraine continues, in Kyiv, Ukraine February 3, 2023. Ukrainian Presidential Press Service/Handout via REUTERS/File Photo

რა უფრო მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის: უკრაინის ბლოკში გაწევრიანება თუ ევროპელი ფერმერები? – წერს ამერიკული გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით უკრაინა ევროკავშირის კლუბში გასაწევრიანებლად ემზადება, მაგრამ ბრიუსელს არ სურს ამაზე საუბარი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირს არ სურს ბევრი რამ საჯაროდ თქვას ახალი წევრების მიღების შესახებ გაბრაზებული ევროპელი ფერმერების ფონზე, რომლებიც ზოგჯერ ძალადობრივ საპროტესტო აქციებს მართავენ.

ევროპელი ფერმერები აცხადებენ, რომ წაგებულ ბრძოლაში ჩარჩნენ იაფ იმპორტთან კონკურენციაში, რომელთა უმეტესობა უკრაინიდან მოდის. ისინი ასევე ამბობენ, რომ მათ აწუხებთ საწვავის ნორმაზე მაღალი ხარჯები და ასევე ბრიუსელის გარემოსდაცვითი რეგულაციები.

ორშაბათს ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინის სოფლის მეურნეობის გაყიდვებზე შეზღუდვების დაწესებაზე.

ამავდროულად, ევროპელმა ლიდერებმა გაფართოებაზე საუბრები მინიმუმამდე დაიყვანეს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ევროპარლამენტში არჩევნებამდე სულ რაღაც სამი თვე დარჩა.

„ვიყოთ გულახდილები: არავის სურს ამ [გაფართოებაზე] საუბარი ევროპის არჩევნებამდე“, – თქვა ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

  ,,ეს უკვე ძალიან სასაცილოა, სატირალი, რომ არ იყოს!”- ლევან ნიკოლეიშვილი

ეს უკვე ძალიან სასაცილოა, სატირალი, რომ არ იყოს ! აშშ-ს საელჩოს თითქოსდა ვიღაც თანამშრომელი, რომელსაც არავითარ დიპლომატიური რანგი არ გააჩნია და ჩვეულებრივი დაქირავებულია, რაღაც პოლიტიკური ხასიათის განცხადებას აკეთებს, განცხადებასაც გააჩნია „მოსამართლეების კეთილსინდისიერების გადამოწმებას ითხოვს!“ – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.!

მისი განცხადებით, გიორგი ბურჯანაძემ სახალხო დამცველის მოადგილედ მუშაობისას, საზოგადოებას თავი უცხოელების წინაშე ცალ ფეხზე ხტუნვის მონური სურვილით დაამახსოვრა.

“ეს უკვე ძალიან სასაცილოა, სატირალი, რომ არ იყოს ! აშშ-ს საელჩოს თითქოსდა ვიღაც თანამშრომელი, რომელსაც არავითარი დიპლომატიური რანგი არ გააჩნია და ჩვეულებრივი დაქირავებულია, რაღაც პოლიტიკური ხასიათის განცხადებას აკეთებს, განცხადებასაც გააჩნია „მოსამართლეების კეთილსინდისიერების გადამოწმებას ითხოვს!“ ერთი შეხედვით ყველა მოქალაქეს აქვს უფლება თვისი(!) აზრი გამოთქვას, მეორე მხრივ კი აქ ცოტა არ იყოს და სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე: გიორგი ბურჯანაძე სახალხო დამცველის, უფრო სწორედ სააკაშვილის დამცველის ნინო ლომჯარიას ყოფილ მოადგილე გახლავთ, რომელმაც თავი უცხოელების წინაშე ცალ ფეხზე ხტუნვის მონური სურვილით დაგვამახსოვრა! როგორც ჩანს გიორგი ბურჯანაძეს, დამსახურება (იმედია ვინმე არ იკითხავს რა დამსახურება აქვსო!) დაუფასეს და აშშ-ს საელჩოში გამოუნახეს თბილი ადგილი, შესაბამისად მაღალი ანაზღაურებით, ოღონდ კლერკად. ცხადია დიპლომატიურ თანამდებობაზე მას არავინ დაასაქმებდა, მიუხედავად მონური სულისკვეთებისა ის არ გახლავთ ამერიკის მოქალაქე, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით (მომავალში ალბათ ფიქრობს ამაზე-რაღაცას მოიფიქრებს ან პოლიტიკურ დევნას ან სულაც ლგბტ თემის მხარდაჭერის გამო შევიწროებას, მოკლედ რამეს მოიფიქრებს). საელჩოში მომუშავე კლერკს პოლიტიკური ხასიათის განცხადების გაკეთება წესით აკრძალული უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ მას ეს განცხადება დაავალეს და შემდგომშიც გარკვეული სახის მხარდაჭერასაც დაჰპირდნენ. შეჯამებისთვის კი აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ასეთ ცალ ფეხზე მოხტუნავეს გამბედაობას დაუსჯელების აღქმა აძლევს, თორემ რეალურად არც ისე ბრიყვია. სამწუხაროდ, არ დასჯილან და პასუხი არავის არ მოუთხოვია, საქართველოში არეულობის მოწყობის და მცდელობის ორგანიზატორებისათვის, კრიმინალ სააკაშვილზე მომაკვდავისა თუ ნაწამების დიაგნოზის დამწერებისთვის (მეტი თაღლითობა რა არის ნეტავ?), ტექნიკური მთავრობის მომთხოვნი ჟურნალისტებისა თუ არასამთავროებისათვის, ანტი სახელისუფლებო აქციებზე სტუდენტების ორგანიზებულად გამომყვანი რექტორებისთვის, სახელმწიფო უწყებებში და სამინისტროებში ჯერ კიდევ კარგადა მოკალათებულ ნაც-რადიკალებისა თუ მათი გულმხურვალე მხარდამჭერებისათვის. გამოსავალი მარტივია, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს სუვერენიტეტის, მშვიდობის მოწინააღმდეგეების, ომის პროპაგანდისტების, ისტორიის, კულტურის, ტრადიციული რელიგიების მოძულეებისა, ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების მოწინააღმდეგეებისა და სხვა სახის მავნებლებისგან ქართული პოლიტიკის, საჯარო სამსახურებისა და უმაღლესი სასწავლებლების გაწმენდა, ცხადია კანონის ფარგლებში! კოლექტიურმა ბურჯანაძეებმა ცალ ფეხზე შეიძლება მაინც იხტუნონ, ოღონდ ჩუმად, მაგრამ ვინმეს კეთილსინდისიერების გადამოწმების მოთხოვნას ნამდვილად ვეღარ გაბედავენ!” – წერს ნიკოლეიშვილი.

,,პუტინის ამბიციებს მხოლოდ საქართველოთი და მოლდოვით არ შემოვფარგლავდი” – კულება

ვლადიმერ პუტინის ამბიციები მხოლოდ საქართველოთი და მოლდოვით არ შემოიფარგლება, მისი გეგმები უფრო შორს მიდის. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მსოფლიოს 65 ქვეყნიდან მედიის 160-ზე მეტ წარმომადგენელთან გამართულ ონლაინ-ბრიფინგზე განაცხადა.

კულებამ 2021 წლის ბოლო რუსეთის მიერ გავრცელებული დოკუმენტი გაიხსენა, რომელშიც მოსკოვი ნატოსგან 1997 წლის საზღვრებამდე დაბრუნებას მოითხოვდა.

“პუტინის ამბიციებს მხოლოდ საქართველოთი და მოლდოვით არ შემოვფარგლავდი. მისი გეგმები გაცილებით შორს მიდის, და ისე შორს წავა, რამდენის უფლებასაც მისცემენ.

სწორედ ამიტომ, ყველაზე ეფექტიანი საშუალება აღვკვეთოთ ვითარება, როდესაც ნატო და ცენტრალური ევროპის ქვეყნები საკუთარ ტერიტორიაზე რუს ჯარისკაცებთან იბრძოლებენ – არის უკრაინის დახმარება რუსეთის დასამარცხებლად ჩვენს ტერიტორიაზე”, – განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, იმისდა გათვალისწინებით, რომ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, მისი ამბიციები უახლოესი მეზობლების საზღვრებს სცდება.

“ის ბევრი სახელმწიფოს საკუთარ საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში ყოფნის უფლებას არ აღიარებს, ამიტომ ცენტრალური აზიის ქვეყნები ასევე უნდა იყვნენ შეშფოთებულნი,” – განაცხადა კულებამ.

“აფერუმ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ს საელჩოს, გიორგი ბურჯანაძეს დაუფასეს პატრიოტიზმი!” – ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს: “აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი გიორგი ბურჯანაძე მოსამართლეების კეთილსინდისიერების გადამოწმებას ითხოვს! ეს ბურჯანაძე ევროსკავშირის კართან ასკინკილით ხტომას და ცალ ფეხზე დგომას გვიქადაგებდა! აფერუმ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ს საელჩოს დაუფასეს პატრიოტიზმი!”

,,ველოდებით, რომ ნატოს საიუბილეო სამიტზე , ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით იქნება განცხადება” – ჩიქოვანი

ჩვენ ველოდებით, რომ [ნატოს საიუბილეო, 75-ე სამიტზე] ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით იქნება განცხადება, ველოდებით იმ შეფასებას, რომ დღეს გვაქვს თანამშრომლობის პოზიტიური და დადებითი დინამიკა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„საქართველოს მართლაც ბევრი სხვადასხვა ინსტრუმენტი აქვს, რომელიც უზრუნველყოფს ურთიერთთავსებადობას, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას; ეს არის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, ნატო-საქართველოს კომისია. არსებობს ყველა საშუალება, იმისთვის რომ მივიდეთ კიდევ უფრო მეტი თანამშრომლობის დონეზე. ვერ გავიხსენებ სამიტს, სადაც საბოლოო კომუნიკეში საქართველოს საკითხზე არ იყო გამახვილებული ყურადღება. ჩვენ ველოდებით, რომ [ნატოს საიუბილეო, 75-ე სამიტზე] ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით იქნება განცხადება, ველოდებით იმ შეფასებას, რომ დღეს გვაქვს თანამშრომლობის პოზიტიური და დადებითი დინამიკა“, – განაცხადა მინისტრმა.

,,ვეტოს გამოყენებით მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და დაშლის ოპერაცია”- ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის შეფასებით, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტოს გამოყენებით რეალურად მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და დაშლის ოპერაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, პრეზიდენტად წოდებული ზურაბიშვილის ხელით.

„როდესაც ოპოზიციას არ აქვს ხალხის ნდობა და როდესაც არ გაქვს იმედი არჩევნებში გამარჯვების, ან სათანადო მხარდაჭერის მოპოვების, რა თქმა უნდა ცდილობ გადადგა რადიკალური ნაბიჯები. ეს რადიკალური ნაბიჯები არის სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიზანმიმართულად შეტევა და დასუსტება. ეს დღეს ვიხილეთ. ეს არის მორიგი გამოვლინება ვეტოს მეშვეობით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვის მიმდინარეობისას.

მისი თქმით, დღეს ოპოზიცია საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ცესკოს თავმჯდომარე 2/3 ან 3/5-ით უნდა იყოს არჩეული და ეს მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ მათ აერჩიათ ცესკოს თავმჯდომარე, ან ვინმეს ფიქრად გაევლო, რომ ცესკოს თავმჯდომარე არალეგიტიმურია, რადგან აირჩევა უმრავლესობით.

„ხალხი უმრავლესობით ირჩევდა ცესკოს თავმჯდომარეს და ახლა, ოპოზიციაში ყოფნის დროს, გაუჩნდათ აზრი, რომ ეს არ ვარგა და შევცვალოთო. იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაზე გვეუბნებიან, რომ კვალიფიციური უმრავლესობით უნდა აირჩიოთო. მოსამართლეების არჩევის საკითხი როდესაც იდგა უზენაეს სასამართლოში, გვეუბნებოდნენ, რომ არ აგვერჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი უნდა იყოს არჩეული კვალიფიციური უმრავლესობითო. ბოლოს იქამდე მივიდნენ, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხი თუ დადგება დღის წესრიგში, ოპოზიციის შიგნით უმრავლესობის მხარდაჭერა თუ არ ექნება ამ საკითხს, მაშინ საკითხი გადაწყვეტილად არ იყოს მიჩნეულიო. საბოლოოდ მივდივართ იქამდე, რომ ოპოზიციიდან უნდათ ხელისუფლებაში ყოფნა. ოპოზიციაში არიან, ხალხის მანდატი არ აქვთ, იმედი ხალხის ნდობის და მხარდაჭერის არ აქვთ და იპოვეს გამოსავალი – როგორ შეიძლება ხელისუფლებაში მოსვლა. მაშინ ხელისუფლებაში ყოფნას რა აზრი აქვს, თუკი გადაწყვეტილების მიღების უნარი არ გაქვს?!“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ დასუსტდეს სახელმწიფო ინსტიტუტები, მათდამი საზოგადოების ნდობა შესუსტდეს და შედეგად ხალხი კონფლიქტში მოვიდეს ხელისუფლებასთან, რათა იქნებ ამით მაინც შეძლონ ხელისუფლებაში მოსვლა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრება.

მისივე თქმით, დღეს გამომსვლელების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აღარავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი იმაში, რომ ეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ვეტოა და ამაზე თვით ფაქტები მეტყველებენ და ამას აკეთებენ ქალბატონის სახელით, რომელიც ასოცირდება ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებთან. ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებთან ასოცირება ნიშნავს უპირველესად სახელმწიფოსადმი პატივისცემას. ჩვენ კი ვიხილეთ როგორი დამოკიდებულება და პატივისცემა გამოავლინა მან პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. მან ყველაფერი გააკეთა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ფეხქვეშ გაეთელა, კონსტიტუცია მიზანმიმართულად დაარღვია.

ეს ქალბატონი საბოლოოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადასტურებულია კონსტიტუციის დამრღვევად. დასკვნის გაკეთება მარტივია, პირი, რომელიც ექვსი წლის ვადით არის არჩეული თანამდებობაზე, მოგვიწოდებს პირის ექვსი თვის ვადით არჩევა უფრო სწორია, და ეს ლოგიკაში თუ ჯდება, საზოგადოებამ განსაჯოს. ამ პირმა შეძლო და დაუპირისპირდა ყველა სახელისუფლებო შტოს, ყველა კონსტიტუციურ ორგანოს, ცდილობს დისკრედიტაციას საკონსტიტუციო სასამართლოსი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი, მოსამართლეების. ხოლო იმას, არის თუ არა ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ვეტო, ბევრი ახსნა არ სჭირდება, ამაზე მეტყველებს ფაქტები.

სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია ერთად ერთი იმედით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მას გადაეფარებოდა ფარად და ჩვენ აქ ვიხილეთ დაფიქსირებული შედეგი – რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“ გადაფარება სალომე ზურაბიშვილზე, ის დღეს პრეზიდენტი აღარ იქნებოდა. 

ჩვენი მიზანია ინსტიტუციებმა იმუშაონ გამართულად და რადიკალურ ჯგუფებს არ მივცეთ მათი მოშლის შესაძლებლობას. ჩვენი მიზანია ცესკომ იმუშაოს გამართულად, ისე როგორც ეს ხდება ევროკავშირის ქვეყნებში – თავისი საქმიანობა წარმართოს საერთაშორისო სტანდარტებით, მიუკერძოებლად, გამჭვირვალედ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.