,,ველოდებით, რომ ნატოს საიუბილეო სამიტზე , ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით იქნება განცხადება” – ჩიქოვანი

10
spot_img

ჩვენ ველოდებით, რომ [ნატოს საიუბილეო, 75-ე სამიტზე] ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით იქნება განცხადება, ველოდებით იმ შეფასებას, რომ დღეს გვაქვს თანამშრომლობის პოზიტიური და დადებითი დინამიკა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„საქართველოს მართლაც ბევრი სხვადასხვა ინსტრუმენტი აქვს, რომელიც უზრუნველყოფს ურთიერთთავსებადობას, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას; ეს არის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, ნატო-საქართველოს კომისია. არსებობს ყველა საშუალება, იმისთვის რომ მივიდეთ კიდევ უფრო მეტი თანამშრომლობის დონეზე. ვერ გავიხსენებ სამიტს, სადაც საბოლოო კომუნიკეში საქართველოს საკითხზე არ იყო გამახვილებული ყურადღება. ჩვენ ველოდებით, რომ [ნატოს საიუბილეო, 75-ე სამიტზე] ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით იქნება განცხადება, ველოდებით იმ შეფასებას, რომ დღეს გვაქვს თანამშრომლობის პოზიტიური და დადებითი დინამიკა“, – განაცხადა მინისტრმა.