,,უკრაინა ევროკავშირის კლუბში გასაწევრიანებლად ემზადება, მაგრამ ბრიუსელს ამაზე საუბარი არ სურს”- POLITICO

31
Ukraine's President Volodymyr Zelenskiy, European Commission President Ursula von der Leyen and European Council President Charles Michel pose for a picture during a European Union (EU) summit, as Russia's attack on Ukraine continues, in Kyiv, Ukraine February 3, 2023. Ukrainian Presidential Press Service/Handout via REUTERS/File Photo
spot_img

რა უფრო მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის: უკრაინის ბლოკში გაწევრიანება თუ ევროპელი ფერმერები? – წერს ამერიკული გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით უკრაინა ევროკავშირის კლუბში გასაწევრიანებლად ემზადება, მაგრამ ბრიუსელს არ სურს ამაზე საუბარი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირს არ სურს ბევრი რამ საჯაროდ თქვას ახალი წევრების მიღების შესახებ გაბრაზებული ევროპელი ფერმერების ფონზე, რომლებიც ზოგჯერ ძალადობრივ საპროტესტო აქციებს მართავენ.

ევროპელი ფერმერები აცხადებენ, რომ წაგებულ ბრძოლაში ჩარჩნენ იაფ იმპორტთან კონკურენციაში, რომელთა უმეტესობა უკრაინიდან მოდის. ისინი ასევე ამბობენ, რომ მათ აწუხებთ საწვავის ნორმაზე მაღალი ხარჯები და ასევე ბრიუსელის გარემოსდაცვითი რეგულაციები.

ორშაბათს ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინის სოფლის მეურნეობის გაყიდვებზე შეზღუდვების დაწესებაზე.

ამავდროულად, ევროპელმა ლიდერებმა გაფართოებაზე საუბრები მინიმუმამდე დაიყვანეს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ევროპარლამენტში არჩევნებამდე სულ რაღაც სამი თვე დარჩა.

„ვიყოთ გულახდილები: არავის სურს ამ [გაფართოებაზე] საუბარი ევროპის არჩევნებამდე“, – თქვა ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.