,,პუტინის ამბიციებს მხოლოდ საქართველოთი და მოლდოვით არ შემოვფარგლავდი” – კულება

20
spot_img

ვლადიმერ პუტინის ამბიციები მხოლოდ საქართველოთი და მოლდოვით არ შემოიფარგლება, მისი გეგმები უფრო შორს მიდის. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მსოფლიოს 65 ქვეყნიდან მედიის 160-ზე მეტ წარმომადგენელთან გამართულ ონლაინ-ბრიფინგზე განაცხადა.

კულებამ 2021 წლის ბოლო რუსეთის მიერ გავრცელებული დოკუმენტი გაიხსენა, რომელშიც მოსკოვი ნატოსგან 1997 წლის საზღვრებამდე დაბრუნებას მოითხოვდა.

“პუტინის ამბიციებს მხოლოდ საქართველოთი და მოლდოვით არ შემოვფარგლავდი. მისი გეგმები გაცილებით შორს მიდის, და ისე შორს წავა, რამდენის უფლებასაც მისცემენ.

სწორედ ამიტომ, ყველაზე ეფექტიანი საშუალება აღვკვეთოთ ვითარება, როდესაც ნატო და ცენტრალური ევროპის ქვეყნები საკუთარ ტერიტორიაზე რუს ჯარისკაცებთან იბრძოლებენ – არის უკრაინის დახმარება რუსეთის დასამარცხებლად ჩვენს ტერიტორიაზე”, – განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, იმისდა გათვალისწინებით, რომ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, მისი ამბიციები უახლოესი მეზობლების საზღვრებს სცდება.

“ის ბევრი სახელმწიფოს საკუთარ საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში ყოფნის უფლებას არ აღიარებს, ამიტომ ცენტრალური აზიის ქვეყნები ასევე უნდა იყვნენ შეშფოთებულნი,” – განაცხადა კულებამ.