Home Blog Page 1262

პრემიერობაზე გვარამიას ამბიცია ნიშნავს, რომ მელია და გვარამია ერთმანეთს დაჭამენ, მეტი შედეგი ამას ვერ ექნება -მამუკა მდინარაძე

გვარამია პრემიერად – ეროვნულობის, სამართლიანობის, სიმართლის, კანონის უზენაესობის და ყველა ამ მიმართულებით ახალი ეპოქა და ერა გაიხსნება. თუ არა გვარამია, ამას ვერავინ შეძლებს ამ ქვეყანაში, ასეთ პიარ-კამპანიას შემოგვთავაზებენ, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, პარტია „ახალის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ნიკა გვარამია დასახელდეს.

როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, პრემიერობაზე გვარამიას ამბიცია იმას ნიშნავს, რომ მელია და გვარამია ერთმანეთს დაჭამენ.

„გვარამია პრემიერად – ახალი ეპოქა და ერა გაიხსნება ეროვნულობის, სამართლიანობის, სიმართლის, კანონის უზენაესობის და ყველა ამ მიმართულებით. გვარამიას პრემიერობის დროს შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი, დანარჩენი გამორიცხულია. თუ არა გვარამია, ამას ვერავინ შეძლებს ამ ქვეყანაში, ასეთ პიარ-კამპანიას შემოგვთავაზებენ ისინი. საერთოდ არ ვარ ამ შემთხვევაში ირონიული. რას ნიშნავს გვარამიას რომ ამის ამბიცია აქვს? ეს იმას ნიშნავს, რომ მელია, გვარამია და სხვები დაჭამენ ერთმანეთს, მეტს არაფერს, მეტი შედეგი ამას ვერ ექნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

“რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მარტის დასაწყისიდან 130 რაკეტა, 320-ზე მეტი დრონი და 900-მდე მართვადი საავიაციო ბომბი გამოიყენა” – ზელენსკი

რუსეთის ჯარებმა უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ მარტის დასაწყისიდან სხვადასხვა ტიპის 130 რაკეტა, 320-ზე მეტი „შაჰედის“ დრონი და თითქმის 900 მართვადი საავიაციო ბომბი გამოიყენეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ყოველ დღე და ყოველ ღამე აწარმოებს ტერორისტულ ომს უკრაინის ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ თვითმფრინავებით, რაკეტებით და მართვადი ბომბებით.

“უკრაინამ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია ეფექტურად ჩამოაგდოს რუსი ტერორისტების ნებისმიერი რაკეტა და დრონი, ჩვენ შეგვიძლია გავანადგუროთ რუსული სამხედრო თვითმფრინავი. ჩვენი ასეთი ქმედებები ათასობით ადამიანს სიცოცხლეს უნარჩუნებს და უკრაინის ეკონომიკას ფუნქციონირების შესაძლებლობას აძლევს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეტი დაცვა – საჰაერო თავდაცვის სისტემების საკმაოდ რეალური რაოდენობა, რომელიც ჩვენს პარტნიორებს აქვთ. Patriot-ებმა და სხვა სისტემებმა უნდა გააკეთონ ის, რისთვისაც შეიქმნენ, კერძოდ, დაიცვან სიცოცხლე და არა მტვერი დაედოთ საწყობში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა მსოფლიოში ყველას, ვისაც ეს ესმის და ვინც ხელს უწყობს უკრაინაში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას.

“საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებზე ვეტოს თუ არ დავძლევთ და კანონმდებლობას ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში არ მოვიყვანთ, თავისუფალ არჩევნებს ვერ ჩავატარებთ”- მამუკა მდინარაძე

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებზე ვეტოს თუ არ დავძლევთ და კანონმდებლობას ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში არ მოვიყვანთ, ჩვენ თავისუფალ არჩევნებს ვერ ჩავატარებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ვეტოს დაძლევით და კანონის მიღებით ცხრა დათქმიდან ერთ-ერთი ზედმიწევნით შესრულდება.

„პრეზიდენტის მოტივაცია იყო, რომ ხაზარაძის მავნებლური გეგმა როგორმე შემოებრუნებინა. როცა ცხრა დათქმაზე ლაპარაკობენ, ჩვენი ამგვარი მოქმედების გარეშე შეუძლებელია ერთ-ერთი დათქმის შესრულება, სადაც კონკურენტუნარიან, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზეა საუბარი. რეალურად, როცა ისინი ამბობენ, რომ ერთ-ერთ დათქმას ჩრდილი მიაყენესო, ეს პირიქითაა, რადგან თუ ვეტოს არ დავძლევთ და კანონმდებლობას ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში არ მოვიყვანთ, ჩვენ თავისუფალ არჩევნებს ვერ ჩავატარებთ. ვეტოს დაძლევით და კანონის მიღებით ცხრა დათქმიდან ერთ-ერთს ზედმიწევნით შევასრულებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

“ესენი უბრალოდ ითვლიან ქვეყნიდან გამსვლელების რაოდენობას და არავინ შემოსულა თურმე უკან” – მამუკა მდინარაძე

ესენი უბრალოდ ითვლიან ქვეყნიდან გამსვლელების რაოდენობას და არავინ არ შემოსულა თურმე უკან – თინა ბოკუჩავა პარლამენტში კი არ არის, გეჩვენებათ, უცხოეთიდან აკეთებს განცხადებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებას უპასუხა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მოსახლეობას მათ მიერ გამოგონებულ სიგიჟეში აცხოვრებენ, თუმცა მდინარაძემ აქვე აღნიშნა, რომ მათ უკვე აღარავინ უჯერებს და ამ სიგიჟეში არავინ არ მიჰყვება.

„დეზინფორმაციის ხარისხი ნახეთ? 800 000-მა ადამიანმა დატოვა ქვეყანა – დეზინფორმაციის რა ხარისხთან გვაქვს საქმე წარმოიდგინეთ. თინა ბოკუჩავა პარლამენტში კი არ არის, გეჩვენებათ, გასულია. იმ 800 000-ში თვითონაც ითვლება. ანუ, შემოსვლას აღარ ითვლიან. ანუ, თუ მისი განცხადება მართალია, ის აქ არ არის. უცხოეთიდან აკეთებს ამ განცხადებას. ამ დეზინფორმაციის ხარისხთან გვაქვს საქმე და ამ სიგიჟეს აჯერებენ ხალხს. თავის მიერ გამოგონებულ სიგიჟეში აცხოვრებენ ადამიანებს, ასე ჰგონიათ, მაგრამ უკვე მათ აღარავინ უჯერებს, ამ სიგიჟეში არავინ არ მიჰყვება, იმიტომ რომ 800 000 ადამიანი რომ გავიდა 800 000 შემოვიდა და შეიძლება მეტი ან ნაკლები, რამდენიმე ათეული, ასეული ან ათასეული ადამიანი. ასეთი უარყოფითი სალდო ჩვენ არ გვაქვს. 2022 წლის ბოლოს 50 000 იყო უარყოფითი სალდო, ანუ, 5-ჯერ ნაკლები. ესენი უბრალოდ ითვლიან გამსვლელების რაოდენობას და არავინ არ შემოსულა უკან თურმე. თქვენ აქ არ ხართ, თვითონ აქ არ არის”, – განაცხადა მდინარაძემ.

20 მარტის ვალუტის კურსი ცნობილია

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7128 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7128 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7098 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0030 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9420 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9529 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0109 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

პუტინი არ გაჩერდება უკრაინაზე -ლოიდ ოსტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ გაჩერდება უკრაინაზე. უკრაინას შეუძლია მისი შეჩერება, თუ ჩვენ მივაწოდებთ იარაღს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„უკრაინას შეუძლია, შეაჩეროს პუტინი, თუ ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით და მივაწოდებთ იარაღს, რომელიც მას სჭირდება თავის დასაცავად. უკრაინის გადარჩენა ბეწვის ხიდზეა და ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებაც. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ერთად დგომას, რათა შევაჩეროთ პუტინის ბრძოლის კამპანია და უკრაინელი ხალხის რწმენის შენარჩუნება“, – განაცხადა ოსტინმა.

თავდაცვის მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ არ მისცემს უკრაინას დამარცხების საშუალებას.

„ჩვენ მტკიცე ვრჩებით უკრაინისთვის რესურსების მიწოდების კუთხით, რომელიც მას სჭირდება იმისთვის, რომ შეეწინააღმდეგოს კრემლის აგრესიას“, – აღნიშნა ოსტინმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 21 მარტის 01:00-დან 22 მარტის 07:00 საათამდე იმოქმედებს.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით.

N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.

“მოსახლეობას უწევს ქვეყნის დატოვება საკუთარი ოჯახების სარჩენად, რადგან უმძიმესი ეკონომიკური პირობებია” – ლევან ბეჟაშვილი

მოსახლეობას უწევს ქვეყნის დატოვება საკუთარი ოჯახების სარჩენად, რადგან დღეს ქვეყანაში არის უმძიმესი ეკონომიკური პირობები, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბეჟაშვილის განცხადებით, 12 წლის განმავლობაში 800 ათასმა ადამიანმა დატოვა საქართველო.

„ჩემი კოლეგების და საზოგადოების ყურადღება მინდა მივაპყრო იმ მთავარ პრობლემას, რომელიც დღეს აწუხებს საქართველოს მოსახლეობას და სამწუხაროა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა ყველაფერზე საუბრობს, გარდა მთავარ პრობლემებზე პასუხების გაცემისა. ეს მთავარი პრობლემა კი არის ის, რომ ქვეყანა იცლება. დღეს, საქართველოს მოსახლეობა, პრაქტიკულად, საქართველოში აღარ რჩება, მათი მთავარი ამოცანა არის მიიღონ ვიზები, ან გავიდნენ საზღვარგარეთ, იქ ეძებონ სამუშაო ადგილები და იქიდან არჩინონ საკუთარი ოჯახები. ამ 12 წლის განმავლობაში 800 ათასმა ადამიანმა დატოვა საქართველო და ამ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები ჩვენს ზოგიერთ კოლეგას, როდესაც ამბობენ უკან რამდენი ადამიანი შემობრუნდა, რატომ არ ითვლითო, რადგან ამ 800 ათას ადამიანში ითვლებიან ის ადამიანები, რომლებმაც მინიმუმ ექვსი თვით დატოვეს ქვეყანა. 30 ათასმა ადამიანმა მიმართა 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებს თავშესაფრის მოთხოვნით და ესეც მზარდი სტატისტიკაა, 2023 წლის მონაცემები ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულა. მხოლოდ იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა გასამმაგდა ბოლო ათი წლის განმავლობაში. ქუთაისი, რომელიც საქართველოს რიგით მეორე ქალაქი იყო, დღეს არის რიგით მეოთხე ქალაქი რიცხოვნობით, რადგან დაცლილია ყველა ოჯახი და საზღვარგარეთ მიდიან. უამრავი სტატისტიკა და კონკრეტული ფაქტები არსებობს, რომ შსს-ს თანამშრომლები, პოლიციელები მასობრივად ტოვებენ სამსახურს და ოჯახებით მიემგზავრებიან საზღვარგარეთ. თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში, საჯარო მოხელეები, ასევე, ტოვებენ სამსახურს და მიდიან საზღვარგარეთ ოჯახებთან ერთად საცხოვრებლად, რადგან მათი შემოსავლები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ოჯახები არჩინონ, დანაზოგებზე საუბარი აღარ არის, მხოლოდ ოჯახის რჩენაზეა საუბარი და მთავარი პრობლემა რა არის ამის? ის, რომ ფასები იზრდება; დაბალი შემოსავლებია; ის, რომ ეკონომიკა მხოლოდ და მხოლოდ ერთეულებისათვისაა, ხელისუფლებასთან დაახლოებული ოჯახებისთვის, კლანებისთვის და არა თითოეული მოქალაქისათვის; ის, რომ სიღარიბე იზრდება და ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სტატისტიკა შევამცირეთო – ბუნებრივია, სტატისტიკა შემცირდება, თუ მოსახლეობისგან დაიცლება ქვეყანა ან თუ 200-300 ლარიანი შემოსავლის მქონე ადამიანს ღარიბად აღარ ჩავთვლით, ეს ხომ რეალურ ვითარებას არ ცვლის. დღეს სიღარიბე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება, ამიტომ ჩვენ გვინდა ამ მთავარ კითხვაზე, პრობლემაზე ხელისუფლებისგან, პრემიერ- მინისტრისგან, „ქართული ოცნებისგან“ პასუხები, ეს პასუხები მარტო ჩვენ არ გვჭირდება, მოსახლეობას სჭირდება – რატომ იცლება ქვეყანა? რატომ არის ქვეყანაში გაუსაძლისი ეკონომიკური პირობები? რატომ არის ინფლაცია, პროდუქტებზე ფასების ზრდა, კომუნალურებზე, საწვავზე და ასევე სახელმწიფო სერვისების გაძვირება რატომ ხდება და ამ კითხვაზე პასუხი ნამდვილად არ გვაინტერესებს ივანიშვილის სატელიტი პარტიებისგან, რადგან მთავარი პასუხისმგებელი ამ შექმნილ ვითარებაზე არის ივანიშვილი, მისი პრემიერ- მინისტრი და მისი უმრავლესობა.“ – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

“დიახ, ეს არის პრეზიდენტის მეხუთე ვეტო” – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

დიახ, ეს ნამდვილად არის პრეზიდენტის მეხუთე ვეტო – ამ რიცხვს ნამდვილად ვერ გადავახტებოდი და ვერ გამოვტოვებდი, ისევ როგორც ბატონი ანრი ვერ გამოტოვებდა მეხუთე სართულს, რომელზეც, ალბათ, ცხოვრობს – გააჩნია, როდის მიიღო მეხუთე სართული, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მსხილაძის თქმით, როგორც პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევა შეძლო 90-ხმიანი კვორუმით, ასევე, უნდა მოხდეს ცესკოს თავმჯდომარის არჩევა – პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმებისა და კონსენსუსის გზით.

“იმ კანონის ამოქმედებით, რომლის მიღებასაც პარლამენტი აპირებს, არ მგონია, რომ არჩევნებთან დაკავშირებული მუხლი ევროკომისიამ შესრულებულად ჩაგვითვალოს, რადგან გამოდის, რომ უბრალო უმრავლესობით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე ერთპარტიული ცესკოს თავმჯდომარე იქნება – მისი არჩევა არ იქნება კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.

“ნაცმოძრაობა“ კიდევ ბედავს და ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს, ეს არ გამოვა” – მიხეილ ყაველაშვილი

არ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნა პოლიტიკურ სივრცეში. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს პარტია გასამართლდეს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს, პასუხი აგოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ამასთან, დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობა“ ნაციონალ-სოციალისტურ, ფაშისტურ პარტიას შეადარა.

„გუშინ დაფუძნდა ჩვენი პარტია „ხალხის ძალა“, რომელსაც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს საზოგადოებაში. გავაგრძელებთ იმ გზას, რომელიც ავიღეთ და ვიბრძოლებთ სამართლიანობისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეთანხმებით „ქართულ ოცნებას“ იმ პოლიტიკაში, რომელსაც ახორციელებს, ორიენტირებულია მშვიდობაზე და ეკონომიკის განვითარებაზე, თუმცა არის საკითხები, რომლებსაც ვემიჯნებით და ვამბობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების დროა. დღეს აქ არიან წარმოდგენილნი, თითქოს რაღაც სოციალურ საკითხებზე გადაერთნენ, ფასებსა და მიგრაციაზე დაიწყეს საუბარი. ეს არის ძალა, რომელიც, პირდაპირ შემიძლია, შევადარო ნაციონალ-სოციალისტურ, ფაშისტურ პარტიას. როგორც ის ვერ გაკეთილშობილდებოდა და შემდეგ ვერ გააგრძელებდა პარტიულ მოღვაწეობას, ასევე უნდა მოვექცეთ ამ მავნებელ ძალასაც. მათ მორალზე საუბარი არც შეიძლება. ხაჯიშვილი სად ბრძანდება? ახალგაზრდების მიგრაციაზე რომ დაიწყო საუბარი, გირგვლიანი, რობაქიძე გაუგია როდისმე? ასობით ახალგაზრდა ჩაცხრილეს ქუჩებში. 350 ათასი პრობაციონერი ჰყავდათ და 30 ათასი პატიმარი. მათგან უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ. სასამართლო როცა ჩატარდება, ყველა ფაქტი ზედაპირზე ამოვა და ეს ძალა გასამართლდება. მაინტერესებს, ის ოპოზიციური ძალები, ახლა რომ გაჩუმებული არიან და ხმას არ იღებენ, მაშინ მათი მორალი რა იქნება. ვნახავ, როგორ იქნებიან ამ მავნებელი პარტიის კოლეგები. როგორ შეიძლება, მათი არსებობა პოლიტიკურ სივრცეში. ესენი არიან დამკვეთები და შემსრულებლები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ  ამ პარტიის გასამართლება მოხდეს, ერთხელ და სამუდამოდ დაადგეს ჩვენი ქვეყანა ჯანსაღ განვითარებას, სადაც იქნებიან განსხვავებული პოლიტიკური პარტიები, მაგრამ იქნება ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ერთიანობა.

შეხედეთ მათ გამოსვლებს, ამერიკას, ევროკავშირს იცავენ ჩვენგან. რომან გოცირიძე ხანდაზმული კაცია და არ მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო, თავისი გასაჭირიც ეყოფა, მაგრამ მაინტერესებს, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა, ახლა აღარ იღებს პასუხისმგებლობას? მათ სხვა კოლეგასაც ეხება ეს. დატოვეს, რადგან ხაბეიშვილი არ მოეწონათ ინტელექტუალურად და ვიზუალურად? ვერ აირიდებთ პასუხისმგებლობას იმ დანაშაულებზე, რაც ჩაიდინეთ. კირკიტაძემ რომ სააკაშვილის 2018 წლის გამოსვლა გვაჩვენა, მანამდე სოზარ სუბარმა წაიკითხა სააკაშვილის გამოსვლა, სადაც პირდაპირ აღიარებს, რომ ომი თვითონ დაიწყო. ამაზე პასუხი რა გაქვთ? სააკაშვილს ამაზე პასუხისმგებლობა მოუწევს და კიდევ დაემატება ბევრი წელი. კიდევ ბედავენ და ცდილობენ, როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ეს არ გამოვა და შეეგუეთ. თქვენი გასამართლება აუცილებლად მოხდება, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. გაგახსენებთ გირგვლიანს, რობაქიძეს, რა პასუხი გაქვთ? არც გექნებათ პასუხი. მოგიწევთ გასამართლება, დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს კი – თქვენი მორალური თამასის შემოწმება, ვინ ეთანხმება მათ გასამართლებას. ლგბტ თემაზე გესაუბრებით და ზეთის ფასებზე იწყებთ საუბარს, თითქოს არ არის ეს პრობლემა ქართულ საზოგადოებაში. არის, ბატონებო, და ამ საქმესაც აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველო 800 000-მა მოქალაქემ დატოვა -დავით კირკიტაძე

მძიმე ეკონომიკური პირობების გამო ხალხს ქვეყნის, ოჯახების, შვილების დატოვება და ემიგრაციაში წასვლა უწევთ. საქართველოში მდიდრდება მხოლოდ მმართველ პარტიასთან დაახლოებული ჯგუფი, ხალხი კი ღარიბდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დავით კირკიტაძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღითიდღე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც საქართველოს ოჯახებით ტოვებენ.

„მინდა დიდ პრობლემაზე გესაუბროთ და სანამ დიდ პრობლემაზე საუბარზე გადავალ, პატარა ვიდეო მინდა გაჩვენოთ, რომელიც 2018 წელს არის ჩაწერილი. ეს ვიდეო 2018 წელს მიხეილ სააკაშვილმა ჩაწერა და ის, მაშინ საუბრობდა იმ დიდ პრობლემაზე, რომლის წინაშეც დღეს უკვე ნამდვილად აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა. დიახ, დიდი პრობლემაა ის, როდესაც საქართველო 800 000-მა მოქალაქემ დატოვა, 800 000-მა მოქალაქემ და ეს იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, ამ ქვეყანაში მდიდრდება ელიტა, მმართველ პარტიასთან დაახლოებული ჯგუფი, ხალხი კი ღარიბდება. ამ ციფრზე თქვენ გაქვთ რეაქცია, ამას სჭირდება არა წამოძახილი ადგილიდან, არამედ ეკონომიკის გაუმჯობესება, თქვენ აპროტესტებთ, ცდილობთ ხელი შეგვიშალოთ საუბარში და ეს ნამდვილად არ გამოგივათ, რადგან ეს არის რეალობა! თქვენ ამ ციფრს ეწინააღმდეგებით, ეწინააღმდეგებით იმას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მაგრამ რა ვუყოთ იმ ციფრს, რომელსაც აქვეყნებს ევროპის თავშესაფრის სააგენტო?! ევროპის თავშესაფრის სააგენტოზე დაყრდნობით, ამ ციფრებზე დაყრდნობით, თუ 2012 წელს მხოლოდ ერთ ქვეყანაში, იტალიაში მაგალითად, მუდმივად 7 083 საქართველოს მოქალაქე ცხოვრობდა, 2022 წელს ეს ციფრი უკვე სამჯერ გაიზარდა 22 900 მიაღწია. თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კი 54- ჯერ არის გაზრდილი მხოლოდ ერთ ქვეყანაში, იტალიაში.

დღეს პრობლემად იქცა ის, რომ ამ ქვეყნიდან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები მიდიან ოჯახებიანად და 2020 წელს 1358 ბავშვი გავიდა სკოლიდან იმის გამო, რომ მის მშობლებს ემიგრაციაში გაჰყვა.

2021 წელს კიდევ უფრო მეტი იყო ციფრი იმ ბავშვებისა, რომლებმაც დატოვეს სკოლა და წავიდნენ ემიგრაციაში. და საბოლოო ჯამში, მხოლოდ 2020, 2021, 2022 წლებში 9 600-მა სკოლის მოსწავლემ საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა მიატოვა, იმის გამო, რომ ისინი ოჯახებთან ერთად ემიგრაციაში წავიდნენ. ეს არის დიდი პრობლემა და დიახ, დღეს ადამიანები, რომლებიც გამოხატავთ აქ აღშფოთებას, ამ დიდ პრობლემაზე 6 წლის წინ გესაუბრებოდათ მიხეილ სააკაშვილი, რომ ჩვენ აღმოვჩნდებოდით იმ მდგომარეობაში, როდესაც ქვეყანა დაიცლებოდა, წავიდოდნენ ადამიანები ოჯახებიანად, რომელთა დაბრუნების შანსიც ძალიან მცირე იქნებოდა. თქვენ ამის მოსაგვარებლად არაფერი გააკეთეთ, არაფერს აკეთებთ ახლაც, ცდილობთ ყურადღება გადაიტანოთ მთავარი საკითხებიდან სულ სხვა საკითხებზე, მაგრამ ეს ნამდვილად არ გამოგივათ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ დავრჩით ადამიანები ამ ქვეყანაში, რომლებიც ვწუხვართ, იმ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რომელშიც თქვენ ჩააყენეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ვწუხვართ ჩვენს ემიგრანტებზე, რომლებიც აიძულეთ ჩვენი ქვეყანა დაეტოვებინათ და წელს, ჩვენ ყველას გვაქვს შანსი ყველაფერი შევცვალოთ, შევცვალოთ ხალხის სასარგებლოდ, შევცვალოთ ჩვენი ემიგრანტების სასარგებლოდ, რომ ამ ქვეყანაში მათ შანსი უკან დაბრუნების და ღირსეული ცხოვრების გაუჩნდეთ!“ – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

“2008 წლის ომში ტერიტორიები გამიზნულად დაკარგეთ” – გურამ მაჭარაშვილი რომან გოცირიძეს

საქართველოს პარლამენტში არის პიროვნება, რომელმაც თავის დროზე შეძლო და საქართველოს ყველა მოქალაქე „მილიონერი“ გახადა. თუმცა, ამ „მილიონერ“, ნახევრადმშიერ ადამიანს, საღამოს, „ლამფის“ შუქზე, რომან-ტიკა ნამდვილად არ ახსენდებოდა. აბა, თუ მიხვდებით, ვინ არის ეს პიროვნება? რომან გოცირიძე, რომელმაც თავი საზოგადოებას კუპონიზაციით დაამახსოვრა, – ამის შესახებ პარლამენტში პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილმა რომან გოცირიძის პოლიტიკურ ბრალდებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ როგორც ყოველთვის, ის იტყუება.

„როგორც მისი კუპონი განიცდიდა მაღალი სიჩქარით ინფლაციას, ისე განიცდის თავად ინფლაციას, როგორც პოლიტიკოსი. 30 წელია პოლიტიკაშია და დღესაც კი მარტო დადის – თავისი ადგილი ვერ იპოვა.

რომან გოცირიძემ გუშინ განაცხადა, რომ თითქოს ჩვენ, „ხალხის ძალა“, რუსეთისა და პუტინის ძალა ვართ. ბატონო რომან, შეგახსენებთ, რომ თქვენ სხვადასხვა დროს, მაგრამ ერთი და იმავე მიზნით თქვით, რომ მართლმადიდებლური ეკლესია რუსეთის გავლენის ქვეშაა; თქვით, რომ საზოგადოების უმრავლესობა, რომელიც ამ ხელისუფლებას ირჩევს, რუსეთის გავლენის ქვეშაა და ა.შ. ანუ, ჩვენ, აბსოლუტური უმრავლესობა ვართ ერთ მხარეს და თქვენ – მეორე მხარეს. უნდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს მოვაწერეთ ხელი: ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას, ვიზალიბერალიზაციას, რომლითაც ასი ათასობით მოქალაქე სარგებლობს, მათ შორის, თქვენ და ა.შ. და თქვენი ხელისუფლების დროს, ბატონო რომან, რუსეთთან სამხედრო კონფლიქტით გამიზნულად დავკარგეთ ტერიტორიები; მივიღეთ უამრავი იძულებით გადაადგილებული პირი, ამის შემდეგ კი გაბედეთ და ხელი მოაწერეთ იმ რეზოლუციას, სადაც პირდაპირ ჩვენს სამხედროებს დააბრალეთ ომის დაწყება, რაც, რა თქმა უნდა, რუსეთის წისქვილზე ასხამდა წყალს. ესეც არ იკმარეთ, ამის შემდეგ სტრატეგიული ენერგო ობიექტები რუსეთს გადაეცით და ახლა ხალხმა განსაჯოს – თქვენ ხართ პუტინის ძალა თუ – ჩვენ.

ასევე, გუშინ, განაცხადეთ, რომ თურმე ლგბტ პროპაგანდა მოგონილი ყოფილა. შეგახსენებთ, ბატონო რომან, რომ დიდ ბრიტანეთში 50-მა დეპუტატმა პრემიერ-მინისტრს მისწერა წერილი, სადაც წერენ, რომ „ბავშვებს უკვე ასწავლიან ექსტრემალურ და სახიფათო სექსუალურ აქტებს და გთხოვთ, შესაბამისი ზომები მიიღოთ.“ ამან აიძულა ბრიტანეთის პრემიერი ის განცხადება გაეკეთებინა, როცა თქვა, რომ – „ქალი ქალია და კაცი -კაცი“. ეს გამოგონილია, ბატონო რომან? იქნებ ისიც გამოგონილია, რომ ესპანეთში გეი აღლუმი ჩაატარეს, რომელსაც ბავშვები დაასწრეს? ჩასულიყავით, შეგემოწმებინათ… შეგიძლიათ, მონაწილეობაც მიიღოთ – თქვენი ნებაა, რა თქმა უნდა.

იქნებ ისიც გამოგონილია, რომ ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურმა ტრანსგენდერის რძე დედის რძესთან გააიგივა? ან იქნებ ისიც გამოგონილია, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თავის თანამშრომლებს დედის და მამის ხსენება აუკრძალა? დაფიქრდით კარგად. გამოდის, გვეუბნებით, რომ ეს ყველაფერი გამოგონილია და თქვენ ხართ რეალური? თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ რეალურია ეს საფრთხე, რაც ჩამოვთვალე და გამოგონილი ხართ თქვენ – პოლიტიკოსი, მხიარული რომანი. გულწრფელად რომ გითხრათ, სერიოზულად ვერც ვბრაზდები თქვენზე, ისეთი ჟანრი გაქვთ არჩეული, მაგრამ პასუხი უნდა გაგეცეთ, რათა საზოგადოებამ იცოდეს, უცხოური ძალების ინტერესებს რომ ატარებთ, ისევე, როგორც თავის დროზე თქვენმა პარტიამ მოაწერა ხელი რეზოლუციას და სამხედროებს დააბრალა ომის დაწყება.

თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ საზოგადოებას. ჩვენ ვართ ის პარტია, რომლის დაფუძნების შემდეგაც „ნაცმოძრაობას“ პოლიტიკური სიკვდილის ბუზი დააჯდა. თქვენც მათი წევრი იყავით და თქვენც მოგიწევთ ყველაფერზე პასუხის გაცემა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.