“დიახ, ეს არის პრეზიდენტის მეხუთე ვეტო” – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

20
spot_img

დიახ, ეს ნამდვილად არის პრეზიდენტის მეხუთე ვეტო – ამ რიცხვს ნამდვილად ვერ გადავახტებოდი და ვერ გამოვტოვებდი, ისევ როგორც ბატონი ანრი ვერ გამოტოვებდა მეხუთე სართულს, რომელზეც, ალბათ, ცხოვრობს – გააჩნია, როდის მიიღო მეხუთე სართული, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მსხილაძის თქმით, როგორც პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევა შეძლო 90-ხმიანი კვორუმით, ასევე, უნდა მოხდეს ცესკოს თავმჯდომარის არჩევა – პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმებისა და კონსენსუსის გზით.

“იმ კანონის ამოქმედებით, რომლის მიღებასაც პარლამენტი აპირებს, არ მგონია, რომ არჩევნებთან დაკავშირებული მუხლი ევროკომისიამ შესრულებულად ჩაგვითვალოს, რადგან გამოდის, რომ უბრალო უმრავლესობით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე ერთპარტიული ცესკოს თავმჯდომარე იქნება – მისი არჩევა არ იქნება კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.