საქართველო 800 000-მა მოქალაქემ დატოვა -დავით კირკიტაძე

41
spot_img

მძიმე ეკონომიკური პირობების გამო ხალხს ქვეყნის, ოჯახების, შვილების დატოვება და ემიგრაციაში წასვლა უწევთ. საქართველოში მდიდრდება მხოლოდ მმართველ პარტიასთან დაახლოებული ჯგუფი, ხალხი კი ღარიბდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დავით კირკიტაძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღითიდღე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც საქართველოს ოჯახებით ტოვებენ.

„მინდა დიდ პრობლემაზე გესაუბროთ და სანამ დიდ პრობლემაზე საუბარზე გადავალ, პატარა ვიდეო მინდა გაჩვენოთ, რომელიც 2018 წელს არის ჩაწერილი. ეს ვიდეო 2018 წელს მიხეილ სააკაშვილმა ჩაწერა და ის, მაშინ საუბრობდა იმ დიდ პრობლემაზე, რომლის წინაშეც დღეს უკვე ნამდვილად აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა. დიახ, დიდი პრობლემაა ის, როდესაც საქართველო 800 000-მა მოქალაქემ დატოვა, 800 000-მა მოქალაქემ და ეს იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, ამ ქვეყანაში მდიდრდება ელიტა, მმართველ პარტიასთან დაახლოებული ჯგუფი, ხალხი კი ღარიბდება. ამ ციფრზე თქვენ გაქვთ რეაქცია, ამას სჭირდება არა წამოძახილი ადგილიდან, არამედ ეკონომიკის გაუმჯობესება, თქვენ აპროტესტებთ, ცდილობთ ხელი შეგვიშალოთ საუბარში და ეს ნამდვილად არ გამოგივათ, რადგან ეს არის რეალობა! თქვენ ამ ციფრს ეწინააღმდეგებით, ეწინააღმდეგებით იმას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მაგრამ რა ვუყოთ იმ ციფრს, რომელსაც აქვეყნებს ევროპის თავშესაფრის სააგენტო?! ევროპის თავშესაფრის სააგენტოზე დაყრდნობით, ამ ციფრებზე დაყრდნობით, თუ 2012 წელს მხოლოდ ერთ ქვეყანაში, იტალიაში მაგალითად, მუდმივად 7 083 საქართველოს მოქალაქე ცხოვრობდა, 2022 წელს ეს ციფრი უკვე სამჯერ გაიზარდა 22 900 მიაღწია. თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კი 54- ჯერ არის გაზრდილი მხოლოდ ერთ ქვეყანაში, იტალიაში.

დღეს პრობლემად იქცა ის, რომ ამ ქვეყნიდან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები მიდიან ოჯახებიანად და 2020 წელს 1358 ბავშვი გავიდა სკოლიდან იმის გამო, რომ მის მშობლებს ემიგრაციაში გაჰყვა.

2021 წელს კიდევ უფრო მეტი იყო ციფრი იმ ბავშვებისა, რომლებმაც დატოვეს სკოლა და წავიდნენ ემიგრაციაში. და საბოლოო ჯამში, მხოლოდ 2020, 2021, 2022 წლებში 9 600-მა სკოლის მოსწავლემ საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა მიატოვა, იმის გამო, რომ ისინი ოჯახებთან ერთად ემიგრაციაში წავიდნენ. ეს არის დიდი პრობლემა და დიახ, დღეს ადამიანები, რომლებიც გამოხატავთ აქ აღშფოთებას, ამ დიდ პრობლემაზე 6 წლის წინ გესაუბრებოდათ მიხეილ სააკაშვილი, რომ ჩვენ აღმოვჩნდებოდით იმ მდგომარეობაში, როდესაც ქვეყანა დაიცლებოდა, წავიდოდნენ ადამიანები ოჯახებიანად, რომელთა დაბრუნების შანსიც ძალიან მცირე იქნებოდა. თქვენ ამის მოსაგვარებლად არაფერი გააკეთეთ, არაფერს აკეთებთ ახლაც, ცდილობთ ყურადღება გადაიტანოთ მთავარი საკითხებიდან სულ სხვა საკითხებზე, მაგრამ ეს ნამდვილად არ გამოგივათ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ დავრჩით ადამიანები ამ ქვეყანაში, რომლებიც ვწუხვართ, იმ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რომელშიც თქვენ ჩააყენეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ვწუხვართ ჩვენს ემიგრანტებზე, რომლებიც აიძულეთ ჩვენი ქვეყანა დაეტოვებინათ და წელს, ჩვენ ყველას გვაქვს შანსი ყველაფერი შევცვალოთ, შევცვალოთ ხალხის სასარგებლოდ, შევცვალოთ ჩვენი ემიგრანტების სასარგებლოდ, რომ ამ ქვეყანაში მათ შანსი უკან დაბრუნების და ღირსეული ცხოვრების გაუჩნდეთ!“ – განაცხადა დავით კირკიტაძემ.