Home Blog Page 1237

სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ათეულში მე-9 პოზიციაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი საუკეთესო სამეულშია.

დემოკრატიის კვლევის მსოფლიოს მოწინავე ცენტრმა, ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) სასამართლოზე სახელისუფლებო თავდასხმების ინდექსი გამოაქვეყნა (Government attacks on judiciary), რომელიც სასამართლოს კეთილსინდისიერებაზე ხელისუფლების შეტევებს იკვლევს. ამ მანკიერებისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ათეულში მე-9 პოზიციაზე მოხვდა, კავკასიასა და შავიზღვისპირეთში ლიდერობს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი ესტონეთის და ლიეტუვის შემდეგ მესამე ადგილზეა.

საქართველო უსწრებს ევროკავშირის 21 სახელმწიფოს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას. საქართველოს რეიტინგში ჩამორჩება ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, კანადა, დანია, ირლანდია, ლატვია, ნიდერლანდები, ავსტრია, ფინეთი, კვიპროსი, პორტუგალია, ბელგია, სლოვენია, ჩეხეთი, ხორვატია, სლოვაკეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, მალტა, უნგრეთი, რუმინეთი, იტალია, ბულგარეთი, პოლონეთი და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საქართველო რეიტინგში 96-ე ადგილზე იყო და სარეიტინგო პოზიცია 11 წელიწადში 69 ადგილით აქვს გაუმჯობესებული.
„დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე.
მისი სათავო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში.
პროექტს უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონული მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით.

ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის „გლობალური მმართველობის ინდიკატორები“ ეფუძნება.

ნატო-სთან ომს არ ვაპირებთ -ვლადიმერ პუტინი

დასავლეთის განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინის შემდეგ ევროპაზე თავდასხმას გეგმავს სისულელე და ბოდვაა, რომელიც მიზნად ისახავს საკუთარი მოსახლეობის დაშინებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი მტკიცებით, აშშ-ის სატელიტებს დიდი, ძლიერი რუსეთის ეშინიათ, თუმცა რუსეთს ამ სახელმწიფოების მიმართ აგრესიული განზრახვა არ აქვს.

”ეს სრული სისულელეა – სხვა ქვეყნებზე თავდასხმის შესაძლებლობა უბრალოდ სისულელეა. ეს საკუთარი მოსახლეობის მოტყუების და ხალხისგან დამატებითი ხარჯების ამოღების კიდევ ერთი გზაა“, – აღნიშნა პუტინმა.

მისი მტკიცებით, რუსეთი ნატო-სთან ომს არ აპირებს და ეს უბრალოდ სისულელეა. პუტინის თქმით, აშშ-ის სამხედრო ხარჯებმა 2022 წელს 811 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო რუსეთის სამხედრო ხარჯები – 72 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

”ამ თანაფარდობის გათვალისწინებით, ვაპირებთ თუ არა ნატო-სთან ომს? ეს უბრალოდ სისულელეა. ჩვენ არავის შევხებივართ, ისინი თავად გვიახლოვდებოდნენ. ისინი გვიახლოვდებიან და მოგვიახლოვდნენ. ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ უბრალოდ ვიცავთ საკუთარ ხალხს ჩვენს ისტორიულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა პუტინმა.

დღეს სამების ტაძარში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

სამების ტაძარში დღეს 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართველებისა და აფხაზების მონაწილეობით, საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად 10 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქის გადმოსვენება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა.

5 მებრძოლს დღესვე დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სხვა იდენტიფიცირებულებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ადგილას, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

28 მარტს ქუთაისში +20 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარებს. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. +21 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მზიანი დღეა. დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +16 იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +18 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც გამოიდარებს. დღე +5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +8, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +19 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

,,თქვენი წესდება არ გაძლევთ უფლებას, კვირას, არასამუშაო დღეს, შტურმით აიღოთ პოპულაციის მართვის სააგენტო”- ლაშა გეგეჭკორი

არგუმენტი, რომ თავშესაფრების მონიტორინგის უფლება გიწერიათ საკუთარი ნჯო-ს წესდებაში, არის სრული იდიოტიზმი. თქვენი წესდება არ გაძლევთ უფლებას, კვირას, არასამუშაო დღეს, შტურმით აიღოთ პოპულაციის მართვის სააგენტო, – ამის შესახებ მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის, შუა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს.

„ცხოველთამოყვარულთა „გონებაგახსნილი” ნაწილის განათლების მიზნით ვწერ, რომ:

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 ივნისის N 345 დადგენილებით (ამონარიდი) “ცხოველთა თავშესაფრის საქმიანობის კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი-სურსათის ეროვნული სააგენტო.

*ამოქმედდეს 2018 წლის პირველი სექტემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.”

და არგუმენტი, რომ თავშესაფრების მონიტორინგის უფლება გიწერიათ საკუთარი ნჯო-ს წესდებაში, არის სრული იდიოტიზმი. თქვენი წესდება არ გაძლევთ უფლებას, კვირას, არასამუშაო დღეს, შტურმით აიღოთ პოპულაციის მართვის სააგენტო. წესდება და შინაგანაწესი აქვს ყველა ორგანიზაცია (მითუმეტეს, სახელმწიფო ორგანიზაციას) სადაც გაწერილია:

სამუშაოს დაწყება-დასრულება, არასამუშაო დღეები, შესვენების დრო, ვიზიტორების მიღების (მათ შორის, ტერიტორიის დათვალიერების) დღეები და საათები. არ გაქვთ უფლება, არასამუშაო დღეს მიადგეთ სააგენტოს, (ამ შემთხვევაში-კახეთის) წაუყენოთ ულტიმატუმი სიტყვებით -„კარები გააღეთ, თორემ დავიწყებთ შტურმს” და ორგანიზაციის გალავანზე რამდენიმე ადგილზე გადაძრომით, ძალადობრივად შეაღწიოთ სახელმწიფო დაწესებულების ტერიტორიაზე. შემდეგ როგორც მოიქეცით, ესეც კარგად იცით და ვიცი მეც, ისევ თქვენივე „ლაივებიდან“! თქვენივე “ლაივებიდან” გავიგე, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით დაწყებულია გამოძიება. და იმის ყვირილი, რომ ერთმანეთში არის შეკრული სურსათის ეროვნული სააგენტო, პოლიცია, პროკურატურა, პარლამენტი და ა.შ. – არის „ჩემი წესდებით” განსაზღვრული მოქმედება, რომელიც მიწერია ამ პოსტის მე-4 აბზაცში. თქვენ გღუპავთ თქვენი უცოდინრობა, უაზრო ამბიცია, სიცრუე, შანტაჟი, უზრდელობა და რაც მთავარია, თანამედროვე მობილური ტელეფონი, რითაც ახორციელებთ “ლაივებს.” ამიტომ,მიიღეთ ჩემგან სამი უფასო რჩევა:

1. „მე მიყვარს ცხოველი” – არ არის ინდულგენცია, ვერ დაგიცავთ ეს. საინტერესოა საიდან იცით, ვის უფრო მეტად უყვარს ცხოველი, რაიმე საზომი გაქვთ?

2. გადაცვალეთ თქვენი ტელეფონები ფანრიან „ნოკიაზე.” ეს, თქვენ თვითონვე დაგიცავთ, რომ საკუთარი ქმედებები არ დააფიქსიროთ და შარში არ ჩავარდეთ.

3. არ ინერვიულოთ, კანონი მაინც იკანონებს, ამიტომ მოდუნდით და მიიღეთ დამსახურებული სიამოვნება.

და ბოლოს: „თქვენს მოდგმას შეს*ცა სრულიად საქართველომ” – ამ სიტყვებით რომ მიადექით ორგანიზაციას და ულტიმატუმებით მოითხოვეთ შეშვება, შემდეგ კი შტურმით აიღეთ (იხ.საკუთარი ლაივები) თქვენ ხართ არასამთავრობო სექტორი?! „ჩემი წესდება შენსას სჯობია…”. ჰა?

მე რატომ ვწერ? – ამ და სხვა ასეთივე სააგენტოს შექმნისთვის წლები მაქვს ნამუშევარი (არამარტო მე) დ ა ა მ ი ტ ო მ !!!“, – წერს გეგეჭკორი.

რას წერს ბერძნული მედია თბილისურ მატჩზე

თბილისში წაგებული გადამწყვეტი მატჩის შემდეგ ბერძნულ პრესაში სამგლოვიარო განწყობა სუფევდა და ცხადია, ეს მოსალოდნელიც იყო. მართალია, საბერძნეთის ნაკრებს 2004 წლის ევროპული ოქროც კი აქვს მოგებული, თუმცა, ბოლო 10 წელია დიდი ტურნირების ფინალურ ეტაპზე არ გასულა და ნავსის გატეხა საქართველოს ნაკრებთან სურდა. ჩვენდა საბედნიეროდ, არ გამოვიდა.

Sport Day: “თბილისში გამართული ფინალი ჩვენი ნაკრებისთვის ტრაგიკულად დასრულდა. ამაში მთავარი დამნაშავე საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის სათავეში მყოფი ხალხია, რომელიც ბერძნულ ფეხბურთს განვითარების საშუალებას არ აძლევს”.

Live Sport: “წავაგეთ – ეს ბერძნული ფეხბურთის ნამდვილი ჩავარდნაა. საქართველომ პენალტების სერიაში 4:2 მოგვიგო და ევრო 2024-ზე თავად გაემგზავრება. ჩვენი ფეხბურთის შავი ათწლეული გრძელდება”.

Kokkinos Protathlitis: “ტრაგედია! თბილისში გამართულმა თამაშმა ყველანი დაგვადუმა. ათენში მწარე ღამე იყო. საბერძნეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ მიემგზავრება”.

ბერძნული პორტალი In.gr

” ჩვენ ისინი არ დავაფასეთ, მათ ჩვენ დაგვსაჯეს

ამპარტავნება ის ყვავილია, რომლის ნაყოფიც თავხედობაა. ჩვენი საქციელით უპატივცემულობა გამოვიჩინეთ ქართველების მიმართ, დავივიწყეთ წარსული. გაგვათამამა ყაზახეთის კარში გატანილმა ხუთმა გოლმა და თავი ცუდი კუთხით წარმოვაჩინეთ.

პირველ რიგში კი ეს ეხება ჩვენი ფეხბურთის ხელმძღვანელობას, ფედერაციას, რომელმაც “ლურჯ-თეთრების” ბოლო ათწლეულის მთავარი თამაში სასკოლო ექსკურსიად გადააქცია. ხელმძღვანელობას ყაზახეთთან წარმატებამ ისე დაახვია თავბრუ, თითქოს მესის არგენტინა გაგვენადგურებინოს.
ეს სანიოლის გუნდის მიმართ უპატივცემულობა იყო.
საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე დისციპლინირებული გუნდია, რომელსაც ჩავარდნა არ ჰქონია”

 

ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერი, შეზღუდული ხილვადობა) გამო აკრძალულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ94 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეცადეთ, ფული უფრო რაციონალურად ხარჯოთ, განსაკუთრებით, თუ უახლოეს ხანებში სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას გეგმავთ. რეკლამა ნუ მოგატყუებთ – შეძენამდე ნივთი ყურადღებით შეამოწმეთ, რათა იმედგაცრუებული არ დარჩეთ. იზრუნეთ ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაზე. ეცადეთ, სწორი, თქვენთვის შესაფერისი დიეტა და ვარჯიში შეარჩიოთ და საქმეს შეუდგეთ.

კურო

28 მარტს შეგიძლიათ მთელი ენერგია საქმიანი თანამშრომლობისკენ მიმართოთ. ბევრ კუროს მივლინებაში ან სამოგზაუროდ წასვლა მოუწევს. ასევე ხელსაყრელი დღეა და თანამოაზრეებთან შეხვედრის ან ინტერნეტში კომუნიკაციისთვის. გამოცდილ ადამიანებთან საუბარი, მათი რჩევების მოსმენა და მხარდაჭერა კარიერულ წინსვლაში და ფინანსური წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

ამ დღეს ბევრი სამუშაო გაქვთ ამასთან, გამუდმებით მენეჯმენტთან და სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობა მოგიწევთ. გირჩევთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ და არ გადაიღალოთ. ხანმოკლე შესვენება საშუალებას მოგცემთ ძალები აღიდგინოთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. თუნდაც სხვა სფეროში მუშაობდეთ, შემოქმედებითი მარცვალი შეგიძლიათ ნებისმიერ საქმიანობას დაუმატოთ. საღამოს რომანტიკული ნაცნობობა გელით. როგორ განვითარდება ამის შემდეგ მოვლენები, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ეცადეთ, თანამოსაუბრეზე ზეწოლა არ მოახდინოთ, მეტი მოუსმინოთ და ხშირად დაეთანხმოთ. გარდა იმისა, რომ ურთიერთობას შეინარჩუნებთ, ამ გზით სასურველის მიღწევასაც შეძლებთ.

ლომი

სახლში გარკვეული ცვლილებებისთვის უნდა მოემზადოთ. სავარაუდოდ, ეს სასიამოვნო ცვლილებები იქნება. სამაგიეროდ, სამსახურში შეიძლება გაუგებრობა ან ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშვას. აუცილებელი არ არის, რომ გამუდმებით საკუთარი მოსაზრებების მართებულობა ამტკიცოთ. ეცადეთ, კოლეგებთან კომპრომისი იპოვოთ და შეთანხმებას მიაღწიოთ. იყავით, გულწრფელი გარშემომყოფებთან. სიცრუე ამ დღეს კარგს არაფერს მოგიტანთ.

ქალწული

ამ დღეს ახალი ადგილების მონახულება და ახალი ადამიანების გაცნობა მოგიწევთ. მშვენიერი დღეა ნათესავებთან ან მეზობლებთან აქტუალური საკითხების მოსაგვარებლად. კარგი იქნება, თუ პარტნიორთან ერთად სამოგზაუროდ წახვალთ ან რაიმე საინტერესო კურსებზე ჩაეწერებით.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა, რომ გამაჯანსაღებელი კურსი, დიეტა ან ვარჯიში დაიწყოთ, ოღონდ დიდი დატვირთვის გარეშე. ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ სამსახურში შეთანხმებას მიაღწიოთ და კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. ძვირად ღირებული ნივთის შეძენამდე უმჯობესია, რომ რჩევა სანდო სპეციალისტს ჰკითხოთ. საყვარელი ადამიანებისგან მიიღებთ დახმარებას, რომელიც ამ დღეს ყველაზე მეტად გჭირდებათ. წარსულმა შეიძლება თავი შეგახსენოთ, მაგრამ ნუ იდარდებთ – ამას ადვილად გაუმკლავდებით.

მორიელი

ამ დღწს ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ, ამიტომ სანამ საქმეს შეუდგებით, საკუთარ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უნდა იზრუნოთ. თუ შესაძლებელია, მუშაობაზე უარი თქვით და რამე სასიამოვნო საქმით დაკავდით. საქმიან და პირად ცხოვრებაში პარტნიორთან მოსალოდნელია კონფლიქტები. უფრთხილდით ახალ ნაცნობობას, რომელმაც შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში უარყოფითი როლი შეასრულოს.

მშვილდოსანი

ეს დღე მუშაობაზე მეტად დასვენებისთვის შესაფერისია. თუ სამსახურში ხართ, მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები დაასრულეთ. გულწრფელი ატმოსფერო სახლში თუ სამსახურში ამ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. ზედმეტ კალორიებს უნდა ერიდოთ – მათი მოცილება გაგიჭირდებათ. წარსულ მარცხზე სინანულის ნაცვლად, ჯობია, მომავალზე იფიქროთ.

თხის რქა

შეეცადეთ, დრო ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გადაანაწილოთ, რომელიც თქვენს მონაწილეობას მოითხოვს. აკონტროლეთ ემოციები, თუნდაც გარშემომყოფები ძალიან გაღიზიანებდეთ, იყავით მშვიდი და მეგობრული. ოჯახისგან მიიღებთ დახმარებას, რომელიც ამ დღეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.

მერწყული

ამ დღეს სამუშაო დიდ დროს წაგართმევთ. მენეჯმენტისგან შექება და წახალისება თავდაჯერებას შეგმატებთ. ხელსაყრელი დღეა უფროს ნათესავებთან ურთიერთობისთვის. საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით ოჯახის ზოგ წევრთან მოსალოდნელია კამათი, თუმცა საღამომდე შეთანხმების მიღწევას შეძლებთ.

თევზები

ამ დღის ყველა პრობლემას მარტო ვერაფრით გაუმკლავდებით, ამიტომ ვარსკვლავები სანდო დამხმარეების პოვნას გირჩევენ. ეცადეთ, ურთიერთობებში უხეშობას მოერიდოთ და მეტი მოქნილობა გამოიჩინოთ. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობის დასაწყებად. შორიდან მიღებული სიახლე ძალიან გაგახარებთ.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს შესახებ, განცხადებას აკეთებს

ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური მანიპულაციებისა და LGBTI ხალხისა და უფლებადამცველების შევიწროების ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა განაცხადა.

„შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული პოლიტიკური დისკურსით, რომელსაც “ქართული ოცნების” პარტიის მიერ გაკეთებული განცხადება აჩვენებს მათ ინიციატივაზე შეასწორონ კონსტიტუცია და მიიღონ ახალი საკონსტიტუციო კანონი “საოჯახო ღირებულებებისა და არასრულწლოვანი პიროვნებების” შესახებ. ის ააშკარავებს გამჯდარ საზიანო სტერეოტიპებსა და ცრურწმენებს LGBTI ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც ჯერ კიდევ დომინირებს ქართული საზოგადოების სეგმენტებში, მათ შორის ზოგიერთ პოლიტიკოსში, და შეუძლია ძლიერი ნეგატიური გავლენა იქონიოს ადამიანის უფლებებზე, LGBTI ხალხის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე, და მათი უფლებების დამცველებზე. ის ასევე LGBTI-ფობიით პოლიტიკურ მანიპულაციას წარმოადგენს არჩევნებამდე გზაზე, რომელიც აქამდე დავგმე და რომელსაც ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც კანონის უზენაესობასა და ყველას ადამიანის უფლებების პატივისცემას ეყრდნობა,” – განაცხადა მიატოვიჩმა.

ადამიანი უფლებათა კომისარი აღნიშნავს, რომ მან საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდა ყველა ფორმის დისკრიმინაციისადმი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკისა და პრაქტიკის ერთგულნი იყვნენ.

„შესაბამისად, ქართველ ოფიციალურ პირებს მოვუწოდებ სრული პატივი სცენ ადამიანის უფლებების მხრივ მათ ვალდებულებებს, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყანამ, მათ შორის LGBTI ხალხის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების საქმიანობისთვის გარემოს შექმნის უზრუნველყოფის მხრივ. საქართველოში ყველა პოლიტიკოსს მოვუწოდებ მტკიცედ დაგმონ საარჩევნო კამპანიაში LGBTI-ფობიის ან ნებისმიერი სხვა დისკრიმინაციული რიტორიკის გამოყენება”, – განაცხადა მიატოვიჩმა.

უკიდურესად ძნელი დასაჯერებელია, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ შეეძლო, საკონცერტო დარბაზზე თავდასხმა განეხორციელებინა”- ზახაროვა

MOSCOW, RUSSIA - MARCH 29, 2022: Russian Foreign Ministry Spokeswoman Maria Zakharova during a press briefing on Russia's current foreign policy. Russian Foreign Ministry/TASS Ðîññèÿ. Ìîñêâà. Îôèöèàëüíûé ïðåäñòàâèòåëü ÌÈÄ Ðîññèè Ìàðèÿ Çàõàðîâà âî âðåìÿ áðèôèíãà ïî òåêóùèì âîïðîñàì âíåøíåé ïîëèòèêè. Ïðåññ-ñëóæáà ÌÈÄ ÐÔ/ÒÀÑÑ

უკიდურესად ძნელი დასაჯერებელია, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ შეეძლო, გასულ პარასკევს მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმა განეხორციელებინა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, რომ დასავლეთი ჩქარობდა პასუხისმგებლობის დაკისრებას „ისლამურ სახელმწიფოზე“.

„კოლექტიური დასავლეთის ეჭვების მოსაშორებლად, მათ სასწრაფოდ სჭირდებოდათ რაღაცის მოფიქრება, ამიტომ მათ მიმართეს „ისლამურ სახელმწიფოს“ და, ფაქტობრივად, ტერორისტული თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ მედიამ დაიწყო სწორედ ამ ვერსიების გავრცელება“, – აღნიშნა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად დაღუპულია 139 ადამიანი, ხოლო დაშავდა 182. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს

ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო. საკოლექციო მონეტის დიზაინზე სებ-ი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად იმუშავებს.

„საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართება და ჯგუფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 ივნისს თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

2022 წელს სებ-მა საქართველოში ევრობასკეტის მასპინძლობასთან დაკავშირებით „ევრობასკეტი 2022“-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა“,- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

,,მსჯავრდებულ სააკაშვილს ვეთანხმები …” ბექა ოდიშარია

მინდა, სააკაშვილს ვუთხრა, რომ თუ ასე გააგრძელა მისი პარტიის მენეჯმენტმა, როგორც იქცევა, არასერიოზულად და ზევით-ქვევით ირბინა კარტოფილებით და ბარკლებით და არ მიხედა რეალურ საქმეს, შეიძლება მათაც ვერ გადალახონ ეს საარჩევნო ბარიერი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ „თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ“.

ოდიშარიას თქმით, „კოლექტიური ნაცები“ ნამდვილად ახლოს არიან იმასთან, რომ 2024-ის არჩევნებზე კატასტროფულ მარცხი იწვნიონ.

„მსჯავრდებულ სააკაშვილს ვეთანხმები იმაში, რომ ნამდვილად ძალიან ახლოს არიან „კოლექტიური ნაცები“ იმასთან, რომ 2024-ის შემოდგომაზე იწვნიონ კატასტროფულ მარცხი, რაც გულისხმობს იმას, რომ, ბუნებრივია, ისინი საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავენ. მაგრამ ასევე სააკაშვილს მინდა ვუთხრა, რომ თუ ასე გააგრძელა მისი პარტიის მენეჯმენტმა, როგორც ის იქცევა, არასერიოზულად, ზევით-ქვევით ირბინა კარტოფილებით და ბარკლებით და არ მიხედა რეალურ საქმეს და არ ჩაერთო რეალურ პოლიტიკაში, შეიძლება მათაც ვერ გადალახონ ეს საარჩევნო ბარიერი. ასე რომ, ყველა ერთად კარგი გზით მიდიან, სწორი კალაპოტით და ამ კალაპოტში, რომელიც მარცხისკენ მიდის, ვუსურვებთ ზურგის ქარს“,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას – გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება. „მე ძალიან ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს. პრობლემატურია, მათ შორის, მთლიანად ოპოზიციისთვის და ქვეყნისთვის. ეს საფრთხე არის ძალიან რეალური, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას“ – „გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება. გამარჯვებაში მე საერთოდ ეჭვი არ მეპარება“,- განაცხადა სააკაშვილმა.