,,თქვენი წესდება არ გაძლევთ უფლებას, კვირას, არასამუშაო დღეს, შტურმით აიღოთ პოპულაციის მართვის სააგენტო”- ლაშა გეგეჭკორი

24
spot_img

არგუმენტი, რომ თავშესაფრების მონიტორინგის უფლება გიწერიათ საკუთარი ნჯო-ს წესდებაში, არის სრული იდიოტიზმი. თქვენი წესდება არ გაძლევთ უფლებას, კვირას, არასამუშაო დღეს, შტურმით აიღოთ პოპულაციის მართვის სააგენტო, – ამის შესახებ მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის, შუა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს.

„ცხოველთამოყვარულთა „გონებაგახსნილი” ნაწილის განათლების მიზნით ვწერ, რომ:

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 ივნისის N 345 დადგენილებით (ამონარიდი) “ცხოველთა თავშესაფრის საქმიანობის კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი-სურსათის ეროვნული სააგენტო.

*ამოქმედდეს 2018 წლის პირველი სექტემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.”

და არგუმენტი, რომ თავშესაფრების მონიტორინგის უფლება გიწერიათ საკუთარი ნჯო-ს წესდებაში, არის სრული იდიოტიზმი. თქვენი წესდება არ გაძლევთ უფლებას, კვირას, არასამუშაო დღეს, შტურმით აიღოთ პოპულაციის მართვის სააგენტო. წესდება და შინაგანაწესი აქვს ყველა ორგანიზაცია (მითუმეტეს, სახელმწიფო ორგანიზაციას) სადაც გაწერილია:

სამუშაოს დაწყება-დასრულება, არასამუშაო დღეები, შესვენების დრო, ვიზიტორების მიღების (მათ შორის, ტერიტორიის დათვალიერების) დღეები და საათები. არ გაქვთ უფლება, არასამუშაო დღეს მიადგეთ სააგენტოს, (ამ შემთხვევაში-კახეთის) წაუყენოთ ულტიმატუმი სიტყვებით -„კარები გააღეთ, თორემ დავიწყებთ შტურმს” და ორგანიზაციის გალავანზე რამდენიმე ადგილზე გადაძრომით, ძალადობრივად შეაღწიოთ სახელმწიფო დაწესებულების ტერიტორიაზე. შემდეგ როგორც მოიქეცით, ესეც კარგად იცით და ვიცი მეც, ისევ თქვენივე „ლაივებიდან“! თქვენივე “ლაივებიდან” გავიგე, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით დაწყებულია გამოძიება. და იმის ყვირილი, რომ ერთმანეთში არის შეკრული სურსათის ეროვნული სააგენტო, პოლიცია, პროკურატურა, პარლამენტი და ა.შ. – არის „ჩემი წესდებით” განსაზღვრული მოქმედება, რომელიც მიწერია ამ პოსტის მე-4 აბზაცში. თქვენ გღუპავთ თქვენი უცოდინრობა, უაზრო ამბიცია, სიცრუე, შანტაჟი, უზრდელობა და რაც მთავარია, თანამედროვე მობილური ტელეფონი, რითაც ახორციელებთ “ლაივებს.” ამიტომ,მიიღეთ ჩემგან სამი უფასო რჩევა:

1. „მე მიყვარს ცხოველი” – არ არის ინდულგენცია, ვერ დაგიცავთ ეს. საინტერესოა საიდან იცით, ვის უფრო მეტად უყვარს ცხოველი, რაიმე საზომი გაქვთ?

2. გადაცვალეთ თქვენი ტელეფონები ფანრიან „ნოკიაზე.” ეს, თქვენ თვითონვე დაგიცავთ, რომ საკუთარი ქმედებები არ დააფიქსიროთ და შარში არ ჩავარდეთ.

3. არ ინერვიულოთ, კანონი მაინც იკანონებს, ამიტომ მოდუნდით და მიიღეთ დამსახურებული სიამოვნება.

და ბოლოს: „თქვენს მოდგმას შეს*ცა სრულიად საქართველომ” – ამ სიტყვებით რომ მიადექით ორგანიზაციას და ულტიმატუმებით მოითხოვეთ შეშვება, შემდეგ კი შტურმით აიღეთ (იხ.საკუთარი ლაივები) თქვენ ხართ არასამთავრობო სექტორი?! „ჩემი წესდება შენსას სჯობია…”. ჰა?

მე რატომ ვწერ? – ამ და სხვა ასეთივე სააგენტოს შექმნისთვის წლები მაქვს ნამუშევარი (არამარტო მე) დ ა ა მ ი ტ ო მ !!!“, – წერს გეგეჭკორი.