Home Blog Page 1219

არც ერთხელ და არცერთი ნაბიჯით საქართველოს თავისი საგარეო კურსისთვის არ უღალატია, მყარად დგას იმ პოზიციაზე, რაც კონსტიტუციით არის გამყარებული-გიორგი ვოლსკი

არც ერთხელ და არცერთი ნაბიჯით საქართველოს თავისი საგარეო კურსისთვის არ უღალატია, მყარად დგას იმ პოზიციაზე, რაც გამყარებულია კონსტიტუციით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, რუსეთთან დაკავშირებით ყბადაღებულ თემაზე საუბარს კონკრეტული პოლიტიკური მიზანი აქვს.

„დიდი ხანია, დამკვიდრებულია ტერმინი – friendly fire, რაც თარგმანში ნიშნავს მეგობრულ ცეცხლს, დრამატული ვითარებიდან გამომდინარე შეტევას საკუთარ მოკავშირეებზე. როცა საქართველოს მიმართ ასეთი ხისტი განცხადებების კასკადი მიმდინარეობს, შეგვიძლია, ეს ტერმინი გავიხსენოთ. საქართველო საგარეო კურსზე მყარად დგას, არ ცვლის, ეს სჭირდება და ნებისმიერი თემის მოტანა, მით უმეტეს, ყბადაღებული რუსეთთან რაღაც ალიანსის არსებობა, განპირობებულია კონკრეტული პოლიტიკური მიზნით, რაც არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც რეალობა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ხედავთ გასუსულ ოპოზიციას და „ენჯეო“ სექტორს, გასუსულ უცხოელ აქტორებს, დიპლომატებს – სად არიან?! ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს და მართლმსაჯულებას – შალვა პაპუაშვილი

ხედავთ გასუსულ ოპოზიციას და „ენჯეო“ სექტორს. გასუსულ უცხოელ აქტორებს, დიპლომატებს – სად არიან?! – ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს და მართლმსაჯულებას, ქართულ სახელმწიფოს ამ 10-წლიანი არ მოსვენების, ჯანჯღარის გამო, გადაგვაყოლეს ერთ ადამიანს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც სტრასბურგის დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმის ირგვლივ 10-წლიანი ყალბი კამპანია მიმდინარეობდა.

„ხედავთ გასუსულ ოპოზიციას და „ენჯეო” სექტორს. გასუსულ უცხოელ აქტორებს, დიპლომატებს, თუ პარლამენტარებს – სად არიან?!

ეს ქვეყანა 10 წელი რომ არ მოასვენეს სააკაშვილით, მისი პერსონით. ხან სად დაჰყავდათ, ხან სად. გახსოვთ, ბრიუსელის კორიდორებში, როგორ ხვდებოდნენ, კონფერენციებზე გამოყოფილი ადგილი, ეს ხალხი, რომელიც მათ შორის ევროპის სახეა, რატომ არის ჩუმად? გამოვიდნენ და ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს და მართლმსაჯულებას, ქართულ სახელმწიფოს ამ 10-წლიანი არ მოსვენების, ჯანჯღარის გამო, გადაგვაყოლეს ერთ ადამიანს. ბოლოს ჩუმად შემოგვიპარეს ქვეყანა რომ აერია. გამოიტანეთ დასკვნა. ეს არის დასტური 10-წლიანი ყალბი კამპანიისა, სადაც ჩართული იყო უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები უცხოეთიდან, სხვადასხვა სახის მედია თუ არასამთავრობო სექტორი”,-აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე“ დაადგინა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არცერთი მუხლი არ დარღვეულა.

ირაკლი კობახიძის ბრალდება ერთ-ერთი ევროკომისრის მიმართ სრული აბსურდი, პარანოიული ბოდვაა – კარს მომდგარი ინდივიდუალური სანქციების ეშინიათ – თინა ბოკუჩავა

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა “სრულ აბსურდსა და პარანოიულ ბოდვას” უწოდებს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, სადაც ის ევროკომისართან საუბრის დეტალებზე, მათ შორის მუქარაზე საუბრობს.

როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, “ივანიშვილს და მის ამფსონებს” მოახლოებული სანქციების ეშინიათ და მსგავს განცხადებებს სწორედ ეს შიში განაპირობებს.

“ამგვარი ბრალდება ირაკლი კობახიძის მხრიდან ერთ-ერთი ევროკომისრის მიმართ, რომლის სახელს და გვარს არ ახმოვანებს, არის სრული აბსურდი, პარანოიული ბოდვა. მაგრამ რაც დადასტურებულად შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ივანიშვილს და მის ამფსონებს ძალიან ეშინიათ მოახლოებული სანქციების, რომელიც გარდაუვალია მას შემდეგ, რაც ვეტოს დაძლევენ. სწორედ ამ კარს მომდგარი ინდივიდუალური სანქციების ეშინიათ ივანიშვილს და მის გარემოცვას, რამაც გაამწვავა მათი პარანოიული შიშები. ამან განაპირობა ეს აბსურდული განცხადებები”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ევროკომისართან სატელეფონო საუბრის დეტალებზე საუბრობს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ევროკომისარმა მას უთხრა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, დასავლელმა პოლიტიკოსებმა შესაძლოა გარკვეული ზომები მიიღონ და ამავე კონტექსტში მან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული “ტერორისტული თავდასხმაც” ახსენა.

„ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

ჩვენ მარტო ვართ, ჩვენ არავინ არ გვიცავს, კაციშვილი თითს თითზე არ დაადებს აქ რომ რამე დაიწყოს, ამ ქვეყანაში ჩვენს ომს არავინ არ იომებს – შალვა პაპუაშვილი

ჩანს, რომ ზემოდან გვიყურებს ზოგიერთი. არ ვიცი რა ჰქონიათ, რომ ახალი დემოკრატია ვართ და ამიტომ განსაკუთრებული მეურვეობდა გვჭირდება და უნდა მიგვითითონ, სად დავსხდეთ, რა წიგნი გადავშალოთ და რომელი კანონი წავიკითხოთ და მივიღოთ. ასეთი მეურვეობით დამოკიდებულებაა საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ასეთი დამოკიდებულება იყო საქართველოს მიმართ ჩვენი ისტორიის სხვადასხვა დროს და რა თქმა უნდა, ჩვენ ამისკენ არ ვისწრაფვით. ამიტომ, თუ კი სხვა ქვეყანას აქვს თავისი ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოების ინტერესები, ჩვენც გვაქვს. თუკი საფრანგეთს აქვს, ჩვენს გვაქვს და ცოტა უფრო რთულ მდგომარეობაში ვართ ჩვენ. საფრანგეთი და ევროკავშირის სხვა ქვეყნები არიან დაცული ევროკავშირით, ზოგი არის ნატოს წევრი და ნატოს ატომური ქოლგით არიან დაცულები. ჩვენ მარტო ვართ, ჩვენ არავინ არ გვიცავს. კაციშვილი თითს თითზე არ დაადებს აქ რომ რამე დაიწყოს. ამ ქვეყანაში ჩვენს ომს არავინ არ იომებს, ჩვენს ნაცვლად ბოროტ გავლენებს არავინ არ შეამცირებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მკვლელობის მცდელობის ფაქტის ხსენება გამაოგნებელია – შალვა პაპუაშვილი მუქარის შესახებ პრემიერის განცხადებაზე

x

ნებისმიერ შემთხვევაში, რაიმე კონტექსტში მკვლელობის მცდელობის ფაქტის ხსენება გამაოგნებელია , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის „ფეისბუკზე“ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკომისართან საუბრის დეტალებზე, მათ შორის მუქარაზე საუბრობს.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ის ამ საუბრის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

„გამაოგნებელია ამ კონტექსტში მკვლელობის მცდელობის მოყვანა. ნებისმიერ შემთხვევაში, რაიმე კონტექსტში ამ ფაქტის ხსენება გამაოგნებელია, რა თქმა უნდა. დამატებით კომენტარებს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა:

“ეს თავდასხმა მოყვანილი იყო როგორც მაგალითი. ეს, რა თქმა უნდა, გამაოგნებელია. ასეთი საუბრის დროს ამ კონტექსტში, შესაძლო გავლენების შესახებ ნებისმიერი სახით ამ მაგალითის მოყვანა გამაოგნებელია”.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ევროკომისართან სატელეფონო საუბრის დეტალებზე საუბრობს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ევროკომისარმა მას უთხრა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, დასავლელმა პოლიტიკოსებმა შესაძლოა გარკვეული ზომები მიიღონ და ამავე კონტექსტში მან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული “ტერორისტული თავდასხმაც” ახსენა.

„ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 24 მაისისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7268 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7268 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7259 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9578 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9546 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0032 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

სტრასბურგის სასამართლომ დადასტურდა, რაოდენ საჭიროა „უცხოური გავლენის გამჭვირვალების“ კანონის მიღება, რომ ხალხმა იცოდეს ვინ აფინანსებს ამ ცილისმწამებლურ კამპანიებს – შალვა პაპუაშვილი

x

სტრასბურგის სასამართლომ დადასტურდა, რაოდენ საჭიროა „უცხოური გავლენის გამჭვირვალების“ კანონის მიღება, რომ ხალხმა იცოდეს ვინ აფინანსებს ამ ცილისმწამებლურ კამპანიებს, იქნება ეს „ფრი მიშა“, „არა რუსულ კანონს“, თუ რომელიმე სხვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით საბოლოოდ გახდა აშკარა ყველასთვის, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები სამართლიანია და არ შეიცავს არანაირი პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიშნებს.

„მოგეხსენებათ, დღეს სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის სარჩელთან დაკავშირებით და ერთხმად დაადასტურა, რომ არანაირ უსამართლობას და პოლიტიკურ მოტივაციას სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალების და ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებში ადგილი არ ჰქონია.

ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ გახდა აშკარა ყველასთვის, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები სამართლიანია და არ შეიცავს არანაირი პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიშნებს, რასაც ჩვენს სასამართლოს უკვე 10 წელია გამუდმებით აბრალებენ შიდა და გარე არაკეთილისმსურველები.

10 წელია, მუდმივად გვესმის, რომ სასამართლოში კლანია, რომ სასამართლო მიკერძოებულია და რომ მართლმსაჯულება პოლიტიკურია. ამ ცილისწამებას ავრცელებს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, მათი მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი ზედამხედველი უცხოური ძალები, რომლებიც, რიგ შემთხვევებში, ფარულად და უკანონოდ აფინანსებენ ამ პარტიებს და არასამთავრობოებს.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის სარჩელზე გამოტანილი განაჩენი არ არის პირველი. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მართლმსაჯულება გაამართლა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის, ნიკა მელიას, ბაჩო ახალაიას, ისევე როგორც ყველა დანარჩენ ე.წ. „პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეში“. პირადად სააკაშვილი, სულ ახლახან, იძულებული გახდა, სტრასბურგიდან გამოეწვია მისივე სარჩელი ჯანმრთელობის დაზიანების თაობაზე, რადგან მიხვდა, რომ საქმეს აუცილებლად წააგებდა და სირცხვილს უკანდახევა ამჯობინა.

უკვე 10 წელია, ცალკეული ჯგუფები ცდილობენ ქართული სასამართლოს და ზოგადად სახელმწიფოს სახელის გატეხვას და იმიჯის დაზიანებას. შეგახსენებთ, ევროპის პარლამენტის რამდენ რეზოლუციაში ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, რამდენი უცხოელი დიპლომატი და უმაღლესი თანამდებობის მქონე პოლიტიკოსი, ამაოდ დაშვრა იმის მტკიცებით, რომ სააკაშვილის პატიმრობა თურმე უკანონოა. შეგახსენებთ კამპანიას „ფრი მიშა“ ანუ „თავისუფლება მიშას“ რომელშიც ჩართულნი იყვნენ „ნაციონალური მოძრაობა“ და არასამთავრობოები ქვეყნის შიგნით და მათი ლობისტები ქვეყნის გარეთ.

ამ წლების განმავლობაში გამუდმებული შეტევა იყო საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც გაჯერებული იყო ტყუილებით და ცილისწამებით. სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით, გვემუქრებოდნენ სანქციებით და გვივრცელებდნენ დეზინფორმაციას. იმავდროულად, სააკაშვილს უცხოეთში და მის პარტიას საქართველოში სასათბურე პირობები შეუქმნეს და არც დაფინანსება და მფარველობა მოუკლიათ მათთვის. მას ხვდებოდნენ ბრიუსელსა და ვაშინგტონში, უცხადებდნენ მხარდაჭერას და ამწესებდნენ თანამდებობებზე, გარედან ამართვინებდნენ რადიკალურ ოპოზიციას, ბოლოს კი არჩევნების წინ ფარულად შემოაპარეს საქართველოში.

დღეს იგივე ხალხი, ვინც საზღვარგარეთ „ფრი მიშა“ კამპანია წამოიწყო, ჩართულია კამპანიაში „არა რუსულ კანონს“. იგივე ხალხი ისევ გვივრცელებს დეზინფორმაციას, იგივე ხალხი ისევ გვემუქრება სანქციებით. რა თქმა უნდა, გავა დრო, და გაირკვევა, რომ აქაც ტყუილთან და ცილისწამებასთან გვაქვს საქმე. აუცილებლად გაირკვევა, რომ არც კანონი იყო რუსული და კამპანიასაც ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმსურველი ძალები აფინანსებდნენ.

საბედნიეროდ, ადრე თუ გვიან, სიმართლე იმარჯვებს. დღეს სწორედ ის დღეა, როდესაც ათწლიანი კამპანია საქართველოს მართლმსაჯულების წინააღმდეგ კრახით დასრულდა და სამართალმა იზეიმა. ათწლიანი ნარატივი რადიკალურ ოპოზიციას, არასამთავრობოებს და მათს უცხოელ მფარველებს ხუხულასავით ჩამოენგრათ თავზე, თანაც არა ჩვენი, არამედ სტრასბურგის სასამართლოს ხელით.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი რამის გამოა მნიშვნელოვანი. დადასტურდა, რაოდენ საჭირო და აუცილებელია „უცხოური გავლენის გამჭვირვალების“ კანონის მიღება, რომ ხალხმა დანამდვილებით იცოდეს ვინ იგონებს და აფინანსებს ამ ცილისმწამებლურ კამპანიებს, იქნება ეს „ფრი მიშა“, „არა რუსულ კანონს“, თუ რომელიმე სხვა. ეს კამპანიები მხოლოდ ერთ მიზანს ისახავს მიზნად – საქართველოში გათიშულობის, მტრობის, დაპირისპირების შემოტანას და საქართველოს დესტაბილიზაციას.

დღეს დადგა განაჩენი არა მარტო სააკაშვილზე, არამედ მის რეჟიმზეც და მის მფარველებზეც. დადგა განაჩენი ათწლიან ცილისმწამებლურ კამპანიაზე საქართველოს წინააღმდეგ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი.

სტრასბურგის გადაწყვეტილება ნათელი დასტურია იმის, რომ სააკაშვილის გასათავისუფლებლად წარმოებული კამპანია იყო ტყუილზე დაფუძნებული – რატი ბრეგაძე

x

მინდა ყველას მოვუწოდო, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეიკავონ. უკვე არაერთხელ დადასტურდა, რომ ყველა მოქმედება სააკაშვილის მიმართ იყო კორექტული, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ მაქსიმალურად წარადგინა ყველა მტკიცებულება და დაიცვა პოზიციები, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულება არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული.

„სტრასბურგის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არ არის შემთხვევითი და არ მოსულა თავისით. მოსარჩელეს ჰქონდა პრეტენზიები, ის ცდილობდა დაესაბუთებინა თავისი პოზიცია, თუმცა არსებობს მეორე მხარე, ეს არის ქართული სახელმწიფო და ჩვენ მაქსიმალურად წარვადგინეთ ყველა მტკიცებულება და დავიცავით ჩვენი პოზიციები იმის შესახებ, რომ ეს მართლმსაჯულება, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული. საბოლოო ჯამში ეს სიმართლე კიდევ ერთხელ დადასტურდა“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას – თუ რას უპასუხებს ნებისმიერ ოპონენტს, რომელიც ცდილობდა სააკაშვილის მიმართ წარმოებული მართლმსაჯულების პოლიტიკური ნიშნით წარმოჩენას.

„მხოლოდ და მხოლოდ ერთს ვუპასუხებ, რასაც თავიდანვე ვამბობდით, რომ ჩვენ არ ვმოქმედებთ შთაბეჭდილებების და აღქმების საფუძველზე, არამედ ვმოქმედებთ მკაცრად მხოლოდ ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც აკმაყოფილებს საკმაოდ მაღალ ევროპულ სტანდარტებს. მე მგონი ყველა დარწმუნდა, რომ ყველა მოქმედება იყო კორექტული და შესაბამისი, მათ შორის, უმაღლეს ევროპულ სტანდარტებთან. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. უკვე არაერთხელ დადასტურდა, რომ ყველა მოქმედება სააკაშვილის მიმართ იყო კორექტული. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე ძალიან ხშირად ეს ყველაფერი არის ტენდენციური და კარგად ვიხილეთ იგივე „ფარას“ წყალობით, რომ კამპანია, რომელიც წარმოებდა სააკაშვილის გასათავისუფლებლად, იყო ძალიან დიდი თანხებით დაფინანსებული. მთლიანი ეს კამპანია, რომელშიც საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართული ქართველი პოლიტიკოსები, იყო ტყუილზე დაფუძნებული და დღევანდელი დღე არის ამის ნათელი დასტური“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

როცა მოვა დრო, აუცილებლად დაბრუნდება – იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნების შესახებ კითხვაზე

როცა მოვა დრო, აუცილებლად დაბრუნდება, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კითხვას, იგეგმება თუ არა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა.

ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი ციხეში აუცილებლად დაბრუნდება.

„მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, შესაბამისად, ისიც აუცილებლად დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც იყო, ან სხვაგან”,- განაცხადა ბრეგაძემ.

ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო ერთ-ერთი ევროკომისრის მუქარა – ირაკლი კობახიძე

საზოგადოება აკვირდება გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ხედავს, რომ მთელი რიგი მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსები არ ერიდებიან ღია შანტაჟსაც კი ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. ამგვარ შეურაცხმყოფელ შანტაჟს დიდი ხანია მიჩვეული ვართ და მან საზოგადოებისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც არსებითად უკვე დაკარგა აქტუალობა, – ამის შესახებ საუბარია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

“თუმცა, ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.

როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და რომელიც ამჟამადაც მკურნალობას გადის, ეს ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია. ხაზს გავუსვამ იმასაც, რომ წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც გლობალურ ომის პარტიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული.

პრევენციის მიზნით, თავი ვალდებულად მივიჩნიე, ამ მუქარის შესახებ ინფორმაცია ქართული საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა. რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობასთან გავლებული პარალელი შეგვახსენებს, რომ გლობალური ომის პარტიის სახით, საქმე გვაქვს უაღრესად საშიშ ძალასთან, რომელიც საქართველოში არეულობის შემოსატანად ყველაფერზეა წამსვლელი.

დარწმუნებული ვარ, მათ გეგმებს არც ამჯერად უწერია წარმატება და საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას და პოლიტიკურ სტაბილურობას, რაც ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობაა”, – ნათქვამია განცხადებაში.

უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლები ჩამოდიან და რადიკალური ჯგუფების სასარგებლოდ განცხადებებს აკეთებენ, ეს რადიკალიზმს ახალისებს – ანრი ოხანაშვილი

უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლები თავს საქართველოს ვითომ მეგობრებად მიიჩნევენ, ჩამოდიან და რადიკალური ჯგუფების სასარგებლოდ განცხადებებს აკეთებენ. ეს მხოლოდ რადიკალიზმს ახალისებს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალურ ჯგუფებს ახალისებს ისეთი მიდგომები, როდესაც სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები გამოდიან.

„რადიკალიზმის წახალისება ხდება, სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები გამოვიდნენ, რაც იმას ადასტურებს, რომ რადიკალურ ჯგუფებს ეს მიდგომები ახალისებს და მხარს უჭერს რადიკალიზაციისთვის. ეს ხომ ფაქტია? ამას შეფასება არ სჭირდება. უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლები თავს საქართველოს ვითომ მეგობრებად მიიჩნევენ, ჩვენთან ჩამოდიან და რადიკალური ჯგუფების სასარგებლოდ განცხადებებს აკეთებენ. ეს მხოლოდ რადიკალიზმს ახალისებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რა ღონისძიებები გაიმართება 26 მაისს თბილისსა და რეგიონებში

საქართველო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადება. 26 მაისს, 106 წლის წინ პირველი რესპუბლიკის დაარსებას, 33 წლის წინ კი რუსეთის საბჭოთა ოკუპაციიდან დამოუკიდებლობის აღდგენა აღინიშნება. ქვეყნის 18 ქალაქში მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება.

წვევამდელები ფიცს ერთდროულად ქვეყნის 6 ქალაქში დადებენ. ღონისძიებები თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და კულმინაციას თავისუფლების მოედანზე მიაღწევს.

17:10 საათზე – იმ დროს, როდესაც ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, საქართველოს ყველა ცენტრალურ მოედანზე სახელმწიფო ჰიმნი აჟღერდება.

წელს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ისტორიაში პირველად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება.