არც ერთხელ და არცერთი ნაბიჯით საქართველოს თავისი საგარეო კურსისთვის არ უღალატია, მყარად დგას იმ პოზიციაზე, რაც კონსტიტუციით არის გამყარებული-გიორგი ვოლსკი

29
spot_img

არც ერთხელ და არცერთი ნაბიჯით საქართველოს თავისი საგარეო კურსისთვის არ უღალატია, მყარად დგას იმ პოზიციაზე, რაც გამყარებულია კონსტიტუციით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, რუსეთთან დაკავშირებით ყბადაღებულ თემაზე საუბარს კონკრეტული პოლიტიკური მიზანი აქვს.

„დიდი ხანია, დამკვიდრებულია ტერმინი – friendly fire, რაც თარგმანში ნიშნავს მეგობრულ ცეცხლს, დრამატული ვითარებიდან გამომდინარე შეტევას საკუთარ მოკავშირეებზე. როცა საქართველოს მიმართ ასეთი ხისტი განცხადებების კასკადი მიმდინარეობს, შეგვიძლია, ეს ტერმინი გავიხსენოთ. საქართველო საგარეო კურსზე მყარად დგას, არ ცვლის, ეს სჭირდება და ნებისმიერი თემის მოტანა, მით უმეტეს, ყბადაღებული რუსეთთან რაღაც ალიანსის არსებობა, განპირობებულია კონკრეტული პოლიტიკური მიზნით, რაც არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც რეალობა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.