ჩვენ მარტო ვართ, ჩვენ არავინ არ გვიცავს, კაციშვილი თითს თითზე არ დაადებს აქ რომ რამე დაიწყოს, ამ ქვეყანაში ჩვენს ომს არავინ არ იომებს – შალვა პაპუაშვილი

13
spot_img

ჩანს, რომ ზემოდან გვიყურებს ზოგიერთი. არ ვიცი რა ჰქონიათ, რომ ახალი დემოკრატია ვართ და ამიტომ განსაკუთრებული მეურვეობდა გვჭირდება და უნდა მიგვითითონ, სად დავსხდეთ, რა წიგნი გადავშალოთ და რომელი კანონი წავიკითხოთ და მივიღოთ. ასეთი მეურვეობით დამოკიდებულებაა საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ასეთი დამოკიდებულება იყო საქართველოს მიმართ ჩვენი ისტორიის სხვადასხვა დროს და რა თქმა უნდა, ჩვენ ამისკენ არ ვისწრაფვით. ამიტომ, თუ კი სხვა ქვეყანას აქვს თავისი ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოების ინტერესები, ჩვენც გვაქვს. თუკი საფრანგეთს აქვს, ჩვენს გვაქვს და ცოტა უფრო რთულ მდგომარეობაში ვართ ჩვენ. საფრანგეთი და ევროკავშირის სხვა ქვეყნები არიან დაცული ევროკავშირით, ზოგი არის ნატოს წევრი და ნატოს ატომური ქოლგით არიან დაცულები. ჩვენ მარტო ვართ, ჩვენ არავინ არ გვიცავს. კაციშვილი თითს თითზე არ დაადებს აქ რომ რამე დაიწყოს. ამ ქვეყანაში ჩვენს ომს არავინ არ იომებს, ჩვენს ნაცვლად ბოროტ გავლენებს არავინ არ შეამცირებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.