Home Blog Page 1212

ჩვენ ვეხმარებით ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სვლაში – კონგრესმენები

ჩვენ ვეხმარებით ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სვლაში, – ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამერიკელი კონგრესმენები აცხადებენ.

გამოცემასთან ინტერვიუში კონგრესმენი და წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯო უილსონი ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიის კარგი მაგალითი იყოს კავკასიის მთელ რეგიონში და გვსურს, რომ კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდეს.

„რესპუბლიკელები და დემოკრატები, ორ პარტიაში, ორივე პალატაში ვმუშაობთ, რადგან გვსურს, რომ საქართველო დემოკრატიის კარგი მაგალითი იყოს კავკასიის მთელ რეგიონში. აი, ამდენად მნიშვნელოვანია საქართველო, ყოველთვის იყო, და გვსურს, რომ კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდეს”, – მიიჩნევს კონგრესმენი.

ჰელსინკის კომისიის კიდევ ერთი წევრი, კონგრესმენი სტივ კოენი ამბობს, რომ „საქართველოს ხელს ჰკრავენ მოსკოვისკენ“.

„ჩვენ ვალდებულნი ვართ ქართველი ხალხის წინაშე, დავეხმაროთ დაიცვან თავისი დემოკრატია და პრო-დასავლური მომავალი. ეს კანონი სწორედ ამას აკეთებს და ქმნის საფუძველს ახალი ფურცლის დასაწყებად, უფრო მრავალფეროვანი და გაფართოებული ორმხრივი პარტნიორობისთვის“, – ამბობს სტივ კოენი.

კიდევ ერთი კონგრესმენის, გრეგორი მიქსის განცხადებით, „ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან პარტნიორობას, ან სხვაგვარ თანამშრომლობას ირჩევენ, უნდა გაფრთხილდნენ, რადგან ეს არაა დემოკრატიული ქვეყნების ადგილი“.

“ჩვენთვის პრობლემაა ნებისმიერი, ვისაც სურს ვლადიმირ პუტინის რეჟიმის მხარეს იყოს. ეს დემოკრატიისთვის საფრთხეა ყველგან. ამიტომ, ვფიქრობ ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან პარტნიორობას, ან სხვაგვარ თანამშრომლობას ირჩევენ, უნდა გაფრთხილდნენ, რადგან ეს არაა დემოკრატიული ქვეყნების ადგილი. არაა ის, სადაც უნდა ვიდგეთ, როგორც დემოკრატიული ქვეყნები. თუკი სხვაგვარად იქცევი, მაშინ ამბობ, რომ გსურს ავტოკრატიული ქვეყნების და მათი ტიპის დიქტატორების ნაწილი იყო. ვიმედოვნებ, ისინი ამას გაითვალისწინებენ”, – აცხადებს გრეგორი მიქსი.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 18 ქალაქში გაიმართება, წვევამდელები ფიცს 6 ლოკაციაზე დადებენ – ღონისძიებებს ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით გალა-კონცერტი დაასრულებს

რაც გვეამაყება და გვაერთიანებს – 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 10:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან დაიწყება, სადაც ტრადიციულად, ახალწვეულები ფიცს დადებენ. ფიცის დადების საზეიმო ცერემონია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიმართება.

„თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოეწყობა ღვინის სივრცე, სადაც მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. სტუმრებს ასევე დახვდებათ სპორტული, კულინარიული და საბავშვო კუთხეები.

17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს შეასრულებს 300 ბავშვი, რომელთა შორის იქნებიან საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სათვისტომო სკოლების მოსწავლეები.

26 მაისის საზეიმო ღონისძიებებს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი დაასრულებს, რომლის მთავარი თემაა – ამბავი საქართველოზე. გალა კონცერტის წლევანდელი პროგრამა სრულად ფოლკლორს ეთმობა და მასში საქართველოს ყველა კუთხის ფოლკლორული ანსამბლების 1000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 18 ქალაქში გაიმართება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამწუხაროა, მაგრამ გამართლებულია, რომ ჩვენი მოკავშირეები ამ ნაბიჯს დგამენ მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უთხრის ძირს, დროა, ევროკავშირმაც მიბაძოს – მირიამ ლექსმანი

სამწუხაროა, მაგრამ გამართლებულია, რომ ჩვენი მოკავშირეები ამ ნაბიჯს დგამენ მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უთხრის ძირს, დროა, ევროკავშირმაც მიბაძოს,- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ წარდგენილ Megobari Act-ს.

“სამწუხაროა, მაგრამ გამართლებულია, რომ ჩვენი მოკავშირეები ამ ნაბიჯს დგამენ მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უთხრის ძირს. დროა, ევროკავშირმაც მიბაძოს,” – წერს ლექსმანი.

იმას კი არ გვეუბნება ვინმე, რომ მოდით დამატებით ვიმსჯელოთო, გვეუბნებიან, დაგასანქცირებთ თუკი თავდაცვის პოზიციიდან არ გამოხვალთო – გიორგი ვოლსკი

რუსეთს ოკუპირებული აქვს ტერიტორიების დიდი ნაწილი, ათეულობით სამხედრო ობიექტი აქვს და 700 მეტრი დაშორება აქვს მთავარ გზებზე, რომელზეც უახლოეს პერიოდში უნდა გაიაროს ტვირთებმა ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით. წარმოიდგინეთ რა საფრთხეში ვართ და ამ საფრთხის საპასუხოდ იმას კი არ გვეუბნება ვინმე, რომ მოდით დამატებით ვიმსჯელოთ, მოდით დესტაბილიზაციის საფრთხეები განვიხილოთ, გვეუბნებიან, რომ დაგასანქცირებთ თუკი თქვენ თავდაცვის პოზიციიდან არ გამოხვალთო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, გამჭვირვალობის კანონი ყველაზე რბილი ვერსიაა იმასთან შედარებით, რაც ფრანგულ, უკვე მიღებულ კანონში წერია.

„გამჭვირვალობის კანონმა პასუხისმგებლობა უნდა გაზარდოს დონორების, არასამთავრობო ორგანიზაციების ქართული საზოგადოების წინაშე. ძალიან გაუჭირდება და შეუძლებელიცაა, რომ წარმოაჩინოს ის, თუ რა თანხას განაგებს და ამ თანხის რა ნაწილია მიმართული იმისკენ, რომ ვიღაცამ „მოლოტოვის კოქტეილი“ დაამზადოს და პოლიციას ესროლოს. ეს რეალობა თუ არსებობს, ამასთან დაკავშირებით ანგარიშის გამოქვეყნება არ უნდათ და ჩვენ ვამბობთ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს დესტაბილიზაციის პროცესი და ამ გულმხურვალე თუ გაუცნობიერებელი ახალგაზრდების ნაწილის ზურგზე ხელისუფლებისკენ წამოიყვანოს ის ხელისუფლება, რომელიც უკრაინის შეკვეთის შესრულებაში ჩაერთვება. ეს არის ფორმულა და ამისთვის გვინდა ეს კანონი და არა ანტიდასავლური რაღაც პოზიციებისთვის, რომელიც კატეგორიულად არის უსამართლობა ჩვენ მიმართ ასეთი რამის თქმა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

არსებული სიტუაცია წარმოადგენს უკიდურესად უსამართლო დამოკიდებულებას ჩვენ მიმართ, ვინაიდან პრორუსული არც კანონს სცხია და ხელისუფლების არცერთი ნაბიჯი არ გვახსოვს, რომელიც რუსულ ინტერესებს შეესაბამება საქართველოში – გიორგი ვოლსკი

ეკონომიკურ სანქციებსა და სამხედრო დაპირისპირების თემებზე თუ ჩვენ ვერ ვთანხმდებით რადიკალურ ოპოზიციასთან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი პოზიცია ანტიდასავლურია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პოზიცია არის სწორედაც ქართული ინტერესებიდან გამომდინარე, იმ უშველებელი პრობლემების ფონზე, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

იგი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო’ბრაიანის განცხადებას გამოეხმაურა. კერძოდ, ო’ბრაიანის თქმით, ენტონი ბლინკენის განცხადების საფუძველზე აშშ სანქცირებაზე სიას არ გამოაქვეყნებს.

ვოლსკიმ საზოგადოებას სენატში ჯიმ ო’ბრაიანის მოხსენებაც შეახსენა, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთი ვერანაირ სანქციებს თავს ვერ აარიდებს.

„ორი თემაა – ეს არის ეკონომიკური სანქციები და სამხედრო დაპირისპირება. ამ ორ თემაში თუ ჩვენ ვერ ვთანხმდებით რადიკალურ ოპოზიციასთან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი პოზიცია ანტიდასავლურია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პოზიცია არის სწორედაც ქართული ინტერესებიდან გამომდინარე, იმ უშველებელი პრობლემების ფონზე, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, დავიწყეთ საუბარი სანქცირებაზე და მინდა პასუხი გაგცეთ, შესაძლოა, ზუსტად ვერ გითხრათ, რატომ არის სია გამოუქვეყნებელი, ან რა აკავებს მას, მაგრამ ეს არსებული სიტუაცია წარმოადგენს უკიდურესად უსამართლო დამოკიდებულებას ჩვენ მიმართ, ვინაიდან პრორუსული არც კანონს სცხია და მით უმეტეს, ხელისუფლების არცერთი ნაბიჯი, ან რაიმე გადაწყვეტილება არ გვახსოვს, რომელიც რუსულ ინტერესებს შეესაბამება საქართველოში და ზოგადად, კავკასიაში. ამის საპირისპიროდ, 2012 წლამდე შემიძლია ხელისუფლების ათეული ნაბიჯი ჩამოგითვალოთ, რომელიც რეალურად იყო სწორედაც რუსეთის ინტერესებზე მორგებული. აქედან გამომდინარე, მე იმედს გამოვთქვამ, რომ პოლიტსაბჭოს მოწოდებასთან დაკავშირებით, რაღაც რეაგირება შესაძლოა არის, თუმცა ამაზე ვერაფერს გეტყვით“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ვაკის პარკიდან გმირთა მოედნისკენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეების მსვლელობა დაიწყო

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე პირებმა, რომლებიც ვაკის პარკთან იყვნენ შეკრებილები, მსვლელობა დაიწყეს.

აქციის მონაწილე პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები და აკადემიური წრეების სხვა წარმომადგენლები მსვლელობით თსუ-სთან მივლენ.

მათი მოთხოვნაა, მთავრობამ აღნიშნული კანონპროექტი გაიწვიოს.

„ჩვენ, საქართველოში არსებული უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, მკვლევრები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ვუერთდებით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ საწინააღმდეგო სამართლიან და დემოკრატიულ სამოქალაქო პროტესტს, რომლის ჩახშობა საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ სცადა. გარდა პირდაპირი ძალადობისა, საუნივერსიტეტო საზოგადოების – სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების სამართლიანი პროტესტის ჩასახშობად და გასაჩუმებლად, ხელისუფლება ცდილობს შელახოს საქართველოს უნივერსიტეტების ავტონომია, გამოხატვისა და აკადემიური თავისუფლება და შესაბამისად, უგულებელყოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით განსაზღვრული გარანტიები.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული კანონის ამოქმედება და არსებული ავტორიტარული რეჟიმი საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეს აყენებს მძიმე რეპუტაციულ ზიანს, აუქმებს აკადემიურ თავისუფლებას და აბრკოლებს საერთაშორისო თანამშრომლობას. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ქართული საუნივერსიტეტო და სამეცნიერო იზოლაციას და ეროზიას გამოიწვევს.

ვიაზრებთ რა აღნიშნულ საფრთხეებს, ვთვლით, რომ აკადემიური საზოგადოების გაერთიანება საუნივერსიტეტო და სამეცნიერო საქმიანობის მთავარი პრინციპების დასაცავად და შესაბამისად ქვეყნის თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამიტომ ვუერთდებით საზოგადოებრივ პროტესტს და 25 მაისს, 5 საათზე ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან ვაწყობთ მარშს – ვაკის პარკი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – გმირთა მოედანი. შემოგვიერთდით“, – ნათქვამია ერთიან მიმართვაში, რომელსაც აქციაში მონაწილე აკადემიური წრის წარმომადგენლები ავრცელებენ.

აღნიშნული პირები 19:00 საათზე, პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

,,საქართველოს ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფის ხარჯზე საქართველოსთან ურთიერთობა კონტრპროდუქტიულია”- ირაკლი ქადაგიშვილი

საერთაშორისო ტურბულენტობის დროს მყარად ვდგავართ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ არის გარკვეული ეგზისტენციალური, სასიცოცხლო მნიშვნელობის ხაზები, რომელსაც ვერ გადავკვეთ იმიტომ, რომ ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და ქვეყანაში აგრესიის სხვადასხვა ფორმით განხორციელება ადვილია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფის ხარჯზე საქართველოსთან ურთიერთობა კონტრპროდუქტიულია.

„ევროკავშირშიც ხვდებიან, რომ ის ენა, რომელიც გამოყენებულია საქართველოს წინააღმდეგ, მაშინაც გამოიყენეს, როდესაც კანდიდატის სტატუსი უსამართლოდ არ მოგვანიჭეს, ხედავენ ალბათ, რომ კონტრპროდუქტიულია. საქართველოს ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფის ხარჯზე საქართველოსთან ურთიერთობა კონტრპროდუქტიულია. არ ვითხოვთ ბევრს არაფერს. ჩვენ ვითხოვთ – არა ორმაგ სტანდარტს, ვიყოთ ღია ურთიერთობაში, არ იყოს გამოყენებული უცხოური გავლენა საქართველოში პოლიტიკური პროცესების რევოლუციური გზით განვითარებისთვის. ამ საერთაშორისო ტურბულენტობის დროს ჩვენ მყარად ვდგავართ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ არის გარკვეული ეგზისტენციალური, სასიცოცხლო მნიშვნელობის ხაზები, რომელსაც ვერ გადავკვეთ იმიტომ, რომ ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და აგრესიის სხვადასხვა ფორმა, ეკონომიკიდან დაწყებული, პირდაპირ სამხედრო კონფლიქტამდე, საქართველოში ძალიან ადვილად მოსახდენია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, საქართველოს ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები ყველას მხრიდან უნდა იყოს გათვალისწინებული.

„რაც შეეხება რეფორმებს, დემოკრატიას, საქართველო ნამდვილად უპირობოდ ლიდერი სახელმწიფოა, ამაში მათი დასკვნებიც მეტყველებს, როდესაც არ არის პოლიტიკური მიკერძოებულობა და არის მშრალი ობიექტური დასკვნები. ვხედავთ, რომ ლიდერი სახელმწიფო ვართ ყველა კანდიდატ სახელმწიფოს შორის და მთელ რიგ საკითხებში, უკვე წევრ სახელმწიფოებსაც ვუსწრებთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, მოხდება თუ არა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნა, რა მოლოდინებია საქართველოში, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ „როგორც ითქვა, არჩევნების შემდეგ დაიწყება მოლაპარაკებების გახსნაზე საუბარი“.

,, ყველაფერი დამოკიდებულია ქართველი ხალხის არჩევანზე, იხსნას ქვეყანა არასწორი მიმართულებისგან”- იაგო ხვიჩია

ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე, მას უდგას არჩევანი, იხსნას საკუთარი ქვეყანა არასწორი მიმართულებისგან ან შემოდგომაზე ყველანი დავსხდეთ თვითმფრინავებზე და წავიდეთ სხვა ქვეყანაში, სადაც რუსეთის, ჩინეთის და ირანის საფრთხე ნაკლებად გვემუქრება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველო აშშ-ს და დასავლეთს რუსეთზე, ჩინეთზე და ირანზე ცვლის, ხოლო ქვეყნის მეგობრები საზოგადოების გამოფხიზლებას ცდილობენ.

„საქმე ძალიან მარტივად არის. ამ წუთას აშშ-ს და დასავლეთს რუსეთზე, ჩინეთზე და ირანზე ვცვლით, ჩვენი მეგობრები კი ცდილობენ, გამოგვაფხიზლონ. რამდენად საკმარისი იქნება დასავლეთის ზომები დარწმუნებული არ ვარ. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის გამოსაფხიზლებლად იქნება საკმარისი, რომ აქამდე თურმე სიცრუეში ვცხოვრობდით, როგორც ბატონი ბიძინა იტყოდა, გვეგონა, დასავლეთისკენ მივდიოდით და თურმე, შუა გზაზე გადაგვიხვევია, ამას ნიშნავს ჩემთვის ეს განცხადება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, რატომ არ ასახელებენ შეერთებულ შტატებში თუ ვინ მოხვდება სანქცირებულთა სიაში, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ეს „მხოლოდ იმის ნიშანია, რომ უფრთხილდებიან არასრულწლოვანებს და ოჯახის წევრების ინტერესებს, თორემ თანამდებობის პირები, ვინც დასანქცირდება, ნებისმიერ შემთხვევაში გახდება ცნობილი და არ დაიმალება“.

„ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე, მას უდგას არჩევანი, იხსნას საკუთარი ქვეყანა არასწორი მიმართულებისგან ან შემოდგომაზე ყველანი დავსხდეთ თვითმფრინავებზე და წავიდეთ სხვა ქვეყანაში, სადაც რუსეთის, ჩინეთის და ირანის საფრთხე ნაკლებად გვემუქრება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 26 მაისს, თანამებრძოლები მოგვიკლეს სანქციები არავის უხსენებია – ეს არის შერჩევითი სამართალი – ცოტნე ანანიძე 

26 მაისს, თანამებრძოლები მოგვიკლეს სანქციები არავის უხსენებია – ეს არის შერჩევითი სამართალი, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე აცხადებს.

„იმ ფონზე, როდესაც ქვეყანამ უამრავ გამოწვევას გაუძლო, გააუმჯობესა ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა და სხვა უამრავი მიმართულება, პარტნიორულ ურთიერთობებს არანაირად არ შეესაბამება და შერჩევითი სამართალია ამ დროს სანქციებზე საუბარი. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს გაუგებრობა აღმოიფხვრება. გაირკვევა სიმართლე, ისე როგორც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ახლახანს სააკაშვილის საქმესთნ დაკავშირებით. როდესაც მოგვიწოდებდნენ ევროპელი პარტნიორები მის ქვეყნიდან გაყვანისკენ და პოლიტპატიმრად მოიხსენიებდნენ“, – აღნიშნავს ცოტნე ანანიძე.

26 მაისის აღმნიშვნელი ღონისძიებების პროგრამა თბილისში. დეტალურად

x

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 106 და დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 33 წლის აღსანიშნავად თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.

საქართველო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დედაქალაქში მრავალფეროვანი პროგრამა და თემატური აქტივობები დილიდან დაიწყება.

პროგრამა დეტალურად:

თბილისი
თავისუფლების მოედანი
10:00 – ფიცის დადების საზეიმო ცერემონია (ფიცი წელს დაიდება თბილისში, დიდგორის ველზე, ბეთანიის მონასტერთან, კაცხის სვეტთან, გერგეტის სამებასთან, მცხეთაში – დედათა მონასტერთან)

ღვინის სივრცე
10:00-18:00 – მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
10:00-18:00 – სომელიეს მასტერკლასი, სხვადასხვა სახეობის ღვინის დეგუსტაცია, ქვევრის ღვინის მახასიათებლების გაცნობა

10:00-18:00 – საგამოფენო სივრცე „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“

13:00 ანსამბლი „ჰერიო“
14:00 ანსამბლი „ალილო“
15:00 „თბილისური კვარტეტი“
16:00 კვარტეტი „რანინა“
17:30 – 20:00 ლევან ბერიშვილი DJ LEVI LOVE DISCO

საბავშვო სივრცე
11:00 -19:00 – საბავშვო ტკბილეულის სივრცე
12:00 -19:00 – DJ – საბავშვო მუსიკა
12:00-19:00 – გასართობი სივრცეები: ფოტოგადაღების ზონები, გიგანტური ქსილოფონი და საქანელა

14:00-19:00 – დიდი ტელევიზორი – ცეკვის თამაშები

14:00-19:00 – პატარებისთვის გიგანტური გასაფერადებელი

14:00 -19:00 – ზღაპრის გმირები და ანიმატორები

11:00-19:00 – საბავშვო გასართობი სივრცეები და გაკვეთილები: სახატავი და გასაფერადებელი სივრცე; კალიგრაფიის გაკვეთილები; შეჯიბრი მინი პინგპონგში და მაგიდის ფეხბურთში. სპორტულ-გასართობი თამაშები: ციფრების ფაზლი.
12:00/14:00/16:00 ილუზიონისტის შოუ

13:00-19:00 საბავშვო კინოთეატრი – ქართული მულტფილმების ჩვენება (წუნა და წრუწუნა, სიზმარა, ჩხიკვთა ქორწილი, ქვეყნის მაშენებლები, გუდა გუდა)

13:00-19:00 თიხის ფიგურების გაფერადება, ოთხკუთხედი ლამპარის გაკეთება, მრგვალი სანათების დამზადება, სხვადასხვა ნახატების გაფერადება, ხატვა, ჭრა და სხვადასხვა ფიგურების დამზადება მუყაოს ქაღალდებისგან

13:00-19:00 საბავშვო სათამაშო მოედანი – საქანელა, აიწონა დაიწონა, X და 0, საანგარიშო, მოცულობითი კუბები, განსავითარებელი სათამაშო.

საბავშვო კონცერტი:
· 13:00 – 13:30 „ანა-ბანა“
· 13:35 – 14:00 „ვოკალის აკადემია“
· 14:05- 14:30 „ნიას სტუდია“
· 14:35- 15:00 „ბზიკები“
· 15:05 – 15:30 „მეკოს სტუდია“
· 15:35-16:00 „ნუცას სკოლა“
· 16:05-16:30 „ბასტი ბუბუ“
· 16:35-17:05 „ქენდი“

საბავშვო სახელოსნო:
· 12:00 – 13:00 კოდალა ხის რუკა&დროშის აწყობა-შეღებვა
· 13:00 – 15:00 თამაშობანა ფიროსმანის დეკუპაჟი
· 15:00 – 16:00 თამაშობანა კალიგრაფიული წერა
· 16:00 – 17:00 თამაშობანა ჭიქის ხის დასადების დამზადება
· 18:00 – 19:00 თამაშობანა კერამიკის შესწავლა
· 19:00 – 20:00 თამაშობანა თექის დამზადება

საბავშვო მუსიკალური სცენა:
წამყვანები – დავით ალადაშვილი და ვაჩე ღვინიაშვილი
11:30 – 17:00 სატელევიზიო პროექტ რანინას მონაწილეები
17:30 – 18:00 ანსამბლი „ბუკმარკი“

რადიო სტუდია:
წამყვანები – გვანცა კილასონია, დავით ველიჯანაშვილი
12:00-12:30 ჯემალ სეფიაშვილი, ცისანა სეფიაშვილი
13:00-13:30 ნატალია ქუთათელაძე, ეკა მამალაძე
14:00-14:30 მარიკო ებრალიძე, სალომე ბაკურაძე
15:00-15:30 დათუნა სირბილაძე, აჩიკო ნიჟარაძე
16:00-16:30 ენრიკო ჯანელიძე, თემურ თათარაშვილი
17:00-17:30 ანსამბლი „ორერა“

თეატრისა და კინოს სცენა:
წამყვანები – გიორგი ხურცილავა, დავით (ჯაპანა) ხურცილავა, გრიგოლ ჩიგოგიძე
12:30 – 13:00 გიგი პიანომენი – კინომუსიკა
13:30 – 14:00 ანსამბლი „სიმი“, გრიგოლ ჩიგოგიძე, თენგიზ მალანია, ბაქარ შარაშენიძე, გიორგი თორაძე
14:30-15:00 ლევან ქორიძის ტრიო
დავით (ჯაპანა) ხურცილავა, ალექსანდრე მახარობლიშვილი, თემიკო ჭიჭინაძე
15:30-16:00 ვანიანო – მუსიკა კინოსა და თეატრისათვის
16:30 – 17:00 ცეკვა „სამაია“;
ქეთი ტრაპაიძე – კინომცოდნე;
ცეკვა „ქართული“
17:30 – 18:00 ანსამბლი „ახალი ხმები“

ინსტალაცია ოცხელი & ჩაკრულო
11:00-19:00 ოცხელის ინსტალაცია: ფუნიკულიორის კაფე, კალეიდოსკოპის ფერადი და მუდმივად ცვალებადი სივრცე.
11:00-19:00 ჩაკრულოს ინსტალაცია: ფოტოგადაღება კოსმოსურ ხომალდში და ჩაკრულოს ფირფიტასთან. ჩაკრულოს ფირფიტების გამოფენა-გაყიდვა

სპორტული სივრცე
11:00-19:00- სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება:
მსურველთა რეგისტრაცია ყოველ ნახევარ საათში,
გამარჯვებულების გამოვლენა და დასაჩუქრება
სპორტული ზონები:
• ქუჩის კალათბურთი
• ფეხბურთი
• ხელბურთი
• ბეისბოლი
• მაგიდის ჩოგბურთი
• მაგიდის ფეხბურთი
• ნარდი
• ჭადრაკი
• გოლფი
• ამერიკული ფეხბურთი

შეხვედრა და ინტერვიუ სპორტსმენებთან:
წამყვანი – გიორგი თვალაბეიშვილი
14:00 – 17:00 სპეციალურად მოწყობილ პავილიონში ინტერვიუები ცნობილ, როგორც ვეტერან, ასევე მოქმედ, სპორტსმენებთან
ვლადიმერ გუცაევი
ნიკოლოზ ხატიაშვილი
ანატოლი ბოისა
ნიკა ცქიტიშვილი
დუდა სანაძე
ზუკა რურუა
რეზი იმნაიშვილი
ნიკა ამაშუკელი
ტიტე კალანდაძე
გიორგი ლაპიაშვილი
აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს ვიქტორინაში და საჩუქრად მიიღონ სპორტსმენების ხელმოწერით მაისურები.

კულინარიული ზეიმი რუსთაველზე:
11:00 – 15:00 DJ სცენა #1 – DJ Dona ; DJ სცენა #2 – DJ Kashia
13:00 – 13:30 კულინარიული მასტერკლასი #1
თემო კარდენახიშვილი
ტრადიციული გებჟალია – გათანამედროვებული დრესინგით
14:00-14:30 კულინარიული მასტერკლასი #2
სოსო ჯაბანაშვილი
ტრადიციული ჩანახი – გათანამედროვებული ვიზუალიზაციით
15:00-19:00 DJ სცენა #1 – DJ Jashki; DJ სცენა #2 – DJ Juka
15:00 – 15:30 კულინარიული მასტერკლასი #3
ლუკა თოდუა & თორღვა გოგოჭური
თბილისური ჩახოხბილი – ტრადიციული ინგრედიენტებით, მოდერნიზებული ვიზუალიზაციით
16:00-16:30 კულინარიული მასტერკლასი #4
თამუნა წიკლაური
ქვევრი – დესერტი ქართულ მოტივებზე
17:00-17:40 სომელიეს მასტერკლასი
შალვა ხეცურიანი
ღვინისა და კერძების შეხამება
თამაზ თამაზაშვილი
ქართული ღვინის ისტორია და ტრადიციები
19:00-22:00 DJ სცენა #1 – DJ ALEX
DJ სცენა #2 – DJ Grekoff

სტარტაპ მარკეტი
11:00 – 19:00 სტარტაპერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მუსიკალური გაფორმება

17:10 საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო – საზეიმო აღნიშვნა
თავისუფლების მოედანზე 300 ბავშვი ჰიმნს უმღერებს თავისუფლებას!

პირველი რესპუბლიკის მოედანი
20:00 – საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი
გალა-კონცერტი

„თბილისის ქალთა გუნდი“
ანსამბლი „ერისიონი“
ანსამბლი „რუსთავი“
ანსამბლი „ჩაკრულო“
ანსამბლი „შილდა“
ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი
ანსამბლი „ბასიანი“
ანსამბლი „ნართები“
აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი
ამბროლაურის ანსამბლი „საგალობელი“
აჭარის ანსამბლი „არსიანი“
ანსამბლი „მძლევარი“
პატრიარქის ნათლულთა გუნდი „საგალობელი“

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზებული მარშრუტით პირველი სატვირთო მატარებელი თურქეთში ჩავიდა

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზებული მარშრუტით პირველი სატვირთო მატარებელი თურქეთში ჩავიდა.

მატარებელმა ბაქოდან ყარსში 20 კონტეინერში ჩატვირთული 632 ტონა პლასტმასის ნედლეული ჩაიტანა.

მატარებელი ყარსის სადგურზე ადგილობრივი დროით 04:50 საათზე ჩავიდა, საიდანაც შესაბამისი საბაჟო შემოწმების შემდეგ ლოგისტიკურ ცენტრში გადაიყვანეს.

თურქული მედია წერს, რომ რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის 184 კმ-ის მოდერნიზაციასა და გაფართოებაზე მუშაობა 2023 წლის მაისიდან მიმდინარეობს და მიმდინარე წლის 20 მაისს დასრულდა. სარკინიგზო მაგისტრალი 2017 წლის 30 ოქტომბერს ამოქმედდა.

ბაქო-თბილისი-ყარსის სიგრძე 829 კმ-ია, საიდანაც 504 კმ გადის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 246 კმ – საქართველოზე, ხოლო 79 კმ – თურქეთზე.

თურქული მედია წერს, რომ ახალმა გზამ შესაძლებელი გახადა, საგრძნობლად შეემცირებინა საქონლის მიწოდების დრო აზიასა და ევროპას შორის 15 დღემდე.

აშშ-ის მიერ მოსალოდნელი სანქციების მიუხედავად, ვეტოს აუცილებლად დავძლევთ – კახა კალაძე

„აშშ აწესებს სანქციებს იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი იღებს კანონს გამჭვირვალობის შესახებ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

თბილისის მერის თქმით, მიუხედავად აშშ-ის მიერ მოსალოდნელ სანქციების დაწესებისა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს პარლამენტი აუცილებლად დაძლევს.

„წარმოუდგენელია, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი – ამერიკის შეერთებული შტატები აწესებს სანქციებს იმის გამო, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი იღებს კანონს გამჭვირვალობის შესახებ. ასეთი ქმედებები წარმოუდგენელია, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ. რადგან აქ საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, სუვერენიტეტზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის.

რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ვიზალიბერალიზაციის შესახებ, ჩვენ ამას მივესალმებით. ამის შემდეგ კი, მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაზეც მე პასუხი არ მაქვს. ჩვენ ვთქვით, რომ თუ იქნებოდა პირდაპირი ფრენები, სავაჭრო ურთიერთობების შეთანხმება, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა და ა.შ., ამ კანონის აუცილებლობა არ იქნებოდა დღის წესრიგში. ჩვენ თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის მზად ვართ, მაგრამ ეს ცალმხრივად ვერ მოხდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, ჰელსინკის კომისიის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე, ხომ არ არის ეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა მათი მხრიდან, კახა კალაძე პასუხობს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ბოლო დროს არსებულ ურთიერთობებს გადატვირთვა სჭირდება.

 „ბოლო წლებში ჩვენ ამ ტიპის არაერთი განცხადება მოგვისმენია. ჩვენ მხოლოდ მეგობრობას, პარტნიორობას და ჯანსაღ ურთიერთობებს მივესალმებით. მაგრამ ახლა რაც ხდება, ამ ყველაფრის საპირისპიროა. ეს ქმედებები არც მეგობრობაა და არც პარტნიორობა. რასაც აკეთებენ ახლა ამ სანქციების სახით, გამოდის, რომ ჩვენ მათი მეგობრები კი არა, მტრები ვართ. ვფიქრობ, ბოლო დროს არსებულ ურთიერთობებს გადატვირთვა სჭირდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.