Home Blog Page 1089

ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ისრაელს აქვს სრული უფლება, დაიცვას საკუთარი თავი-ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის მიწვევით, იერუსალიმში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა.

შტაინმაიერმა გაიმეორა გერმანიის პოზიცია იმის შესახებ, რომ ისრაელს აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება და აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელი გზა იყო ჰუმანიტარული დახმარების ღაზაში შეტანის უზრუნველსაყოფად.

„ისრაელს აქვს სრული უფლება, დაიცვას საკუთარი თავი. ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“ არასოდეს უნდა მივცეთ უფლება, განახორციელოს თავისი გამოცხადებული მიზანი, კერძოდ, ისრაელის განადგურება და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ეს არ უნდა დავუშვათ. ამასთან ერთად, კარგია, რომ შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტა ახლა გამოიყენება ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის. გერმანია პარტნიორებთან ერთად მუშაობს ამ რეგიონში მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშეწყობისთვის. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მშვიდობიანი თანაარსებობა წარმატებული იქნება, თუ პოლიტიკა ორი პრინციპით იხელმძღვანელებს: პირველი – მეტი უსაფრთხოება ისრაელისთვის; და მეორე – მეტი პერსპექტივა პალესტინელების მომავლისთვის. თქვენ იცით, რომ ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა საუკეთესო გზაა. მე მჯერა, რომ ჩვენ, ყველამ ერთად იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს დავინახავთ მომენტს, როდესაც მსგავსი პერსპექტივები კვლავ იქნება განხილული“, – განაცხადა შტაინმაიერმა.

როგორც მედია წერს, სამშაბათს შტაინმაიერი ომანში გაემგზავრება პოლიტიკური მოლაპარაკებებისთვის, ასევე ეწვევა კატარს, რომელიც ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტში შუამავალია.

ნიკა მელია აღარ არის “ნაციონალური მოძრაობის” წევრი -ლევან ხაბეიშვილი

ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„სხვა ადამიანებზე მე კომენტარს არ გავაკეთებ. კონკრეტულ ადამიანზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მან თავად გადაწყვიტა, არ იყოს პარტიის წევრი. შესაბამისად, ის არ ითვლება, საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ის ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით. ახლა მე მას საუბარს ვერ ავუკრძალავ, არც ვაპირებ, არც ჩემს ინტერესში არ არის“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ნიკა მელია პარტიიდან გარიცხეს, ხაბეიშვილმა აღნიშნა: „კონკრეტული საბუთი თუ გაინტერესებთ, მოგვწერეთ წერილობით, იურიდიულად თუ გინდათ და მოგწერთ. საჯაროდ გეუბნებით, რომ ის არ არის პარტიის წევრი, არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას““.

კითხვაზე, რომ ნიკა მელია არ თვლის ასე, არ წასულა პარტიიდან და ნიშნავს თუ არა ეს განცხადება, რომ მელია პარტიიდან გააგდეს ან გაუშვეს, ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ მელიამ თავად გადაწყვიტა ასე და ის არ გაუგდიათ.

„თქვენ გინდათ, რომ სიტყვა „გააგდეთ“ გითხრათ? ეს არის ამოცანა? ან „გაუშვით“? მოდით, ჩემს პასუხს გეტყვით: მე არ გამიშვია, მე არ გამიგდია. ეს გადაწყვიტა მან, რომ ის არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. პირს ხომ არ ამოვუკერავთ ამ ადამიანს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, რითი დასტურდება პარტიის წევრობა და აქვთ თუ არა პარტიის წევრებს შესაბამისი საბუთი, ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელია პარტიაში არ ირიცხება.

„მაყურებელი გვიყურებს, ბავშვები ხომ არ ვართ. გეუბნებით, მომწერეთ წერილობით, გამოგიგზავნით, თუ გინდათ. მეტი რა გავაკეთო? არ არის წევრი, არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“. არ ირიცხება. მან გადაწყვიტა, რომ გაემიჯნოს „ნაციონალურ მოძრაობას“ და უკვე რვა თვეა, ამას აკეთებს. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, თუ ნიკა მელია რიტორიკას შეცვლის, შეუძლია დაწეროს განცხადება პარტიაში გაწევრიანებაზე და მას ხელმეორედ მიიღებენ.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებმა ლევან ხაბეიშვილს წერილობითი ფორმით გადასცეს შეკითხვა: „ირიცხება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში, არის თუ არა ის ოფიციალურად და ფორმალურად პარტიის წევრი?“ რაზეც ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში ასევე წერილობით უპასუხა: „არ არის, არ წარმოადგენს“, და ფურცელს ხელი მოაწერა.

,,შემდეგი წელი იქნება გადამწყვეტი” – პრეზიდენტი

შემდეგი წელი იქნება კიდევ უფრო გადამწყვეტი იმისთვის, რომ დავეწიოთ ჩვენს ორ პარტნიორს “ასოცირებული ტრიოდან” – უკრაინას და მოლდოვას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “ჩვენი ხმა ევროპას” კამპანიის ფარგლებში ქართულ მედიასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად უნდა მიაღწიოს იმას, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე სამივე ქვეყანასთან მოლაპარაკებები გაიხსნას.

ამასთან, საკუთარ გამოსვლაში პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინას მათი ბრძოლისთვის “ჩვენი ერთობლივი თავისუფლებისთვის” და აღნიშნა,რომ უკრაინის გამარჯვების გარეშე საქართველოს წინსვლა და თავისუფლებაც არ იქნება.

სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში ევროინტეგრაციის პროცესში მედიის როლზე ისაუბრა და გამოთქვა სურვილი, რომ მსგავსი შეხვედრები გახდეს “ჩვეულებრივი”, რადგან ევროპა სწორედ ეს არის.

“ევროპა არის ის, რომ დღეს, ამ საღამოს, აბსოლუტურად ყველა იყო დაპატიჟებული, მოწვეული. არ ყოფილა გარჩევა რაიმე ორიენტაციით, თუ მიმართულებით. რაც შეიძლება სრულყოფილი სია შევადგინეთ. ამ სიაში ვინმე თუ არ არის, ეს ჩვენი შეცდომაა, არა განზრახ გადაწყვეტილება. მინდა, ყველას მადლობა მოგახსენოთ, რომ ყველა ხართ ერთად. თუ რამე არის და რამეს ნიშნავს დეპოლარიზაცია, ის, რის მიმართაც, მოგვიწოდებს ევროპა, სწორედ ეს არის – ყველას შეუძლია ერთმანეთთან დგომა, ერთმანეთთან საუბარი, ერთმანეთთან აზრების გაცვლა. ღმერთმა არ ქნას, ყველას ერთი აზრი ჰქონდეს, ეს გავლილი გვაქვს, ეს სხვა წარსულს ეკუთვნის და აღარასდროს დაბრუნდეს დრო, როცა ყველას მოეთხოვებოდა, რომ ერთნაირად ეფიქრა, ერთნაირად ელაპარაკა.

ჩვენ, დღეს აქ ვართ შეკრებილი “ჩემი ხმა, შენი ხმა ევროპას” კამპანიის ფარგლებში. თქვენი ყველას ხმა მივა ევროპამდე. ეს არის კამპანია, რომელიც პირველ ეტაპზე ცხადია მიმართულია 15 დეკემბრის გადაწყვეტილებისკენ, რომელიც ყველამ ვიცით, რომ დიდი შანსია, იქნება პოზიტიური. ეს არის ყველას ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. ჩვენ ისიც ვიცით, რომ 15 დეკემბერს არ მთავრდება არაფერი, ეს ძალიან დიდი ნაბიჯია, მაგრამ ამის მერე იწყება კიდევ უფრო სერიოზული ეტაპი, რომელშიც თქვენი როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გავაგრძელოთ ამ გზაზე. მიიტანოთ მოსახლეობამდე, ყველა მიმართულებით, რას ნიშნავს რეალურად ევროპის კეთილდღეობა, ევროპის მიღწევები, ევროპული სტანდარტები, ეს არის ის, რაც თქვენ შეგიძლიათ, ვიდრე ჩვენ: მე, როგორც პრეზიდენტს ან პოლიტიკური სპექტრს. ეს არის თქვენი როლი და ამისთვის მზად უნდა იყოთ, რადგან ერთი წელი გადამწყვეტი გვექნება. ეს ხომ გადამწყვეტია, შემდეგი წელი იქნება კიდევ უფრო გადამწყვეტი იმისათვის, რომ ჩვენ დავეწიოთ ჩვენს ორ პარტნიორს “ასოცირებული ტრიოდან” – უკრაინას და მოლდოვას. მათთან ერთად მივაღწიოთ იმას, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას სამივე ქვეყანასთან, მოლაპარაკებები პირდაპირ და უშუალო გაწევრიანებამდე.

“მინდა, ვისარგებლო დღევანდელი დღით და უკრაინას ვუსურვო გამარჯვება, რამეთუ უკრაინის გამარჯვების გარეშე ჩვენი წინსვლაც არ იქნება და ჩვენი თავისუფლებაც არ იქნება. ეს არის ერთობლივი, ჩვენი, თავისუფლებისთვის მათი ბრძოლა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა.

მინდა, ასევე, ყველას გითხრათ, რომ თქვენი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენამდე აქ მყავდა ახალგაზრდები. ახალგაზრდები , რომლებიც ჩვენ გვიყურებენ ძალიან დიდი იმედით, რადგან იციან,რომ მათი მომავალი არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპაში. ამ ახალგაზრდებს თქვენ უნდა უძღვებოდეთ წინ. ახალგაზრდებს სჭირდებათ არა მხოლოდ იმედი, ასევე, ცოდნა, დანახვა, როგორია ეს გზა და როგორ გაიარონ. როგორ ჰქონდეთ ამ ქვეყნის რწმენა. უცებ არ გადაწყვიტონ, რომ საზღვარგარეთ წასვლა ჯობია. ყველას შეუძლია რაღაც მომენტში ეს გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან თავისუფლება ესეც არის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდები, მათთან ერთად მივაღწიოთ შედეგს”, – მიმართა მედიის წარმომადგენლებს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა მედიას მადლობა გადაუხადა და გამოთქვა რწმენა, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

ჰამასმა“ წითელ ჯვარს 13 ისრაელელი მძევალი, სამი ტაილანდის მოქალაქე და ერთი რუსი გადასცა

ისრაელის თავდაცვის ძალები წითელი ჯვრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აცხადებს, რომ კიდევ 14 ისრაელელი და სამი უცხოელი მძევალი წითელ ჯვარში გადაიყვანეს.

ასევე, ცოტა ხნის წინ, „ჰამასმა“ დაადასტურა, რომ მათ წითელ ჯვარს 13 ისრაელელი მძევალი, სამი ტაილანდის მოქალაქე და ერთი რუსი გადასცა.

ისრაელის მედია იუწყება, რომ რუსი ორმაგი [რუსეთ-ისრაელის] მოქალაქეა

,,უკრაინის გამარჯვების გარეშე არ იქნება ჩვენი წინსვლაც და ჩვენი თავისუფლებაც”- სალომე ზურაბიშვილი

უკრაინის გამარჯვების გარეშე არ იქნება ჩვენი წინსვლაც და ჩვენი თავისუფლებაც , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “ჩვენი ხმა ევროპას” კამპანიის ფარგლებში ქართულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრეზიდენტმა უკრაინას გამარჯვება კიდევ ერთხელ უსურვა და განაცხადა, რომ უკრაინელების ბრძოლა არის ბრძოლა “ჩვენი ერთობლივი თავისუფლებისთვის”.

“მინდა, ვისარგებლო დღევანდელი დღით და უკრაინას ვუსურვო გამარჯვება, რამეთუ უკრაინის გამარჯვების გარეშე ჩვენი წინსვლაც არ იქნება და ჩვენი თავისუფლებაც არ იქნება. ეს არის ჩვენი ერთობლივი თავისუფლებისთვის  ბრძოლა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მათ”, – დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.

,,უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა 2024 წლის გეგმა ვერ წარმოადგინა”- რადას დეპუტატი

ახლა ისეთი ვითარებაა, თუ სამხედრო ხელმძღვანელობა 2024 წლისთვის ვერანაირ ინიციატივას ვერ მოგვაწვდის და ყველა მათი წინადადება მობილიზაციის შესახებ დაემყარება იმას, რომ მეტი ადამიანია საჭირო შეიარაღებული ძალების სისტემაში ცვლილების თაობაზე ყოველგვარი წინადადების გარეშე, მაშინ ეს მენეჯმენტი უნდა წავიდეს.- ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი, ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მარიანა ბეზუგლა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბეზუგლა განმარტავს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ ვერ შეძლო, რადასთვის 2024 წლის გეგმა წარედგინა – სამხედროებმა მხოლოდ ყოველთვიურად მინიმუმ 20 ათასი მოქალაქის წაყვანის საჭიროებაზე გააკეთეს აქცენტი, ხოლო, დანარჩენი შეკითხვები უპასუხოდ დარჩა. „უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა 2024 წლის გეგმა ვერ წარმოადგინა. არც დიდი და არც პატარა, არც ასიმეტრიული და არც სიმეტრიული. სამხედროებმა უბრალოდ თქვეს, რომ თვეში მინიმუმ 20 ათასი მოქალაქის წაყვანა სჭირდებოდათ. ეს პრობლემა ზაფხულში გაიზარდა, როგორც შტაბში, ასევე პარლამენტში 2024 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას. ვკითხეთ, რა უნდა დავგეგმოთ? როგორ ხედავთ ომს? რატომ შევქმნათ ბრიგადები და არ შევავსოთ უკვე არსებული? რა დაჯდება ახალი ბრიგადა?

ეს ახალი შტაბები საბრძოლო ნაწილებთან არის დაკავშირებული? ან როტაციისთვის და დემობილიზაციისთვის თანხები გამოიყოს? რა ხდება სწავლებასთან დაკავშირებით? რა ხდება როტაციებთან დაკავშირებით? რატომ არ არის გათვალისწინებული მაგალითად, ტურნიკეტების შეძენა 2024 წელს? გესმით, რომ ერთი მკვდარი ადამიანი სახელმწიფოს 15 მილიონი გრივნა უჯდება, ხოლო CAT-ის ტიპის ტურნიკეტი 10 ათასჯერ ნაკლები ღირს? თვით სიკვდილის ტრაგედიაზე რომ არაფერი ვთქვათ. ეს დისკუსია არასაჯარო იყო, მაგრამ დაძაბულობა იზრდებოდა და ახლა ისეთი ვითარებაა, რომ თუ სამხედრო ხელმძღვანელობა 2024 წლისთვის ვერანაირ იდეას ვერ მოიფიქრებს და ყველა მათი წინადადება მობილიზაციის შესახებ დაემყარება იმას, რომ მეტი ადამიანია საჭირო ყოველგვარი წინადადების გარეშე შეიარაღებული ძალების სისტემაში ცვლილების შესახებ, მაშინ ეს მენეჯმენტი უნდა წავიდეს.“ – წერს მარიანა ბეზუგლა Facebook-ზე.

27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღის პრობლემების გადასაჭრელად ძველი ხერხების ნაცვლად, ახალი, განსხვავებული საშუალებები გამოიყენოთ. სასურველი შედეგის გარდა, ეს უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. საღამოს შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.

კურო

ნაყოფიერი დღეა. პლანეტების კეთილგანწყობა დაგეხმარებათ, რომ ოცნებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგათ. მოერიდეთ რჩევების მიცემას მაშინ, როცა ამას არ გთხოვენ. ეცადეთ საყვარელ ადამიანს სურვილი აუსრულოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ წარმატების მისაღწევად დროდადრო „ჩარჩოებს“ უნდა გასცდეთ.

ტყუპები

ამ დღეს უბრალოდ ვალდებული ხართ, რომ საკუთარ ცხოვრებაში სიახლე შეიტანოთ! თქვენი ნებისმიერი წამოწყება გარშემო მყოფთა მოწონებას დაიმსახურებს. სურვილის შემთხვევაში რთული საკითხების მოგვარებას შეძლებთ, რომლებიც დიდი ხანია პრობლემებს გიქმნით. ეცადეთ, პიროვნული ხიბლი თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. არ გაწყვიტოთ კავშირი მეგობართან ან ოჯახის წევრთან, რომელიც თქვენგან შორს არის.

კირჩხიბი

ეცადეთ, ეს დღე აქტიურად გაატაროთ და საკუთარ კეთილდღეობაზე კონცენტრირდეთ. ამ დღეს მიღებული დადებითი ემოციები ძალიან დიდხანს გაგყვებათ. მოერიდეთ კონფლიქტებს სამსახურში. ნებისმიერი შესყიდვა უმჯობესია, სამომავლოდ გადადოთ და საერთოდ, ამ დღეს საფულეს გახსნას მოერიდოთ.

ლომი

დღის პირველი ნახევარი შესაფერისია მშვიდი და კარგად ნაცნობი აქტივობებისთვის. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ მნიშვნელოვანი პროექტი ან რთული საქმე წამოიწყოთ. ქარიზმა პარტნიორებთან მოლაპარაკებებში და სასურველი შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ. მშვენიერი დღეა შოპინგისთვის.

ქალწული

სწრაფი რეაქცია დაგეხმარებათ, რომ მოვლენათა განვითარება თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას მოერიდოთ. ხვალ ამ სიტუაციას სხვა თვალით შეხედავთ.

სასწორი

წინააღმდეგობრივი დღეა. არახელსაყრელი გარემოებები შესაძლებლობას მოგცემთ, რომ თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ – თქვენ შეძლებთ, სამსახურში ან სახლში მოსალოდნელია უთანხმოება და სერიოზული კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. მოერიდეთ ჭორაობას და უსარგებლო საუბრებს, განსაკუთრებით სამსახურში.

მორიელი

რთული პროექტების განხორციელებაზე დროს ნუ დაკარგავთ – ამ დღეს მხოლოდ ადვილად მისაღწევი მიზნები უნდა დაისახოთ. სამსახურებრივ გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიჰყვეთ და პროცესი მუდმივად აკონტროლოთ, რათა კონკურენტებმა ვერ დაგაზარალონ. დღის მეორე ნახევარში ახლობელი ადამიანების ჩივილების მოსმენა და მათთვის რჩევების მიცემა მოგიწევთ.

მშვილდოსანი

აქტიური და ნაყოფიერი დღეა. ამ დღეს სხვა ადამიანების რჩევები რაც შეიძლება ნაკლებად უნდა გაითვალისწინოთ და საკუთარი გამოცდილების მიხედვით იმოქმედოთ. ხელსაყრელი დროა სიახლეებისთვის: შეგიძლიათ თეატრს, მუზეუმს ან უბრალოდ, სილამაზის სალონს ეწვიოთ, ინტერიერის ახალი ნივთები შეიძინოთ.

თხის რქა

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ძველი გეგმების განხორციელება დაიწყოთ. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და ისეთ საქმეს არ შეეჭიდოთ, რომლის დასრულებასაც ვერ შეძლებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დახმარების თხოვნა მოგიწევთ. მალე საშუალება გექნებათ, რომ პროფესიული და კარიერული პოზიციები გაიძლიეროთ. წარმატება ადვილად არ მოდის, მაგრამ წინააღმდეგობები არ გაშინებთ და მზად ხართ იმუშაოთ.

მერწყული

ამ დღეს ურთიერთობები სარგებელს და დადებით ემოციებს მოგიტანთ. თანამოსაუბრის მოხიბვლა და დარწმუნება არ გიჭირთ ამიტომ ეცადეთ, ეს უპირატესობა თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ. გაიცანით ახალი ადამიანები და მიიღეთ საინტერესო მოწვევები – ეს თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობების ფანჯარას გახსნის.

თევზები

მოერიდეთ აგრესიულ მოქმედებას და ეცადეთ ,კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ. გადაწყვეტილების მიღებისას სხვების რჩევებს ნაკლებად უსმინეთ და საკუთარ ინტუიციას ენდეთ. იდეები, რომლებიც ამ დღეს თავში მოგივათ, უნდა დაიმახსოვროთ – მალე მათ განხორციელება დამატებით შემოსავალს მოგიტანთ.

 

,,ხელი მიკანკალებს, ამას რომ ვწერ, მაგრამ იმდენი ადამიანი მიკავშირდება, გადავწყვიტე დავწერო – ირმა ინაშვილი

ხელი მიკანკალებს, ამას რომ ვწერ, მაგრამ იმდენი ადამიანი მიკავშირდება, გადავწყვიტე დავწერო – ირმა ინაშვილი სოციალურ  ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„დღეს უცაბედად გარდაიცვალა დავით თარხან-მოურავის ვაჟი იორამ თარხან- მოურავი. უკარგესი ადამიანი. უწესიერესი, უბოროტო და ღირსეული ბიჭი. იორამი 35 წლის იყო. გარდაცვალების მიზეზი გულის ანევრიზმაა. მომავალ კვირაში ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი. იორამი ცხოვრობდა საზღვარგარეთ და ჯერ ზუსტად ვერ ვწერ, როდის ჩამოვასვენებთ, სად დავასვენებთ და როდის იქნება პანაშვიდი და გასვენება.ყველაფერი პირიქით უნდა ყოფილიყო… ჩვენი შვილები უნდა წერდნენ ჩვენი გარდაცვალების შესახებ და მე ვწერ… აღარ მესმის არაფერი… რატომ.“ – წერს ინაშვილი.

საბავშვო ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა

საბავშვო ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული 228 ქულით საფრანგეთი გახდა.

მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, საქართველო მე-14 ადგილზე გავიდა.

საქართველომ ქულები შემდეგი ქვეყნის ჟიურისგან მიიღო: ესპანეთისგან – 5 ქულა, ირლანდიისგან – 3 ქულა, სომხეთისგან – 4 ქულა, პორტუგალიისგან – 5 ქულა, იტალიისგან – 3 ქულა, ხოლო გერმანიიდან 1 ქულა. ონლაინ ხმებით კი, საქართველომ 53 ქულა მიიღო. საქართველო ჯამში 74 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა.

საქართველოს ჟიურის ქულები კი ასე გადანაწილდა

ანასტასია, ოთო და ნიკოლოზი მაყურებლის წინაშე წარდგნენ სიმღერით Over The Sky, რომელიც ბეთხომ და მებო ნუცუბიძემ დაწერეს.

მომღერლებთან ერთად, ევროვიზიის სცენაზე კიდევ ორი მოცეკვავე – ნიტა ჯამაგიძე და ბარბარე ქაჯაია გამოვიდნენ.

საბავშვო ევროვიზია 2023 საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაიმართა, რომლის მთავარი სლოგანიც Heros | გმირები იყო.

,,7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ყველასთვის ნათელი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ნაცისტური ძალაა” – გოგა ხაინდრავა

ის ფაქტი, რომ იყო შეკვეთა ბადრი პატარკაციშვილიც მოცილების, ანუ ტერორისტული აქტის, დაადასტურა თავისი ჩვენებაში კრიმინალურმა ავტორიტეტმა მამარდაშვილმა, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

„ეს მამარდაშვილი ელაპარაკება ცნობილ „მასტერას“ [გია დგებუაძე], სადაც „მასტერა“ ეუბნება, რომ ჩვენ პატარკაციშვილი უნდა მოვიცილოთო. გარდა ამისა, ჩეჩენი საველე მეთაური [უვაის ახმედოვი] პირდაპირ აცხადებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა შემიკვეთეს პატარკაციშვილის მკვლელობა და მითხრეს, ეს ისე უნდა განხორციელდეს, რომ ყველაფერი რუსეთს დაჰბრალდესო“, – აღნიშნა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ყველასთვის ნათელი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ნაცისტური ძალაა.

„ნაციონალური მოძრაობა“ 7 ნოემბრის მერე დამთავრებული იყო როგორც საზოგადოებისთვის ისე, მთელი მსოფლიოსთვის, რადგან იქ გახდა ნათელი, რომ ისინი არიან ნაცისტები, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ ძალაუფლებას. ამას დაემატა ის უბედურება, რაც საპატიმროებში ხდებოდა“, – აღნიშნა ხაინდრავამ.

,,მიხეილ სააკაშვილს ციხიდან თავის დასაღწევად ახალი გეგმა აქვს”- სოზარ სუბარი

„ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ციხიდან თავის დასაღწევად ახალი გეგმა აქვს.

სუბარმა 7 ნოემბრის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას თქვა, რომ სააკაშვილი ძველ ნარატივს დაუბრუნდა.

„დღეს, როდესაც სააკაშვილმა გადაუსვა ხაზი მთელ წლის განმავლობაში ნალაპარაკევს, რომ ეს იყო შეცდომა, ბოდიშიც აქვს მოხდილი და ისევ დაუბრუნდა ძველ ნარატივს, ეს შეიძლება იყოს ერთგვარი შეხსენება თავისი პატრონების მიმართ, რომ აი, თქვენ ხომ მაშინ იცოდით, თქვენგან ხომ მწვანე შუქი მქონდა ანთებული და დღეს ყველაფერს თუ არ გააკეთებთ, დამიხსნათ პატიმრობიდან, კარტებს გავხსნი და საუბარს დავიწყებ“, – განაცხადა სუბარმა.

მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე პირველ ჩვენებას დაუბრუნდა და აქციის ძალადობრივად დარბევა და „იმედში“ შეჭრა ბადრი პატარკაციშვილის ფაქტორით ახსნა.