ის დამოკიდებულება, რომ ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ ვიღაცის ინტერესებისთვის და აქ იგივე ვითარება იყოს, რაც უკრაინაში ხდება, ეს არ გამოვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ჩვენ გამოვლილი გვაქვს და ვიცით რამხელა უბედურება შეუძლია მოუტანოს ქვეყანას ომმა. დღესაც ვერ მოგვიშუშებია ის ჭრილობები და 2008 წლის ომის შემდეგ დღესაც უამრავი პრობლემის წინაშე ვდგავართ. აღარ გვინდა არც თქვენი შეშფოთება და აღშფოთება, თქვენც გიფრთხილდებით. რა თქმა უნდა დავიცავთ ამ ქვეყნის ინტერესს, მაგრამ ყველამ იცოდეთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასე ქვეყნის გარეთ, რომ ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ვიმეგობროთ, მზად ვართ იმისთვის რომ ჯანსაღი ურთიერთობები იყოს და პარტნიორები ვიყოთ. თქვენც გადადგით კონკრეტული ნაბიჯევი ამ მიმართლებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.