აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტი ლოიდ ოსტინს მოუწოდებს, უკრაინის მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე თავდასხმა დაუშვას

46
spot_img

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტმა გაავრცელა მიმართვა, რომელიც თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს მოუწოდებს, უკრაინის მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე თავდასხმა დაუშვას. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ამასთან, მიმართვაში კონგრესმენთა ჯგუფი მოუწოდებს ოსტინს, გააფართოოს უკრაინელი სამხედროების წვრთების პროცესი ამერიკული „F-16“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე.

„12 პილოტის მომზადება უბრალოდ არ არის საკმარისი. უკრაინა საომარ მდგომარეობაშია და უკრაინის ადგილები, სხვა ქვეყნებთან შედარებით, პრიორიტეტული უნდა იყოს“, – აღნიშნულია მიმართვაში.

ამერიკელი კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, რადგან უკრაინელებს აღნიშნული პოლიტიკა არ აძლევს საშუალებას, თავი ეფექტურად დაიცვან.

წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკ ტერნერის განცხადებით, უკრაინას შესაძლოა, მიეცეს „გარკვეულ პირობებში“ რუსეთის ტერიტორიაზე სტრატეგიულ სამიზნეებზე თავდასხმის ნებართვა.

კანონმდებლები ასევე მიუთითებენ, რომ კიევი ითხოვს დამატებით, სულ მცირე, „პატრიოტის“ შვიდ სისტემას „დიდი ურბანული ტერიტორიების“ დასაცავად.