Home Blog Page 1063

 ჩვენი სამშობლო უფსკრულის პირასაა მისული და ამ დროს განზე დგომა დაუშვებელია – ოქტომბრის შემდეგ ვიწყებთ ახლის შენებას -არმაზ ახვლედიანი

დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ ჩემი სამშობლო, ჩვენი სამშობლო უფსკრულის პირასაა მისული და ამ დროს განზე დგომა დაუშვებელია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა ახალი პოლიტიკური პლატფორმის „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც ახვლედიანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეს ერთიანობა საბოლოოდ დაუსვამს წერტილს იმ უკუღმართ მმართველობას, რომელიც ათწლეულებია, ქვეყანაში არსებობს.

„დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ ჩემი სამშობლო, ჩვენი სამშობლო უფსკრულის პირასაა მისული და ამ დროს განზე დგომა დაუშვებელია. ერთობა, ერთიანობა – ამ იდეას ყველაზე დიდი მხარდამჭერი ჰყავდა და ჰყავს ჩვენი პარტიის დამფუძნებლის სახით. მეც ამ იდეას ვემხრობი და მიმაჩნია, რომ ერთადერთი გზა, რომ ხერხემალში გადავტეხოთ პოლიციური რეჟიმი – ეს ის გზაა, რომ ყველამ ერთად, ვინც აქ ვართ და აქ არ ვართ, ყველამ მთელს საქართველოში შევძლოთ, კეთილგონიერებით, სიმართლით, სიმტკიცით, ერთიანი ფრონტით საყრდენი გამოვაცალოთ ამ რეჟიმს და აღვადგინოთ საყრდენი ჩვენი სახელმწიფოებრიობისა, ჩამონგრეული რომ არის დღეს. დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, მრავალპარტიული დემოკრატია, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, კულტურისა და განათლების პრიმატი და, რა თქმა უნდა, კეთილდღეობა. მე გავიხსენებ ყველა დროის ყველაზე დიდი მეფის დავით მეფსალმუნის სიტყვებს: „ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის“ – როცა კაცს და კაცთა ერთობას ამის გააზრება შეუძლია, მაშინ გაურღვეველი წრე არ არსებობს. მე მჯერა, რომ ეს ერთობა დიდი ქართული სახალხო საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთობა, რომელიც აქ და ახლა იბადება, შეძლებს, საბოლოოდ დაუსვას წერტილი ათწლეულების უკუღმართობას, ყველა წინა გაუგებრობა, შეცდომა სწორად გააზრებული იყოს, რომ ვიაროთ სწორი გზით, პატრიოტული სულისკვეთებით და რომ საქართველო იყოს ფეხზე დამდგარი, ევროპული, გამართული სახელმწიფო. მე მჯერა, ჩვენი თავდადებით ეს დღე მალე დადგება. ოქტომბრის შემდეგ ვიწყებთ ახლის შენებას და ეს ახალი გავითვალისწინოთ, რომ იქნება სწორი და სამართლიანი, ეს იქნება ყველას მთავრობა“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

26 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის გადარჩენის შანსია-თინა ბოკუჩავა

ახლა არ არის დანაწევრების, დაპირისპირების, ამბიციების ან ეგოების ჭიდილის დრო. ახლა საქართველოსთვის ერთიანობის დროა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ყილობაზე განაცხადა, სადაც პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დაფუძნების შესახებ გახდა ცნობილი.

მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის გადარჩენის შანსია.

„დღეს პუტინის რუსეთმა დაბომბა უკრაინაში, ევროპაში ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფო და მინდა გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას.

დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ უდიდესი პასუხისმგებლობის შეგრძნებით. პასუხისმგებლობის თითოეული თქვენგანის და საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე, ვისთვისაც 26 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის გადარჩენის შანსია.

26 ოქტომბერი არის შანსი დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიული ევროპული არჩევანი.

ეს არის შანსი იმ დაპირისპირების და დანაწევრების მორევიდან, რომლისკენაც ივანიშვილი 12 წელია მიგვაქანებს ამოვიდეთ წელში გამართული, ამაყი, ერთიანი და დავიმკვიდროთ ჩვენი ღირსეული ადგილი ევროპაში.

26 ოქტომბრის არჩევნები ივანიშვილმა რეფერენდუმად აქცია – რეფერენდუმად რუსულ ბნელეთსა და წარმატებულ ევროპულ მომავალს შორის. ჩვენი ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან გზაგასაყარზე, როგორც არასდროს, მჯერა, რომ დღეს არის ერთიანობის დრო. არ არის სხვადასხვა ფლანგებად დაყოფის დრო; არ არის ურთიერთ კრიტიკის დრო; არ არის ამბიციების ან ეგოების ჭიდილის დრო; დღეს ერთიანობის დროა, ერთიანობის საქართველოსთვის, ერთიანობის გამარჯვებისთვის, ერთიანობის ევროპისთვის, ერთიანობის ქვეყნის გადარჩენისთვის. ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. ერთიანობით ჩვენ შეუძლებელიც შეგვიძლია.

ყველაზე ცხადად ჩვენი ეროვნული ნაკრების ბიჭებმა დაგვანახეს, რომ ერთიანობით, გუნდურობით, თავდადებით ჩვენ ევროპაზე გასვლაც და გიგანტების დამარცხებაც შეგვიძლია.

ახალგაზრდებმა დღეს და მრავალგზის მოგვიწოდეს ერთიანობისკენ. მათ გვაჩვენეს, რომ არ არსებობს იმაზე დიდი და დიადი მიზანი, ვიდრე ქვეყნის გადარჩენაა. მათ მოგვცეს ერთიანობის მისაბაძი მაგალითი, როდესაც ხელისუფლების დაუნდობელ ძალადობას თუ უსამართლო პროპაგანდას უპირისპირდებოდნენ მხოლოდ ერთიანობით, სიმტკიცითა და სიმშვიდით. მათ მოგვცეს შეუპოვრობისა და ბრძოლის მაგალითი და დაგვიბრუნეს გამარჯვების ურყევი რწმენა. მადლობა ქართველ ახალგაზრდებს ამისთვის – მეამაყებით და მეიმედებით, საქართველოს მომავალი თქვენია!

ჩვენ გვაქვს ერთი ქვეყანა. ერთი საქართველო. ერთი სახელმწიფო. და დღეს – ერთადერთი მიზანია – გადავარჩინოთ ქვეყნის ევროპული მომავალი და ამით, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა.

ჩვენი ვალია, გვერდზე გადავდოთ ყველა განსხვავება და გავერთიანდეთ ამ საერთო უზენაესი მიზნის ირგვლივ.

თუ სხვა პარტიები ამ ეტაპზე ვერ ერთიანდებიან, გავერთიანდეთ პოლიტიკოსებთან, საზოგადოებრივად აქტიურ პირებთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან, და რაც მთავარია – ახალგაზრდებთან, რომლებმაც ყველაზე კარგად დაგვანახეს ერთიანობის ძალა და ამით სხვებსაც მივცეთ ბიძგი ერთიანობისკენ”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავამ პლატფორმის ახალი წევრები წარადგინა:

„მინდა სცენაზე ვთხოვო პროფესორ გია ჯაფარიძეს, ყოფილ ელჩს, ახალგაზრდებისთვის საყვარელ ლექტორს, ჩემთვის კი უბრალოდ დიდი ხნის მეგობარს, ადამიანს, რომლისთვისაც მთავარი ღირებულებებია.

ასევე მინდა სცენაზე ვთხოვო სოფო ჯაფარიძეს, პრეზიდენტ სააკაშვილის პირად წარმომადგენელს, რომელიც მთელმა ქვეყანამ ჯერ კიდევ კოვიდ პანდემიის დროს გაიცნო, როდესაც მისმა შექმნილმა სამედიცინო პლატფორმამ გადაარჩინა უამრავი ადამიანის სიცოცხლე.

მინდა სცენაზე ვთხოვო ლაშა ბაქრაძეს, მწერალს, მსახიობს, რეჟისორს და ადამიანს, რომელსაც დიდი წვლილი აქვს ქართული კულტურის გადარჩენისა და განვითარების საქმეში. მჯერა, სწორედ თქვენი ძალისხმევით, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული იდენტობის დაცვით საქართველო ევროპის ღირსეული და ამაყი წევრი გახდება.

გთხოვთ მიესალმოთ ანა მოსაშვილს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული საპროტესტო მოძრაობაში, მაგრამ ის მე რამდენიმე დღის წინ ჩატარებული ახალგაზრდული ფორუმის მზადების პროცესში თავიდან აღმოვაჩინე. ანასნაირი მშრომელი და პატრიოტი ახალგაზრდებისაა ჩვენი ქვეყნის მომავალი და ამიტომ, თქვენ ყველაზე აქტიურად უნდა ჩაერთოთ ამ ნათელი მომავლის შენების საქმეში.

მინდა, სცენაზე ვთხოვო თამარ კორძაიას, ჩემს მეგობარს, ბევრი ახალგაზრდის საყვარელ ლექტორს, ადამიანის უფლებათა დამცველს, რომელიც თავისი კომპეტენციით და ღირებულებებით გამოირჩეოდა ყოველთვის.

გთხოვთ, მიესალმოთ არმაზ ახვლედიანს, რომლისთვისაც ადამიანია მთავარი ღირებულება. 1999 წელს პოლიტიკური სკოლის დაფუძნების დღიდან დღემდე ყოველთვის იბრძოდა დემოკრატიისთვის, რომელიც მოქალაქიდან იწყება და მოქალაქეს ემსახურება. მიხარია, რომ გვიერთდებით, ბატონო არმაზ.

გთხოვთ, მიესალმოთ გამორჩეულ ახალგაზრდებს, ირაკლი ფავლენიშვილს და ლაშა დიაროვს, რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტში თქვენ ყველას ბრძოლის მაგალითი გვიჩვენეთ და ახლა ეს ბრძოლა საერთო ძალებით გამარჯვებამდე უნდა მივიყვანოთ.

და ბოლოს, მინდა სცენაზე ვთხოვო გიორგი ვაშაძეს, “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარეს და დიდ მამოძრავებელ ძალას ერთიანობისთვის. ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა. ერთიანობით გავიმარჯვებთ. ერთიანობით გაიმარჯვებს საქართველო. და ამ გამარჯვების სტარტი არის დღეს, აქ, თქვენთან ერთად!”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დაფუძნდა. პლატფორმის პრეზენტაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გახსნა და გუნდის წევრები წარადგინა: გიორგი ვაშაძე, გია ჯაფარიძე, სოფო ჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე, ანა მოსაშვილი, თამარ კორძაია, არმაზ ახვლედიანი, ირაკლი ფავლენიშვილი და ლაშა დიაროვი. „ერთიანობის“ საარჩევნო ნომერი – 5 იქნება.

პოლიტიკური პლატფორმა – “ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის” დაფუძნდა

„ნაციონალური მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დააფუძნეს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა, გაერთიანებაში გიორგი ვაშაძისა და სოფო ჯაფარიძის გარდა ასევე იქნებიან – გია ჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე, თამარ კორძაია და არმაზ ახვლედიანი.

„სხვა პარტიებმა თუ ვერ შეძლეს ამ ეტაპზე გაერთიანება, გავერთიანდეთ ჩვენ პოლიტიკოსებთან, საზოგადოებრივად აქტიურ პირებთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან და რაც მთავარია, ახალგაზრდებთან, რომლებმაც ყველაზე კარგად დაგვანახეს ერთიანობის ძალა. ეს არის ის, რითაც ჩვენ გავიმარჯვებთ, რაც ჩვენ გვაძლევს ძალას. ახლა ჩვენი ვალია, ეს გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ახალი გაერთიანება არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომრით წარდგება.

“ამორალურ არსებათა ერთობა ჰქვია “ქართული ოცნების” მიერ ნაგვიდან ამოყვანილ, დაბანილ და დავარცხნილ ტიპებს და ტიპშებს: ზურაბიშვილი, მარგველაშვილი, ახვლედიანი, კორძაია”-დავით ქართველიშვილი

„ამორალურ არსებათა ერთობა ჰქვია “ქართული ოცნების” მიერ ნაგვიდან ამოყვანილ, დაბანილ და დავარცხნილ ტიპებს და ტიპშებს: ზურაბიშვილი, მარგველაშვილი, ახვლედიანი, კორძაია და უამრავი სხვა არსით მოღალატე, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი პრინციპები, გარდა მონობისა. იმ მონობისა, რომელშიც კომფორტულად გრძნობენ თავს და ყველანაირად ეწინააღმდეგებიან ამ მონობიდან გამოსვლას, რადგან დაბადებიდან ლაქიაობისთვის არიან შექმნილები.“- წერს „ხალხის ძალის წევრი დავით ქართველიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის ახალი სახეების შესახებ.

ქართველიშვილის თქმით, მათ ალიანსებსა თუ კოალიციებს ის ერთი დადებითი მხარე აქვს, რაც გლდანის ნაგავსაყრელს გააჩნია, როგორც აუცილებელ სპეციალურ ადგილს, სადაც ადამიანური ყოფის ნარჩენები გროვდება.

„ამორალურ არსებათა ერთობა ჰქვია “ქართული ოცნების” მიერ ნაგვიდან ამოყვანილ, დაბანილ და დავარცხნილ ტიპებს და ტიპშებს: ზურაბიშვილი, მარგველაშვილი, ახვლედიანი, კორძაია და უამრავი სხვა არსით მოღალატე, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი პრინციპები, გარდა მონობისა. იმ მონობისა, რომელშიც კომფორტულად გრძნობენ თავს და ყველანაირად ეწინააღმდეგებიან ამ მონობიდან გამოსვლას, რადგან დაბადებიდან ლაქიაობისთვის არიან შექმნილები. როდესაც ვსაუბრობთ “საბჭოურ მენტალობაზე”, საუბარი არაა ჩვენი ქვეყნის ისტორიის მაინცდამაინც კომუნისტურ ეპოქაზე.

საუბარია ჩვენში იმ “გენეტიკურად” არსებულ კოლაბორაციონიზმსა და კომფორმიზმზე, რომელიც ჩვენი წინაპრების გარკვეულ ნაწილს ქართველობასა და ოსმალობა-მონღოლობა-არაბობა-სპარსელობა-რუსობა-დასავლეთელობას შორის მუდმივ პაექრობაში, თავისუფლებასა და მონობას შორის არჩევანში, და ყოველთვის ვასალობის სასარგებლოდ დადებულ ფსონში გამოიხატებოდა. მათ ალიანსებსა თუ კოალიციებს ის ერთი დადებითი მხარე აქვს, რაც გლდანის ნაგავსაყრელს გააჩნია, როგორც აუცილებელ სპეციალურ ადგილს, სადაც ადამიანური ყოფის ნარჩენები გროვდება. ეს პოლიტიკური სანაგვეც აუცილებელია, ოღონდ ერთი პირობით: ხელისუფლებამ მანდ ქექვას და პერიოდულად იქიდან მორიგი “სასარგებლო” ნაგვის ამოღებას ერთხელ და სამუდამოდ თავი უნდა დაანებოს!“-წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

რუსეთის მიერ კიევის ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის გამო უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს

რუსეთის მიერ კიევის ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის გამო უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმის გამო, უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს. ჩვენ რუსეთს მის ტერორისტულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ, ხოლო პუტინს თავდასხმების ბრძანების გაცემისთვის. ყოველ ჯერზე, მასთან მშვიდობის განხილვის მცდელობებს, რუსეთი სახლებსა და საავადმყოფოებზე დარტყმებით პასუხობს “, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, მიმდინარე თვეში გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა რუსეთია.

რუსეთი უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე სასტიკ თავდასხმებს აგრძელებს

x

რუსეთი უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე სასტიკ თავდასხმებს აგრძელებს, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

„დღევანდელი საჰაერო თავდასხმების შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. განადგურდა კიევის უდიდესი ბავშვთა საავადმყოფო. უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება. რუსეთის ომის დანაშაულებებზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხისგებაში მიეცემა“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 ივლისისთვის 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7399 ლარი ეღირება, ევრო – 2.9670 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5123 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7613 ლარი ღირდა, ევრო – 2.9886 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5303 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 9 ივლისს ივნისს ამოქმედდება.

მკაცრად ვგმობ უკრაინის ქალაქებზე დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს – პრეზიდენტი

მკაცრად ვგმობ უკრაინის ქალაქებზე დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს, ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სასტიკ მეთოდებსა და ტრაგიკულ შედეგებს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.

„მკაცრად ვგმობ უკრაინის ქალაქებზე დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს, მათ შორის კიევზე, რომელიც ბავშვთა საავადმყოფოს მოხვდა. ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სასტიკ მეთოდებსა და ტრაგიკულ შედეგებს კიდევ ერთხელ ცხადყოფს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 31 ადამიანი დაიღუპა და 125 დაშავდა. რუსებმა კიევის ბავშვთა საავადმყოფოც დაბომბეს, რომლის ტერიტორიაზე 2 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.

გამოცხადდა ფონდისა  და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2024 წლის საგრანტო კონკურსი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის აცხადებს ფონდისა  და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2024 წლის საგრანტო კონკურსს.

კონკურსის მიზანია   საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე დარგობრივი და ინტერდისციპლინური კვლევების განვითარება და პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე;  ახალგაზრდა მკვლევართა მოზიდვა და მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდა, ქვეყნის ისტორიის, კულტურის, დამწერლობის, ენისა და ლიტერატურის, არქეოლოგიისა და ხელოვნების, რელიგიის, სოციალურ – ეკონომიკური, პოლიტიკური ტრანსფორმაციის თანამედროვე კვლევების შედეგების გავრცელება საერთაშორისო აკადემიურ ქსელში; საქართველოსა და რეგიონის შემსწავლელი თანამედროვე კვლევების გამოყენებით თანამშრომლური კონტაქტებისა და კვლევითი კონსორციუმების ჩამოყალიბება, მრავალმხრივი, მდგრადი საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ  რუსთაველის ფონდის ვებგვერდზე.  

ჩვენ მხარს ვუჭერდით ყველა იმ პარტიის გაერთიანებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხმებზე პარაზიტობს -ალექსანდრე რაქვიაშვილი

„გირჩის“ ტაქტიკაა, ამომრჩეველს ვაჩვენოთ განსხვავება ჩვენსა და დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს შორის. ერთადერთი პარტია ვართ, რომელსაც პრინციპები და იდეები გააჩნია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ ამომრჩეველი სხვაობას დაინახავს და 26 ოქტომბერს სათანადოდ დააფასებს.

„ჩვენ მხარს ვუჭერდით ყველა იმ პარტიის გაერთიანებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხმებზე პარაზიტობს. არ არის სწორი, მიხეილ სააკაშვილს ხმები წაართვა, რადგან ვერ გაიყავი ადგილები თუ თანამდებობები. მიხეილ სააკაშვილის წინადადებას მხარს ვუჭერდით, „ახალი“ იქნება, „ლელო“ თუ ზურა ჯაფარიძე-ხოშტარია და ა.შ., მათ შორის, „ევროპული საქართველოც“ „ნაცებში“ შესულიყვნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ გაინაწილეს ადგილები, ვერ დალაგდნენ თანამდებობებზე და ეს ამბავი არ გამოდის.

არ მჯერა, რომ ორი განსხვავებული პოლიტიკური ძალაა, სადაც ერთ მხარესაა, მაგალითად, ნიკა გვარამია და მეორე მხარეს – მიხეილ სააკაშვილი და თინა ბოკუჩავა. ეს არასერიოზულად გამოიყურება. თავადვე აწერენ დოკუმენტს ხელს, სადაც ამბობენ, რომ არჩევნებამდე ერთიანი იქნებიან და არჩევნების შემდეგ ერთიანად უქმდებიან. ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ კოალიციას არ შეუკრავენ და შეუკრავენ მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“. არ მესმის, რატომ ატყუებენ ამომრჩეველს, რომ „ნაცები“ არ არიან. თუ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა მთავარი ამოცანა, შენ მსუყე მეორე ადგილისთვის კი არ უნდა იმუშავო, რომ უფრო მეტი ადგილები გქონდეს პარლამენტში და მიშას დაუმტკიცო, რომ ტყუილად დაკარგა მთავარი პროპაგანდისტი, არამედ რეალურად გვერდზე გადადო ადგილებზე ვაჭრობა და მართლა პოლიტიკას დაუთმო დრო“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.

მისივე თქმით, „ახალი“ იქნება თუ „ლელო“, ბოლო თვეები მხოლოდ იმაზე დააკარგინეს პოლიტიკურ სპექტრს და ქვეყანას, გაერთიანდებიან თუ არა.

„პრობლემა ისაა, რომ მათ მოგება არ უნდათ. თუ მოგება უნდათ, დალაგებულიყვნენ. დარწმუნებული ვარ, „ლელოს“ ფულიც დაეხმარებოდა „ნაცმოძრაობას“. „ნაცმოძრაობის“ აქტივი და სტრუქტურა დაეხმარებოდა „ლელოს“ და იმ პარტიებს, რომლებსაც ეს არ აქვთ. ყველასთვის გასაგები იქნებოდა, რომ ის პარტიები, რომლებიც ერთობას აცხადებენ და დეკლარაციას ხელს აწერენ, ერთად არიან.

ჩვენ დიდი ხანია, საარჩევნო კამპანიაში ვართ. ჩვენი ტაქტიკაა, რომ ამომრჩეველს ვაჩვენოთ განსხვავება ჩვენსა და მთელ დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს შორის. ერთადერთი პარტია ვართ, ვისაც პრინციპები და იდეები გააჩნია. ერთადერთი პარტია ვართ, ვინც მზად ვართ, ყველასთან ვითანამშრომლოთ და, ამავდროულად, ჩვენი პრინციპები არ დავარღვიოთ. იმედია, ამომრჩეველი ამ სხვაობას დაინახავს და 26 ოქტომბერს სათანადოდ დააფასებს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

9 ივლისს “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოება გაიმართება

9 ივლისს, 19:00 საათზე, მედიაჰოლდინგი “ჯორჯიან თაიმსი” ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოების ცერემონიალს და გალა ვახშამს ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში, მე- 3 სართულზე გამართავს.

წლებია ღონისძიება საერთაშორისო სტატუსით სარგებლობს და მაღალი რეპუტაციიდან გამომდინარე მუდმივად მედიის და საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. პროექტმა, არა ერთ კომპანიას და ბიზნესმენს მისცა წინსვლის და განვითარების პერსპექტივა.

პროექტის მიზანია: ექსპერტებთან ერთად, ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა და რაც მთავარია, ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნეს-საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.

დაჯილდოების ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები ტრადიციისამებრ, სამკერდე “ოქროს ლომებით” დაჯილდოვდებიან. ღონისძიების მთავარი ჯილდო, – “გრან – პრი”, წლის საუკეთესო კომპანია/ბიზნესმენს გადაეცემა, რომელსაც თავად ბიზნესმენები, კენჭისყრის საფუძველზე გამოავლენენ.

ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების ფარგლებში წელსაც დაჯილდოვდებიან საუკეთესო ინვესტორები. Investment Award – ის მიზანია წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს საინვესტიციო პროექტებს.

ოცდამესამე ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების გენერალური სპონსორია – სოკარი

ოქროს სპონსორია – ასკანელი ძმები.

სპონსორები არიან:

1. გაერთიანება ღვინო ბოლნისი

2. კავკასიის ავტოიმპორტი

3. პრემიუმ ღონისძიებები

4. თამმენეჯმენტი

ბიზნეს რეიტინგში გამოვლენილი რჩეული კომპანიებია:

1. ავერსი

2. ასკანელი ძმები

3. ბათუმის საზღვაო ნავსადგური

4. გაერთიანება ღვინო ბოლნისი

5. დუგლაძეების ღვინის კომპანია

6. საზღვაო ხაზი ე 60

7. ენდითი გლობალი

8. ესპო პლიუსი

9. ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი

10. თამმენეჯმენტი

11. იმპოსტი მეპ

12. კავკასიის ავტოიმპორტი

13. ლიბრე

14. ნიკორა სუპერმარკეტი

15. ომნო

16. პანე

17. პე ეს პე

18. პრემიუმ ღონისძიებები

19. პროსერვისი

20. სოკარი

21. ჯეორჯიან პროდაქტსი

მედიამხარდამჭერები:

1. იმედი

2. რუსთავი 2

3. POSTV

4. BMG

5. რადიო ჰოლდინგი “ფორტუნა”

6. GT TV

7. რადიო “ჯორჯიან თაიმსი”

8. Award.com.ge

მხარდამჭერები:
1. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო

2. ფინანსთა სამინისტრო

3. ყაზახეთის საელჩო

ტრადიციულად, ბიზნეს  რეიტინგის საზეიმო გალა ვახშამს, მონაწილე კომანიების წარმომადგენლებთან ერთად,   საკანონმდებლო და აღმასრულებელი, ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესმენები,საპატიო სტუმრები უცხოეთიდან, პოლიტოლოგები, ექსპერტები,  ინტელიგენციის, დიპლომატიური კორპუსის, და მასმედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

წლების მანძილზე ბიზნეს-რეიტინგში გამარჯვებული კომპანიები და ბიზნესმენები იყვნენ:

1. TBC ჯგუფი – მამუკა ხაზარაძე

2. კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია – თემურ ჭყონია

3. ყაზბეგი – გოგი თოფაძე

4. ყაზბეგი კასტელი – გოგი თოფაძე

5. GWS – ლევან გაჩეჩილაძე

6. შპს სამგორი 94 – ავთო წერეთელი

7. თბილავიამშენი – პანტიკო თორდია

8. TBC ბანკი – ვახტანგ ბუცხრიკიძე

9. გაერთიანებული ქართული ბანკი – ვანო ჩხარტიშვილი

10. შპს სამგორი 94 – ავთო წერეთელი

11. ჯეოსელი – ოსმან თურანი

12. ჯეოსელი – ოსმან თურანი

13. ჯეოსელი – ოსმან თურანი და საქართველოს ბანკი-ირაკლი გილაური

14. სოკარ ენერჯი ჯორჯია – მაჰირ მამმედოვი

15. საქართველოს ბანკი – ირაკლი გილაური

16. ვისოლ ჯგუფი – სოსო ფხაკაძე

17. სოკარ პეტროლეუმ ჯორჯია – დავით ზუბიტაშვილი

18. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი – ზურაბ გელენიძე

19. კომპანია ავერსი – პაატა კურტანიძე

20. ჯეორჯიან პროდაქტს – დავით ბარდაველიძე

21. არემჯი – თორნიკე ლიპარტია

22.”პეტროკას ენერჯი ჯორჯია” – ივანე ნაკაიძე

გასული წლების Investment Award – ის გარდამავალი ჯილდოს მფლობელები იყვნენ:

1. ომეგა ჯგუფი და ზაზა ოქუაშვილი

2. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და მერაბ ადეიშვილი

3. დრიმლენდ ოაზისი და ნიკოლოზ გეგუჩაძე

4. აი გრუპი და კახაბერ გულედანი

5. სოკარი და მაირ მამედოვი

 

რუსეთმა კიევზე კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელა, დაზიანდა სამშობიარო სახლი, არის მსხვერპლი

რუსეთმა კიევზე მეორე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც კიდევ ერთი სამედიცინო დაწესებულება დაზიანდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის ომბუდსმენის, დიმიტრი ლუბინეცის თქმით, განმეორებითი თავდასხმის დროს რუსული რაკეტა სამშობიარო სახლს მოხვდა.

„ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილია ოთხი დაღუპულისა და სამი დაშავებულის შესახებ“, – აღნიშნა ლუბინეცმა.

ომბუდსმენმა ასევე გამოაქვეყნა ვიდეო თავშესაფრიდან, სადაც უკრაინელი ბავშვები კიევზე განმეორებითი თავდასხმის დროს იმყოფებოდნენ. მისი ინფორმაციით, ოკუპანტებმა რაკეტები მაშინ გაუშვეს, როცა მაშველები და მშვიდობიანი მოქალაქეები „ოხმატდიტის“ ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე ნანგრევებს ასუფთავებდნენ.

„ბავშვები იძულებულები არიან სარდაფებს შეაფარონ თავი. რუსების ცინიზმს და ბარბაროსობას საზღვარი არ აქვს“, – აღნიშნა ომბუდსმენმა.