მკაცრად ვგმობ უკრაინის ქალაქებზე დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს – პრეზიდენტი

14
spot_img

მკაცრად ვგმობ უკრაინის ქალაქებზე დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს, ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სასტიკ მეთოდებსა და ტრაგიკულ შედეგებს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.

„მკაცრად ვგმობ უკრაინის ქალაქებზე დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს, მათ შორის კიევზე, რომელიც ბავშვთა საავადმყოფოს მოხვდა. ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სასტიკ მეთოდებსა და ტრაგიკულ შედეგებს კიდევ ერთხელ ცხადყოფს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 31 ადამიანი დაიღუპა და 125 დაშავდა. რუსებმა კიევის ბავშვთა საავადმყოფოც დაბომბეს, რომლის ტერიტორიაზე 2 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.