რუსეთის მიერ კიევის ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის გამო უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმის გამო, უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს. ჩვენ რუსეთს მის ტერორისტულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ, ხოლო პუტინს თავდასხმების ბრძანების გაცემისთვის. ყოველ ჯერზე, მასთან მშვიდობის განხილვის მცდელობებს, რუსეთი სახლებსა და საავადმყოფოებზე დარტყმებით პასუხობს “, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, მიმდინარე თვეში გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა რუსეთია.