რუსეთმა კიევზე კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელა, დაზიანდა სამშობიარო სახლი, არის მსხვერპლი

35
spot_img

რუსეთმა კიევზე მეორე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც კიდევ ერთი სამედიცინო დაწესებულება დაზიანდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის ომბუდსმენის, დიმიტრი ლუბინეცის თქმით, განმეორებითი თავდასხმის დროს რუსული რაკეტა სამშობიარო სახლს მოხვდა.

„ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილია ოთხი დაღუპულისა და სამი დაშავებულის შესახებ“, – აღნიშნა ლუბინეცმა.

ომბუდსმენმა ასევე გამოაქვეყნა ვიდეო თავშესაფრიდან, სადაც უკრაინელი ბავშვები კიევზე განმეორებითი თავდასხმის დროს იმყოფებოდნენ. მისი ინფორმაციით, ოკუპანტებმა რაკეტები მაშინ გაუშვეს, როცა მაშველები და მშვიდობიანი მოქალაქეები „ოხმატდიტის“ ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე ნანგრევებს ასუფთავებდნენ.

„ბავშვები იძულებულები არიან სარდაფებს შეაფარონ თავი. რუსების ცინიზმს და ბარბაროსობას საზღვარი არ აქვს“, – აღნიშნა ომბუდსმენმა.