კიდევ რამდენი წითელი ხაზი უნდა გადაკვეთოს საქართველოს ხელისუფლებამ – იან კელი

110
spot_img

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი აქციაზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა.

ელჩმა “რუსული კანონის” წინააღმდეგ აქციაზე მიმდინარე მოვლენებზე ვიდეო გაავრცელა, სადაც სამართალდამცველების მიერ დემონსტრანტების დაკავებისა/მათთან ფიზიკური დაპირისპირებაა ნაჩვენები და დაწერა, რომ “ქართული ოცნება” წითელ ხაზებს კვეთს.

„კიდევ რამდენი წითელი ხაზი უნდა გადაკვეთოს ამ ხელისუფლებამ იქამდე, სანამ ამერიკის შეერთებული შტატები დაგმობს ამას და დააწესებს საფასურს ამის საწინააღმდეგოდ“,- განაცხადა იან კელიმ.