Home Blog Page 280

„თბილისი პრაიდს“, ლგბტ თემის წარმომადგენლებსა და არასამთავრობოების დიდ ნაწილს აფინანსებს ერთი პატრონი – ეს არის უცხოური ძალა”

„თბილისი პრაიდს“, ლგბტ თემის წარმომადგენლებს, მათ დამცველებს, რადიკალურ ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორის დიდ ნაწილს აფინანსებს ერთი პატრონი – ეს არის უცხოური ძალა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ლგბტ პროპაგანდის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ბუნებრივია, ამიტომაც ხმას ვერ იღებს ვერც ერთი ოპოზიციონერი. პირდაპირი აღიარებითი ჩვენება დაწერა პრაქტიკულად „თბილისი პრაიდმა“, რომ მარტის მოვლენებისას, მათ და მათმა დონორებმა „მოლოტოვის კოქტეილების“ გადაიხადეს ფული და უზრუნველყვეს აქ რადიკალური პროცესები, იმავეს აპირებენ ახლა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

„ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა ოპოზიციის სტრატეგია, რომელსაც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე პარტიები მიჰყვებიან და რასაც „თბილისი პრაიდი“ ათანხმებს საერთაშორისო პარტნიორებთან. წერილიდან ირკვევა, რომ „თბილისი პრაიდი“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გეგმავს.

“ჩინეთი რუსეთს ეკონომიკურ დახმარებას უწევს და მასთან ვაჭრობას აძლიერებს” – აშშ-ის დაზვერვა

აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების განცხადებით, ქვეყანა მზარდი მყიფე მსოფლიო წესრიგის წინაშე დგას, რომელიც დაძაბულია დიდი ძალების კონკურენციით, ტრანსნაციონალური გამოწვევებითა და რეგიონული კონფლიქტებით.

„ამბიციური ჩინეთი, კონფრონტაციული რუსეთი, ზოგიერთი რეგიონული ძალა, როგორიცაა ირანი და უფრო ქმედუნარიანი არასახელმწიფო აქტორები, აპროტესტებენ საერთაშორისო სისტემის გრძელვადიან წესებს და მასში აშშ-ის მოწინავეობას“, – აცხადებენ სააგენტოები ყოველწლიურ ანგარიშში „წლიური საფრთხეების შეფასება“.

ანგარიში, ძირითადად, ყურადღებას ამახვილებდა ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე, ასევე საუბარია ისრაელი-ჰამასის ომთან დაკავშირებით უფრო ფართო კონფლიქტის რისკებზე.

„ჩინეთი ეკონომიკურ და უსაფრთხოების დახმარებას უწევს რუსეთს, რომელიც უკრაინასთან ომს აწარმოებს, მისი ინდუსტრიული ბაზის მხარდაჭერით“, – აღნიშნულია მოხსენებაში. დოკუმენტის თანახმად, ჩინეთმა, შესაძლოა, გამოიყენოს ტექნოლოგია, რათა გავლენა მოახდინოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

„ჩინეთი, შესაძლოა, შეეცადოს გავლენა მოახდინოს აშშ-ის 2024 წლის არჩევნებზე გარკვეულ დონეზე იმის გამო, რომ სურს, გვერდი აუაროს ჩინეთის კრიტიკოსებს და აშშ-ის საზოგადოებრივი დაყოფა გაზარდოს“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა იზრდება და რომ ჩინური საქონლის ექსპორტი, რომელიც პოტენციურად სამხედრო მიზნით გამოყენებისთვისაა განკუთვნილი, 2022 წლიდან სამჯერ გაიზარდა.

როგორ აპირებენ გერმანული და ევროპული ინსტიტუციები, დაარწმუნონ ქართველები, რომ კრიმინალი ადეიშვილი დემოკრატიას აშენებს უკრაინაში და დიპლომატიურ მოლაპარაკებებში მისი მოთმენა შესაძლებელია -პაპუაშვილი

დემოკრატიის ყველაზე ფუნდამენტური იდეა გვეუბნება, რომ არ შეიძლება კეთილი ზრახვების უკეთური საშუალებებით მიღწევა. ამიტომაც, იუსტიციის რეფორმის კრიმინალების ხელით გატარება კანონის უზენაესობის პრინციპებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უკრაინის მთავრობის მიერ ქართველი კრიმინალის, ზურაბ ადეიშვილის შეფარება და გენერალური პროკურორის მრჩევლად დანიშვნა, ასევე ადეიშვილის ბოლოდროინდელი ოფიციალური შეხვედრები გერმანიასა და ევროკავშირის სახელისუფლებო ინსტიტუციებში არასწორ სიგნალებს გვიგზავნის, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიული ცვლილებებისკენ მიმართულ საერთაშორისო თანამშრომლობას.

„ადეიშვილის კრიმინალური წარსული კარგადაა დოკუმენტირებული ქართული სასამართლოს მიერ. მას ექვსწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ხუთი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, უკანონო გატაცებით დაწყებული კომპანიების უკანონო გაკოტრებით გაგრძელებული. კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება. განაჩენების შეკრებითობის პრინციპი რომ არ გაგვეუქმებინა, რომლის შემოტანაში წვლილი თავად ადეიშვილმაც შეიტანა, მას, მთლიანობაში, ციხეში 18-წლის გატარება მოუწევდა. ის იყო სააკაშვილის ჯალათი და ძალადობრივი მართლმსაჯულების და პენიტენციური სისტემის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი. შეუძლებელია, რომ ადეიშვილი ვინმემ დემოკრატიულ რეფორმატორად წარმოუდგინოს ან ქართველ ხალხს, ან საერთაშორისო თანამეგობრობას.

ცხადია, უკრაინელი ხალხის ბრძოლამ საერთაშორისო დახმარება და აღტაცება გამოიწვია. საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი ყველანაირად დაეხმარა უკრაინელების ბრძოლას რუსული აგრესიის წინააღმდეგ. საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის მხარდაჭერითა და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების აღსრულებით დაწყებული, ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილის შეფარებითა და ჰუმანიტარული დახმარებით გაგრძელებული, საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა უკრაინის მხარდაჭერის კეთილი ნება გამოავლინა. სამწუხაროდ, ეს კეთილი ნება ორმხრივი არ აღმოჩნდა. გაუგებარია, რომ უკრაინის მთავრობამ გაიწვია საკუთარი ელჩი თბილისიდან და მოითხოვა კიევიდან საქართველოს ელჩის გამოწვევაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ელჩი თითქმის ერთადერთი უცხოელი დიპლომატი იყო, რომელიც რჩებოდა უკრაინის დედაქალაქში მაშინაც კი, როდესაც რუსული ოკუპაციის საფრთხე 2022 წლის გაზაფხულზე აშკარა იყო“, – აცხადებს პაპუაშვილი.

მისი თქმით, უკრაინა ომშია, მაგრამ გაუგებარია, რა საჭიროა ქართველი კრიმინალების შეფარება და საქართველოსთვის მათ გადმოცემაზე უარის თქმა.

„დღემდე, საქართველოს მთავრობა თავს იკავებდა საჯაროდ გამოეტანა უკრაინის მთავრობასთან უთანხმოება ქართველი კრიმინალების შეფარების გამო. უკრაინა ომშია, მაგრამ გაუგებარია, რა საჭიროა ქართველი კრიმინალების შეფარება და საქართველოსთვის მათ გადმოცემაზე უარის თქმა. ადეიშვილის გარდა, რომელიც სერიოზული დამნაშავეა, გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის დაზვერვის უფროსის მოადგილეა, რომელიც, სხვა საქმეებს შორის, დადანაშაულებულია სააკაშვილის საქართველოში უკანონო შემოყვანაში, 2021 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე.

უკრაინას რაღაც მიზეზი მაინც აქვს, ომის სახით, რომელიც შეუძლია ქართველი კრიმინალების საკითხში ჩაუღრმავებლობის საბაბად მოიტანოს. მაგრამ გერმანიისა და ევროკავშირის ინსტიტუტებს არანაირი საბაბი არ გააჩნიათ, რომ მათ მიმართ კეთილი ნება გამოავლინოს. გასულ კვირას ჩვენ ვნახეთ, რომ ადეიშვილი ამაყად იყო წარმოდგენილი ბუნდესტაგის სტუმრებს შორის. მეტიც, იგი, უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში, მონაწილეობდა გერმანელ და ევროპელ მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებებში ბერლინსა და ბრიუსელში. ქართველებისთვის ეს ერთგვარი დეჟავიუ იყო, რამაც სააკაშვილის თავისუფალი მიმოსვლა გაგვახსენა ევროპასა და შეერთებულ შტატებში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჩადენილი დანაშაულებისთვის იძებნებოდა.

ევროკავშირთან ურთიერთობის ახალი „9 ნაბიჯის“ მთავარი აქცენტი დეზინფორმაციასთან ბრძოლაა. საქართველოს მთავრობა ენთუზიაზმით შეხვდა ამ ჩანაწერს. მაგრამ რა არის ადეიშვილის მიღება ევროპის მაღალ დიპლომატიურ დონეზე, თუ არა დეზინფორმაცია იმაზე, თუ რას წარმოადგენს ადეიშვილი? როგორ აპირებენ გერმანული და ევროპული ინსტიტუციები დაარწმუნონ ქართველები, რომ კრიმინალი ადეიშვილი დემოკრატიას აშენებს უკრაინაში და დიპლომატიურ მოლაპარაკებებში მისი მოთმენა შესაძლებელია?

კანონის უზენაესობა მხოლოდ იდეალისტური პრინციპი არ არის. მას პრაქტიკული პოლიტიკური შედეგები აქვს. გავიხსენოთ, რომ სააკაშვილს დასავლეთში თავისუფალი გადაადგილების საშუალება ჰქონდა და ამას ბევრი ჩვენი პარტნიორი არ იმჩნევდა, თითქოს სერიოზული არაფერი ხდებოდა. ამასობაში, თავისუფალი გადაადგილებისა და უკრაინული თანამდებობის პრივილეგიების წყალობით, სააკაშვილი ბოროტად ერეოდა ქართულ პოლიტიკაში და პოლიტიკური რადიკალიზაციის კოცონს აგიზგიზებდა. მერე კი იგი უკვე საქართველოში ვნახეთ, საჭირო დროს, არჩევნების დღეს, არეულობა რომ მოეწყო. მხოლოდ ქართული სპეცსამსახურების წყალობით მოხდა, რომ იგი სწრაფად იპოვეს და დააკავეს, რის გამოც მისი გეგმა ჩაიშალა, რომელსაც საქართველოში სტაბილურობისთვის სერიოზული საფრთხის შექმნა შეეძლო. ამ თვალსაზრისით, სააკაშვილის და, ახლა უკვე, ადეიშვილის მიმღებლობა დასავლეთის მიერ სულაც არ არის ისეთი უვნებელი, როგორც გამოიყურება. ეს მიმღებლობა ძირს უთხრის ღირებულებებს, რომლებზეც საქართველოს ევროპული მისწრაფებები დგას. მეტიც, არაფერი აზიანებს ქართველების ნდობას ევროპული ღირებულებების მიმართ უფრო მეტად, ვიდრე ძალადობრივი კრიმინალების შეფარება უკრაინისა და ევროპული დემოკრატიების მიერ.

რაც უფრო მალე მორჩება ეს ფარისევლობა, მით უკეთესი. ქართველი ხალხი მოელის, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ერთგულნი იქნებიან ჩვენი საერთო ღირებულების კანონის უზენაესობის მიმართ, უარს იტყვიან რუხ ზონებზე და საჭირო ნაბიჯებს გადადგამენ. კანონის უზენაესობა ევროკავშირში არჩევითი კი არა, აუცილებელია“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

“ქართველი ხალხი მოელის, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ერთგულნი იქნებიან ჩვენი საერთო ღირებულების, კანონის უზენაესობის მიმართ”

ქართველი ხალხი მოელის, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ერთგულნი იქნებიან ჩვენი საერთო ღირებულების კანონის უზენაესობის მიმართ, უარს იტყვიან რუხ ზონებზე და საჭირო ნაბიჯებს გადადგამენ. კანონის უზენაესობა ევროკავშირში არჩევითი კი არა, აუცილებელია – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ადეიშვილის კრიმინალური წარსული კარგადაა დოკუმენტირებული ქართული სასამართლოს მიერ.

„მას 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ხუთი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, უკანონო გატაცებით დაწყებული კომპანიების უკანონო გაკოტრებით გაგრძელებული. კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება. განაჩენების შეკრებითობის პრინციპი რომ არ გაგვეუქმებინა, რომლის შემოტანაში წვლილი თავად ადეიშვილმაც შეიტანა, მას, მთლიანობაში, ციხეში 18-წლის გატარება მოუწევდა.

ის იყო სააკაშვილის ჯალათი და ძალადობრივი მართლმსაჯულების და პენიტენციური სისტემის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი. შეუძლებელია, რომ ადეიშვილი ვინმემ დემოკრატიულ რეფორმატორად წარმოუდგინოს ან ქართველ ხალხს, ან საერთაშორისო თანამეგობრობას.

ცხადია, უკრაინელი ხალხის ბრძოლამ საერთაშორისო დახმარება და აღტაცება გამოიწვია. საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი ყველანაირად დაეხმარა უკრაინელების ბრძოლას რუსული აგრესიის წინააღმდეგ. საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის მხარდაჭერითა და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების აღსრულებით დაწყებული, ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილის შეფარებითა და ჰუმანიტარული დახმარებით გაგრძელებული, საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა უკრაინის მხარდაჭერის კეთილი ნება გამოავლინა. სამწუხაროდ, ეს კეთილი ნება ორმხრივი არ აღმოჩნდა. გაუგებარია, რომ უკრაინის მთავრობამ გაიწვია საკუთარი ელჩი თბილისიდან და მოითხოვა კიევიდან საქართველოს ელჩის გამოწვევაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ელჩი თითქმის ერთადერთი უცხოელი დიპლომატი იყო, რომელიც რჩებოდა უკრაინის დედაქალაქში მაშინაც კი, როდესაც რუსული ოკუპაციის საფრთხე 2022 წლის გაზაფხულზე აშკარა იყო“, – აცხადებს პაპუაშვილი.

ჰაიტის პრემიერ-მინისტრმა, არიელ ჰენრიმ თანამდებობა დატოვა

ჰაიტის პრემიერ-მინისტრი არიელ ანრი გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ჰაიტის პრემიერ-მინისტრის ეს გადაწყვეტილება იამაიკაში რეგიონული ლიდერების შეხვედრის პარალელურად გახდა ცნობილი, სადაც სწორედ ჰაიტიში პოლიტიკურ სიტუაციაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.

შეგახსენებთ, რომ არიელ ანრი ქვეყანას 2021 წლის ივლისიდან, მას შემდეგ მართვადა, რაც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი მოკლეს.

ამასთან, გასულ კვირას, ჰაიტიში კრიმინალურმა დაჯგუფებებმა დედაქალაქში მდებარე ციხე შტურმით აიღეს და 4 000 მსჯავრდებული გაათავისუფლეს. ჰაიტიში მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფები ასევე თავს დაესხნენ აეროპორტს, პორტებს და შეზღუდეს ისეთი მნიშვნელოვანი მარაგების მიწოდება, როგორიცაა საკვები. როდესაც ქვეყანაში ეს არეულობა მოხდა, პრემიერ-მინისტრი არიელ ანრი კენიაში იმყოფებოდა, სადაც ჰაიტიში კრიმინალთან საბრძოლველად საერთაშორისო კონტინგენტის განლაგების შესახებ მოლაპარაკებები გამართა. როგორც მედია წერს, სწორედ მისი ეს ვიზიტი აღმოჩნდა ქვეყანაში არეულობის დაწყების მიზეზი. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების ერთ-ერთმა მეთაურმა, მეტსახელად „ბარბექიუიმ,“ პრემიერ-მინისტრს ომი გამოუცხადა. მედიის ცნობით, ამჟამად არიელ ანრი პუერტო რიკოშია და ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

დამატებითი დახმარების გარეშე, უკრაინაში კიდევ უფრო მეტ ავდიივკას ვიხილავთ -უილიამ ბერნსი

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა,რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაზე უარის თქმამ  შესაძლოა, წელს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიული დანაკარგი გამოიწვიოს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ბერნსმა აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტში გამართულ მოსმენაზე აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინას მეათე ვიზიტით ეწვია.

როგორც ბერნსი აცხადებს, დამატებითი დახმარებით უკრაინა შეძლებს ფრონტზე პოზიციების გამყარებას 2024 წლის ბოლომდე და მომავალი წლის დასაწყისამდე, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, მოლაპარაკებები უფრო მყარი პოზიციიდან აწარმოოს.

„ვფიქრობ, რომ დამატებითი დახმარების გარეში 2024 წელს ჩვენ კიდევ უფრო მეტ ავდეევკას ვნახავთ უკრაინაში და როგორც მგონია, ეს იქნება უზარმაზარი ისტორიული შეცდომა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“, – თქვა ბერნსმა.

დაგვიბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი, შეწყდეს ფრენები რუსეთთან, აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება-დავით არახამია

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს მთავრობის განცხადებას ეხმაურება.

„საქართველოს პრორუსული ხელისუფლება აყენებს გარკვეულ მოთხოვნებს ჩვენი მოქალაქეების ექსტრადიციის შესახებ, რათა ურთიერთობების ნორმალიზება მოხდეს“, – წერს არახამია.

არახამია სოციალურ ქსელში სამ პუნქტს ასახელებს, რომელთა შესრულებაც, მისი თქმით, სჭირდება საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

„1. ციხიდან გათავისუფლდეს და დაგვიბრუნდეს ჩვენი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი; 2. შეწყდეს პირდაპირი ფრენები რუსეთის ფედერაციასთან, რასაც თავად ქართველი ხალხიც ითხოვს;
3. შეწყდეს აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში. მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება“, – წერს არახამია.

საქართველოს მთავრობამ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც გამოთქვამს იმედს, რომ უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მეგობრულ სულისკვეთებას საქართველოსა და უკრაინას შორის. „ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თქვენი პასუხი „ჰამასის“ ტერორისტების მიერ ჩადენილ სისასტიკეზე მიუღებელია – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანს

თქვენი პასუხი „ჰამასის“ ტერორისტების მიერ ჩადენილ სისასტიკეზე მიუღებელია, – ნათქვამია წერილში, რომელიც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრსელ კაცმა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს გაუგზავნა.

“გულგრილობა, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ “ჰამასის” ტერორისტების მიერ განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ მოხსენების მიმართ, გულდასაწყვეტია”, – აღნიშნავს ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ისრაელ კაცმა წერილში განაცხადა, რომ “ჰამასის” მსხვერპლნი ებრაელები რომ არ ყოფილიყვნენ, გაეროს გენერალური მდივნის პასუხი ბევრად უფრო მტკიცე იქნებოდა.

UNRWA [პალესტინელი დევნილების გაერთიანებული ერების დახმარების სააგენტო] თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ იყო ჩართული ხოცვა-ჟლეტაში. “ჰამასის” ტერორისტულ საქმიანობაში ორგანიზაციის ათასობით თანამშრომელი იყო ჩართული”, – აღნიშნა ისრაელ კაცმა.

“გაეროში თქვენი მოღვაწეობა დაამახსოვრდებათ ორგანიზაციის სტატუსის ყველა დროის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაყვანით, რის გამოც ის გახდა ანტისემიტიზმისა და ანტიისრაელის წაქეზების ცენტრი”, – დასძინა მან.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

12 მარტს ქუთაისში +17 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარებს. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +ქ3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მზიანი დღეა. დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +11 იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -8 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +12 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც გამოიდარებს. დღე +1 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +3, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +8 გრადუსი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +11 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ნეაპოლში, ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ქალაქ ნეაპოლში ახალგაზრდა ემიგრანტი 37 წლის ნათია ქადარია, სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ქალი ზუგდიდიდან იყო.

,,ხომ იცით, გაჭირვება ყველაფერს ავიწყებს ადამიანებს და წავიდა.

სახლი იყიდეს და სახლს მოვაწყობო და აი ვერც მოასწრო, გოგო ახლა ამთავრებდა სკოლას და მისთვის შევაგროვებო და წამოვალო  აპრილის ბოლოს მოდიოდა და ვერც დასცალდა.

წელიწადიც არ იქნება რაც წავიდა იტალიაში.

გარდაცვალების დღეს, თავის შვილს ელაპარაკებოდა ტელეფონზე და რაღაც კარგად ვერ ვარო და წაიქცაო.

ტელეფონი ხომ გაუვარდა ხელიდან საათ ნახევარი ვეძახოდიო, დედა დედაო და არ მპასუხობდაო. ანუ ნახეს რომ წაიქცა და ის ვისაც უვლიდა ის ქალიც ყვიროდა თურმე და მერე მიხვდნენ რომ გარდაიცვალა.

სასწრაფო რომ მოვიდაო იმათი ხმაც გვესმოდაო და მერე აიღესო ტელეფონი იატაკზე იდო ალბათ. სასწაული ნახა თავის შვილმა ასეთი ბედისწერა არ ვიცი მართლა“, – ამბობს ოჯახის ახლობელი.

ცხედრის ექსპერტიზას 10-15 დღე დასჭირდება,რის შემდეგ იტალიიდან ჩამოასვენებენ ზუგდიდში თავის სახლში და მერე ენგურის ხიდით გადასვენებენ ოკუპირებულ გალში.

,,განა ეს იყო დედი ჩვენი ბოლო შეხვედრა? რატომ დე რატომ? ღმერთმა რატო გამწირა ისე რომ უდედოდ გავაგრძელო ცხოვრება. უშენოდ გული მიკვდება ცივი მიწისთვის როგორ გაგიმეტო დე.

უშენოდ რომ ვერ ვძლებდი ერთმანეთს სულ ვურეკავდით ახლა ვის დაველაპარაკო?

თვალწინ შენი ბოლო ამოსუნთქვა რატო მანახე ცოცხლად მომკალი , რომ მცოდნოდა ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო არ გაგიშვებდი დე არაა“, – წერს გარდაცვლილი ქალის შვილი სოციალურ ქსელში.

12 მარტს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

12 მარტს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება. კომპანია თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოებს ასახელებს.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანთელავას, ბუხაიძის, შალვა მჭედლიშვილის, კუმისის და მოსე თოიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ჩუბინაშვილის, გიორგი კვინიტაძის, წინამძღვრიშვილის, უზნაძის, კარგარეთელის და ბაქოს ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IX კვარტლის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის IV კვარტლის,  ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზურაბ ქუქჩიშვილის და ლევან რჩეულიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, არჩილ ცაგარელის, სულხან ცინცაძის, საირმის, შმიდტის, კუტუზოვის, საბურთალოს, დავით გამრეკელის, ირაკლი გამრეკელის და ბურძგლას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ბახტრიონის, საბურთალოს და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გოძიაშვილის, გაგარინის, გელოვანის, იასამნის, ბროწეულის, ანა კალანდაძის, იოსებიძის, ბუდაპეშტის, შარტავას, კანდელაკის, გურამ ფანჯიკიძის და ონიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

12 მარტს, 02:00-დან 05:00 საათამდე რიკოთის ძველ გვირაბში მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი) 2024 წლის 12 მარტის 02:00 საათიდან 05:00 საათამდე, დაგეგმილია გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოები.

მათი ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, აღნიშნულ პერიოდში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 132-კმ200 (სურამის კვანძი-ზესტაფონი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად, გვირაბის დასავლეთის მიმართულებაზე მორიგეობით.

„ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ცალმხრივ რეჟიმში გადაადგილებას და საავტომობილო ნაკადების რეგულირებას უზრუნველყოფს შპს „არალი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.