“ვირუსულად ვრცელდება ფოტოები იმასთან დაკავშირებით, რომ წერეთელზე რაღაც პრობლემები გვაქვს, ასეთი რამ არ დაფიქსირებულა”

315
spot_img

ვირუსულად ვრცელდება ფოტოები იმასთან დაკავშირებით, რომ წერეთელზე რაღაც პრობლემები გვაქვს. დღეს ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ გაავრცელა ფოტომასალა, სადაც ასახულია გაჩერების კუნძულებზე დაზიანებული ავტობუსის ტაბლო, რომელიც წაქცეულია და განმარტება იყო დართული, რომ თითქოს ეს დაზიანდა. მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, დაეჯახა მანქანა დაა დაამტვრია, გააფუჭა. ავტობუსების ტაბლო უკვე გატანილია და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ლაივ მიმართვაში ისაუბრა.

„ასევე ვრცელდება ფოტომასალა, რომ ტროტუარები თითქოს დაზიანებულია და ჩავარდნილია. ავრცელებენ კონკრეტულ ფოტოს, რომელიც არის ცნობილი YouTube-ერის ვიდეოდან. ამბობენ, რომ თითქოს ეს თბილისი და წერეთლის გამზირია. ასეთი რამ არ დაფიქსირებულა, თუ რაიმე პრობლემა იქნება, გამოვალთ და ამასაც ვიტყვით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.